კითხეთ გამოცდილ (და არც ისე გამოცდილ) ადამიანებს
Moderators: Kakha, Druides, Nika, Kakha, Druides, Nika, Kakha, Druides, Nika, Kakha, Druides, Nika
-
Bocho
- მაწანწალა
- Posts: 736
- Joined: 26 სექ 2006, 14:21
- Location: Tbilisi
Post
by Bocho » 01 ოქტ 2006, 15:05
გამარჯობათ.
7-8 ოქტომბერს ჯგუფი აპირებს მგონი გერგეთზე ასვლას. იქნებ მითხრათ როგორი ეკიპირებით უნდა წავიდე? (თუ წამიყვანეს რა თქმა უნდა

).
ჯერ-ჯერობით მაქვს:
1. ძალიან დიდი სურვილი.
2. არცთუ ისე დიდი ფული (ერთ-ორ ადამიანს თავისუფლად ეყოფა

).
3. საძილე ტომარა. სულ ახალია, გაუხსნელი. შარშან ვიყიდე. ამერიკელი რეინჯერების ჩამოტანილი და თბილისში გასუხარებულია.
4. საწვიმარი ლაბადა, ოგონდ არ ვიცი რამდენად ვარგისია.
5.ჯინსები

6. ბოტასები
მოუთმენლად ველი თქვენს პასუხს. Aრჩილს ვურეკავ(მან მომიყვანა აქ) მაგრამ გათიშულუ აქვს ტელეფონი და იქნებ თქვენ მითხრათ ამ 2 დღიანი ლაშქრობისთვის რა შევიძინო და სად?
და კიდევ...
ეს წერილი სხვა თემაშიც დავწერე "კარვები, ბათინკები...", თუმცა როგორც ვხვდები ამ თემიდან მიდის ხალხი 7-8 ოქტომბერს და აქ იმიტომ გავიმეორე. ველი თქვენს პასუხს.
ბოჭო
-
Bocho
- მაწანწალა
- Posts: 736
- Joined: 26 სექ 2006, 14:21
- Location: Tbilisi
Post
by Bocho » 01 ოქტ 2006, 15:24
ხო მართლა, საათი მაქვს კიდევ ნამდვილი რუსული "კამანდირსკი". ნათლიაჩემმა მაჩუქა 20 წლის წინ და წელს ვიპოვე გაუხსნელი.

-
zura N.
- იეტი
- Posts: 2483
- Joined: 16 მარ 2006, 02:17
- Location: არხოტი
Post
by zura N. » 01 ოქტ 2006, 22:58
Bocho
პარალონი და ფანარი დაგჭირდება კიდე

bisnashi bolavs grubeli,
caze ciskari krtebisa...
seni mchirs ganukurneli,
trpoba arxvatis mtebisa...
-
Gvalva
- Site Admin
- Posts: 5141
- Joined: 16 აპრ 2004, 16:05
- Location: თბილისი
Post
by Gvalva » 01 ოქტ 2006, 23:13
Bocho
უი, ჩემი წერილი არაა. ცუდად მუშაობდა დღეს ჩემთAნ ინტერნეტი და არ გამოგზავნა ეტყობა.
მოკლე შინაარსს მოგიყვები:
პარალონი, დინამოს გვერდით ~25ლარი, მწვანე ვაფლისებრს ვაძლევ რეკომენდაციას.
ზურგჩანთა, 65-80ლიტრი
ქურთუკი, სათხილამურე გამოდგება
ბოტასს ბატინკი ჯობია
მზად ხარ, კეთილი მგზავრობა

-
Bocho
- მაწანწალა
- Posts: 736
- Joined: 26 სექ 2006, 14:21
- Location: Tbilisi
Post
by Bocho » 02 ოქტ 2006, 09:59
zura N.
დიდი მადლობა

.
პარალონს წავალ ვიყიდი. ფანარს რომელს მირჩევ? თუ მნიშვნელობა არ აქვს? ისე ბავშვობაში მქონდა გაკეთებული ჩემი ხელით, პატარა ბუდეში მანქანის წვრილი გაბარიტის ნათურა და 2 კრონა მიმდევრობით. შიგნითაც და გარეთაც მტერსაც და მოყვარესაც უბნელებდა თვალს

-
Bocho
- მაწანწალა
- Posts: 736
- Joined: 26 სექ 2006, 14:21
- Location: Tbilisi
Post
by Bocho » 02 ოქტ 2006, 10:02
ქურთუკი და ბათინკი სად ჯობია? ისე კი ვიცი მაგრამ "ატომიკის" და "ფიშერისაა" და ბევრჯერ 100 ლარი ღირს

. რაღაც პახოდნი მინდა, იქნებ იცით სადაა?

-
Kakha
- იეტი
- Posts: 1931
- Joined: 13 ივნ 2005, 10:08
- Location: თბილისი
Post
by Kakha » 02 ოქტ 2006, 10:38
ბათინკი ჯობია ზამთარშიც და ზაფხულშიც. მონახე რამე ტრეკინგის. შეიძლება მეორადებშიც წააწყდე. თუ არა ნახე მაღაზია ”მოგზაურში” ზაქარიაძის ქუჩაზე. მაგათ აქვთ ”ანდეს” ბათინკები, რომლებმაც წაყლი არ უნდა გაუშვან მაგრამ რამდენიმე გასვლის შემდეგ უშვებენ. თუმცა საიმართლე რომ გითხრა, ჩვენი ცნობილი ყელიწად-ცხინვალის ლაშქრობის დროს როცა თავიდან სველ ბალახსა და მერე თოვლიში მივდიოდით ყველას ბათინკმა გაატარა წყალი, არა მარტო ანდეს პათინკმა, რომელიც ვანდერერს ეცვა.
ჰო - ბათინკში აუცილებლად წინდა უნდა ჩაიცვა, ნუ ბოლო-ბოლო სქელი (ძალინ სქელი) ნასკები. ისე ფეხებს დაგიხეხავს და საერთოდაც სანამ გახვალ ცოტათი აქვე იარე ახალშეძენილი ბათინკებით. მაგლითად ადი და ჩამოდი ბილიდებით კუს ტბაზე, თორემ ლაშქრობაში თუ მაგრა დაგიხეხა ფეხები ჩათვალე რომ მთელი შენი გონება როგორმე ტკივილის დათრგუნვა-გადატანაზე იქნება კონცენტრირებული.
-
Bocho
- მაწანწალა
- Posts: 736
- Joined: 26 სექ 2006, 14:21
- Location: Tbilisi
Post
by Bocho » 02 ოქტ 2006, 10:38
ვაშაა. Aრჩილს და Mაოს ვესაუბრე. ყველაფერში გამარკვიეს. დიდი მადლობა მათ და... პატრულს
Bოჭო
-
Bocho
- მაწანწალა
- Posts: 736
- Joined: 26 სექ 2006, 14:21
- Location: Tbilisi
Post
by Bocho » 02 ოქტ 2006, 10:44
Kakha
მადლობთ. ძალიან დამეხმარე. ახლა წვიმა გადაიღებს და ზაქარიაძის ქუჩაზე წავალ

-
Archil
- იეტი
- Posts: 6877
- Joined: 07 აპრ 2005, 13:17
- Location: ტიფლისის თავზე
-
Contact:
Post
by Archil » 02 ოქტ 2006, 14:57
იქ რა ბათინკებით უნდა ვიაროთ? მაგენიც სათრევია? ფარანიო რომ იძახით, მაგიც საჭიროა ვითომ? დავიჯერო ზურას (მძღოლის) ფარებზე უკეთესი პროსვეტი აქვთ? არ მჯერა ეგ მე. ისე, ბოჭომ რომ მკითხრა ფარანიო, მერე დავაფიქსირე რომ სახლში კაი ფარანი მაქვს, ამერიკიდან ჩამომყვა, მანქანაში, ახალი ნაყიდი რომ იყო, სინათლე როგორ უნდა ამენთო სალონში სანამ ვისწავლე და მივაგენი, მაგი ვიყიდე და იქიდანაა. მერე ვისწავლე მანქანაში სინათლის ანთება და აღარ გამომიყენებია. ეხლა მაგ ფარანს სინათლე რომ მიდის თბილისიდან, მაშინ ვხმარობ. ეხლა დავაფიქსირე, რომ მაგისი პახოდში წამოღებაც შეიძლება. აქამდე მობილის შუქიც საკმარისი იყო ჩემთვის. აუ, რა ათრევს ფარანს

პახოდუ ბათინკებს. მართლა, ერთი წყვილი მეყოფა თუ ორი წამოვიღო?
а в горах по утрам туман, дым твоих Ñигарет,
еÑли хочешь Ñоити Ñ ÑƒÐ¼Ð°, лучше ÑпоÑобов нет !!!

