Post
by GAMARJOBA SAKARTVELO » 16 ნოე 2010, 18:34
უ1ლესად, ყველას დიდი მადლობა გამწვანების აქციაში მონაწილეობისთვის.
ეს იყო ყველას მწვანე აქცია, იმათი, ვინც ნერგები მოგვცა (სანერგე მეურნეობა), ვინც ბარებითა და სარწყავი წყლით დაგვეხმარა (თბილისის გამწვანების 3სახური), ფორუმ :კარავს:, რომელმაც იდეის გახორციელებაში ხელი შეგვიწყო, კარაველებსა და მათ +ებს, დაუღალავად იმუშავა თუ 2ოდე წთით, ლობოსა და მისი უნივერსიტეტის :მეტეხის: 50მდე სტუდენტსა და წარმომადგენლებს, რომლებაც მართლაც რომ დიდი ძალა შეგვძინეს.
რა თქმა უნდა, სა2განიზაციო საკითხების ადვილად მოგვარებაში დიდი წვლილი მიუძღვის გარემოს
დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს. დიდი მადლობა ეკუთვნით მინისტრს და სამინისტროს
საზოგადოებასთან ურთი1ობის 3სახუსი უფროსს ეკა ბენდელიანს, რომელიც თბილისის ზღვაზეც ამოვიდა. ასევე, მადლობა ჩვენი აქციის გულშემატივრებს, იმათ, ვინც, უბრალოდ, ფიზიკურად შემო1ება ვერ შეძლო.
ძნ გამიხარდა, რომ მოდერ ილიას, აცაბაცას, ფალკონს, გიორგი მეზვრიშვილს პატარები ჰყავდათ წამოყვანული.
პოპინსმა ფეხბურთიდან თავისი გეგაც მოიყვანა, მაგრამ ხეების დარგვას ვეღარ მოუსწრო.
დაირგო 420 ძირი ძირი, 320 ფიჭვი და 100იც იფარი.
ნერგების მოვლა-პატრონობაზე მზრუნველობა თბილისის გამწვანების 3სახურმა აიღო. მათ სარებსაც შეუყენებენ.
გუშინწინ მითხრეს, რომ ახალგაშენებული კორომი საფუძვლიანად მორწყეს.
მკდ, დაუღალავი მადლობა ყველას.
ჩვენს გარემოს ნამდვილად ეკუთვნის ძირეული ყურადღება
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები