მე გადავცურავ ზღვას ანუ გასეირნება თბილისის ზღვაზე 6.09.2008

ღია ცის ქვეშ სხვა აქტივობების შესახებ

Moderators: Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
მე გადავცურავ ზღვას ანუ გასეირნება თბილისის ზღვაზე 6.09.2008

Post by ლეონტი » 07 სექ 2008, 10:12

Image

გადაცურეს თუ არა ზღვა, ნამდვილად არ ვიცი, რო შეცურეს ეს ზევით წერია.
დახჩობითაც არავინ დამხჩვალა, რაც თავისთავად კარგი რეზულტატია.

User avatar
ilia
Indoors Manager
Posts: 4263
Joined: 28 მაი 2005, 23:42
Location: tbilisi
მე გადავცურავ ზღვას ანუ გასეირნება თბილისის ზღვაზე 6.09.2008

Post by ilia » 07 სექ 2008, 10:59

ლეონტი
დაგერეკა შეკაცო.

:roll: ისე, დღესაც ხომ არ იმასგვექნააა :?:, თან მაოს დაბადების დღეა და დავასველოთ.

პს. მაოს ზღვაში დასველება არ მიგულისხმია :D
Image

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
მე გადავცურავ ზღვას ანუ გასეირნება თბილისის ზღვაზე 6.09.2008

Post by Naia » 07 სექ 2008, 11:03

სანამ ფოტოს არ ვნახავ, ვერ დავიჯერებ რომ ზღვაში ფეხი ჩადგით ;) :D

ანუ გვაჩვენებთ თუ არა ფოტოებს? :twisted: :evil:

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
მე გადავცურავ ზღვას ანუ გასეირნება თბილისის ზღვაზე 6.09.2008

Post by Archil » 07 სექ 2008, 11:22

Naia

დაიჯერებ არ დაიჯერებ, მაგი უკვე შენი კონსტიტუციური უფლებაა... ;)

ფოტოებს ინტელა იღებდა და ეხლა ხადას ხეობაშია, ჩამოვა და დადებს იმედია. წყალში კი ფოტოაპარატის და GPS-ის წაღება დამავიწყდა...
ნაპირზე გამოსულმა კი გადავიღე რაღაცეები, მარა ფოტოაპარატის კაბელი სამსახურში მაქვს და ხვალამდე მე ვერ დავდებ...
kotetbeli wrote:
Archil wrote:
ჰოდა ეხლა ნაპირზე რა ხდებოდა, ის მოყევით...
Archil
მაშველებს ალბათ ჩუმად შენ ,,უმესიჯებდი GPS-ით" წარამარა რომ გაკითხავდნენ არა?.. :roll: თქვითონ გვითხრეს იმ 3 კაცში ის GPS-იანი როა, სადაურია, ვინააო?.. :roll:
მაშველებსაც სხვა მეთოდით ვეძახდით.... GPS-ით არა ;)

დანარჩენებმა ვისაც გაქვთ სურათები, აჩვენეთ დანარჩენებს :)
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
მე გადავცურავ ზღვას ანუ გასეირნება თბილისის ზღვაზე 6.09.2008

Post by Naia » 07 სექ 2008, 11:32

Archil
კიდევ კარგი, ინტელა იყო წამოსული, თორემ ასეთი მნიშვნელოვანი მოვლენა ხომ დარჩებოდა ფირზე აუღბეჭდავი :D :D

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
მე გადავცურავ ზღვას ანუ გასეირნება თბილისის ზღვაზე 6.09.2008

Post by Archil » 07 სექ 2008, 12:22

Naia wrote:Archil
კიდევ კარგი, ინტელა იყო წამოსული, თორემ ასეთი მნიშვნელოვანი მოვლენა ხომ დარჩებოდა ფირზე აუღბეჭდავი :D :D
სინამვილეში ეგ მოვლენა ფირზე აღუბეჭდავი დარჩა... ნაპირზე მყოფებმა ჩვენი ნაპირს დაშორება და მეორე ნაპირზე გამოსვლა დააფიქსირეს... გადაცურვა კი შუაში იყო, სადაც სამნი ვიყავით... აი მაგის ფოტო მასალა კი ნამდვილად არ არსებობს...
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image


User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
მე გადავცურავ ზღვას ანუ გასეირნება თბილისის ზღვაზე 6.09.2008

Post by Archil » 07 სექ 2008, 13:16

მგონი ასე ადვილად არ მოხდება სურათების დადება, ვინც იქ იყო, უმეტესობა დღეს ხადას ხეობაშია და სანამ მაგენი ცამოვლენ, დაისვენებენ, შთაბეჭდილებებიდან გამოვლენ და სურათებს ჩამოქაჩავენ, საკმაო დრო გავა და სჯობია გავაგრძელო მოყოლა...