-
Kakha
- იეტი
- Posts: 1931
- Joined: 13 ივნ 2005, 10:08
- Location: თბილისი
Post
by Kakha » 02 ოქტ 2006, 15:28
ერთი წყვილი ბათინკი ცხადია საკმარისია. თუ დაგისვლედა მოგიწევს დღე სველით სიარული.... არაა სასიამოვნო მაგრამ რას იზამ. თუ კოცონი ვერ გააჩაღეთ, მაგალითად არაა საწვავი ხე ალპიურ ზონაში, წინდების გაშრობის მეთოდი შემდეგია - სველი წინდები გულზე უნდა დაიდო და ისე დაიძინო, ცხადია წინდები საძილე ტომარაში შიგნით უნდა მოახვდრო და არა საძილე ტომარაზე ზემოდან. მოკლედ საკუთარი სითბოთი გააშრობ. თუ ბოლომდე არ გაშრა ნესტიანის დონემდე მაინც მიიყვან.
თუ რამდენიმე დღით მიდიხარ ბანაკში სასიარულოდ რამე მსუბუქი წაიღე, მაგალითად ნაჭრის ტაპკები რეზინის ძირზე.
-
Bocho
- მაწანწალა
- Posts: 736
- Joined: 26 სექ 2006, 14:21
- Location: Tbilisi
Post
by Bocho » 02 ოქტ 2006, 16:22
ერთი სიტყვით, ეკიპირების საკითხი უკვე გავარკვიეთ. Aრჩილ, თუ გინდა ზეგ წავიდეთ და ბათინკები ერთად ვიყიდოთ. მერე პარალონი ვიყიდოთ ჩემთვის. და კიდევ, რაც მთავარია, ზურგჩანთა სად ჯობია ვიყიდო და როგორი? ერთი მაქვს, ცურვაზე დავდივარ იმითი

პატარაა ძალიან. Gვალვამ კი მომწერა 65-80 ლიტრიო მაგრამ სად შეიძლება ნორმალურის ყიდვა?
კახა! დიდი მადლობა სასარგებლო რჩევებისათვის
Bოჭო
-
Kakha
- იეტი
- Posts: 1931
- Joined: 13 ივნ 2005, 10:08
- Location: თბილისი
Post
by Kakha » 02 ოქტ 2006, 16:25
ზურგჩანთები ნახეთ "მოგზაურში" და ექსტრემში, რომელიც ვაჟაზეა დაახლოები სამედიცინოს მოპირდაპირე მხარეს. ისე კარგი ზურგჩანთა ძვირიც ღირს დაახლოებით 100 ლარი და მეტი.
-
Bocho
- მაწანწალა
- Posts: 736
- Joined: 26 სექ 2006, 14:21
- Location: Tbilisi
Post
by Bocho » 02 ოქტ 2006, 16:34
Kakha
ერთი სიტყვით როგორც ვხვდები სადღაც 300 დოლარი უნდა გავლესო

ძალიან კარგი. მე მეტს ველოდი

-
Nika
- იეტი
- Posts: 5044
- Joined: 30 მარ 2005, 11:04
- Location: თბილისი
-
Contact:
Post
by Nika » 02 ოქტ 2006, 16:56
თემა გავხლიჩე და ცალკე თემად გადავიტანე "რჩევებში"
Bocho
პრინციპში 300 დოლარი შეიძლება არც დაგჭირდეს. ყველაზე ძვირი რაცაა ესაა ზურგჩანთა. მოგზაურში 80 ლიტრიანი მგონი ~250 ლარი ღირდა და ექსტრიმში 65–იანი ~150. გაითვალისწინე მომავალში რას აპირებ. ხო კიდევ ერთი ნიუანსი. აუცილებლად მიაქციე ყურადღება რომ ზურგჩანთას თავისი მოყვებოდეს საწვიმარი. 3 დღიანში 65 ლიტრიც საკმარისია თან მჩატეცაა უფრო. მარა მეტსაც თუ აპირებ სადმე წასვლას ცხადია უფრო დიდი დაგჭირდება.
ბათინკები მოგზაურში ღირდა 100 ლარი. სპალნიკი 50–100 გააჩნია რამდენად თბილი გინდა.
გაითვალისწინე კარვის ამბავიც. სხვას მოაქ და იქ შენი ადგილი არის თუ შენ უნდა წამოიღო. კარავი თუ შენი მიგაქ მაშინ 65 ლიტრიანი ზურგჩანთა უკვე პარტარა გამოვა. კარავი არ უნდა ატარებდეს 2000 მმ წყალზე მეტს. წინააღმდეგ შემთხვევაში მაგაში წვიმა ჩამოვა და მაშნ აუცილებელია პარკიც გქონდეს რომ წვიმისას გადააფარო.
მთელი ტანსაცმელი რაც დამატებით მოგაქ ზურგჩანთაში ჩადებამდე აუცილებლად ჯერ ცელოფანის პარკებში ჩაალაგე.
კიდე რამეს რო გავიხსენებ დაგიწერ.