რაგბის მატჩები

ღია ცის ქვეშ სხვა აქტივობების შესახებ

Moderators: Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
GT.ge
მაწანწალა
Posts: 923
Joined: 19 აგვ 2009, 17:21
Location: (წუთი)სოფელი
რაგბის მატჩები

Post by GT.ge » 25 სექ 2011, 18:48

ქართველების ნათამაშები რაგბი ჯერჯერობით არ მომწონს... შეფასებები საკმაოდ გადაჭარბებულია როგორც ჩვენი, ისე ელიტის მიერ. საკმაოდ ბევრი ხარვეზია თამაშში...
ვერაფერი ნუგეშია - "ძლიერები არიან და ღირსეულად წავაგეთ".
მასე ღირსეულად წაგებისთვის სხვა სახეობებში ჯვარზე ვაცვავთ დიდიან-პატარას.
იმედია, ერთ თამაშს მოვიგებთ და ღირსეულად წამოვალთ...


პ.ს. ამ დილით რაც ვნახე, აგი იყო რაგბი... არგენტინა-შოტლანდია... ყოჩაღ ორივე გუნდს!!!
Image
საქართველო ბეჭედია ბაჯაღლო და თბილისი შიგ ჩასმული ბადახში.

User avatar
avtokh
მაწანწალა
Posts: 953
Joined: 28 სექ 2010, 21:31
Location: saca moxerxdeba :)
რაგბის მატჩები

Post by avtokh » 26 სექ 2011, 09:43

GAMARJOBA SAKARTVELO wrote:როგორ მინდოდა, რუმინელებს ინგლისთან ეჩაუქათ და 1 ლელო მაინც დაედოთ.
ასეთი დამცურებული რუმინეთი 10 წელია, არ მინახვას.
10 წლის წინათ 137:0 წააგო მან ინგლისთან და მაშინ გამოუცდელობის გამო, ეს ეპატიებოდა კიდეც,
ახლა კი - რა ვიცი, რა ვთქვა, რუმინეთმა ვერ სეძლო ახალგაზრდა სარაგბო ქვეყნების სახელის დაცვა
გოგა რუმინეთმა ინგლისთან ფაქტიურად მეორე შემადგენლობა ათამაშა, ძირითადი და ძლიერეი მოთამაშეები საქართველოსთვის შემოინახა, რადგან ჩვენთან მოგებას ფიქრობენ. ძირითადის მოთამაშეები კი ძალებს სათანადოდ ვერ აღიდგენდნენ 4 დღეში ჩვენთან სათამაშოდ. ვერ დაინახე, როგორც კი ძირითადის წამყვანი მოთამაშეები შემოვიდნენ მეორე ნახევარში უფრო გააქტიურდნენ და საკმაოდ კარგი შეტევებიც განახორციელეს. 28 სექტემბერს საკმაოდ მძიმე მატჩი მოგველის რუმინელებთან.
Image

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
რაგბის მატჩები

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 27 სექ 2011, 18:43

avtokh wrote:
GAMARJOBA SAKARTVELO wrote:როგორ მინდოდა, რუმინელებს ინგლისთან ეჩაუქათ და 1 ლელო მაინც დაედოთ.
ასეთი დამცურებული რუმინეთი 10 წელია, არ მინახვას.
10 წლის წინათ 137:0 წააგო მან ინგლისთან და მაშინ გამოუცდელობის გამო, ეს ეპატიებოდა კიდეც,
ახლა კი - რა ვიცი, რა ვთქვა, რუმინეთმა ვერ სეძლო ახალგაზრდა სარაგბო ქვეყნების სახელის დაცვა
გოგა რუმინეთმა ინგლისთან ფაქტიურად მეორე შემადგენლობა ათამაშა, ძირითადი და ძლიერეი მოთამაშეები საქართველოსთვის შემოინახა, რადგან ჩვენთან მოგებას ფიქრობენ. ძირითადის მოთამაშეები კი ძალებს სათანადოდ ვერ აღიდგენდნენ 4 დღეში ჩვენთან სათამაშოდ. ვერ დაინახე, როგორც კი ძირითადის წამყვანი მოთამაშეები შემოვიდნენ მეორე ნახევარში უფრო გააქტიურდნენ და საკმაოდ კარგი შეტევებიც განახორციელეს. 28 სექტემბერს საკმაოდ მძიმე მატჩი მოგველის რუმინელებთან.
დიახ, ეს ვიცი, რომ მე2 შემადგენლობით ითამაშეს, მაგრამ ეს მე2ც პირობითად ნათქვამია, რადგან სუსტები მსოფლიო 1ლობაზე არც 1 ნაკრებს მიჰყავს.
ყველა 1მანეთის შემცვლელია.
.წ ძირიტადი ბირთვის 4-5 მოტამასე რომ შევიდა ტამაშის მ2 ნახევარში, გააქტიურდნენ კი არა, ყვლაზე მტი ლელო სწორედ მაშინ გაუტანეს რუმინელებს ინგლისელებმა
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
avtokh
მაწანწალა
Posts: 953
Joined: 28 სექ 2010, 21:31
Location: saca moxerxdeba :)
რაგბის მატჩები

