Page 20 of 26

რაგბის მატჩები

Posted: 14 მარ 2012, 23:42
by QAQUCA
CheLo wrote:მეგობრებო შაბათს 3 საათზე მე და დომციკო მივდივართ რაგბზე იქვე იქნება ავთოხაც და სხვა კარველებიც ხოდა ავთომ როგორც მითხრა ბილეთის ფასი 5 ლარია და არაა ზედ დანომრიოლი.. ანუ სადაც გინდა იქ დაჯდებით.. ასე რომ ყველა ვიქნებით ერთად.. არ გამოტოვოთ ოკუპანტების ძლევა.. შემოგვიერთდით :oops: :oops: :oops: :oops: :oops:
ოკუპანტი კაი იყო! :lol:

რაგბის მატჩები

Posted: 15 მარ 2012, 00:53
by Archil
ჰო აბა,

რუსებთან მოგება გვგონია რომ არ გამოგვივა, დაჩმორების სინდრომი არსებობს და რაგბი მშვენივრად აჩვენებს ვინ ვინაა და ვინ ვის აჩმორებს.

დაჩმორებული მასკალები დამანახეთ :)

რაგბის მატჩები

Posted: 16 მარ 2012, 14:00
by avtokh
Archil wrote:ჰო აბა,

რუსებთან მოგება გვგონია რომ არ გამოგვივა, დაჩმორების სინდრომი არსებობს და რაგბი მშვენივრად აჩვენებს ვინ ვინაა და ვინ ვის აჩმორებს.

დაჩმორებული მასკალები დამანახეთ :)
გინებით და რუსეთის ჰიმნზე შტვენით კი არა, ბეჩებზე გართხმულ გადათელილ-წაგებულ-განადგურებული რუსეთის ნაკრების ნახვით უნდა ვისიამოვნო, თან ისეთი ანგარიშით უნდა მოვუგოთ აქამდე რომ არ მოგვიგია. რაგბის თამაშზე ხელი უნდა ავაღებინოთ სამუდამოდ და მოედანზე ყოველთვის წაგებულები უნდა გამოდიოდნენ (ეს სხვებსაც ეხება :) )

მოკლედ ხვალ რუსეთის ნაკრების ძლევით უნდა ვისიამოვნოთ ყველამ :)

რაგბის მატჩები

Posted: 16 მარ 2012, 16:04
by QAQUCA
ტაკ ძერჟატ ბრატცი:lol: :lol: :lol:

რაგბის მატჩები

Posted: 16 მარ 2012, 19:11
by LEVANIKO
აბა ხვალე ყველა 1ზე იქ იყავით :D

რაგბის მატჩები

Posted: 17 მარ 2012, 16:44
by MIRANDA
46 - 0
ააააააააააააა.. ძალიან მაგარია!!!!!!!

რაგბის მატჩები

Posted: 17 მარ 2012, 16:49
by აცაბაცა
უკვე მოსაწყენი გახდა რუსებთან რაგბის თამაში... მეცოდებიან

რაგბის მატჩები

Posted: 18 მარ 2012, 01:15
by avtokh
გილოცავთ ყველას ამ ძლევას რეკორდულს!
მოკლედ რა ხდება და ცოტა შორიდან დავიწყებ. ტრაპზონში რუსეთი, იმ დროისათვის, ვძლიეთ რეკორდული სხვაობით 36:8, 2011 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე რუმინეთი ვძლიეთ ასევე რეკორდული ანგარიშით 25:9.
2012წელი, 17 მარტი, თბილისი, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი, იგივე ლოკომოტივი, საქართველოს ნაკრებმა შეუძლებელი ქნა და ერთ-ერთი უძლიერესი, რუსეთის ეროვნული ნაკრები, ურთიერთ თამაშებში, რეკორდული ანგარიშით 46:0 დასცა ბეჭებზე და გაანადგურა! ამგვარი წაგება და თამაშში დამარცხება ჯერ არ უნახავს მათ. ვამბობდი ისე უნდა დავამარცხოთ, რომ რაგბის თამასის ხალისი დაკარგონ თქო და ისე აგიხდეთ ველაფერი როგორც ეს ახდა :) რამდენიმე სიტყვა მინდა ვთქვა თავად სტადიონზე მისულ ქომაგებზე: მიუხედავად არაერთი თხოვნისა, რომ რუსეთის ჰიმნის დროს არ ყოფილიყო ფშტვენა და ლანძღვა და ამავდროულად წუტიერი დუმილით პატივი მიგვეგო ახლახანს გარდაცვლილი "ბურძგლასთვის", არავინშეისმინა ეს თხოვნა და არც წუთერი დუმილი ყოფილა გულშემატკივრების მხრიდან და არც რუსეთის ჰიმნის მდუმარედ შეხვედრა. ეს ჩვენი, ჩემი, სირცხვილია, ასე მგონია მე და ვგონებ არ ვცდები.
6 ლელო, ერთი ჯარიმა და ორი გაცუდებული დარყმა ეს დღევანდელი მონაგარია. მადლობა ბიჭებს და რუსეთის ნაკრებს კარგი სპარინგ პარტნიორობა რომ გაუწიეს საქართველოს ნაკრებს :) დღეს მართლაც ყველაფერს აკეთებდნენ რაც სურდათ, მცირედი ხარვეზებით. საქართველოს ეროვნულმა ნარებმა საკმაოდ კარგად მომზადებულ რუსეთის ეროვნულ ნაკრებს რეკორდული ანგარიშით მოუგო და ქულაც არ ააღებინა, თუმცა მის შანსი ქონდატ რამდენჯერმე. როგორც ჩანს რუსეთის ნაკრები ჩვენთან სათამაშოდ უკვე წაგებული გამოდის და თამაშობს იმისთვის, რომ რაც შეიძლება ნაკლები სხვაობიტ წააგონ, მაგრამ ვერ მივართვით :) რაგბში ამ შემთხვევეაში დანდობა არაა, რამდენიც ადის უნდა გაიტანო :)
გილოცავთ ყველას კიდევ ერთხელ ამ ძლევას რეკორდულს!

რაგბის მატჩები

Posted: 18 მარ 2012, 02:03
by avtokh
212 წელი, 17 მარტი ერთა თასი

საქართველო 46 - 0 რუსეთი
ესპანეთი 13 - 12 რუმინეთი
უკრაინა 35 - 33 პორტუგალია

უკრაინელებს ვულოცავ პირველ გამარჯვებას!

სატურნირო მდგომარეობა
1. საქართველო 4 3 0 1 115-45 15
2. ესპანეთი 4 3 0 1 96-59 14
3. რუმინეთი 4 2 0 2 65-39 11
4. რუსეთი 4 2 0 2 71-122 9
5. პორტუგალია 5 1 0 4 102-132 7
6. უკრაინა 3 1 0 2 60-112 5

რაგბის მატჩები

Posted: 18 მარ 2012, 14:08
by mariamooo
avtokh


შემდეგი თამაშები როდისაა ჩვენთან? წინასწარი ჯავშანი შენს ბილეთებში :)))

რაგბის მატჩები

Posted: 18 მარ 2012, 14:28
by avtokh
mariamooo

ჩვენთან აღარაა თამშები უკვე, ივნისში იქნება უკრაინაში თამაში და მერე ამერიკა კანადაში. ასე რომ ბილეთები არა, მაგრამ სადმე ადგილების დაჯავშნა კი იქნება. გუშინ იმდენი რომ აჩხაკუნე ფოტოაპარატი გამოუშვი ფოტოები :)

რაგბის მატჩები

Posted: 18 მარ 2012, 15:09
by mariamooo
avtokh

ა ბატონო ფოტოები :)

Image

Image

Image

ვანსკი გააბრაზეს :(

Image

Image

Image

დახატულები მხატვრის გარეშე

Image

დახატულები მხატვართან ერთად

Image

რაგბის მატჩები

Posted: 18 მარ 2012, 15:35
by avtokh
ასე არ ჯობია:) ფოტოებით შევალამაზოტ აქაურობა :)

პრესკონფერენცია
კინგსლი ჯონსი (რუსეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “თამაში ნორმალურად დავიწყეთ, მაგრამ თქვენმა შერკინებამ უდიდესი პრობლემები შეგვიქმნა. ძალიან დიდი დროის დაცვაში გატარება მოგვიწია და შედეგიც ამან განაპირობა. გორგოძის შეჩერება, უბრალოდ, შეუძლებელი იყო. თქვენ 2-3 მსოფლიო კლასის მორაგბე გყავთ. გორგოძესთან ერთად გამოვყოფდი კვირიკაშვილს და ქუბრიაშვილს, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო 3 ნომერია მსოფლიოში. სწორედ ასეთი თამაშებით უნდა გავიზარდოთ. გული მწყდება ნულზე რომ წავაგეთ, მაგრამ სწორედ თქვენთან შეხვედრაა ჩვენი მდგომარეობის საზომი. მოთამაშეებმა ფასდაუდებელი გამოცდილება მიიღეს ძლიერ მეტოქესთან თამაშით. სამწუხაროდ, რუსეთში რაგბისადმი ისეთი ინტერესი არაა, როგორც თქვენს ქვეყანაში. პირადად ჩემთვის, სასიამოვნოა ასეთი ტრიბუნების წინაშე თამაში. ვფიქრობ, გულშემატკივართა ამ რაოდენობამ, თქვენს გუნდს მატჩამდე მისცა ათქულიანი უპირატესობა”.
ალექსანდრ იანუშკინი: “პირველ ტაიმში, მეტ-ნაკლებად კი გავძელით, მაგრამ მეორე ნახევარში საბოლოოდ გავტყდით. დღეს საქართველოს ნაკრებმა მარტო ფსიქოლოგიურად კი არა, ფიზიკურადაც დაგვჩაგრა”.
მილტონ ჰეიგი (საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “ახლა გავიგე, რომ ეს გამარჯვება საქართველოსა და რუსეთის ნაკრებთა დაპირისპირებაში სარეკორდო ყოფილა. დიდი მადლობა გუნდს, მენეჯმენტსა და გულშემატკივრებს, რომელთა თანადგომითაც, ასეთ მნიშვნელოვან გამარჯვებას მივაღწიეთ.
დღეს ჩვენ იდეალურად არ გვითამაშია. პირველ ტაიმში 3 ეპიზოდი ყო, რომელიც ლელოთი უნდა დაგვირგვინებულიყო, მაგრამ ეს ვერ შევძელით. ძნელია პრობლემებზე საუბარი, როდესაც ასეთი დიდი სხვაობით იგებ, თუმცა, როდესაც ჩვენ პოტენციალს სრულად გამოვიყენებთ, იტალიისა და შოტლანდიის ნაკრებთა დონის გუნდი ნამდვილად გვეყოლება და პრობლემებს გრანდებსაც შევუქმნით.
მადლობა ბიჭებს, რომლებმაც ემოციები აკონტროლეს. ეს, დიდწილად, ირაკლი აბუსერიძის დამსახურებაა, რომელიც სრულად აკონტროლებდა სიტუაციას და მთელი მოსამზადებელი ეტაპის განმავლობაში, სწორედ ამ კუთხით მუშაობდა.
მოწოდების სიმაღლეზე იყვნენ გამოცდილი მორაგბეები: მაჩხანელი, კაჭარავა, გორგოძე. მათ სწორად მიჰყავდათ თამაში.
და მაინც, დღეს ჩვენ მხოლოდ საკუთარი შესაძლებლობების 30 პროცენტი ვაჩვენეთ. იყო ტექნიკური შეცდომები, რამდენიმე სალელოვე შანსი ლელოთი ვერ დავაგვირგვინეთ და როდესაც ამ შეცდომებს მინიმუმამდე დავიყვანთ, მერე ჩვენი დამარცხება ნებისმიერ გუნდს გაუჭირდება. საქართველოს ნაკრები მძინარე გიგანტია, რომლის გამოღვიძებამდე ძალიან ცოტა დრო დარჩა და ამას, სარაგბო სამყარო მალე იხილავს.
სამუშაო გვაქვს ტაქტიკური ელემენტების დასახვეწად, განსაკუთრებით დაცვაში”.
ირაკლი აბუსერიძე: “რუსეთის ნაკრებთან მუდამ რთული თამაშები გვქონდა, მაგრამ ამ ჯერზე იოლად ვიმარჯვეთ. ამაყები ვართ, მეტოქე გამანადგურებელი ანგარიშით რომ დავამარცხეთ და გულშემატკივრები გავახარეთ. მადლობა იმ ხალხს, რომლებიც თავიანთი შეძახილებით გვამხნევებდნენ. მოხარული ვიქნები, თუ სხვა თამაშებზეც ასეთი ატმოსფერო იქნება”.

სრული სტატია: http://worldsport.ge/Read.aspx?news=32840&lang=1

რაგბის მატჩები

Posted: 18 მარ 2012, 18:15
by avtokh
კარგად თუ დააკვირდებით კარავი ყველგანაა :)

Image
Image

რაგბის მატჩები

Posted: 18 მარ 2012, 23:27
by CheLo
ვააა "ბებერი" რა ქალია : ))))))) ეგეც ყოფილაა :) :) :) :) :)

P.S. კაი სურათებიაააა ;)