Post
by chuna » 26 დეკ 2010, 19:28
dolidzeli
საუკეთესო რეპორტაჟების ნომინაციაში გამარჯვებული იქნები, ისეთი სრულყოფილი და საინტერესოდ გადმოცემული რეპორტაჟია!
დედას სიხარულო, გაქებ და ბევრს გკოცნი!
გაქებთ და ბევრს გკოცნით ყველას- მონაწლეებს, შემომწირველებს და დამხმარეეს...
დიდი მადლობა მთავარ
"დამნაშავეს"- იუბილარს! ისეთ სტიმულს გვაძლევდა იმისი იქ ყოფნა და მერე დაგვირგვინება, რომ ტომუსი, შენს გარეშე არაფერი ხიბლი არ ექნებოდა ამ დღეს!
დიდი ქება-დიდება გოგა ჩანადირს-ამ საქმის თავის მობმის, დახარჯული ენერგიისა და ნერვების გამო. ყველაფერი უმაღლესად ორგანიზებული იყო!
ძალიან მომეწონა თვითონ ხალხი! ძალიან კარგები იყვნენ:
მადლიერები, თბილები, მოსიყვარულეები........
მათი პორტრეტები გამოვიდა ძალიან კარგი......სახასიათო!
ყველას დიდი მადლობა, რომ ამდენ სიკეთეს აფრქვევთ! ერთი ასად დაგბრუნებოდეთ, ხალხო! მიყვარხართ....უზომოდ, უგონოდ!