Page 2 of 8

აჭარის მთიანეთი გვიან შემოდგომით. 27--30.11.08

Posted: 02 დეკ 2008, 21:56
by qvevri
ამავე სოფლის კენწოროზე ერთი ადგილი მაჩვენეს, რომელსაც ნასაყდრალი ეწოდება. ამ ადგილას დღეს ჯვარი დგას და ძლივს შესამჩნევი კირქვის ნაშალსღა შევხვდებით
Image
Image
ნისლიანი მთები რომ მოსჩანს აქ დგას ერთი კოშკი(სოფ. ზვარე), რომელიც გადმოცემით თამარის დროს აუგიათ. ერთი საინტერესო ფაქტი: ეს კოშკი, რომელიც გზიდან რამოდენიმე კილომეტრშია აუშენებიათ ცოცხალი ჯაჭვით, ესე იგი მასალა(ქვიშა, ქვა, წყალი, ხის მასალა) ქვემოდან ზემოთ ცოცხალი ჯაჭვითაა აზიდული
Image
იმ ადგილას სადაც ნასაყდრალია თურმე ნუ იტყვით და ოქროს საბადოა, რომელიც გაყიდულია და მომავალი წლის გაზაფხულუზე სამუშაოებსაც გეგმავენ.
Image

აჭარის მთიანეთი გვიან შემოდგომით. 27--30.11.08

Posted: 02 დეკ 2008, 22:02
by qvevri
უკანა გზაზე კიდევ ერთხელ გამოუარეთ ამ ტაძრს.
Image
ხოლო მესამე დღეს გვიან ღამე გამოვიარეთ ამ ადგილას
Image
ეს გახლავთ სოფელი კოკოტაური სადაც ასხავენ ძალიან გემრიელ და სასარგებლო მინერალურ წყალს "კოკოტაურს"
Image
Image
ცოტა მოშორებით კიდევ ერთი თამარის ხიდია, რომელიც ასევე ახლახანს აღადგინეს
Image
ეს ხიდი არის სოფელ ბალაძეებში, რაღაც ეს გვარი მეცნობა და ნეტავ რატომ??? :?: :roll:
Image

აჭარის მთიანეთი გვიან შემოდგომით. 27--30.11.08

Posted: 02 დეკ 2008, 22:06
by qvevri
სოფლები და სახლები
Image
Image
Image
Image
Image

აჭარის მთიანეთი გვიან შემოდგომით. 27--30.11.08

Posted: 02 დეკ 2008, 22:11
by qvevri
მერე კიდევ ერთ კარგ კაცთან მივედით სახელად დავით ბერიძესთან, რომელსაც ასევე კარგად გამართული ვენახები ჰქონდა. სოფელი უჩამბა. ბატონ დავითას სულ 3000 მერტრ-კვადრატი ვენახი აქვს. ეს სპფელი ზღ.დონიდან 780 მეტრზე მდებარეობს.
Image
Image
Image
დავით ბერიძეს ხის საწნახელი აღმოაჩნდა
Image
ნალიეზე მე ვერ ევალ კიბე უყუდებელაო...
Image
რა თქმა უნდა შეგვიპატიჟა და ჩვენს შევყევით ცოტა ხნით
Image
ადგილობრივი წარმოების არაჟანი
Image
მეზობელ სოფლებში უკვე თოვლი იყო...
Image
ინდე რამსიმაღლეზე ვიყავით
Image

აჭარის მთიანეთი გვიან შემოდგომით. 27--30.11.08

Posted: 02 დეკ 2008, 22:14
by qvevri
ნალიე
Image
სოფლის კანტორა
Image
აბორიგენი
Image
Image
Image

აჭარის მთიანეთი გვიან შემოდგომით. 27--30.11.08

Posted: 02 დეკ 2008, 22:19
by qvevri
ეს ცუგრუმელა დიდი ინტერესით გვათვალიერებდა
Image
ამან კი მაინცდამაინც ვერ გამოიჩინა სტუმართმოყვარეობა, მაგრამ ძაღლისა რა უნდა გაგიკვირდეს როცა ადამიანები უარეს დღეში არიან ახნდახან.
Image
ეს კოშკი სოფელ უჩამბაშია, საინტერესო რამე ჩანს, თუმცა მე ამის ისტორია არ ვიცი, მაგრამ მაინც...
Image
Image
ხედი ზემოდან
Image
ისევ თამარის ხიდი სოფელ ბალაძეებთან
Image
Image

აჭარის მთიანეთი გვიან შემოდგომით. 27--30.11.08

Posted: 02 დეკ 2008, 22:23
by lama
qvevri
ძალიან საინტერესოა ეს რეპორტაჟი :)


გაიხარე :)

გიორგი სოფელ ბალაძეებთან თამარის ხიდს "დანდალოს ხიდსაც" ხომ არ უწოდებენ?

თუ "დანდალოს ხიდი" სხვაგანაა?

