ლაშქრობაი საკვირველი
Moderators: Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia
ლაშქრობაი საკვირველი
დღესაც ხაშურშია და ფეხს მკურნალობს. საგრძნობი პროგრესი მაქვსო, მაგრამ საბოლოოდ მორჩენამდე არ აპირებს წასვლას, ამას კი დაახლოებით 2-3 დღეში იმედოვნებს.
ლაშქრობაი საკვირველი
ისევ ხაშურშია და ხვალაც იქ იქნება, ზეგ კი გაუდგება გზას. სახსარი თითქმის აღარ მაწუხებსო, ახლა ის წყლულები თუ არ ექცა კოჟრებად. 
ფეხსაცმელები შეუძენია უკვე ახლები...

ფეხსაცმელები შეუძენია უკვე ახლები...
ლაშქრობაი საკვირველი
დღეს ქუთაისშია უკვე. ხაშურიდან ლაშქრობამ ნორმალურად ჩაიარა.
-
- იეტი
- Posts: 16569
- Joined: 20 ივლ 2007, 03:45
- Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ლაშქრობაი საკვირველი
ყოჩაღ ამ ბიჭს.
კგდ დადის.
მხოლოდ ფეხით დადის, არა?
თვითონ ჩანაწერებს აკეთებეს?
ისე, სვანეთში 2 კარავული გასვლა იწყება და ჩვენები ეგებ შეხვდნენ
კგდ დადის.
მხოლოდ ფეხით დადის, არა?
თვითონ ჩანაწერებს აკეთებეს?
ისე, სვანეთში 2 კარავული გასვლა იწყება და ჩვენები ეგებ შეხვდნენ
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები
და ამით ჩემიანებს ვეხმარები
ლაშქრობაი საკვირველი
GAMARJOBA SAKARTVELO
ჩანაწერებსაც აკეთებს, როგორც ვიცი.
კი, მხოლოდ ფეხით დადის. უკვე მთავარი პრობლემები უკან დარჩა.მხოლოდ ფეხით დადის, არა?
თვითონ ჩანაწერებს აკეთებეს?
ჩანაწერებსაც აკეთებს, როგორც ვიცი.
კარგი იქნება.ისე, სვანეთში 2 კარავული გასვლა იწყება და ჩვენები ეგებ შეხვდნენ
- Int3lig3nt
- იეტი
- Posts: 3524
- Joined: 01 ივლ 2005, 11:31
- Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
- Contact:
ლაშქრობაი საკვირველი
ვესაუბრე ლევანს
წყალტუბოში ვარ ჩემებთანო.
სამტრედიის ხიდთან აქვს ბოლო გაჩერება და ხვალ დილის 7-დან იქიდან აგრძელებს
.
ისევ სალაშქრო ფეხსაცმელები ჩაუცვამს და ამჯერად აღარ მტკენს ფეხსო.
ვუთხარი, ხვალ კარაველები მიდიან სვანეთში, შენს ნომერს მივცემ და გნახავენ-თქო. ჰოდა ძალიან გაუხარდა

2 იანვარს ზღარბი დამებედა 

ლაშქრობაი საკვირველი
როგორც იქნა ნეტამდე მივაღწიე, დღეს ინტელიგენტისგან შევიტყვე რომ კარავზეც თემა ყოფილა გახსნილი. ძალიან გამიხარდა... ირაკლი ჩემთვის არ გითქვამს ეს
დიდი მადლობა
გადავხედე პოსტებს და მადლობის მეტი რა მეთქმის. ძალიან ვაფასებ თქვენს მხარდაჭერას და კეთილ სურვილებს. გაიხარეთ ხალხო...
დღეიდან კარგა ხანს ვერ ვნახავ ინტერნეტს. ამიტომ ცოტა დახარბებულივით ვარ.
მინდა ზუსტი ინფორმაციები გქონდეთ.
ე.ი. მეთორმეტე დღეა რაც გამოვედი, აქედან მუხლის ტრამვისა და წყლულების გამო ზუსტად 6 დღე ვერ ვიარე.
ხოლო მეორე 6 დღე მოვანდომე აბაკელიას ქუჩიდან ქუთაისის ე.წ " სამტრედიის ხიდამდე" მისვლას.
დღეში მინუმუმ 40 კმ-ს გავდიოდი. ხოლმე 45 და მეტიც მივლია. გზაში 3-ჯერ დამიღამდა და ფანრით ვაგრძელებდი სვლას. მძღოლებისთვის რომ მიმენათებინა Ñ Ñ‚ÑƒÑ‚ არ გადამიაროთ...
ხვალ დილით გავაგრძელებ მოგზაურობას. ვაპირებ ქუთაისიდან სამტრედიის სოფელ მარნამდე მიღწევას(სამტრედიის შემდეგ სოფელია)

ლაჰილზე ისევ დიდებული და
სავსე მთვარეა..
და ყველაფერი ზღაპრული და
იდუმალია-
სავსე მთვარეა..
და ყველაფერი ზღაპრული და
იდუმალია-
ლაშქრობაი საკვირველი
Lahil
ღმერთმა წარმატებული მგზავრობა მოგცეს ვადევნებ ამ თემას თვალს და გვერდით გიდგევართ.
ღმერთმა წარმატებული მგზავრობა მოგცეს ვადევნებ ამ თემას თვალს და გვერდით გიდგევართ.
ლაშქრობაი საკვირველი
Lahil
იქიდან ისედაც ბევრი გიკავშირდება. აწი იქაც დავწერ - არაა პრობლემა.
მე ჩავთვალე, რომ კარავზე დასაწერად მიგზავნიდი იმ პმ-ბს, რადგან წყნეთსი კი გითხარი, კარავზხეც დავწერ-მეთქი. მე აქაურობა უფრო მადარდებს, თორემ თბილისის ფორუმზე არც მიფიქრია.ირაკლი ჩემთვის არ გითქვამს ეს

ლაშქრობაი საკვირველი
ეს თემა აქაც ყოფილა
უმაგრესი იდეაა, იმედია წარმატებით განახორციელებს.
ხომ არ დაგირეკავთ , ახლა სადაა ?

უმაგრესი იდეაა, იმედია წარმატებით განახორციელებს.
ხომ არ დაგირეკავთ , ახლა სადაა ?
მე არა ვარ ევროპელი, მე არა ვარ აზიელი, მე ვარ კავკასიელი...
ლაშქრობაი საკვირველი
Bivrili
დღეს ქუთაისიდან გავიდა და მაქამდე ჩავიდა. იმხდენად სწრაფად იარა, მასპინძლები შინ არ დახვდნენ - არ გელოდიტ ასე ადრეო და დაკრძალვაზე წასულან სამტრედიის სოფელ დაფნარში, რომელიც მეორე მხარესაა - ბათუმის გზაზე.
ძალიან მადლობელია საპატრულო პოლიციის, ყურადღებას მაქცევენო. ქალაქში სადაც შევედი, ყველგან საპატრულოს უფროსი მოვიდაო და გზაზეც მალ-მალე აკითხავენ თურმე. ამ საღამოსაც მარანში სახლში მოვიდნენ, ვისთან ხარ და რამე ხომ არ გჭირდებაო... მარანი ცოტა საშიში სოფელია, რაც ყველაზე კარგად იქაურმა პოლიციამ იცის. აწი ისეთ რაიონებში უწევს სიარული, ასეთი ყურადღება კარგია.
ცოტა ფეხები ისევ მტკივაო. ამჯერად - უფრო ცალი ფეხიო... მაზებს ისევ ისვამს და იმედია, ყველაფერი კარგად ჩაივლის.
ეს ნაწყვეტია მისი ერტ-ერთი პმ-დან: ალბათ, 1001 რჩევა მაქვს დაგროვილი, რომელსაც დიდი სიამოვნებით გავუზიარებ საზოგადოებას.
ამ საღამოს სოფელ მარანშია, რომელიც აბაშას კი ეკუთვნის, მაგრამ სამტრედიასთანაა იქვე - სამეგრელოსკენ ცხენისწყალზე ხიდს როგორც კი გადახვალთ, იქვეა, მდინარის მეორე ნაპირზე.ხომ არ დაგირეკავთ , ახლა სადაა ?
დღეს ქუთაისიდან გავიდა და მაქამდე ჩავიდა. იმხდენად სწრაფად იარა, მასპინძლები შინ არ დახვდნენ - არ გელოდიტ ასე ადრეო და დაკრძალვაზე წასულან სამტრედიის სოფელ დაფნარში, რომელიც მეორე მხარესაა - ბათუმის გზაზე.

ცოტა ფეხები ისევ მტკივაო. ამჯერად - უფრო ცალი ფეხიო... მაზებს ისევ ისვამს და იმედია, ყველაფერი კარგად ჩაივლის.
ეს ნაწყვეტია მისი ერტ-ერთი პმ-დან: ალბათ, 1001 რჩევა მაქვს დაგროვილი, რომელსაც დიდი სიამოვნებით გავუზიარებ საზოგადოებას.

