Page 2 of 2

დიდი კალათბურთი დაბრუნდა

Posted: 28 აგვ 2010, 22:38
by guruli
GAMARJOBA SAKARTVELO
ისე კი, თითქოს ქვეჯგუფში ძლიერი ცენტრი-თავდასხმა გვყვას, მაგრამ ყველაზე ცოტა ბურთი გვაქვს ჩატენილი
ჩატენილი, თორემ შორი ან თუნდაც ახლო მანძილიდან ხომ ამოვტენეთ მეტოქეთა კალათი! :D გადაღლილობის და ჩვეულებრივი სარეისო თვითმფრინავებით ევროპაში ხეტიალის გარდა, დღესვე რომ ჯგუფიდან გასვლის შანსი რომ არ გვაქვს, ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ისაა, რომ, პრაქტიკულად, ვერ ვისვრით, ძალიან მოვიკოჭლებთ მაგ კომპონენტში. არადა, კალათბურთი ხელით სროლაა და არა ფეხბურთი, ფეხით დარტყმა მოდიოდეს.
და ამ მოგებით შეიძლება მეორეზე კი გავიდეთ, მაგრამ, როგორც ვიცი, სხვა ჯგუფების პოტენციური მეორეადგილოსნები ბურთების სხვაობით ბევრად გვჯობნიან. მერე კიდე პლეი ოფში იტალიის დარ გუნდებთან ვხვდებით.
თუმცა ეს ტამაში მაინც უნდა მოვიგოთ, სამომავლოდ კი, მჯერა, ევროპის ჩემპიონატზეც ვითამაშებთ - ჩვენი კალათბურთელთა ნაკრები ისე გაიზარდა, როგორც თავის დროზე - რაგბისა. კალათბურთის ფედერაცია ერთ-ერთი მოწესრიგებული ფედერაციაა, რომელსაც ნორმალური ხალხი უდგას სათავეში - ადამიანური თვისებებიც გააჩნიათ და ბიზნესშიც სუფტად, დაკვირვებით მოქმედებენ, მაგრამ ფედერაციის გული, ტვინი და მოტორი მაინც გენმდივანი მერაბ რატიშვილია - ძალიან ჭკვიანი და განსწავლული ახალგაზრდა კაცი, რომელიც ფედერაციის მთელ ინტელექტუალურ მუშაობას წარმართავს. ამის მიუხედავად, წინა წლებში პატარ-პატარა შეცდომები ფედერაციასაც მოუვიდა (თუნდაც მწვრთნელის შერჩევისას, ოღონდ ადრე), მაგრამ თავის შეცდომებზე სწავლობენ.

დიდი კალათბურთი დაბრუნდა

Posted: 29 აგვ 2010, 03:55
by GAMARJOBA SAKARTVELO
guruli wrote:GAMARJOBA SAKARTVELO
ისე კი, თითქოს ქვეჯგუფში ძლიერი ცენტრი-თავდასხმა გვყვას, მაგრამ ყველაზე ცოტა ბურთი გვაქვს ჩატენილი
ჩატენილი, თორემ შორი ან თუნდაც ახლო მანძილიდან ხომ ამოვტენეთ მეტოქეთა კალათი! :D გადაღლილობის და ჩვეულებრივი სარეისო თვითმფრინავებით ევროპაში ხეტიალის გარდა, დღესვე რომ ჯგუფიდან გასვლის შანსი რომ არ გვაქვს, ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ისაა, რომ, პრაქტიკულად, ვერ ვისვრით, ძალიან მოვიკოჭლებთ მაგ კომპონენტში. არადა, კალათბურთი ხელით სროლაა და არა ფეხბურთი, ფეხით დარტყმა მოდიოდეს.
და ამ მოგებით შეიძლება მეორეზე კი გავიდეთ, მაგრამ, როგორც ვიცი, სხვა ჯგუფების პოტენციური მეორეადგილოსნები ბურთების სხვაობით ბევრად გვჯობნიან. მერე კიდე პლეი ოფში იტალიის დარ გუნდებთან ვხვდებით.
თუმცა ეს ტამაში მაინც უნდა მოვიგოთ, სამომავლოდ კი, მჯერა, ევროპის ჩემპიონატზეც ვითამაშებთ - ჩვენი კალათბურთელთა ნაკრები ისე გაიზარდა, როგორც თავის დროზე - რაგბისა. კალათბურთის ფედერაცია ერთ-ერთი მოწესრიგებული ფედერაციაა
გეთანხმები.
3ქულიანების სროლებში მხოლოდ ნიკა ცქიტიშვილის იმედად გუნდი არ უნდა იყოს.
შედეგიანი სროლები მოგების საწინდარია.
კიდევ 1 მოგებამდე 1 დღე დარჩა.
მაინც ვიმედოვნებ, რომ ევროპის 1ლობაზე გავალთ

დიდი კალათბურთი დაბრუნდა

Posted: 29 აგვ 2010, 07:09
by t.d
GAMARJOBA SAKARTVELO
აუცილებლად გავალთ და მე ამის დიდი იმედი მაქვს.

დიდი კალათბურთი დაბრუნდა

Posted: 31 აგვ 2010, 03:08
by GAMARJOBA SAKARTVELO
მოვიგეთ ბულგარეთთანაც, მე2 ადგილიც დავიკავეთ, მაგრამ ჩაგდებული ბურთების უკეთესი მაჩვენებელი სხვებს აღმოაჩნდათ.
იმისათვის, რომ ევრო1ლობაზე მოვხვდეთ, ჩვენმა ნაკრებმა დამატებითი შეჯიბრი უნდა მოგოს.
დაკიდევ, სულაც არ ვარ კმაყოფილი, რომ ჩვენებმა 1ლობაზე მონაწილეობის საგზური ვერ მოიპოვეს. თუმცა, ისიც მესმის, რომ გარდა იმისა, ყველაზე ახალაგზრდული გუნდია, უფრო მაღალი რანგის შეჯიბრებებში მონაწილეობის გამ20დილება არ აქვს.
ამის მუხედავად, ნაკრებმა მაინც შეძლო მე2 ადგილის მოპოვება და მაიმედებს, რომ გაისად უკეთესი შედეგი გვქენება

დიდი კალათბურთი დაბრუნდა

Posted: 31 აგვ 2010, 10:49
by lama
GAMARJOBA SAKARTVELO

ბარაქალა ჩვენ ბიჭებს!!! :D :D

დიდი კალათბურთი დაბრუნდა

Posted: 05 სექ 2010, 22:41
by nusa
სასწრაფოდ!!! საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე დაუშვეს!!!
21:54 05-09-2010

როგორც იტალიური ვებგვერდი http://www.fip.it/News.asp?IDNews=2956 იტყობინება, ფიბამ გააუქმა პლეი ოფების სტადია და ფინალურ ეტაპზე 24 გუნდი დაუშვა. შესაბამისად, მომავალ წელს (სექტემბერი) ლიტვაში გასამართ ევროსაკალათბურთო ფორუმზე საქართველოს ნაკრებიც იასპარეზებს. ჩვენს გუნდთან ერთად ფინალურ ეტაპზე ანალოგიური წესით დაუშვეს იტალიის, ბოსნიის, უკრაინის, ლატვიის, პოლონეთისა და ბულგარეთის გუნდებიც.

http://sportall.ambebi.ge/kalatburti/qa ... shves.html

დიდი კალათბურთი დაბრუნდა

Posted: 05 სექ 2010, 22:59
by lama
nusa
გილოცავთ !!!!!!!!!

დიდი კალათბურთი დაბრუნდა

Posted: 06 სექ 2010, 13:11
by keto
რა მაგარია! ვულოცავ ბიჭებსაც და მათ ყველა ქომაგს!

დიდი კალათბურთი დაბრუნდა

Posted: 06 სექ 2010, 13:32
by guruli
ყოჩაღ, nusa, რა ოპერატიულად გაგივრცელებია ჩვენი ნიუსი. :) ვერ ვიფიქრებდი, ჩვენი საიტის ასეთი ერთგული მომხმარებელი თუ იყავი. :)
წუხელ რედაქციაში დიდი ტაშის კვრა გვქონდა, ნიკოლოზა ნეფარიძემ ეგ ცნობა რომ აღმოაჩინა იტალიურ საიტზე. ფიბასაც არ ედო მაშინ თავის ვებ-გვერდზე, იმათ რომ დაწერეს.
გილოცავთ ყველას.

დიდი კალათბურთი დაბრუნდა

Posted: 07 სექ 2010, 12:31
by TuTa
ძალიან გამიხარდა, მართლაც მაგარი სიურპრიზია:)

დიდი წარმატებების საწინდარი ყოფილიყოს ჩვენი გუნდისთვის ეს ამბავი!

დიდი კალათბურთი დაბრუნდა

Posted: 08 სექ 2010, 02:02
by GAMARJOBA SAKARTVELO
nusa wrote:სასწრაფოდ!!! საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე დაუშვეს!!!
21:54 05-09-2010

როგორც იტალიური ვებგვერდი http://www.fip.it/News.asp?IDNews=2956 იტყობინება, ფიბამ გააუქმა პლეი ოფების სტადია და ფინალურ ეტაპზე 24 გუნდი დაუშვა. შესაბამისად, მომავალ წელს (სექტემბერი) ლიტვაში გასამართ ევროსაკალათბურთო ფორუმზე საქართველოს ნაკრებიც იასპარეზებს. ჩვენს გუნდთან ერთად ფინალურ ეტაპზე ანალოგიური წესით დაუშვეს იტალიის, ბოსნიის, უკრაინის, ლატვიის, პოლონეთისა და ბულგარეთის გუნდებიც.

http://sportall.ambebi.ge/kalatburti/qa ... shves.html
რა ყოჩაღი ხარ.
ამ თემაში ხსნებული ცნობის დასაწერად შემოვედი და შენ უფრო ადრე გაგიხარებია ქომაგი.
2011 წლის ენკენისთვე ძნ დაძაბული და საინტერესო გვექნება

დიდი კალათბურთი დაბრუნდა

Posted: 08 სექ 2010, 08:32
by Archil
დიდ კალათბურთში ისევ დავბრუნდით

სხვების დახმარებით ისევ

რა ქნას ამ ღმერთმაც მეტი, თქვენ ოღონდ ცოტათი მაინც გაანძრიეეთ ხელი და თქვენს გვერდით ვარო...

იმედია მომავალ წელს არტო ღმერთის შეწევნის იმედად არ იქნებიან ჩვენი კალათბურთელები.

დიდი კალათბურთი დაბრუნდა

Posted: 08 სექ 2010, 11:30
by დათო
კალათბურთელებმა აიღეს მეორე ადგილი ჯგუფში და ფიბა-ს მარაზმული წესები რომ არა, 16 გუნდშიც უნდა გასულიყვნენ პირდაპირ, 6-გუნდიანი გადათამაშების გარეშე.