Page 1 of 3

შატილის გზა

Posted: 30 მარ 2006, 11:58
by Gvalva
გვეკითხებიან, შატილში მიდის ეხლა ტრანსპორტი ან გზა იქნება უკვეო?? თუ მიდის ტრანსპორტი საიდანო.

რაც ჩქარა იქნება პასუხი მით უფრო მადლობელი იქნებიან :)

შატილის გზა

Posted: 30 მარ 2006, 13:17
by pauna
როგორც ვიცი შატილში არ მიდის ავტობუსები არც მარშუტკები...

მიდის მხოლოდ სატვირთო მანქანები ორ ან სამ ხიდიანი

ასევე მსუბუქი მანცანები რა თქმა უნდა ორ ხიდინი

ეხლა ალბათ გაიხსნებოდა გზა....

უნდა კითხოთ დიდუბეში მდგარ ბარისახოში ან შუაფხოში მიმავალ პაზიკის მძღოლს

ის დაგაკვალიანებთ

ბარისახოდან გადიან დიდი და პატარა მანქანები! ნივები, უაზები და კამაზები

შარშან ეგრე იყო

ეხლა არ ვიცი.. შეიძლება ჯერ ადრეა!!!! და ჩაკეტილია გზები!

შატილის გზა

Posted: 30 მარ 2006, 13:39
by niamori
მადლობთ კარაველებო... მე მჭირდება ნიამორს!!!! მოკითხვა ყველას.... ახალ პროექტებს ვამზადებტ და გვჭირდება.... მადლობთ ყურადღებისთვის...

შატილის გზა

Posted: 30 მარ 2006, 13:40
by niamori
ასფალტიდან ბილიკზე მინდა გადავიდე :)

შატილის გზა

Posted: 30 მარ 2006, 15:10
by Kakha
niamori

ჩვეულებრივ გზა იხსნება ხოლმე სადღაც მაისში, ან სულაც ივნისში - სითბო-სიცივეს გააჩნია კონკრეტულ წელს. ისე პაუნა მართალია წლევანდელი ამბავი ყვალზე კარგად ბარისახოს ავტობუსის მძღოლს ეცოდინება.

შატილში სამი წლის წინ ჩემი თვალით ვნახე ჟიგული. მაგრამ როგორი ჩამოვიდოდა იქიდან სხვა საკითხია.

გზა ზოგადად ძალზე ცვალებადია - ერთი კარგი წვიმა და იქ სადაც გუშინ თავისუფლად გაივლიდი შეიძლება ჩამოშლილი დაგხვდეს და მერე უნდა ელოდო ტრაქტორს სანამ გაწმინდავს.

რამდენჯერაც ავედი ყოველთვის ნივით ავდიოდი და არასოდეს პრობლემა არ შემქნია. მაგრამ ეს ყოველთვის ივნის-სექტემბერში ხდებოდა ხოლმე.

შატილის გზა

Posted: 30 მარ 2006, 16:23
by Nika
ისე ჩვენც გვითხარით მერე რა და როგორ. თუმცა მეეჭვება ჯერ გახსნილი იყოს. 2700 მეტრზე მაღლა თოვლი იდება ჯერ უეჭველი.

შატილის გზა

Posted: 31 მარ 2006, 08:42
by Eh_Dato
შეიძლება მესაზღვრეებსაც კითხოთ.

შატილის გზა

Posted: 31 მარ 2006, 12:45
by toga
შატილში ავტობუსი ნაღდათ არ დადის მაგრამ არის გზა და შეუძლიათ ნებისმიერ მანქანას გადასვლა დაახლოებით მუცოს ცოტა იქით და მერე უკვე დარხეული აქვს გზას ისე შაბათს დუშეთიდან დადის თუ არ ვცდები გუთანამდე ავტობუსი მაგის მერე უკვე ხახმატია და იქვეა რა უღელტეხილი დაადე თავი და გადახვალ მაგრამ ეგ დუშეთიდან თბილისიდან მხოლოდ ბარისახოში მიდის :(

შატილის გზა

Posted: 04 აპრ 2006, 00:24
by niamori
დიდი მადლობა ყველას!!!! მეც ასე ვტვლიდი, რომ მინიმუმ მაისამდე გზა დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ არის, მაგრამ მაინც გადავამოწმე...
მადლობა ყველას!!!

ისე რამე რომ იყოს, "ნიამორის" ვებ-გვერდისთვის საინტერესო ჩანახატი, ამბავი, ან სულაც დღიური, რომლის გამოქვეყნებაც არ გაგიტყდებათ, ხომ არ არის "სადმე" კარავში?
ორ კვირაში "მპირდებიან" ქართულ და რუსულ ვერსიებს ბოლომდე დავდებთო (ფიცის მჯერა, ბოლო მაკვირვებს), მერე კიდევ 2 კვირაში ინგლისურიც მზად იქნებაო. ხოლო დაახლოებით მაისიდან ე.წ. "ლიტერატურული კონკურსი" გვინდა დავიწყოთ... ჯერ პრიზები განსაზღვრული არ არის მაგრამ მეოთხე "ნიამორამდე" იქნება და გამარჯვებულის გამოვლენაში მკითხველიც დაგვეხმარება.
კიდევ, ფესტივალის ფილმები ვინც ვერ ნახა, ან კიდევ უნდა ნახოს, სანამ ფესტივალის DVD გამოვა - ჩვენ გვაქვს შემოთავაზება ფილმები ერთ-ერთ ქართული ვებ-გვერდზე დაიდოს...
გავრისკოთ?! რას მირჩევთ?

ჰო კიდევ, ნიკოლსონს მივესალმები განსაკუთრებით მხურვალედ... კეთილი იყოს შენი მოსვლა "კარავში"...:)

შატილის გზა

Posted: 04 აპრ 2006, 14:57
by Kakha
niamori
კოტეტბელი იმედია არ გამიწყრება და თანეს მისი საოცარი ჩანახატი საზოგადოებისთვის უკვე ხელმისაწვდომია

აბა ეს ნახე http://karavi.iatp.ge/viewtopic.php?t=254

შატილის გზა

Posted: 25 აპრ 2006, 14:52
by lama
niamori
მალე გადახვალ ასფალტიდან ბილიკზე შენ მთავარია იაქტიურე და ყველაფერი იქნება :lol: :wink:

შატილის გზა

Posted: 20 ივნ 2006, 13:47
by Nika
ეს თემა ისევ აქტუალურია. გაიხსნა თუ არა გზე იცის ვინმემ. მეზარება ახლა დიდუბეში მაგის გასარკვევად გასვლა.

შატილის გზა

Posted: 20 ივნ 2006, 13:58
by toga
Nika
გაიხსნებოდა ალბათ უკვე დროა არამგონია 2600 მეტრზე რაემ პრობლემა იყოს

შატილის გზა

Posted: 20 ივნ 2006, 22:05
by caucasica
დიდი ხანია გაიხსნა უკვე!!!!! წელს არც ისე დიდი ზამთარი არ ყოფილა,როგორც შარშან (ყოველ შჰენთხვევაში აღდგომას ჩემი მეგობარი ჩავიდა მუცოში, როგორც ვიცი შატილამდე მიისველება) ისე შატილში , მუცოში მე პირადად" პაზიკით"ჩავსულვარ ,მძღოლი არის ემზარი ბარისახოს ხაზზე მუშაობს, ხოლო მარშუტკები ფორდი,მერსედესი უპრობლემოდ ჩადის, ასევე ყოველ კვირას დადის 3ხიდიანი მესაძღვრეებთან ბარისახოს საჯარო ნაწილიდან შეიძლება შეთანხმება და Dაყავთ ხალხი...

შატილის გზა

Posted: 20 ივნ 2006, 22:29
by Nika
caucasica
დიდი მადლობა ინფოსთვის. გზის შესახებ მაინერესებდა თორე ისე ჩემი ნივით ვარ შატილში ნამყოფი. თუმცა ლაშქრობების მოყვარულებისთვის არც დანარჩენი ინფო იქნება უინტერსო. აი ფორდი და მერსედესი თუ ჩადიოდა ეგ უკვე არ მეგონა. ეტყობა ჯერ წვიმები არაა და არ ჩამოზვავებულა.