აჩხოტურ-სტეფანწმინდური ეპიზოდები

ღია ცის ქვეშ სხვა აქტივობების შესახებ

Moderators: Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
აჩხოტურ-სტეფანწმინდური ეპიზოდები

Post by ARCHILI » 13 იან 2009, 03:03

ამ სახლებში ჩვენი მრევლი ცხოვრობს... საოცარი ადამიანები...

თუ შეგიყვარებენ-მართლა შეგიყვარებენ და თუ უყვარხარ-მართლა უყვარხარ ამ ხალხს...

აჩხოტელებისაგან ბევრი სიყვარული და სიკეთე მაქვს მიღებული...

ეს თითქოს შეუმჩნეველი ადამიანები დიდ საგანძურს ინახავენ გულში...

ზამთრობით, ეს სოფელიც თითქმის ცარიელდება ხოლმე, მაგრამ მაინც ცხოვრობენ სოფლის ერთგული ხალხი...

იმედია, დრო მოვა და საქართველოს სოფლებში, ყვეაზე მაღალ და მიუვალშიც, ზამთარშიც ხმაური იქნება სოფლის ორღობეებში...

მანამდე კი აჩხოტი თავის მოწყენილ სახლებს უყურებს ნისლში... სახლები კითხულობენ ერთმანეთს, რამე ხომ არ გიჭირთ, რამე ხომ არ გსურთო...

იქ შეიძლება რომელიმეს სახურავიც ჩამოენგრას, დაბერებულ მხრებს რომ ვეღარ გაუძლებს თოვლის სიმძიმეს და ეს ნისლებიც თეთრი ძაძებივით ეშვება ხოლმე სახლების თავზე...

უმასპინძლო სახლები სითეთრით უსამძიმრებენ ერთმანეთს კერების გარდაცვალებას...

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
აჩხოტურ-სტეფანწმინდური ეპიზოდები

Post by ARCHILI » 13 იან 2009, 03:04

ესეც ჩვენი მოწყენილი სახლები, ზოგიერთიც უმასპინძლოდ შეწუხებულები და შეშინებულები თითოეული ფანტელის დანახვაზე

Image



User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
აჩხოტურ-სტეფანწმინდური ეპიზოდები

Post by ARCHILI » 13 იან 2009, 03:10

ჩემი საყვარელი სახლი - ჩვენი მონასტერი...

ყოველი ჩემი ჩასვლა უძღები შვილის დაბრუნება მგონია...

ეს არის ადგილი, რომელსაც ყველაზე დიდი ამაგი აქვს ჩემს მიმართ... უსაზღვრო ამაგი და უსაზღვრო სიკეტე...

ჩემი სიმშვიდის, სიხარულის, სინამდვილისა და სინანულის სავანე...

წმინდა ნიკოლოზის აჩხოტის მამათა მონასტერი

Image

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
აჩხოტურ-სტეფანწმინდური ეპიზოდები

Post by ARCHILI » 13 იან 2009, 03:16

ჩემი მობილური სამწუხაროდ ვერც ოთახებში ვერ იღებს ფოტოებს და ვერც სიბნელეში...

საშობაო საზეიმო ღამისთევის წირვა, ჩვეულებრივ 6 იანვრის ღამის 11 საათზე დაიწყო...

ეს ერთი ფოტო სიმბოლურად ამ წირვიდან...

Image




დანარჩენსაც ნელ-ნელა მოგიყვებით, თუ დაინტერესდებით, ცხადია :)

User avatar
Ninukala
იეტი
Posts: 4473
Joined: 14 მაი 2007, 10:53
Location: წყნეთი
Contact:
აჩხოტურ-სტეფანწმინდური ეპიზოდები

Post by Ninukala » 13 იან 2009, 10:45

ARCHILI
ჩემი მამილო..... :)

User avatar
namcecuna
იეტი
Posts: 4498
Joined: 29 ივლ 2007, 01:18
Location: საჰაერო ბურთი
აჩხოტურ-სტეფანწმინდური ეპიზოდები

Post by namcecuna » 13 იან 2009, 13:41

ARCHILI

აუცილებლად გააგრძელე არჩილ :)
ძალიან საინტერესოდ, ძალიან ტკბილ ამბავს ყვება, ისევე როგორც ყველა ამბავს-შენს საყვარელ აჩხოტს რომ უკავშირდება ... ;)

მონასტერში, ბერების ან მონოზვნების გარემოცვაში მოსმენილი წირვა ხომ სულ სხვაა... ღამით განსაკუთრებით, მარტო რამდენიმე სანთელი, დედების და ძმების გალობა და ლოცვა რომ ისმის ...


გელოდები (თ)!
წამო, ზღაპარში ...
Image

User avatar
imerkhevli
მაწანწალა
Posts: 540
Joined: 21 ნოე 2008, 23:35
Contact:
აჩხოტურ-სტეფანწმინდური ეპიზოდები

Post by imerkhevli » 13 იან 2009, 15:07

თითოეული ფოტო განსაკუთრებულ სიმშვიდესა და მყუდროებას გადმოცემს...

სასიამოვნო შობა გქონია..