Post by avtokh » 28 სექ 2011, 19:40

მოვიგეთ პირველი თამაში ამ ჩემპიონატზე და გილოცავთ ამ გამარჯვებას

თუმცა ამ თამაშში კიდევ უფრო ნათლად გამოჩნდა ჩვენი სისუსტეები. რამდენიმე წაგებული საკუთარი დერეფანი, შერკინებაში პატარა ბავშვებივით დაგვჯაბნეს, დაკიდებული ბურთის დაჭერის პრობლემა. თუმცა ამისდა მიუხედავად რუმინეთის, ჩვენთვის უხერხული, ნაკრები მაინც დავამარცხეთ, მატი არანაკლებ შეცდომების ხარჯზე.
მიუხედავად ჩემი დიდი სიმპატიებისა ქართული რაგბისადმი, ასეთი თამაშით შორს ვერ წავალთ და ის ბაქი ბუქი, რომ ექვს ერს უნდა გადახედონ ჯერ კიდევ ადრეა. თუმცა კარგ გუნდებთან ხშირი ტესტ მატჩები ჩვენს გუნდს დიდად წაადგება და კლასს აგვიმაღლებს.
მორჩა ეს თამაში, ვემზადოთ არგენტინისთვის, რომელიც ყველანაირად იბრძოლებს საკუთარი ძალის დასანახვებლად.

მიუხედავად ყველაფრის მადლობა ბიჭებს ამ გამარჯვებისთვის!
Image

User avatar
Makena
იეტი
Posts: 5267
Joined: 28 აპრ 2007, 19:10
Location: Golden Valley
Contact:
რაგბის მატჩები

Post by Makena » 29 სექ 2011, 14:46

გამარჯვებას გაუმარჯოს! :)

User avatar
avtokh
მაწანწალა
Posts: 953
Joined: 28 სექ 2010, 21:31
Location: saca moxerxdeba :)
რაგბის მატჩები

Post by avtokh » 01 ოქტ 2011, 13:22

1 ოქტომბერი სენსაცი(ებ)ის დღე იყო მსოფლიო ჩემპიონატზე, ტონგამ საფრანგეთი დაამარცხა და თან ისე რომ საფრანგეთს შანსი არ დაუტოვა და რომ არა ბოლო წუთზე საფრანგეთის მიერ ლელოს დადება პრემიალურ ქულასაც ვერ აიღებდა. ცნობისათვის: დღეის მდგომარეობით საფრანგეთი რეიტინგში 5 ადგილზეა, ტონგა კი 13 ადგილზე. ინგლისმა ბოლო წუთებზე დადებული ლელოთი მოუგო შოტლანდიას, თორემ მთელი 75 თუ 76 წუთი აგებდა თამაშს. ტონგას დღევანდელი თამაში, რუსეთის სამი ლელო და ერთი არეკნი ავსტრალიელთა წინააღმდეგ, სამოას გუშინდელი თამაში სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ, რუმინეთის და საქართველოს კარგი თამაში (მიუხედავად ჩვენი წაგებებისა სარეიტინგო ქულები არ დაგვიკარგავს ჩემპიონატის მსვლელობისას), აშშ და კანადას დამაჯერებელი თამაშები იმედია დააფიქრებთ ზემოთ მსხდომ სარაგბო შეფებს და რამეს იღონებენ და გახსნიან იმ ჩაკეტილ და კონსერვატორულ სარაგბო კარებს სხვა გუნდებისთვისაც, თორემ მხოლოდ 10 გუნდით არ განისაზღვრება სარაგბო სამყარო. ხვალ ჯგუფური ეტაპი სრულდება და ვნახოთ რა დასკვნებს გამოიტანენ ხელმძღვანელი პირები. მოგვაქცევენ თუ არა უფრო მეტ ყურადღებას ეგრეთ წოდებული მეორე ეშელონის გუნდებს.
Image