შევეცდები ჩამოვთვალო ვინც ვიყავით. თუ ვინმე გამომრჩა და PM-ით მომწერეთ და დავუმატებ სიას.

ანუ ვინ ვიყავით...

თამუსია უპარალონოდ...
ნინი85
მირანდა თავისი დაიკოთი
ნუსა
ილია თავისი მანქანით
კოტეტბელი, მაგარი ფეხი მაქვსო და შენი ფეხი რად მინდა, კაი ქალის ფეხი მირჩევნიათქო, ვუხურებდი ;) ...
ბელა, მიუხედავად გაციებისა, არ მიგვატოვა
ელე - სამუშაო ფორმაში ვერც კი ვიცანი და ხელახლა გავეცანი.. კეპი აკლდა ფაიზაღი... ;)
ბესო თავისი მანქანით
ლამა... სიგარეტს უჟმოტავდა მათხოვარს...
ვანსკი, ზღვაზე დაგვხვდა
ინტელა... კიდევ კარგი...
ლეონტი მოვიდა და მოვალო... მოსულა კიდეც..
არა არა... უი,უი, კიკი ;)
კიდო ერთი ბიჭი და გოგო მახსოვს ბესოს მანქანაში.. როსტომი და თეონა
ლოლაძე თავისიანებით..

მონადირე დამავიწყდა კინაღამ... არადა ყველაზე მეტი დრო მაგის გვერდით გავატარე..

ნუ მეც...

და მაშველები, ღმერთმა გაუმარჯოს მაგათ.
შარშან ჩემ თვალწინ გადაარჩინეს ერთი ბიჭი, მართლა გადაარჩინეს, აქაურის ფერი რომ არ ქონდა, ისეთი გამოიტანეს და მოაბრუნეს სააქაოს. წყლის ბალახებმა შეაშინეს ბავშვი, ჩაითრიეს და ეგენი რომ არა, საიქიოს მიდიოდა... ასე რომ მაგათ პატივს ვცემ.

ჰოდა ლამას მათხოვარი კიდევ... მეტროსთან რომ ვიკრიბებოდით, მოგვადგა და დაგვეხმარეთო. ლამამ კიდევ ერთი კარაველი მოვიდაო, ხუმრობა დაიწყო. ვიღაცამ ხურდა მისცა, მე მზესუმზირა მქონდა დარჩენილი, ის მივეცი, ხურდა აღარ მქონდა.. ჰოდა მერე კიდევ მოგვადგა, სიგარეტი არა გაქვსო და ლამასკენ გავუშვი, ახალი კოლოფი ჰქონდა გახსნილი და... არა მაქვსო ლამამ.. ბოლოს ვაიძულეთ მიეცა... ასე რომ ეგ ადამიანიც ჩვენს გვერდით იყო... თავიდან :)
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
მე გადავცურავ ზღვას ანუ გასეირნება თბილისის ზღვაზე 6.09.2008

Post by Archil » 07 სექ 2008, 13:56

ამინდზე არ მითქვამს არაფერი...

ფერისცვალების შემდეგ წყალში ყინული ვარდებაო - ასეა ნათქვამი, ასე რომ თბილი წყლის იმედი ისედაც არ მქონდა. წყალი ტბაზე ყველაზე თბილი 3-4 საათისთვისაა, როდესაც მზე კარგად გაათბობს... მერე უკვე ცივდება... ასე რომ 5-ისკენ რომ ავედით, უკვე ვხვდებოდი რაც გველოდა.

ტალღები იყო უშნო... როდესაც შტილია, ანუ ქარი საერთოდ არაა და ტალღა არ იძვრის, წყლიდან თავის ამოყოფა მცირედზეც საკმარისია, რომ ჰაერი ჩაისუნთქო. დიდი ტალღის დროს მთლიანად აყავხარ ტალღას, პატარა კი სახეში გირტყავს და სუნთქვის საშუალებას არ გაძლევს... ტალღების შემთხვევაში კი უფრო მეტად გიწევს თავის ამოწევა წყლიდან, რასაც შესაბამისად ყოველ მოსმაზე მეტი ენერგია მიაქვს.. ასე რომ ტალღებში ცურვას მეტი ენერგია მიაქვს, თუმცა ენერგიის მხრივ საკმარისზე მეტი რომ გვექნებოდა, მაგი თავიდანვე ვიცოდი.
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
მე გადავცურავ ზღვას ანუ გასეირნება თბილისის ზღვაზე 6.09.2008

Post by Archil » 07 სექ 2008, 15:44

ჰოდა შევედით წყალში...

ნინის ვერ გადაეწყვიტა წამოსულიყო თუ არა... შევაგულიანეთ და გაბედა...

სამნი მივდიოდით...

მარცხნივ მე ვიყავი, ბაყაყურით მივდიოდი... ასეთი სტილით არ ვიღლები და სანამ არ მომბეზრდება, მანამ შემიძლია ცურვა...

