მოკლედ, აღარ მეღირსა ბრიუსელისა და ფაროს ფოტოები და ლისაბონის ფოტოების ნაწილი
ამიტომაც, განვაგრძობ მათ გარეშე, ანუ იმ ფოტოებით რაც მაქვს
პრაღის შემდეგ წავედი ბრიუსელში
BRUSSELS
ბრიუსელში სულ ერთი დღით უნდა გავჩერებულიყავი..
როცა ჩემი თვითმფრინავი (რეისის ნომრით OK 0632) დაჯდა ბრიუსელის აეროპორტში და როცა ბარგის მისაღებ დარბაზში ჩემს ჩემოდანს ველოდებოდი, გაირკვა, რომ ბრიუსელის აეროპორტის ბარგის განყოფილების თანამშრომლები თვითმფრინავის დაჯდომამდე 4 წუთით ადრე გაიფიცნენ... გაფიცვის მიზეზი ის იყო, რომ თითოეულ თანამშრომელზე (საუბარია მათზე ვინც ბარგის თვითმფრინავიდან აეროპორტის ბარგების დარბაზამდე ტრანსპორტირებაზე ფიზიკურადაა პასუხისმგებელი) მეტისმეტად ბევრი ბარგი მოდიოდა. გაფიცულები ითხოვდნენ ადამიანური რესურსის გაზრდას.
დარბაზში რამდენიმე ბილიკი იყო (10-ზე მეტი, ზუსტად არ მახსოვს) და საიდანაც წესით ჩემი ბარგი უნდა გამოსულიყო, იქიდან საერთოდ არაფერი ჩანდა... სრული ქაოსი იყო... ჩემოდნები არეულად გამოდიოდა.. სხვადასხვა ბილიკიდან, სხვადასხვა რეისის ბარგი, შერეულად. უცებ თვალი მოვკარი ჩემს ჩემოდანს (:D), მაგრამ იმდენად ბევრი ხალხი იყო და იმდენად დიდი ქაოსი, რომ სანამ იმ ბილიკამდე მივაღწევდი, ჩემმა ჩემოდანმა 2 წრის დარტყმა მოასწრო
მესამე წრეზე მივუსწარი და ავიღე...
მოკლედ... აღმოჩნდა, რომ ავიაკომპანიების თანამშრომლებს დაუწყიათ ბარგის გადმოზიდვა და სად დებდნენ თვითონაც არ იცოდნენ.. ამიტომაც იყო ყველა ბარგი ერთმანეთში არეული...
ამ ყველაფერმა იმდენად დიდი დრო წაიღო, რომ როგორც კი სახლში მივედი მაშინვე დავიძინე
მეორე დღეს, 11 აგვისტოს მთელი დღის განმავლობაში ბრიუსელში უნდა ვყოფილიყავი.. ბევრი რამე არ მინახავს, რადგან ძააააააალიან დიდი დრო დავკარგე ბრიუსელის სიმბოლოს პოვნაში.. ეს ის ბიჭუნაა, რომლის ფოტოც ზემოთ დავდე და რომელსაც თურმე ძებნის დროს 5-ჯერ მაინც ჩავუარე, მაგრამ მე დიდი ქანდაკება მეგონა და ეს კი ისეთი პაწაწინა იყო, რომ მისთვის ყურადღებაც კი არ მიმიქცევია... ე.წ. Manneken Pis ერთ-ერთი შენობის კუთხეშია, ირგვლივ ვარდებიანი (ყოველ შემთხვევაში აგვისტოში) ღობე აკრავს
მანეკენ პისის გარდა ვნახე - ბრიუსელის ცენტრში მდებარე მოედანი (Grand Place), სადაც იყო ერთი მაღაზია, სადაც ყიდნენ ბელგიურ შოკოლადს. თვალები აგიჭრელდებოდა, ფანტაზიის იმხელა გაქანებას ნახავდით ამ მაღაზიაში.. გვერდით იყო ღვინის ბარი. სიმართლე გითხრათ ზუსტად ვერ მივხვდი რა ხდებოდა, მაგრამ გამორჩეული ბარი რომ იყო ეს ნათელია, რადგანაც ყველა კლიენტს წინ ედგა 4 ან 5 ღვინის ჭიქა და ყველა ჭიქაში სხვადასხვა ფერის ღვინო ესხა… ფოტოები კი გადავიღე, მაგრამ აბაააა, სადაა?! ბრიუსელის ცენტრალურ მოედანზე ყველაზე თვალწარმტაცი და გრანდიოზული იყო ერთი ორნამენტებიანი და ქონგურებიანი შენობა, რომელიც დღისითაც ძალიან ლამაზი იყო, მაგრამ ღამით – განსაკუთრებით. ღამით შენობა სხვადასხვა ფერად ნათდებოდა და ენით რომ ვერ აღწერ ისეთი ლამაზი იყო!!! ფერები კლასიკური მუსიკის ფონზე იცვლებოდა. ამ სანახაობას ძალიან ბევრი მაყურებელი ყავდა.. ეს შენობა, როგორც იქაურებმა გვითხრეს სასტუმრო იყო (Hotel de Ville), ალბათ ასეც არის…
ასევე ვნახე ერთი შენობა, რომელიც ძალიან ახლოს იყო ამ მოედანთან.. მეფის სასახლეს ეძახიან, თუმცა ახლა მუზეუმია მასში განთავსებული. როგორც გავიგე ამ შენობაში მეფეს არასოდეს უცხოვრია, მაგრამ სახელი საიდან მოდის არ ვიცი, შეიძლება რადგან ასეთი ლამაზია და შეიძლება ითქვას გრანდიოზულიც და რადგან სასახლეს გავს, სახელიც აქედან მოდის..
ზოგადად ბრიუსელის არქიტექტურა ძალიან მომეწონა. ლამაზი შენობები იყო.. თუმცა არქიტექტურა არ არის ერთგვაროვანი. ბევრია თანამედროვე შენობაც.
რამდენად სუფთაცაა დილით ბრიუსელი, იმდენად ბინძურია ღამით. ყველა ქუჩაზე ნაგავია.. ალბათ დასუფთავება სადღაც დილის 3-4 საათზე იწყება, რომ დილისათვის ქალაქი სუფთად გამოიყურებოდეს..
ჰოოო… ერთი ქანდაკება მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო. თითქოს დიდი არაფერი, მაგრამ ჩემზე რათომღაც შტაბეჭდილება მოახდინა. ეს იყო დედოფლის ქანდაკება, რომელიც ღამით ქვაფენილში ჩამაგრებული ციცინათელა ნათურებით იყო განათებული. (სურათები მინდაააააააააააააააააა)…