User avatar
avtokh
მაწანწალა
Posts: 953
Joined: 28 სექ 2010, 21:31
Location: saca moxerxdeba :)
რაგბის მატჩები

Post by avtokh » 02 ოქტ 2011, 17:07

ჯგუფი "ა"
ახალი ზელანდია 41 - 10 ტონგა
საფრანგეთი 47 - 21 იაპონია
ტონგა 20 - 25 კანადა
ახალი ზელანდია 83 - 7 იაპონია
საფრანგეთი 46 - 19 კანადა
ტონგა 31 - 18 იაპონია
ახალი ზელანდია 37 - 17 საფრანგეთი
კანადა 23 - 23 იაპონია
საფრანგეთი 14 - 19 ტონგა მატჩი სენსაცია
ახალი ზელანდია 79 - 15 კანადა

ჯგუფი "ბ"
შოტლანდია 34 - 24 რუმინეთი
არგენტინა 9 - 13 ინგლისი
შოტლანდია 15 - 6 საქართველო
არგენტინა 43 - 8 რუმინეთი
ინგლისი 41 - 10 საქართველო
ინგლისი 67 - 3 რუმინეთი
არგენტინა 13 - 12 შოტლანდია
საქართველო 25 - 9 რუმინეთი
ინგლისი 16 - 12 შოტლანდია
არგენტინა 25 - 7 საქართველო

ჯგუფი "ც"
ავსტრალია 32 - 6 იტალია
ირლანდია 22 - 10 აშშ
რუსეთი 6 - 13 აშშ
ავსტრალია 6 - 15 ირლანდია
იტალია 53 - 17 რუსეთი
ავსტრალია 67 - 5 აშშ
ირლანდია 62 - 12 რუსეთი
იტალია 27 - 10 აშშ
ავსტრალია 68 - 22 რუსეთი
ირლანდია 36 - 6 იტალია

ჯგუფი "დ"
ფიჯი 49 - 25 ნამიმბია
სამხრეთ აფრიკა 17 - 16 უელსი
სამოა 49 - 12 ნამიბია
სამხრეთ აფრიკა 49 - 3 ფიჯი
უელსი 17 - 10 სამოა
სამხრეთ აფრიკა 87 - 0 ნამიბია
ფიჯი 7 - 27 სამოა
უელსი 81 - 7 ნამიბია
სამხრეთ აფრიკა 13 - 5 სამოა (ამ ჩემპიონატზე პირველად იქნა ნაჩვენები წითელი ბარათი, სამოელ მორაგბეზე)
უელსი 66 - 0 ფიჯი

ასე დასრულდა მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი. "ბ" ქვეჯგუფში დავაგროვეთ 4 ქულა და დავიკავეთ 4 ადგილი.
ჩვენი მონაგარი:
1 მოგება, 3 წაგება;
გავიტანეთ 48 ქულა, მივიღეთ 90 ქულა;
დავდეთ 3 ლელო, მივიღეთ 9 ლელო.
მამუკა გორგოძე "მასტერკარდის" მიხედვით მატჩის მოთამაშე გახდა ორჯერ, ინგლისთან და რუმინეთთან თამაშისას.
სტატისტიკური მონაცემები არც თუ ისე სახარბიელოა, თუმცა წინა ჩემპიონატისგან განსხვავებით თამაშის ხარისხი მომატებულია. შეცდომები - ბურთის ვერ დაჭერა, ხშირი წინ თამაში, დერეფანში შედარებიტ სუსტი თამაში და თამაშის განმავლობაში ხსირი ჯარიმები, რაც სავალალოდ გვიჯდებოდა. ნაკრებისთვის ჩემპიონატი დასრულდა და ვნახოთ რა დასკვნებს გამოიტანენ ქართული რაგბის მესვეურები. ჩემი აზრით კი რაც და როგორც შეეძლოთ კარგი თამაში აჩვენეს ბიჭებმა.
Image

User avatar
avtokh
მაწანწალა
Posts: 953
Joined: 28 სექ 2010, 21:31
Location: saca moxerxdeba :)
რაგბის მატჩები

