Page 4 of 11

,,ჩვენებურები'' ისტორიულ საქართველოში

Posted: 08 იან 2009, 21:20
by imerkhevli
გმადლობ,მეგობარო!!!!აბა შენ იცი რაც გამომრჩება შეავსე ხოლმეე...

,,ჩვენებურები'' ისტორიულ საქართველოში

Posted: 08 იან 2009, 21:33
by imerkhevli
ესეც დიდებული ხანძთა...წამოსვლის დღეს გამოვიარეთ...
საუკუნეების განმავლობაში კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი, დღეს მიტოვებულ-მოუვლელი...
Image
Image
Image
Image
ხანძთის მიმდებარე ტერიტორიაზე მიტოვებული სახლები.აქ აღარავინ ცხოვრობს...ერტადერთი მაცხოვრებელი ვნახეთ მონასტრამდე
Image
Image
Image
Image

,,ჩვენებურები'' ისტორიულ საქართველოში

Posted: 08 იან 2009, 21:46
by tamari-khevi
Image
Image

,,ჩვენებურები'' ისტორიულ საქართველოში

Posted: 08 იან 2009, 21:54
by tamari-khevi
იმერხეველ ქართველთა საცხოვრებელ სახლებს შემონახული აქვთ ტრადიციული ქართული ხის ნაგებობათა იერსახე.
პოტოზე ხედავთ სოფელ ბაზგირეთის სამსართულიან საცხოვრებელ სახლს, რომლის პირველ სართულზე ახორი ანუ გომურია; მეორეზე სხვადასხვა ოტახები: ოდა ანუ საძინებელი, მუთუაღი ანუ სამზარეულო, სალონი ანუ მისაღები და საკუჭნაო. მესამე სართულზე კი საკვებ პროდუქტებს ინახავენ და მას ბეგელს უწოდებენ.

,,ჩვენებურები'' ისტორიულ საქართველოში

Posted: 08 იან 2009, 21:55
by tamari-khevi
სახლის ნაწილს,სადაც ხალხია პოტოზე, ტანტრაბას ანუ აივნის ქოშქი ჰქვია. იქ დგას ტრადიციული ქართული ხის სახლებისთვის დამახასიათებელი სკამ-ლოგინი - სექვი.

,,ჩვენებურები'' ისტორიულ საქართველოში

Posted: 08 იან 2009, 21:56
by imerkhevli
სექვის ფოტო არ გაქვს?საინტერესო იქნება

,,ჩვენებურები'' ისტორიულ საქართველოში

Posted: 08 იან 2009, 21:57
by tamari-khevi
სახლები ძირითადა ყავრითაა გადახურული. სამშენებლო მასლად გამოიყენება: ნაძვი, სოწი, ფიჭვი და სხვ. სამშენებლო მასალას ზამთარში ჭრიან, რომ ხე გამომშრალი იყოს და არ გაფუჭდეს: იმას არ დაჩიჩავს ანუ ჩრჩილი არ შეჭამს...........

,,ჩვენებურები'' ისტორიულ საქართველოში

Posted: 08 იან 2009, 22:03
by imerkhevli
Image
Image

,,ჩვენებურები'' ისტორიულ საქართველოში

Posted: 08 იან 2009, 22:18
by tamari-khevi
იმერხეველებს ჩვეულებრივ სამეურნეო ნაგებობეიც უდგათ კარ-მიდამოში, რომელთა შორის ყველაზე ხშირად გვხვდება საბძელი ანუ ქორი. იგი ორსართულიანი ძელური ნაგებობაა. ტერმინი საინერესოა იმ მხრივ, რომ სვანურსი გვხვდენა სახლის მნისვნელობიტ; საბასთან კი განმარტებული, როგორც სახლი სახლსა ზედა დგმული, მაღალი ანუ მრავალსართულიანის მნიშვნელობით.

,,ჩვენებურები'' ისტორიულ საქართველოში

Posted: 08 იან 2009, 22:19
by tamari-khevi

,,ჩვენებურები'' ისტორიულ საქართველოში

Posted: 08 იან 2009, 22:20
by tamari-khevi
ფოტოებზე საინტერესოა გადახურვის ხერხიც. როგორც ჩანს, ნაგებობეი ყავრითაა დახურული, რომელსაც ზედ ქვები ადევს. ეს გადახურვის ძველი ხერხია და მას საქოლავი ერქვა. ლურსმნის ნაცვლად, ყავარს სწორედ ქვის სიმ"ზიმის მეშვეობით ამაგრებდნენ.

,,ჩვენებურები'' ისტორიულ საქართველოში

Posted: 08 იან 2009, 22:33
by imerkhevli
იმერხეული ერთ-ერთია იმ დიალექტთაგან,რომელიც საქართველოს ფარგლებს გარეთაა გავრცელებული...4 საუკუნეა ამ კილოს სალიტერატურო ქართულთან კავშირი არ ჰქონია,ამიტომ მასში დალექილია ძალიან საინტერესო და უძველესი ლექსიკური ერთეულები....ამასთანავე აღვნიშნავ,რომ თურქულის ხვედრითი წილი და ახალგაზზრდათა მეტყველებაში მისი გამოყენების არეალი ყველასათვის გასაგები მიზეზების გამო....გაცილებით ფართეა,ვიდრე ქართულისა...

მგონი უპრიანი იქნება რამდენიმე ლექსიკური ერთეულის განმარტება...
1.ბახალა- გოგო
Image
Image
ეს აქაური ბახალაა
Image
Image
2.ღარჭი- ბიჭი

3.ფშვნილა-ყველის ერთგვარი სახეობა,აფშვნილი და გამომშრალი ყველი
4.კროჭი-ფშვნილას ჭურჭელი
Image

,,ჩვენებურები'' ისტორიულ საქართველოში

Posted: 11 იან 2009, 19:20
by Bivrili
კარგი სიუჟეტია...

სიამოვნებით გისმენ...

:)

,,ჩვენებურები'' ისტორიულ საქართველოში

Posted: 11 იან 2009, 20:57
by qvevri
თქვენის ნებართვით ვდებ ორიოდ სურათს ჩემი მოგზაურობიდან ტაოში
Image
Image
Image
Image
Image

,,ჩვენებურები'' ისტორიულ საქართველოში

Posted: 11 იან 2009, 21:13
by qvevri
ეს კი გახლავთ უკვე ისტორიული სურათი... ,იშხანშია გადაღებული
Image