ლაშქრობაი საკვირველი
ჩვენი მოგზაური დღეს სოფელ მარანიდან გავიდა და ამ წუთას ხობის რაიონის სოფელ ქვალონშია. მოკლედ, დრესაც მშვენიერ ტემპში იარა და ეს მაშინ, როცა სენაკში კარგა ხანს დაისვენა, ისადილა, ფეხებს უმკურნალა და მერე პარკში ცოტა წამოკოტრილებულა კიდეც.
არ უნდოდა, თავი ზალიან დაეჯაფა, მაგრამ დღის ბოლოს მაინც დიდი მანძილი გამოუვა გავლილი - ახლა მიდის ხობის რაიონის სოფელ ხეთაში და დაახლოებით 45 კმ. ღამესაც იქ გაათევს, ხვალ კი მხოლოდ ზუგდიდამდე მივა - 20 კილომეტრია, რითაც ცოტა კომპენსაციას გააკეთებს. ზეგ ზუგდიდიდან ჩავა ჯვარში, რომელიც 30 კილომეტრშია და სამეგრელოს ბოლო დასახლებული პუნქტია. ამის მერე იწყებაო სვანეთის აღმართები, სადაც პატარა სვანური კოშკიც ყოფილა წამომარტული იმის ნიშნად, რომ უკვე სვანეთი იწყებაო. მანდ რაღაც პატარა დასახლება არისო, მაგრამ სახელი ვერ გაიხსენა ლევანმა და ფორუმელებს გთხოვათ, ვინმეს ახლობელი ხომ არ გყავთ მანდ, ღამე რომ დავრჩეო. მეორე დილით ადრიანად უნდა გასვლა, რადგან ჭუბერში აპირებს ასვლას - დაახლოებით 50 კმ-ში. დილით ადრე მინდა გავიდე, გზაში რომ არ დამიღამდესო. ამიტომ უნდა იმ სვანეთის აღმართებთან რაც შეიძლება ახლოს დაბინავება და თუ ვინმეს გყავთ იმ პატარა დასახლებაში ახლობელი, ეგებ დაეხმაროთ რა...
ფეხები ისევ ისეა - ცოტ-ცოტა სტკივა, მაგრამ არა იმდენად, სიარული შეაფერხოს.

ფეხები ისევ ისეა - ცოტ-ცოტა სტკივა, მაგრამ არა იმდენად, სიარული შეაფერხოს.
ლაშქრობაი საკვირველი
ლაჰილი ამ საღამოს ზუგდიდშია და იქვე გაატევს ღამეს, დღეს კი ერთი ახლობლის ოჯახში ცაიშში დაისვენა კარგა გვარიანად. იქ ადგილობრივი ეკლესიაც უნახავს და გოგირდის წყლებიც. მე ვუთხარი, ის კაიმანების ფერმა თუ ნახე-მეთქი და ინანა, ეგ არც გამხსენებია, არადა, კი მახსოვდა მაგაზე სიუჟეტი ტელევიზორშიო.
მაგრამ ეგ არაფერი - გოგირდის წყლებით ფრიად ნასიამოვნებია, ფეხებზეც მომიხდაო და ბევრად უკეთ მაქვსო. მთელი სამი ვირებდი გოგირდის აბაზანებსო, მერე მდინარის წყალზეც უბანავია და სრტრესები მომეხსნაო, ამაღლებულ განწყობაზე იყო ამ წუთას, როცა ველაპარაკე.
წუხელ ხეთაში, მგონიო, საპატრულოს ხალხს სადღაც ტბაზე წაუყვანიათ გასასეირნებლად,.. მეგრული სახელ;ი ვერ დავიმახსოვრე, მაგრამ ტბის სახელი ითარგმნება, როგორც დამხრჩვალი მღვდელიო. ულამაზესი ტბა იყოო, იმითაც კმაყოფილია. იმ პოლიციელებს მისი გუშინდეი მარშრუტიც გამოუთვლიათ და არა 45, არამედ 47 კმ გამივლიაო. მეც ვატყობდი, რომ ძალიან ბევრი ვიარეო, გამიჭირდაო...
დღეს ზუგდიდში შესვლამდე ვიღაც ადგილობრივი ისევ ინგლისურად მისალმებია... ვოცნებობ ასეთ მოგზაურობაზეო.
მოკლედ, დღეს კარგად დაისვენა, ფეხებიც იმდენად აღარ სტკივა და ხვალ დილით ადრევე გაუყვება გზას ჯვარისკენ. ხვალაც იქ გაათევს, ზეგ დილიდან კი სვანეთის აღმართებს შეუყვება. ჭუბერში აპირებს ასვლას.
ღმერთს ებარებოდეს!

პაპანწყვირეს ანუ პაპანწყუს ტბა.წუხელ ხეთაში, მგონიო, საპატრულოს ხალხს სადღაც ტბაზე წაუყვანიათ გასასეირნებლად,.. მეგრული სახელ;ი ვერ დავიმახსოვრე, მაგრამ ტბის სახელი ითარგმნება, როგორც დამხრჩვალი მღვდელიო. ულამაზესი ტბა იყოო, იმითაც კმაყოფილია.
შარშან ვიყავით მეგრულ ტურში მანდ.
http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=35 ... c&start=15
ლაშქრობაი საკვირველი
Lahil
კარავი გგულშემატკივრობს !!!
კარავი გგულშემატკივრობს !!!
а в горах по утрам туман, дым твоих Ñигарет,
еÑли хочешь Ñоити Ñ ÑƒÐ¼Ð°, лучше ÑпоÑобов нет !!!

еÑли хочешь Ñоити Ñ ÑƒÐ¼Ð°, лучше ÑпоÑобов нет !!!