Post by avtokh » 02 ოქტ 2011, 17:17

მეოთხედ ფინალში ერთმანეთს შეხვდებიან:

8 ოქტომბერი:
10:00 სთ - ირლანდია - უელსი
12:30 სთ - ინგლისი - საფრანგეთი

9 ოქტომბერი:
10:00 სთ - სამხრეთ აფრიკა - ავსტრალია
12:30 სთ - ახალი ზელანდია - არგენტინა
Image

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
რაგბის მატჩები

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 02 ოქტ 2011, 19:52

გამთენიისას ვუყურე ქართულ-არგენტინულ სარაგბო ჯახს.
1ლ ნახევარში ჩვენები ყოჩაღობდნენ და ყოჩობდნენ.
კგები იყვნენ.

აი, მე2 ნახევარში რა დაემართათ, წარმოდგენა არ მაქვს.
ვერც 1 ქულა შემატეს მონაგარს, მაშინ, როდესაც არგენტინამ 20 ქულა, მათ შორის, 2 ლელო დაიმატა.
ბოლო წთებზე ლელოს მიღების სენი შეგვეყარა.
რა უბედურებაა, ვერ გავიგე.

არ ვეთანხმები კომენტატორებსა და ქომაგებს, რომ ჩვენმა მორაგბეებმა წარმატებით ითამაშეს.
წინა 1ლობებზე უკეთ ნამდვილად ითამაშეს, მაგრამ ამას წარმატებული არ ერქვა.
დროა, უფრო მეტი გააკეთონ.
რაგბის მამებმა კი ახალგაზრდა სარაგბო ქვეყნებს გამოცდილების მისაღებად ძლიერ ნაკრებებთან თამაშები გაუხერხონ და ამ მოჯადოეუბულ კონსერვატიულ შეხედულებებზე უარი თქვან.

avtokh
მადლობა შენ, კგ და დროულ სარაგბო ცნობებს გვაწვდი
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

QEBURIUS
მასონი
Posts: 1064
Joined: 03 დეკ 2008, 16:38
Location: Planet Earth
რაგბის მატჩები

Post by QEBURIUS » 02 ოქტ 2011, 21:42

მოკლედ ავად თუ კარგად ეს მსოფლიო თასიც მოვილიეთ იმედით შევყურებთ 2015 გათამაშებას...

GAMARJOBA SAKARTVELO გოგა შენ გვერდს უვლი ერთ მნიშვნელოვან გარემოებას. რაგბი ლოგიკური თამაშია, თუ არ ითამშებ გრანდებთან ვერც ვერასოდეს გახდები გრანდი. აირბის სისტემაა უსამართლო, ჩვენ თუ მხოლოდ 4 წელიწადში ერთხელ შეგვახვედრებენ ინგლისის, არგენტინის თუ შოტლანდიის დონიs გუნდებს, მათთან ლოგიკურად ყოველთვის დავმარცხდებით. იცი ეს რას გაქვს, სკოლაში მუდმივად, წლიდან წლამდე გასწავლიდნენ 6 კლასში და 4 წელიწადში ერთხელ გაჯიბრებდნენ 12 კლასელებს... აბა მითხარი რას გახდები??იმ რესურსების ფარგლებში რაც ჩვენს ბიჭებს ჰქონდათ ნაღდად ყველაფერი გაიღეს. ვერავინ იტყვის, რომ თავი დაზოგა ვინმემ. არგენტინასთან ბოლო თამაშში ძირითადად საქართველოს ჩემპიონატის მონაწილეებმა იყოჩაღეს და იმდენს მიაღწიეს რა დონის ჩემპიონატიც გვაქვს, მათ სორის 1 ლელო სწორედ მათ დადეს
მადლობა ღმერთს, რომ ღმეთი არ არსებობს

User avatar
CheLo
დომცი+
Posts: 2521
Joined: 14 თებ 2011, 18:25
Location: ზონაზე... : (
რაგბის მატჩები

Post by CheLo » 02 ოქტ 2011, 22:46

მსოფლიო ჩემნიონატი დამთავრდა ქართველებისთვის და ჩემი აზრით ნაკრებში თავი ყველაზე კარგად თოდუამ და ხმალაძემ ჭარმოაჩინეს.. რაც შეეხება სუს წერტილს ეს მახო ურჯუკაშვილი იყო და იმედია მალე დაასრულებს კარიერას.. რადგან მისი გამოცდილება ნაკრებს ვეღარაფერს შველის..