შუაში ნინია მოდიოდა.. ისე ცურავდა, წყალში თავსაც არ ყოფდა...

მონადირე მარჯვნივ მოდიოდა ზურგულით....

საორიენტაციოდ მოპირდაპირე ნაპირზე მდგარი სამი შენობიდან ერთ-ერთი ავირჩიეთ. მარჯვენა ხო? ვეკითხებოდით ერთმნეთს ხშირ-ხშირად :lol: :lol: :lol:

მხნედ მივდიოდით...
მონადირეს იმედი მქონდა.. ერთხელ უკვე გამოვცადეთ ერთმანეთი და ... ნინიასთან არ მქონდა გაცურული არცერთხელ და... რახან მოდიოდა, და კარგადაც მოდიოდა, იმედი მომეცა.
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
kotetbeli
იეტი
Posts: 2423
Joined: 15 სექ 2004, 15:44
Location: Tbilisi
მე გადავცურავ ზღვას ანუ გასეირნება თბილისის ზღვაზე 6.09.2008

Post by kotetbeli » 07 სექ 2008, 17:44

Archil wrote:კოტეტბელი, მაგარი ფეხი მაქვსო და შენი ფეხი რად მინდა, კაი ქალის ფეხი მირჩევნიათქო, ვუხურებდი ;) ...
მოვა ახალი წელი და დამიწყებ ხვეწნას-მეკვლედ მოდიო... კაი, კაი... :D
ჩემს მეკვლეობას მოაქვს კაი ქალის ფეხები... თანაც სამუდამოდ :lol:

P.S. მართლა ყოჩაღ თქვენ, მაგრები ხართ! :!:
მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
მე გადავცურავ ზღვას ანუ გასეირნება თბილისის ზღვაზე 6.09.2008

Post by Archil » 07 სექ 2008, 19:39

მე და ნინი თითქმის მხარდამხარ მივცურავდით, მონადირე ცოტა მარჯვნივ... დინების არსებობა აშკარად იგრძნობოდა, გვერდით მივყავდით.

ერთმანეთის დალოდება, ბუნებრივი მომენტია. რამე რომ გაგიჭირდეს წყალში, უნდა მიეხმარო-მოგეხმაროს. ტალღები გვეთამაშებოდნენ და გვიშლიდნენ ხელს, სუნთქვასა და ნერვებს. თუმცა დიდად ვერა. მზე კარგად მოჩანდა. ჩვენს უკან მდგარი კარაველები ნელ-ნელა პატარავდებოდნენ და მხედველობის არიდან ქრებოდნენ. ცურვისას რთული განსაზღვრო, მაგრამ დინების გამო აშკარად ზიგ-ზაგებით ვივლიდით.

დაახლოებით მესამედი გვქონდა გავლილი, ანუ იმ შენობას რომ გავუსწორდით, სადაც ნავის თხოვება გვინდოდა, ნინიმ შემცივდაო....
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
ele
იეტი
Posts: 1173
Joined: 06 სექ 2007, 13:56
Location: tb ele see
მე გადავცურავ ზღვას ანუ გასეირნება თბილისის ზღვაზე 6.09.2008

Post by ele » 07 სექ 2008, 20:09

Archil
ელე - სამუშაო ფორმაში ვერც კი ვიცანი და ხელახლა გავეცანი.. კეპი აკლდა ფაიზაღი...

ეჰ ხვალიდან გამოვემშვიდობები ჩემს სამუშაო ფორმას . . . არა და როგორ მომწონდა. . . :?

ვიარო უნდა ახლა კაი მინისტრივით. . . ღია ფერის პერანგები შავი ქვედაბოლოები და რა ვიცი აბა კიდევ . . . :?

ხოდა მაშინ კიდევ თავიდან მოგიწევს ჩემი გაცნობა. . . :wink:

ის ლექსი გამახსენდა აი. . .

”ორთაჭალის ბაღში მნახე ვინა ვარ. . .” ხო კიდევ

”მუშტი-კრივში მნახე ვინა ვარ. . .” :lol:


ისე და რა მინდოდა მეთქვა ვამაყობ გუშინდელი დღით რა. . .

და ჩემს ექსკლუზიურ ფოტო მასალას შემოგთავაზებთ მაშინ როცა ცოტა გამოვფხიზლდებიი. . .

გუშინდელი დღის ეგ სურათები არავის არ აქვს . . . :D
. . . კიდევ ერთი დღე . . .

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
მე გადავცურავ ზღვას ანუ გასეირნება თბილისის ზღვაზე 6.09.2008

Post by Archil » 07 სექ 2008, 20:13

ele

ეგრეა, მახსოვს წყლიდან რომ გამოვედით, ვინ გვიღებდა სურათებს :)
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]