დიდი მადლობა ყველას!!!! მეც ასე ვტვლიდი, რომ მინიმუმ მაისამდე გზა დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ არის, მაგრამ მაინც გადავამოწმე...
მადლობა ყველას!!!
ისე რამე რომ იყოს, "ნიამორის" ვებ-გვერდისთვის საინტერესო ჩანახატი, ამბავი, ან სულაც დღიური, რომლის გამოქვეყნებაც არ გაგიტყდებათ, ხომ არ არის "სადმე" კარავში?
ორ კვირაში "მპირდებიან" ქართულ და რუსულ ვერსიებს ბოლომდე დავდებთო (ფიცის მჯერა, ბოლო მაკვირვებს), მერე კიდევ 2 კვირაში ინგლისურიც მზად იქნებაო. ხოლო დაახლოებით მაისიდან ე.წ. "ლიტერატურული კონკურსი" გვინდა დავიწყოთ... ჯერ პრიზები განსაზღვრული არ არის მაგრამ მეოთხე "ნიამორამდე" იქნება და გამარჯვებულის გამოვლენაში მკითხველიც დაგვეხმარება.
კიდევ, ფესტივალის ფილმები ვინც ვერ ნახა, ან კიდევ უნდა ნახოს, სანამ ფესტივალის DVD გამოვა - ჩვენ გვაქვს შემოთავაზება ფილმები ერთ-ერთ ქართული ვებ-გვერდზე დაიდოს...
გავრისკოთ?! რას მირჩევთ?
ჰო კიდევ, ნიკოლსონს მივესალმები განსაკუთრებით მხურვალედ... კეთილი იყოს შენი მოსვლა "კარავში"...