რაც შეეხება თამშებს ვთვლი რომ შოტლანდიასთან და რუმინეთთან ძალიან კარგად ვიასპარეზეთ.. ინგლისთანაც თუ არ ჩავთვლით ბოლო წუტზე დასანან ლელოს რისი მეშვეობითაც ანგარიშმა 40-ც გადააბიჯა... და არგენტინასთან ტამაშმაც გულ იდამწყვიტა.. ასეთი კარგი პირველი თაიმის მერე როგორ ვერ მოახდინეს მობილიზებ ამიკვირს.. ყველა სპორტში ქართველების ყველაზე დიდი მინუსი ბოლო წუთზე ლელოს, გოლი და ბურთის გაშვებაა რა... 25-7 უკვე განადგურებაა და ნამდვილად არ ეკუთვნოდა არგენტინას ასეთი სხვაობით მოგება..

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
რაგბის მატჩები

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 03 ოქტ 2011, 00:30

QEBURIUS wrote:მოკლედ ავად თუ კარგად ეს მსოფლიო თასიც მოვილიეთ იმედით შევყურებთ 2015 გათამაშებას...

GAMARJOBA SAKARTVELO გოგა შენ გვერდს უვლი ერთ მნიშვნელოვან გარემოებას. რაგბი ლოგიკური თამაშია, თუ არ ითამშებ გრანდებთან ვერც ვერასოდეს გახდები გრანდი. აირბის სისტემაა უსამართლო, ჩვენ თუ მხოლოდ 4 წელიწადში ერთხელ შეგვახვედრებენ ინგლისის, არგენტინის თუ შოტლანდიის დონიs გუნდებს, მათთან ლოგიკურად ყოველთვის დავმარცხდებით. იცი ეს რას გაქვს, სკოლაში მუდმივად, წლიდან წლამდე გასწავლიდნენ 6 კლასში და 4 წელიწადში ერთხელ გაჯიბრებდნენ 12 კლასელებს... აბა მითხარი რას გახდები??იმ რესურსების ფარგლებში რაც ჩვენს ბიჭებს ჰქონდათ ნაღდად ყველაფერი გაიღეს. ვერავინ იტყვის, რომ თავი დაზოგა ვინმემ. არგენტინასთან ბოლო თამაშში ძირითადად საქართველოს ჩემპიონატის მონაწილეებმა იყოჩაღეს და იმდენს მიაღწიეს რა დონის ჩემპიონატიც გვაქვს, მათ სორის 1 ლელო სწორედ მათ დადეს
მართალი ხარ, ამ დღეებში მაგალითად სწორედ სკოლასა და კლასებს ვიშველიებ.
შეუძლებელია, მოსწავლე მუდამ მე7 კლასში იჯდეს, 4 წელიწადში 1ხელ 3-4 დღით მე12 კლასში აჩერებდნენ
და მან სათანადო განათლება მიიღოს.
ამიტომ, სარაგბო თემმა თუ მას ამ სახეობის განვითარება სურს, ძველმოდური შეხედულებები უნდა შეცვალოს და ფეხბურთივით დემოკრატიული გახდეს
CheLo wrote:მსოფლიო ჩემნიონატი დამთავრდა ქართველებისთვის და ჩემი აზრით ნაკრებში თავი ყველაზე კარგად თოდუამ და ხმალაძემ ჭარმოაჩინეს.. რაც შეეხება სუს წერტილს ეს მახო ურჯუკაშვილი იყო და იმედია მალე დაასრულებს კარიერას.. რადგან მისი გამოცდილება ნაკრებს ვეღარაფერს შველის..

რაც შეეხება თამშებს ვთვლი რომ შოტლანდიასთან და რუმინეთთან ძალიან კარგად ვიასპარეზეთ.. ინგლისთანაც თუ არ ჩავთვლით ბოლო წუტზე დასანან ლელოს რისი მეშვეობითაც ანგარიშმა 40-ც გადააბიჯა... და არგენტინასთან ტამაშმაც გულ იდამწყვიტა.. ასეთი კარგი პირველი თაიმის მერე როგორ ვერ მოახდინეს მობილიზებ ამიკვირს.. ყველა სპორტში ქართველების ყველაზე დიდი მინუსი ბოლო წუთზე ლელოს, გოლი და ბურთის გაშვებაა რა... 25-7 უკვე განადგურებაა და ნამდვილად არ ეკუთვნოდა არგენტინას ასეთი სხვაობით მოგება..
ურჯუკაშვილის თემის გარდა, ყველაფერში გეთანხმები.
ურჯუკაზე კგ დამრტყმელი ჩვენს ნაკრებს არ ჰყავს.
თუმცა, როგორც ფულბეკმა, 2 უპატიებელი შეცდომა დაუშვა, რომელთაგან 1-1ს ლელო მოჰყვა.
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
რაგბის მატჩები

