ჩამოვასხათ ღვინო სახელად 'კარავი' - რთველი 2008

ღია ცის ქვეშ სხვა აქტივობების შესახებ

Moderators: Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
ჩამოვასხათ ღვინო სახელად 'კარავი' - რთველი 2008

Post by ნინი_85 » 27 სექ 2008, 16:21

qvevri

კაია კაი :!: :D

ეს ვიდეო ჩემს ტელში ვიპოვე, ყურძნის დაწურვისასაა გადაღებული სიმღერის ფონზე :wink:

http://www.link.ge/file/115210/qvevris-marani.mp4.html
მეაც გავთუშდ მეაც!

User avatar
ele
იეტი
Posts: 1173
Joined: 06 სექ 2007, 13:56
Location: tb ele see
ჩამოვასხათ ღვინო სახელად 'კარავი' - რთველი 2008

Post by ele » 28 სექ 2008, 23:37

სიმართლე გითხრათ არაფრის დაწერსა არ ვაპირებდი. . .
ან უკვე რაღა დროსია. . .
მხოლოდ მადლობებით შემოვიფარგლე როგორც უკვე ნახეთ.
მაგრამ ბესომ მთხოვა. . . გერგეტის შემდეგ ეტყობა მოენატრა ჩემი ნაწერი და. . .

თან გუშინ ისეთ დღეში ვიყავით რომ. . .

თავი ახლაც მისკდება ბეეს და არ ვიცი რას ვწერ. . . ძილი მენატრება. . .

და ეს ყველაფერი გუშინდელი დღის ბრალია. . .
ლუდის და ჭაჭის ბრალია. . .
ჩვენი მეგობრობის ბრალია. . .
ყოველი გულში ჩამწვდომი სადღეგრძელოს ფრაზის ბრალია. . .
აი იმ სიმღერების უკვე რომ ლამის ზეპირად დაგასწავლეთ. . .
ლებანიძის ლექსების ბრალია. . .





ხო და ვწერ შენთვის. . . აი ისე შენ რომ გინდა. . . რომ მერე ვეღარავინ ”გებლატაოს”. . .
და წლების შემდგე რომ წავიკითხავთ ყოველი წუთი რთველში გატარებული შეძლებისდაგვარად ისევ ისეთი შევიგრძნოთ. . .




დილის 7:00. . .
სმს-ი მაღვიძებს, ტექსტი: ”ელ რაიმე ხომ არ შეცვლილა, გარეთ გაიხედე რა ამინდია.” . . ავტორი ნატალიკო_ნატალიკო.

აი მაშინ კი უკვე ვიგრძენი წვიმის შხაპუნი, მერე კი კაი გრუხუნ-ბრუხუნი. . .
კომპ-ი ჩავრთე და შემოვვარდი. . .
აქ კი სიმშვიდე და სიწყნარე სუფევდა. . . მხოლოდ ინტელას პოსტი იყო
დაახლოებით ასე 6 სთ-ის წინანდელი: ”მგონი გაწვიმდა”_ო. . .
თანდათან ემატებოდა ფორუმს ხალხი ძირითადად რთველში წამომსვლელები. . .
მირანდამ: ”ცა ჩამოწვა ჩემთან”-ო
რაღაც ძალიან მესიამოვნა, სული გამითბო ამ სიტყვებმა. . .
ცას მიწა მონატრება. . .
ქვევრმა კი: ” ველაპარაკე - გურჯაანში 1 წვეთიც არ ჩამოვარდნილა”-ო.
აი მაშინ უკვე მშვიდად აღვსდექი. . .

რთველში მივდიოდი და მაინც ყურძენი ვჭამე სახლში იმ დალაუთენია . . .

სულ გადამავიწყდა ბესო მყავდა გასაღვიძებელი, რომ დავურეკე ჩემდა გასაოცრად გაღვიძებული დამხვდა.
”დიდი მადლობა ბანკომატო დეიდა”_ო. . . როგორც ყოველთვის. . . :)

ნუ ბუბამ ასეთი ტექსტი მოაყოლა: გარეთ გამომსვლელი მე არ ვარ დავდნებიო და სადარბაზოსთან მომაკითხეთო.
ისე ვიცი ბესოს ”ივერიის” კიბეებზე უნდა მანქანით ასვლა და
პატარა რეპეტიცია თუ უნდა ჩემი სახლის კიბეებზე გაიაროსო. . .
სულ რაღაც (თუ კარგად მახსოვს) 6 სართულზე ვცხოვრობს. . .
თან - იქნებ გემი ყავდეს და უკეთესია იმით წავიდეთო. . .


თხაპნია ვიცი მაგ იდეას განახორციელებდა , მაგრამ ჩემთან რომ მოვიდა
”დუგი” ისეთ დღეში ჰქონდა. . .
ვიღაცას გაულამაზებია მაღაზიაში სიგარეტს რომ ყიდულობდა. :(

ვარდების მოედანზე 9 სთ-ის მაგივრად 10-ის ნახევარზე მივედით,
მეგონა რეკორდი მოვხსენით, მაგრამ მაგ საქმეში ილიას ვინ აჯობებს. . .

მოდიოდა თავსხმა წვიმა და ყველანი მანქანებში იყვნენ შეყუჟულნი. . .


აცაბაცა ჩვენი ეკიპაჟის წევრი იყო თავიდან. . .
კი გაგვაფრთხილა რაც ხდებოდა ვარკეთილის მიმდებარე ტერიტორიაზე მაგრამ. . .
რაც კახეთის გზატკეცილზე ჩვენმა თვალებმა ნახა- დასაწყისისთვის უკვე მეტისმეტი იყო. . .
თურმე ჯერ სად ვართ. . .

საწვავი გვესაჭიროებოდა და ყველა ბენზინგასამართი სადგური უარს გვეუბნებოდა,
დატბორილები იყო და აბა როგორ. . .
ასე ძებნა-ძებნაში აეროპორტის დასახლებაში ამოვყავით თავი და ვიშველეთ, ისიც ნაცნობობით. . .

წვიმდა. . . წვიმდა. . . ისე მსუყედ წვიმდა. . .
მე კი ფიქრში მერეოდა დარდი. . .

ელავდა იისფრად. . . და ვხვდებოდი რომ მეხის წინაპირობა იყო ეს სილამაზე. . .


პაატას წამოვეწიეთ, რომელიც უკან ფიქრობდა გაბრუნებას,
პატრული არ უშვებდა მანქანებს გზის გასაგრძელებლად და ალბათ მაგიტომ. . .
ვის გავუშვებდით ჩვენ უკან და შემოვლითი გზით გადავედით. . .


იქ კი უკვე ნაიას და ქვევრის მანქანებს მოვკარით თვალი.
ნაიას პატრული ელაპარაკებოდა. . .
ჩვენთანაც შემოყვეს თავი.
”_სად მიდიხართო?”
ბესომ პასუხი არ დააყოვნა და :
”_ხაშური საითააო?” :lol:
ვანსკი კი მთელი გზა გურჯაანის მაგივრად საგარეჯოს გაიძახოდა. . . :D
ნუ ვაპატიოთ, ასეთ ამინდის გადატანის პროცესში ნამდვილად ეპატიებათ. . . :oops:

ბეს ოპელის მძღოლი გახსოვს?
რავარი შეაშინე. . . თავი უცებ მხრებიდან მოიძრო და მეორე ”სიდენიაზე” გადადო. . .
ისე ვინც მიხვდა რა ხდებოდა ნამდვილად ღირსი იყო ასე საყვარლად რომ მოვექეცით. . .

ნუსა რისი ნუსაა რომ რაიმე სიურპრიზი არ მოეწყო ჩვენთვის და მიწისთხილით გაგვიმასპინძლდა,
რომლის გახსნის დროსაც ვანსკიმ თითი გადაისერა. . .
მერე მთელი გზა ვუსმენდით მის წკმუტუნ ოხვრა ვაი ვიშს. . .
და დამადანაშაულებელი თვალებით გვერდით მჯდომისაკენ გადახედვებს. . .
”- რა ამოვა მთელი ცხოვრება ამის პირიდანო” - მოსთქვამდა ნუსა .

უი თოვლიო. . .

თოვლი კი არა დაგვსეტყვა ცამ. . .


გავჩერდით, ლამაც წამოგვეწია და მართლა დავსეტყვეთ. . .
ამდენი ხანია ითხოვს კაცი და. . .
ისეთი ბედნიერი იყო. . . :D


გურჯაანის ბაზართან დაიაურის სიმღერების ისეთი უნიჭო შესრულება მოვისმინე რომ დაყრუება მერჩივნა. . .
ეტყობა კახელი პოპ ვარსკვლავის დისკს ატრიალებდნენ ბედნიერად. . .


გულს მოხვდა ვენახთა ჯარი. . .
სული აბობოქრდა. . .
თვალს გვაყოლებენ , ჩვენთვის შრიალებენ. . .
ერთმანეთის მოპირდაპირედ დგანან შავნი და თეთრნი. . .
მე კი ამ მიწაზე ერთმანეთის მოპირდაპირედ მდგარ ქართულ ლაშქარს და წითელ თავსაფრიანებს მახსენებენ. . .
ისედაც სივიწროვა და. . .
კაბრიოლეტად ვაქციეთ. . .
ახლა კი ზევიდან გავცქერი. . .
არც ისე სწრაფად მივდივართ მაგრამ თვალებს ვერ ვახელ. . .
სული მეკვრის, ჩემი კახეთის სუნთქვას ვგრძნობ. . .
გავრბივარ და უკან მომდევენ არა და წინ კიდევ რამდენნი არიან. . .
მტევნები ინთებიან . . . და საქორწილოდ ირთვებიან. . .

მართლაც და. . .უკან მაკენას მანქანა შევამჩნიეთ ბუშტებით-
მათაც გაუხსნიათ ლუქი. . .

ბუბა კი სახურავზე საქორწილო თოჯინასავით იჯდა. . .:)


და დაიწყო . . .
ყურძენს ფუტკარი დასევია. . .

გვქონდა რთველი იგი ბედნიერად და ჟრიამულ-ხრიამულით. . .
მწვადით, ღვინით, ყველით, პურით. . .
და რაც მთავარია კეთილი - ალალი გულით. . .

დაილია ერთმანეთის სადღეგრძელო, ითქვა მიცვალებულთა შესანდობარი, შეისვა ვაზის და კერიის სადიდებელი.

ისე ჩვენმა მასპინძელმა გვითხრა სწორი ფორმაა პურ-ღვინო - ო. . .

და აქვე გაიჟღერა:

ყორღანებიდან გნოლი აფრინდა-ო
ყაბარდოს ველი გადაიარა-ო
ისევ აღვსდექი მუხრანის პირას-ო
ჩასაფრებული ვსინჯავ იარაღს-ო. . .

- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
შენი ტუჩებიც ისე ტკბილია-ო
როგორც ბადაგი დადუღებისას-ო. . .


ლამაზი დღეები კვლავ მიბრუნდებიან და მეც მხნედა ვარ რაღაც. . .

ბოლოს როდის ვითამაშე აღარც მახსოვდა. . .
არც მიკვირს ახლა ასე მონატრებულივით რატომ ვიკრავდი ბურთს. . .:)
თეფში კი გამირბოდა. . . ზვიოც ანალოგიურ დღეში იყო და დავასკვენით რომ სადღაც ნახვრეტი ჰქონდა. . .
აბა. . . სად 2 რომ მოიფიქრებს და იტყვის. . .:)


ცისფერ თვალება გოგონებს იტოვებენ და აბა თავს უშველეთო. . .

წამოვედით. . . ავდექით და წამოვედით. . .

ჩვენსა და მასპინძლებს შორის დამშვიდობების ცერემონიალზე და ერთმანეთისათვის კეთილი სურვილების უხვად ფრქვევაზე აღარაფერს ვამბობ. . .
. . . კიდევ ერთი დღე . . .

User avatar
ele
იეტი
Posts: 1173
Joined: 06 სექ 2007, 13:56
Location: tb ele see
ჩამოვასხათ ღვინო სახელად 'კარავი' - რთველი 2008

Post by ele » 29 სექ 2008, 00:05

გზაში მე და ვანსკიმ ლუდები მივირთვით და. . .
აბა სიმღერა შემოვძახოთო - რაც კი რამე ვიცოდით ხევსურულები. . .
დავაყრუეთ დანარჩენები . . .:)


მერე კი წარწერა:
”პატარძეული”_

ვინ უნდა გაგხსენდეს თუ არა - გოგლა ლეონიძე

და ჩვენც. . .

პატარძეული ჩემი სოფელი,
ბავშვობის კერა პატარძეული,
ჩემი აკვანი წნორის ტოტისა
იქა ყოფილა გადარწეული. . .

იქ მზრდიდა ხალხი
იქ მზრდიდა დედა
და ხალხის ფიქრი ათასწლეული. . .


კარგი ხარ ბუბა კარგი. . .
ერთი წუთი, ერთი წამი არ გვეცოცხლოს სიმღერისა და ლექსის გარეშე. . .


ჩვენს ხელში ამ ყოველივეს შემყურე თხაპნიას- სისხლი აუჩქროლდა
და ისეთ რომანტიულ განწყობაზე დაგვიდგა რომ. . .

ხოდა დავურეკეთ . . . 5 წუთში თემქაზეც მივფრინდით და წამოვიყვანეთ მცხეთაში. . .
ლამამ სერენადაც შეუსრულა აბა ისე როგორ-ო . . .
ბეს წარმოიდგინე ჩვენი ”დისქავერიც”-ც რომ გამოგვყოლოდა,
ნამდვილად მაგარი კორტეჟი იქნებოდა. . .

მცხეთაში დაგვიანების შიში არ გვქონდა. . .
ჩვენი სამყოფი დასაწური ყურძენი საბარგულში გვედო და . . .:)

მისულებს კი ერთი ფუსფუს-ფუსფუს-ი დაგვხვდა. . .
რომელსაც მთაშენკა აკლდა. . . :(

შევვარდი მერე კი ჩავვარდი მარანში და არიქა ხელი უნდა ვსტაცო სახელურს. . .
ვფიქრობ:
ერთ-ორ მარცვალს მეც დავამანჭინებ სახეს, გავწყვიტავ წელში, მივგრიხ-მოვგრიხავ და ავატირებ წითელი ცრემლებით მეთქი მაგრამ. . .
ჯნოსის გამოწვდილი ფიალა შეეფეთა ჩემს თვალებს უცებ_ მეც არ დავაყოვნე და შენს შამოფეთებას გაუმარჯოს მეთქი. . .
_ ამ ფიალას დალეევ? . .
_დავლევ! . .
_ ხოდა შენ თუ ამ ფიალას დალევ. . .:)

ნუ მართალია ცოტა გადავიწუtსგადმოვიწუწე მაგრამ შევსვი. . . ხოდა მაშინ კი უკვე მიმიშვეს. . .

ისე მესიამოვნა დაწურვის პროცესი რომ მეორედ ჩავდექი რიგში. . .
სად იყო და სად არა თამუსიამაც დამიმშვენა მხარი. . .
და ასე დიდი ნებისყოფით ველოდებოდით ჩვენს მეორე ”ზახოდს”. . .
თამარიონი გუგუნებდა და მინდა ვთქვა რომ ერთობ სასიამოვნო იყო მოლოდინის წუთები. . .
. . . კიდევ ერთი დღე . . .

User avatar
ele
იეტი
Posts: 1173
Joined: 06 სექ 2007, 13:56
Location: tb ele see
ჩამოვასხათ ღვინო სახელად 'კარავი' - რთველი 2008

Post by ele » 29 სექ 2008, 00:34

მერე კი გარეთ ეზოში გაგრძელდა . . . და თუ არ ვცდები აფხაზური? საოცრება იყო.. . .
ლამას შავლეგო. . . რომლითაც ერთობ აღფრთოვანებული დაგვრჩა თეონა . . .:)

გამიხარდა მცხეთაში მაინც რომ იპოვნე შენი სასუსნავი. . . ;)
ვკვდებოდი თქვენი საცოდაობით მანქანაში. . .
ისე გშიოდათ რომ კუჭმა მაისურები ჩაიხვია არა? :D

სვეტიცხოველი - ჯვარი. . .
კი იცხოვრებდა კაცი ასეთ ადგილას. . .
მაგრამ მერე გაუფერულების მეშინია. . . არ მინდა ყოველდღიურად ასეთ სილამაზეს ვუყურებდე. . .
მინდა რომ მომენატროს და აი მონატრებულზე კი სულ სხვაა. . .

”ხელოვნებაა თვით უკვდავება. . .
მხოლოდ ოსტატს ვერ ეწევა სიკვდილი . . .
ათასეული წლები წალეკავენ ირგვლივ ყოველივეს. . .
მხოლოდ სვეტიცხოველი დარჩება როგორც ღმერთთან და სიკვდილთან მებრძოლი იაკობი. . .”



ჩემი ოქროები ჩემთანო ბესომ და. . .
დავემშვიდობეთ შეძლებისდაგვარად ყოველ მათგანს რომელმაც თვალი არ აგვარიდა. . .
ნუ პრინციპში თქვენ რა შუაში ხართ, ეს დამშვიდობება მხოლობით რიცხვში უნდა დამეწერა ჩემზე. . .:)
ისიც გავიგე _ ალბათ არასრულფასოვნების კომპლექსი აქვსო და მაგიტომო - ან რაიმე გაიგოო ნეტავო? . .

ლამა მივიყვანეთ რთველიდან რთველაძის ქუჩაზე. . .

მერე ნუსასთან წყნეთში ავცუნცულდით. . .

გზად კი მაღლივმა ამაყოლ-გამაყოლ-ჩამაყოლა თვალი. . .ეჰ. . . რა დრო იყო რა დრო. . . ბიჯო ბიჯო ბიჯო. . .




იღვრებოდა უდიდესი სითბო,სიტკბო და დიდი სიყვარული. . .
ყოველი შეხვედრა უდიდესი სიამოვნება იყო. . . რაღაც ძნელია წარსულში საუბარი . . .
არა! . .
ისევ ჩემთანაა და მუდამ ასე იქნება . . .
არის გონებაში. . .
გულში და თვალებში. . .
ჩემს მიერ ანთებულ ყოველ სანთელში. . .
ცრემლებში. . .
ყოველ ყელმოღერებულ ყვავილში. . .
ყოველ სიყვარულისა და მეგობრობის სადღეგრძელოში. . .


ჩვენ კი. . .


. . .მოულოდნელად გავიჯახუნებთ კარს. . . და ვტოვებთ ელდას. . . ელდას წასვლისა და მოლოდინისა. . .
. . .თითქოს ისევ უნდა გამოვჩნდეთ. . . კვლავ მოულოდნელად უნდა შემოვაღოთ კარი. . .
და მაინც . . .

ნეტავ სად მივდივართ სიყრმის მეგობრები - ო ბუბა-ო :roll: ? . . .
. . . კიდევ ერთი დღე . . .

User avatar
Int3lig3nt
იეტი
Posts: 3524
Joined: 01 ივლ 2005, 11:31
Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
Contact:
ჩამოვასხათ ღვინო სახელად 'კარავი' - რთველი 2008

Post by Int3lig3nt » 29 სექ 2008, 01:26

ele
:shock:
გადვირიე :).
ძალიან მაგარი ხარ Image
2 იანვარს ზღარბი დამებედა Image

User avatar
txapnia
ბილიკზე მოარული
Posts: 85
Joined: 27 ნოე 2007, 17:14
ჩამოვასხათ ღვინო სახელად 'კარავი' - რთველი 2008

Post by txapnia » 29 სექ 2008, 01:31

ele wrote:მერე კი გარეთ ეზოში გაგრძელდა . . . და თუ არ ვცდები აფხაზური? საოცრება იყო.. . .
ლამას შავლეგო. . . რომლითაც ერთობ აღფრთოვანებული დაგვრჩა თეონა . . .:)

გამიხარდა მცხეთაში მაინც რომ იპოვნე შენი სასუსნავი. . . ;)
ვკვდებოდი თქვენი საცოდაობით მანქანაში. . .
ისე გშიოდათ რომ კუჭმა მაისურები ჩაიხვია არა? :D

სვეტიცხოველი - ჯვარი. . .
კი იცხოვრებდა კაცი ასეთ ადგილას. . .
მაგრამ მერე გაუფერულების მეშინია. . . არ მინდა ყოველდღიურად ასეთ სილამაზეს ვუყურებდე. . .
მინდა რომ მომენატროს და აი მონატრებულზე კი სულ სხვაა. . .

”ხელოვნებაა თვით უკვდავება. . .
მხოლოდ ოსტატს ვერ ეწევა სიკვდილი . . .
ათასეული წლები წალეკავენ ირგვლივ ყოველივეს. . .
მხოლოდ სვეტიცხოველი დარჩება როგორც ღმერთთან და სიკვდილთან მებრძოლი იაკობი. . .”



ჩემი ოქროები ჩემთანო ბესომ და. . .
დავემშვიდობეთ შეძლებისდაგვარად ყოველ მათგანს რომელმაც თვალი არ აგვარიდა. . .
ნუ პრინციპში თქვენ რა შუაში ხართ, ეს დამშვიდობება მხოლობით რიცხვში უნდა დამეწერა ჩემზე. . .:)
ისიც გავიგე _ ალბათ არასრულფასოვნების კომპლექსი აქვსო და მაგიტომო - ან რაიმე გაიგოო ნეტავო? . .

ლამა მივიყვანეთ რთველიდან რთველაძის ქუჩაზე. . .

მერე ნუსასთან წყნეთში ავცუნცულდით. . .

გზად კი მაღლივმა ამაყოლ-გამაყოლ-ჩამაყოლა თვალი. . .ეჰ. . . რა დრო იყო რა დრო. . . ბიჯო ბიჯო ბიჯო. . .




იღვრებოდა უდიდესი სითბო,სიტკბო და დიდი სიყვარული. . .
ყოველი შეხვედრა უდიდესი სიამოვნება იყო. . . რაღაც ძნელია წარსულში საუბარი . . .
არა! . .
ისევ ჩემთანაა და მუდამ ასე იქნება . . .
არის გონებაში. . .
გულში და თვალებში. . .
ჩემს მიერ ანთებულ ყოველ სანთელში. . .
ცრემლებში. . .
ყოველ ყელმოღერებულ ყვავილში. . .
ყოველ სიყვარულისა და მეგობრობის სადღეგრძელოში. . .


ჩვენ კი. . .


. . .მოულოდნელად გავიჯახუნებთ კარს. . . და ვტოვებთ ელდას. . . ელდას წასვლისა და მოლოდინისა. . .
. . .თითქოს ისევ უნდა გამოვჩნდეთ. . . კვლავ მოულოდნელად უნდა შემოვაღოთ კარი. . .
და მაინც . . .

ნეტავ სად მივდივართ სიყრმის მეგობრები - ო ბუბა-ო :roll: ? . . .


ელეე დიდი მადლობაა ამ რეპორჟისთვისსსს


ნუ ის ოპელის კაციი ხომ საოცრად დაიმალააააააა

კაბრილეტა გადაკეთება ბუბას იდეა იყოო და როგორც იდეის ავტორიი
ბოლომდე სახურავზეე იჯდააა





ერთს იმას მვიტყვი რომ ჩვენმაა ეკიპაღმაა ძალიანნ გამახარეთ და უფრო გამილამაზეთ რთველიი .

დიდი მადლობაა ყოველივე თგვენგანსსს

”ჩემი ოქროები ჩემთან”

ვანსკის ორ საბურავიანი მაქნანის საბურავები იმედია მოვიდა წესრიგშიიი.

ნუსას კიდევ ერთხელ უხდიი დიდი ბოდიშს მომხდარიი იციდენტისტვის ავტოგასამართ სადგურზეეე. :oops: :oops:

ლამა მაგარი სერნადაა იყოოოოო . მადლობა

ელე ნუ შენმა ლექსებმაა და სიმღერამ გამაოცააააა და რეპორტაჟმა

User avatar
txapnia
ბილიკზე მოარული
Posts: 85
Joined: 27 ნოე 2007, 17:14
ჩამოვასხათ ღვინო სახელად 'კარავი' - რთველი 2008

Post by txapnia » 29 სექ 2008, 01:52

:shock: :shock: :shock: :shock: :shock: :shock: ძალიანნ მაგარიააა
მაგარს ველოდეიი და ესეთს ნამდვილად არააააააა

და კიდევ ერთს დავამატებბ რომ შენი თავის თკივილის ორი მიზეზი იკო ჭაჭა და ლუდი და მეორე ნუ თეო რასაც ეძებდაა რომ გაეჩუმებინა საშინელი ხმა და ჩემდა ბედა რომ ვერ იფოვააა :oops:


User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ჩამოვასხათ ღვინო სახელად 'კარავი' - რთველი 2008

Post by Mta Mkvarebia » 29 სექ 2008, 11:09

ele
მართლა კარგი იყო :D
ეჰჰ, მთაშენკასაც უნდოდა თქვენთან ერთად ყოფნა, მაგრამ..
კაბრიოლეტზე შემომჯდარმა "საქორწილო თოჯინებმა" კი მართლა შემაშინა, გეძახდით კიდეც "ჩადით ძირსთქო", გასაკვირი არც არის, ერთერთ კარველთან დაკავშირებული ძალიან ცუდი ამბები ამომიტივტივდა თავში :(.
Image

User avatar
txapnia
ბილიკზე მოარული
Posts: 85
Joined: 27 ნოე 2007, 17:14
ჩამოვასხათ ღვინო სახელად 'კარავი' - რთველი 2008

Post by txapnia » 29 სექ 2008, 12:55

ele wrote:
გზად კი მაღლივმა ამაყოლ-გამაყოლ-ჩამაყოლა თვალი. . .ეჰ. . . რა დრო იყო რა დრო. . . ბიჯო ბიჯო ბიჯო. . .




იღვრებოდა უდიდესი სითბო,სიტკბო და დიდი სიყვარული. . .
ყოველი შეხვედრა უდიდესი სიამოვნება იყო. . . რაღაც ძნელია წარსულში საუბარი . . .
არა! . .
ისევ ჩემთანაა და მუდამ ასე იქნება . . .
არის გონებაში. . .
გულში და თვალებში. . .
ჩემს მიერ ანთებულ ყოველ სანთელში. . .
ცრემლებში. . .
ყოველ ყელმოღერებულ ყვავილში. . .
ყოველ სიყვარულისა და მეგობრობის სადღეგრძელოში. . .


ჩვენ კი. . .


. . .მოულოდნელად გავიჯახუნებთ კარს. . . და ვტოვებთ ელდას. . . ელდას წასვლისა და მოლოდინისა. . .
. . .თითქოს ისევ უნდა გამოვჩნდეთ. . . კვლავ მოულოდნელად უნდა შემოვაღოთ კარი. . .
და მაინც . . .

ნეტავ სად მივდივართ სიყრმის მეგობრები - ო ბუბა-ო :roll: ? . . .

:shock: :shock: :shock: :shock: უკვე აღარ ვიცი მერამდენეჯერ წავიკითხეეე
და არა მარტო ეგ

User avatar
VANO
იეტი
Posts: 2902
Joined: 24 ივნ 2008, 18:21
Location: ჯერ მე თვითონ გავარკვიო
Contact:
ჩამოვასხათ ღვინო სახელად 'კარავი' - რთველი 2008

Post by VANO » 29 სექ 2008, 19:38

txapnia wrote:
კაბრილეტა გადაკეთება ბუბას იდეა იყოო და როგორც იდეის ავტორიი
ბოლომდე სახურავზეე იჯდააა


ვანსკის ორ საბურავიანი მაქნანის საბურავები იმედია მოვიდა წესრიგშიიი.


თხაპნი რავა ხარ ჯიგარო? ხო ხარ ტახივით? :)

ხოოო ჩემი "საბურავები" ცოტა ვერ იყო მწყობრში მარა ახლა კარგადაა

მადლობთ :D :D :D

2 დღე მოუნდა რო შევსებულიყო და აღდგენილიყო, ასე რო

მაგრადაა :D :D :D
ქალი ქალია, მაგრამ თუ გაცხარდა ცოლიაო...

Image

User avatar
VANO
იეტი
Posts: 2902
Joined: 24 ივნ 2008, 18:21
Location: ჯერ მე თვითონ გავარკვიო
Contact:
ჩამოვასხათ ღვინო სახელად 'კარავი' - რთველი 2008

Post by VANO » 29 სექ 2008, 19:45

ele wrote:
ბუბა კი სახურავზე საქორწილო თოჯინასავით იჯდა. . .:)


:D :D :D :D :D :D

საღოლ ეეეეეელლლლლლლლ....
ქალი ქალია, მაგრამ თუ გაცხარდა ცოლიაო...

Image

User avatar
VANO
იეტი
Posts: 2902
Joined: 24 ივნ 2008, 18:21
Location: ჯერ მე თვითონ გავარკვიო
Contact:
ჩამოვასხათ ღვინო სახელად 'კარავი' - რთველი 2008

Post by VANO » 29 სექ 2008, 19:48

აი წვერი რო გამეპარსა მაშინ ალბათ დავემსგავსებოდი საქორწილო თოჯინას...

არადა ისე წვერბიანი საქორწილო თოჯინა გინახავთ? :D
ქალი ქალია, მაგრამ თუ გაცხარდა ცოლიაო...

Image

User avatar
ele
იეტი
Posts: 1173
Joined: 06 სექ 2007, 13:56
Location: tb ele see
ჩამოვასხათ ღვინო სახელად 'კარავი' - რთველი 2008

Post by ele » 30 სექ 2008, 10:34

Int3lig3nt

MIRANDA

Mta Mkvarebia

txapnia

Vanski


გმადლობ ნერვები რომ გეყოთ და წაიკითხეთ ჩემი ნაწერი. . .
მე პირადად მიჭირს ხოლმე დიდ პოსტებთან შეჭიდება. . . :D

ისე რამდენი მიწერია რამ გადამრია. . . :roll: :oops: :wink:





ლიკა მართალი ხარ. . . მივხვდი რასაც გულისხმობ. . . :(
ისე თავიდან ბუბას შენზე დიდი ეგონა თავი და პატარა გოგონასგან ეგ შენიშვნა არ ეპიტნავა. . . :lol:
მერე კი რაღაცეები არ ჯეროდა. . .:)
. . . კიდევ ერთი დღე . . .

Tikalo?!
მაწანწალა
Posts: 379
Joined: 01 ივლ 2008, 11:30
ჩამოვასხათ ღვინო სახელად 'კარავი' - რთველი 2008

Post by Tikalo?! » 30 სექ 2008, 10:49

ele wrote:
გმადლობ ნერვები რომ გეყოთ და წაიკითხეთ ჩემი ნაწერი. . .
მე პირადად მიჭირს ხოლმე დიდ პოსტებთან შეჭიდება. . . :D
ხო მაგრამ მართლა კარაგდ წერ და როცა სასიამოვნოა ნაწერი გინდა ეთხელ კი არა რამდენჯერმე გაადაავლო თვალი, რამე არ გამომეპაროსო :)

კარგი ხარ

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]