მაშ ასე გუშინ, 08.09.08 მე და მარიამი ვიყავით "მცხეთის გარშემო" და ბოლოს დიდგორზეც კი აღმოვჩნდით, თუმცა ამას თავისი მიზეზი აქვს რაზედაც ცოტა ქვემოთ მოგახსენებთ

. ერთხელ (5 წლ.წინ ) გავიღვიძე ერთ დილასაც და პირდაპირ იმაზე დავიწყე ფიქრი რომ იმ დღეს დიდგორზე უნდა წავსულიყავი აუცილებლად. როგორც ძალიან მწყურვალს ენატრება წყალი ისე მინდოდა დიდგორზე წასვლა. ჩემს მეგობარს დავურეკე და გავანდე გულის წადილი, იმან მითხრა, რომ თუ დროზე წავალთ შეიძლება ავტობუსსაც მივუსწოთო, მე ვუთხარი შენ ცოტა "ალაოთ" ხომ არა ხარ, რა ავტობული რის ავტობუსი-მეთქი??? თურმე ნუ იტყვით და იმ დღეს დიდგორობა არ ყოფილა

ალბათ ამიტომაც მომინდა იმ დილით იქ წასვლა ისე ძალიან. რაც შეეხება გუშინდელ დღეს: რაღაც ამნაირი დამემართა რაც 5 წლის წინ და რედესაც მე და მარიამი დიდგორზე ავედით და ჯერ მხედრები, მერე რამოდენიმე მანქანა, ერთი სამარშრულო და მოქეიფე ხალხი დავინახეთ ერთი კი ვიფიქრე, კინოს ხომ არ იღებენ-მეთქი, მაგრამ როგორც გავარკვიე ყოფილა ხევსურების(წიკლაურების) დიდგორობა. ეს დღე დიდგორობიდან(12 აგვისტო) დაახლ. ერთი თვიას შემდეგ აღინიშნება. გაგონილი მაქვს, რომ ძველად ხევსურები ამ დღისათვის ზრდიდნენ საღვთო საკლავს და დიდგორზე აჰყავდათ, ხევისბერი ერთი დარტყმით თავს აგდებინებდა თურმე კურატს და თუკი კურატი დიდგორის გორიდან ბოლომდე არ ჩამოგორდებოდა ითვლებოდა, რომ "არ შეიწირა" და ასე მეორდებოდა შემდეგ წლებში სანამ ხევსურების ძღვენს დიდგორი არ შეიწირავდა. მოკლედ ძალიან გამიხარდა დიდგირმა უკვე მეორეთ რომ დამიძახა, მე ხომ ეს ადგილი ძალიან მიყვარს და აქაურობას ჩემი პირველი ნოველაც მივუძღვენი...

ცოტა დრო გვქონდა და ცოლი ასკილის დასაკრეფად გავუშვი და მე კი მანქანაში ვიჯექი და ჯაზებს ვუსმენდი, აბა როგორ უნდა აქედანვე უნდა მიეჩვიოს ოჯახისქალობას

დიდგორის ზღმარტლი

დიდგორის ყვითელი ტყემალი

დიდგორის წითელი ტყემალი

დიდგორის ასკილი

დიდგორის კუნელი

დიდგორის პანტა