აჭარის მთიანეთი გვიან შემოდგომით. 27--30.11.08

Posted: 02 დეკ 2008, 22:23
by qvevri
შემდეგი მასპინძელი სოფელ კოკოტაურში ბატონი რიფედ აბაშიძე, რომელსაც უაღრესად მოვლილი და ნაპატიები ვენახები ჰქონდა. ამგვარი რამ კახელებსაც შეშურდებოდათ. მისივე თქმით მისი გვარი მუდმივად მევენახეობა-მეღვინეობით ყოფილა დაკავებული და ამის გამო "თურქობის" დროს მათ თურმე ჯამეში არ უშვებდნენ--"ეგენი ღვინოს აყენებენ და რა მეჩეთში შემოსაშვებები არიანო..."
Image
მერე მანახა ქვევრის ნატეხები, რომლებიც მან მიწის მოხვნისას იპოვა.
Image
ამის გარდა მასვე უპოვია ეს თიხის ნამტვრევები: ქვევრის ქუსლი, დოქის ტუჩი და ლამპარის ნატეხები
Image

აჭარის მთიანეთი გვიან შემოდგომით. 27--30.11.08

Posted: 02 დეკ 2008, 22:24
by ლეონტი
კარგია. გააგძელე.

აჭარის მთიანეთი გვიან შემოდგომით. 27--30.11.08

Posted: 02 დეკ 2008, 22:29
by qvevri
არ მინდა თავი შეგაწყინოთ და დავამთავრებ, ხოლო ერთს კი ავღნიშნავ. თავში რომ ვთქვი ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი ვნახეთ მეთქი ორიოდე სურთს იქიდანაც დავდებ:
უძველესი ქვევრების ნატეხები ფაქტურებით
Image
უძველესი საღვინე ჭურჭელი ირმისა და ცხენების გამოსახულებით
Image
ამფორები
Image
კვლავ ქვევრებისა და დერგების ნატეხები
Image
აბა ამ ბუს დააკვირდით რა ლამაზია, ეს ღვინის სასმისი ყოფილა
Image
Image
ერთ ამფორაზე დამღაც კი შევნიშნე
Image

აჭარის მთიანეთი გვიან შემოდგომით. 27--30.11.08

Posted: 02 დეკ 2008, 22:33
by qvevri
ეს კი არის მეხუტე საუკუნის ქვევრი, რომელზეც აი ეს პიქტოგრამასავით ნიშნულია, როგორც მითხრეს ეს ყოფილა იესო ქრისტეს გამომსახველი ნიშნული
Image
თუ არ ვცდები მერვე საუკუნისნ ქვევრია
Image
ქვევრის შიდა ზედაპირს ჯერ კიდევ ეტყობა შავი ლაქები, რომელიც ალბათ ხვდებით რისიცაა
Image

აჭარის მთიანეთი გვიან შემოდგომით. 27--30.11.08

Posted: 02 დეკ 2008, 22:34
by Linda
ეს ხიდი არის სოფელ ბალაძეებში, რაღაც ეს გვარი მეცნობა და ნეტავ რატომ???
ვა ჩემს სოფელთანაც ყოფილხარ :P

ბალაძეების გვერდით არის სოფელი გეგელიძეები, სადაც არის ჩემი სოფელი.. ისე ყველა ბალაძე სოფელ ბალაძეებიდან არის

აჭარის მთიანეთი გვიან შემოდგომით. 27--30.11.08

Posted: 02 დეკ 2008, 22:39
by qvevri
ეს გახლავთ აუარება ათასწლეულების ასაკის გაქვავებული ვაზი, რომელიც სადღაც გოდერძის უღელტეხილთან აღმოუჩენიათ
Image
ერთ მომენტში მარტო დავრჩი და ამით ვისარგებლე....
Image
ამავე დღეს ვეწვიეთ ბაღუმის ღვინის სახლს, სადაც დავაჭაშნიკეთ ერთი კარგი ღვინო, რომელიც თფლზე ყოფილა დამზადებული... ძალიან გემრიელი რამე კი იყო
Image
აგერ ისი ღვინოც
Image
ზემო აჭარაში ერტი გოგრა მაჩუქეს, რომელიც იმავე საღამოს ადმინს ვუსახსოვრე... :D
Image
აი სულ ეს იყო. თუკი ვინმესათვის ცოტათი მაინც იყო საინტერესო ჩემი თემა მაშინ ფრიად კარგი, თუ არა და რაღა იქნება, ვეცდები მომავალში უფრო საინტერესო თემები გავხსნა ხოლმე. აბა თქვენ იცით.

აჭარის მთიანეთი გვიან შემოდგომით. 27--30.11.08

Posted: 02 დეკ 2008, 22:42
by Linda
ვაა ადმინი კიდევ ბათუმშია?? :D

აჭარის მთიანეთი გვიან შემოდგომით. 27--30.11.08

Posted: 02 დეკ 2008, 22:51
by qvevri
Linda wrote:ვაა ადმინი კიდევ ბათუმშია?? :D
რა ვიცი აბა??? მე თბილისში გადავეცი ეს გოგრა და :?: :roll: