ალბათ დამეთანხმებით, რომ სამცხე და განსაკთერებით ჯავახეთი ნამდვილად საჭიროებს პოპულარიზებას. ამ რეგიონის კულტურული, ტურისტული, ეკონომიკური პოტენცილისა და პრობლემების შესახებ ინფორმაციის სწორად მიწოდება რაც შეძლება ბევრი ხალხისათვის ნამდვლიად წაადგებოდა ამ რეგიონს და საბოლოო ჯამში მთელს ქვეყანას.
კარველებს ყველანაირი და საკმარისი რესურსი აქვთ იმისათვის რომ FB-ზე (და სხვა სოც. ქსლებში) კარგი, საინტერესო და მიმზიდველი, ინფორმაციით დახუნძლული გვერდი შექმნან. არა ისეთი, როგორც ეს უღიმღამო რაღაც:
http://www.facebook.com/profile.php?id= ... 32&sk=wall
სურათები ისეთები აქვთ კარველებს რომ "national geographic"-ს შეშურდება

კონტაქტები და მისვლა-მოსვლაც იქაურებთან ასევე არაერთ კარველს აქვთ.
ამ ყველაფრის (და კიდევს სხვა რაღაცეების) გათვალისწინებით, შეგვიძლია ვივარაუდით, რომ კარავს უპრობლემოდ შეუძლია შესთავაზოს სოცილური ქსელის მომხმარებლებს, სამცხე-ჯავახეთთან დაკავშირებული სხვადასხვა სახის საინტერესო ინფორმაცია, მასალები და ღონიძიებები.
სადღაც 1 წლის თავზე, სამცხე-ჯავახეთი დღეების გამართვაც შეიძლება მოხერხდეს თბილისში.
მე მგონი დიდი და პოზიტიური რეზონია ასეთ წამოწყებაში ... თუ წამოვიწყეთ.
ჰა, რას იზამთ, ქნაავთ ვინმე ამ საქმეს? მმმ