Post by Archil » 03 ოქტ 2011, 09:30

მიდგომებთან დაკავშირებით

მგონი რაგბის მდგომარეობა უფრო უკეთესია, ვიდრე ფეხბურთის და ფეხბურთმა სჯობია გადაიღოს რაგბის მიდგომები, წარმატებებს რომ მიაღწიოს.
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

QEBURIUS
მასონი
Posts: 1064
Joined: 03 დეკ 2008, 16:38
Location: Planet Earth
რაგბის მატჩები

Post by QEBURIUS » 03 ოქტ 2011, 10:00

ისე არც ფეხბურთის კომენტატორებს აწყენდათ რაგბის თამაშების წამყვანებისაგან რაღაც რაღაცეების გადღება
მადლობა ღმერთს, რომ ღმეთი არ არსებობს

User avatar
avtokh
მაწანწალა
Posts: 953
Joined: 28 სექ 2010, 21:31
Location: saca moxerxdeba :)
რაგბის მატჩები

Post by avtokh » 03 ოქტ 2011, 10:02

არგენტინასთან მეორე ტაიმი შერკინების პირველი ხაზის გამოცვლის გამო დავთმეთ. როგორც კი კაკოვინი შეცვალა მწვრთნელმა მაშინვე დაგვჯაბნეს და ჩვენი შერკინებაც წავაგეთ, მერე ისევ შემოიყვანა სათამაშოდ. ეს ბიჭი კარგად თამაშობს. რუმინეთთან შესანიშნავად გაარღვია მათი დაცვა, არგენტინის ხაზზსაც ერთი ორჯერ წარმატებით დააღწია თავი და ვგონებ არ უნდა შეეცვლა და და მაშინ სხვაგვარი თამაში წავიდოდა და სხვაობაც ასეთი არ იქნებოდა. საქართველოს ჩემპიონატში მოასპარეზე მორაგბეებმა მართლაც იყოჩაღეს თავი და კარგადაც იბურთავეს. თამაშიდან გამომდინარე ინგლისთან და არგენტინასთან ასეთი სხვაობებით არ უნდა წაგვეგო, მაგრამ რას ვიზავთ მოხდა ასე ჩვენი დაუდევრობით თუ მსაჯთა დახმარებით. კიდევ ერთხელ ვიტყვი: სარაგბო სამყარო საკმაოდ კონსერვატიულია და ძნელად ხსნის კარებს ახლებისთვის, მაგრამ უკვე იქაც დაიწყეს ნელ-ნელა საუბარი ჩვენნაირ გუნდებზე. ახალგაზრდულ დონეზე ექვს ერზე უკვე ამოქმედდა ბოლო ადგილოსანის ჩანაცვლების პრინციპი და ვნახოთ როგორ გვასახელებენ ახალგაზრდები.
ერთ-ერთ საინფორმაციო გადაცემაში სატელეფონო ჩართვისას რაგბის კავშირის თავჯდომარემ განაცხადა, რომ რაღაც შემოთავაზებები არისო და ვნახოთ რომ დაბრუნდებიან რას იტყვიან და ყველაფერი მალე გაირკვევა. შეიძლება შეიქმნას მეორე ეშელონის გუნდების ტურნირი, რაზეც უკვე საუბრობდნენ და ეს თუ გაკეთდა ჩვენს ნაკრებს ძალიან წაადგება და სწრაფადაც აიმაღლებს კვალიფიკაციას. მოკლედ მომავალს ვუყურებთ იმედიანად :)

ერთი დასანანი ამბავი - ლექსო გუგავას დისციპლინარულმა კომისიამ, არგენტინა-საქართველოს თამაშის ვიდეო გაანალიზების შემდეგ ხუთ კვირიანი დისკვალიფიკაცია მისცეს არგენტინის ნაკრების კაპიტნის სახიფათო შებოჭვისთვის. დისკვალიფიკაციის ვადა 7 ნოემბერს ეწურება.
Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]