მოყინვის საკითხებით დავინტერესდი:
ბევრი საინტერესო რამ ვნახე რომელიც მე ვფიქრობ, ჩვენს ფორუმზეც უნდა ეწეროს.
მარტივი შემთხვევებისთვის რაღაცეები მოვიპოვე. უფრო რთული შემთხვევებისთვის აუცილებელია ექიმს მიმართოთ. მე როგორც დავადგინე, ანგეოლოგს.
ერთერთ საიტზე მოყინვა კატეგორიებად იყო დაყოფილი, მე მოვიყვან პირველ შემთხვევას, რომ უფრო გასაგები იყოს. თორემ, ისე გამოგვივიდა როგორც სამედიცინო ენციკლობედიაში წერია, რომ კუჭის აშლილობა ფატალური შეიძლება იყოსო. მოკლედ:
1. Если после того, как "отморозил" отмороженное место "отошло" (появилась, хотя и странная, но чувствительность) - фигня! Нуна ванночку теплой (проверять рукой!) воды.
ამ საიტზე, მიუხედავად სლენგისა, შემდეგი შემთხვევები საკმაოდ საქმის ცოდნით (ჩ.ა.) იყო გარჩეული.
ასევე მივმართე ექიმს, რომელმაც მირჩია:
1. კონტრასტული აბაზანები საღამოს, 10 დღის განმავლობაში. გიდგას ორი აბაზან ცივი და ცხელი წყლით, ჯერ ერთში ჩაყოფ ფეხებს, შემდეგ სწრაფად მეორეში, მერე თავიდან. (უსიამოვნო შეგრძნებები რომც აღარ გქონდეს, 10 დღე მაინც უნდა გაგრძელდესო)
2. ბატის ქონი (როგორც ერთმა ფორუმელმა მითხრა, განსაკუთრებით ბატეთში მოყინულს უხდებაო

), საღამოს წაისვა თითზე, შეიხვიო თხელი ცელოფანით, ჩაიცვა ნატურალური ბამბის წინდა და დაიძინო
3. დილას აბუსალათინის (კასტორკის) ზეთი წაისვა, ჩაიცვა ბამბის წინდა და წახვიდე სამსახურში.
ასევე თქვა რომ როდესაც შეამჩნევ რომ მოგეყინა, თბილი წყალი კი არა, უკეთესია ყინულით, თოვლით ან რაიმე ცივით დაზელა, მაგალითად სველი ტილო შედოთ საყინულეში და შემდეგ დაიზილო.
ასევე მოითხოვა კუაგულოგრამის გაკეთება.