ყურადრებით გისმენ.... :)

User avatar
z g a r b i
იეტი
Posts: 1531
Joined: 21 ნოე 2007, 11:42
Location: ტყე
აჩხოტურ-სტეფანწმინდური ეპიზოდები

Post by z g a r b i » 13 იან 2009, 20:02

ARCHILI

ძალიან ლამაზი ფოტოებია.. კარვის ფოტო-მობილურებს ნამდვილად არ ჩამოუვარდება ;)

რაღაც თბილა ამ თემაში :)
Image

User avatar
paata_
იეტი
Posts: 6275
Joined: 06 დეკ 2006, 10:50
Location: ხევსურეთი
Contact:
აჩხოტურ-სტეფანწმინდური ეპიზოდები

Post by paata_ » 13 იან 2009, 22:59

teo-

გაყინულია, ვნახე მე

User avatar
Linda
იეტი
Posts: 1451
Joined: 17 მაი 2007, 20:49
აჩხოტურ-სტეფანწმინდური ეპიზოდები

Post by Linda » 13 იან 2009, 23:28

გისმენთ, გისმენთ ჩემო არჩილ :-) შემდეგგგ....

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
აჩხოტურ-სტეფანწმინდური ეპიზოდები

Post by ARCHILI » 14 იან 2009, 15:10

teo-
namcecuna
imerkhevli
z g a r b i
Ninukala
Linda


ძალიან დიდი მადლობა თქვენ!!!

:)



ჩვენი ტაძარი ახალი არაა, მაგრამ ძველი ტაძრის მადლი აქვს, საქართველოში უამრავი ტაძარია, მაგრამ თბილისიდან ხალხი მაინც აქ ჩამოდის, არც გზის ჩაკეტვას ერიდება და არც სიშორესა და სიცივეს...

შეიძლება იმიტომ, რომ პატრიარქის სახლი იკო აქ და მონასტრად რომ აკურთხა, ან იმიტომაც, რომ შეიძლება ითქვას, საძმოს აშენებულია ეს ტაძარი, ყოველი ჩვენგანის ნაწილია მასში დაფუძნებული და ძმების თავდაუზოგავობა...

ტაძრის მშენებლობის პროცესში, კარგად მახსოვს, რა მადლიც ტრიალებდა და მინდა ვთქვა, რომ ასეთი მადლიანი დაღლა და გადაღლაც კი, სხვაგან მე არ მახსოვს...

სასწაული შესაძლებლობები და ძალა გვქონდა ყველას, რასაც, ჩვეულებრივ, სხვაგან ვერ ვფლობთ ხოლმე... ახლა რომ ვიხსენებ საკუთარ თავს იქ, მგონია, რომ "ის" ადამიანი მე არ ვიყავი... რომ"ის" რაღაც განსაკუთრებული ძალით იყო სავსე იქ - მონასტერში... და ასე იყო ბევრი...

ჩვენს თვალწინ ყოველდღე ხდებოდა ღვთიური სასწაულები, შეიძლება ბევრს გაეღიმოს კიდეც ამ შეფასებაზე, მაგრამ ნებისმიერი დამეთანხმება ამაში, ვისაც კი მონასტერში რაღაც ხანი გაუტარებია მონასტრულად...

ერთსაც მივხვდი, სასწაულები მხოლოდ იქ კი არა, ყოველდღიურად ხდება ხოლმე ჩვენს თვალწინ, მაგრამ ვერ ვამჩნევთ,აი, მონასტერში კი ეს ყველაფერი იმდენად ცხადია, რომ ყველაზე სკეპტიკოსიც კი ხედავს და აღიარებს...

ესეც წმიდა ნიკოლოზის ტაძარი, ღვთის მადლითა და მამებისა და ძმების ხელით აშენებული:

Image
Last edited by ARCHILI on 14 იან 2009, 16:27, edited 1 time in total.

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
აჩხოტურ-სტეფანწმინდური ეპიზოდები

Post by ARCHILI » 14 იან 2009, 15:19

რამდენიმე საუკუნის განმავლობაში ხევში არც ტაძრები შენდებოდა, ცხადია და არც ძველი ქართული ქვაზე კვეთა სრულდებოდა... მეუფე პეტრეს ხევისა და სტეფანწმინდის მღვდელმთავრობის დროს (ახლანდელი ჭყონდიდელი მთავარეპისკოპოსი) კი ძალიან მოკლე დროში ხევი, შეიძლება ითქვას, რომ მართლაც აღორძინდა...

3-4 წელში ხევში არაერთი დედათა თუ მამათა მონასტერი მოეწყო; მიუხედავად ხევის უმკაცრესი პირობებისა, მრავალი ადამიანი ჩამოვიდა მონასტერში სამოღვაწეოდ; მეუფე პეტრეს ძალისხმევით გაჩნდა და შეიქმნა პროგრამები, რომელმაც ხევის მცხოვრებთ დამატეითი სტიმული მისცა, რომ გადინება მცირედად მაინც შეფერხებულიყო, ეს იქნებოდა ინფრასტრუქტურისა თუ სხვა მრავალი ღონისძიების საკითხი.

ამ დროსვე აღორძინდა დიდი ხნის მივიწყებული ქართული ჩუქურთმებია ქვაზე კვეთა და ქვის კანკელები... ჩვენს ტაძარსაც ქვის კანკელი აქვს, ჩვენივე ძმების (დიდ ოსტატებთან ერთად, ცხადია) შესრულებით...




Image

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
აჩხოტურ-სტეფანწმინდური ეპიზოდები

Post by ARCHILI » 14 იან 2009, 16:03

ღვთისმშობელი

Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]