Page 1 of 2

მობილური ჭექა-ქუხილში

Posted: 10 მაი 2006, 13:33
by Gvalva
ამბობენ ჭექა-ქუხილის დროს მობილურები უნდა გამორთოთო, ეს მითია თუ სინამდვილე, რამე მეცნიერული დადასტურება ხომ არ იცით ვინმემ ამ ამბის?? ან ხოსი ან არასი :D

მობილური ჭექა-ქუხილში

Posted: 11 მაი 2006, 23:36
by Toma
არა

მეცნიერულად რაც შეეხება ჭექა-ქუხილი ეს არის პროცესი, რომელიც წარმოიქმნება სხვადასხვა ელექტრული მუხტით დამუხტული სხეულების განმუხტვის დროს.
თუ შესაბამის ამინდში მობილური ტელეფონი გექნებათ ჩართული, არის შანსი იმისა, რომ ამ პროცესის ანუ (ჭექა-ქუხილის) უნებლიედ მაპროვოცირებალი აღმოჩნდეთ და ელექტრო მაგნიტური განმუხტვა მოხდეს თქვენი საკუთარი მობილურის დახმარებით.
შედეგები სავალალო აღმოჩნდება :)
რჩევა ნუ გარისკავთ :D

მობილური ჭექა-ქუხილში

Posted: 20 მაი 2006, 09:55
by Nika
ჭექა ქუხილის ფიზიკური ახსნა. ხდება ორი მუხტის დაგროვება ღრუბელში და დედამიწაზე. იმ მომენტში როცა მათ შორის არსებული ჰაერის დიელექრიკული შეღწევადობა (იზოლირების საშუალება ადამიანურ ენაზე) აღარაა საკმარისი რომ ეს მუხტები არ გაატაროს, ხდება ელვა. ანუ დიდი ნაპერწკალი. სად ხდება ელვა? ცხადია პირველ რიგში იქ სადაც მანძილი ამ მუხტებს შორის მცირეა. ანუ მთაში უფროა მოსალოდნელი. გარდა ამისა ცალკე მდგომი ხე რომელიც დედამიწის გაგრძელებაა კიდე უფრო ახლოსაა ცასთან თან მარტოა ამიტომაც მდელოში თუ ხე დაინახეთ დიდი შანსია მას მეხი დაეცეს. ხშირად ჰგონიათ რომ მეხი ეცემა. მარა ზოგჯერ პირიქითაცაა ანუ ქვევიდან ზევით მიდის. ახლა რაც შეეხება მობილურს. ჩართული მობილური რაღაც ელექტრომაგნიტურ დისონანსს ყოველთვის შეიტანს. შესაბამისად როცა მუხტები იმ დონეზეა რო მეხის გავარდნამდე წამებიღა რჩება და ძაან მცირედი ზეგავლენაც კი ამ დროს მეხის გამომწვევი შეიძლება გახდეს ცხადია მობილურის ზემოქმედებამ შიძლება მაპროვოცირებელი როლი ითამაშოს.

მობილური ჭექა-ქუხილში

Posted: 20 მაი 2006, 10:01
by Nika
ახლა კიდე ანეგდოტი:
საფლავთან დგანან მღვდლები. ხოდა ერთი ყვება ამ კაცის ისტორიას.
"5 წლის რომ იყო და ველიკათი კატაობდა მას მეხი დაეცა მარა გადარჩა. მერე 18 წსილას მანქანით მიდიოდა და მანქანას დაეცა მეხი. ისევ გადარჩა. ბოლოს 40 წლის ასაკში უკვე თავში დაეცა მეხი და მაინც გადარჩაო მარა რეანიმაციაში მოხვდა. აპარატზე შეერთებული რო იყო ამ დროს მეხი ტრასნფორმატორის ჯიხურს მოხვდა და დენი გაითიშა, აპარატიც გადაიწვა და ბოლო ბოლო ეს კაცი მოკვდა. მარა ამითი ისტორია არ დამთავრდა. დაკრძალვიდან 3 დღეში საფლავს ისევ მეხი დაეცა."
დამსწრეთა შორის მყიფმა ახლაგაზრდა მღვდელმა ჩუმად ჩაიუტბუტა: "საკონტროლო გასროლა"

მობილური ჭექა-ქუხილში

Posted: 20 მაი 2006, 10:06
by toga
:D :D :D რა კაია მეხი რო გხვდება და არ იბრიდები :)

მობილური ჭექა-ქუხილში

Posted: 20 მაი 2006, 12:49
by Wanderer
Gvalva
Toma
Nika
დიდი მადლობა ასეთი საჭირო ინფორმაციისათვის. :)

მობილური ჭექა-ქუხილში

Posted: 14 ივნ 2006, 17:52
by pauna
zura_wise
კაი თუ არ ვკვდებით მაშინ აღარ გამოვრთოთ:D

მობილური ჭექა-ქუხილში

Posted: 15 ივნ 2006, 16:51
by Sopho Nadareishvili
უი მე კიდე სულ ჩართული მავს, მთაშიც და ბარშიც, ნებისმიერ ამინდში :lol:

მობილური ჭექა-ქუხილში

Posted: 15 ივნ 2006, 17:17
by Nika
Sopho Nadareishvili
აწყურში რო ვიყავით იქ არ გამორთე? :shock: :shock: :shock:

მობილური ჭექა-ქუხილში

Posted: 15 ივნ 2006, 17:38
by Sopho Nadareishvili
Nika
არცერთ პახოდში არ გამომირთავს მობილური :shock: :lol:
მარტო ბორჯომში, ისიც იმიტომ რომ არ იჭერდა და ტყუილად დაჯდებოდა :lol:

მობილური ჭექა-ქუხილში

Posted: 19 ივნ 2006, 01:10
by Nino Tabutsadze
50/50
2004 წელს ქვიშხეთში ვიყავით მთაწმინდაზე (ზღვის დონიდან თუ არ ვცდები ის ადგილი 1200 მეტრია) და ღამე ხეს დაეცა მეხი ჩვენგან დაახლოებით 400 მეტრში, დაჟე დავინახეთ:D :D 5 მობილური იყო ჩართული და არც არაფერი არ მომხდარა.
გაგვიმართლა თუ მაგ დასკვნის "კონტრარგუმენტია"?

მობილური ჭექა-ქუხილში

Posted: 19 ივნ 2006, 11:51
by Nika
Nino Tabutsadze
ნუ არც არავინ ამბობს რომ მობილური უეჭველი მიიზიდავს ელვას. თქვენ ალბათ იმიტომაც გაგიმართლათ რომ ზარი არ შემოვიდა ვინმესთან. ზარი როცა შემოდის მაგ დროსაა ყველაზე დიდი "ვაზმიშჩენიე ელექტრომაგნიტნოგო პოლია". ხო ისე ჩვენ მაშინ 2000 მეტრზე ვიყავით სოფოს რომ საბედნიეროდ გამორთული ჰქონდა მობილური.

მობილური ჭექა-ქუხილში

Posted: 28 ივნ 2007, 22:23
by ლეონტი
ეს საკითხი საკმაოდ სერიოზულია და კარგ შესწავლას მოიტხოვს.
http://www.japantoday.com/jp/news/409077
საინტერესოა რომ რამდენიმე კილომეტრის დაშორებით ჩამოვარდნილმა მეხმა შეილება მიწასთან ახლოს იფრინოს (პარალელურად)სანამ გამტარს არ იშოვის.
:lol:
აგრეთვე უკვე მიწაში ჩავარდნილიც ირტყმეინება, თუ გამტარი იპოვნა.
:lol:
რაც გიწერია ვერ აცდები?

მობილური ჭექა-ქუხილში

Posted: 28 ივნ 2007, 23:54
by Archil
რჩევა

წაიყვანეთ გვალვა და ჭექა ქუხილი არ იქნება

მობილური ჭექა-ქუხილში

Posted: 29 ივნ 2007, 12:15
by ლეონტი
აბა ის გამოთქმა საიდან მოდის:
მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას გავდაო?