Page 1 of 1
როგორი სანდლების შევიძინოთ ლაშქრობისათვის
Posted: 28 ივნ 2011, 11:40
by Archil
დაკოტიდან ჩამოტანილი სანდლები უკვე ნამეტარი დამიძველდა. შარშან კი გავნაახლებინე, მარა ჭაუხებიდან აბუდელაურებზე 2 საათიანი დაშვება უკვე საბედისწერო აღმოჩნდა - ჩექმებით სადაც უნდა მევლო, სანდლებით ვიარე და..... კი გადარჩა, მარა უკვე სჯობია ახალი შევიძინო, ისეთ დღეშია. არადა სეზონი მოვიდა.
და აქ იწყება კითხვების მთელი სერია
* რომელი ფირმის შევიძინო
* რომელი საიტიდან შევიძინო
* რა ძირზე უნდა იყოს
* მასალა რისი სჯობია, ტყავის თუ ქსოვილის
* ზედაპირი (იგულისხმება ფეხი რაზეც იდგმება) რანაირი უდნა იყოს, რომ წყალში გატოპვებმა არ იმოქმედოს და თან ფეხმაც კარგად ისუნთქოს. და თან არ დასკდეს.
* დიზაინი როგორი სჯობია, (უკან რომ ერთიანი უნდა იყოს და შეკვრა წინ ხდებოდეს, მაგი პრაქტიკამ უკევ მაჩვენა)
* კონსტრუქცია როგორი უნდა ქონდეს, ადვილად რომ არ აიხეს
ერთი სიტყვით, მთელ ამ სიას რომ გადავხედე, ლამისაა მე თვითონ დავიწყო მეწაღეობა

))
აბა ვისაც გამოცდილება გაქვთ, შემომეშველეთ,
ყიდვას ვგულისხმობ და არა ფეხსაცმლის შეკერვას
საუბარია ღია სალაშქრო ფეხსაცმელზე
როგორი სანდლების შევიძინოთ ლაშქრობისათვის
Posted: 28 ივნ 2011, 15:08
by Kakha
არჩილ, ორიოდე დღის წინ აი ასენი ჩამომივიდა. თბილისში ვხმარობ, ჯერ გასვლაში არ მცმია, მაგრამ კარგები ჩანს. ფასიც მისაღებია.
http://www.amazon.com/Skechers-Journeym ... 207&sr=8-1
ერთს გირჩევ რომ თითები დაფარული ჰქონდეს, როგორც ამას აქვს, რომ ტრავმები აიცილო. მიმოხილვებში წავიკითხე, რომ წყალშიაც კარგიაო.
როგორი სანდლების შევიძინოთ ლაშქრობისათვის
Posted: 28 ივნ 2011, 18:42
by keto
ლეო1-ს ეცვა ბორჯონ-ხარაგაულის გასვლაშე ასე წინ დახურული სანდლები, გამოვიწერეო, რომ მომეწონა და ვკითხე. შემპირდა ბმულს გამოგიგზავნიო. იმედია ან აქ შემოიხედავს, ან ისე მომაწვდის
როგორი სანდლების შევიძინოთ ლაშქრობისათვის
Posted: 28 ივნ 2011, 20:13
by Archil
ძირი როგორი აქვს? დათვალიერებით მხოლოდ ორი სახის ძირი აქვს და მაგი განსაზღვრავს მოჭიდების ხარისხს. რაც მეტი სახის ძირი აქვს, ანუ განსხვავებული სტილის ნივთიერებაა, მით უფრო მეტი სახის ზედაპირზე მუშაობს კარგად.
მოჭიდება სხვადასხვა ზედაპირზე როგორია?
ანუ რაზე უნდა დადიოდეს კარგად
- კლდეზე
- ბალახზე
- ქვიშაზე
- სველ ქვებზე
- თოვლზეც
- ტყეში
მეტი ვერ გავიხსენე ჯერჯერობით
ასფალტზე ყველა მაგარია ისე
ამორტიზაცია როგორი აქვს? მაგას მნიშვნელობა აქვს ბუნებრივია, ხისტზე ფეხი უფრო ადვილად იღლება.
როგორი სანდლების შევიძინოთ ლაშქრობისათვის
Posted: 28 ივნ 2011, 22:38
by Hereti
Archil
ფირმა keen მამაა ეგეთებში
როგორი სანდლების შევიძინოთ ლაშქრობისათვის
Posted: 28 ივნ 2011, 22:43
by mariamooo
ECCO გიცდიათ ვინმეს ამ ამბავში?
როგორი სანდლების შევიძინოთ ლაშქრობისათვის
Posted: 28 ივნ 2011, 23:05
by CheLo
Ecco-ში ვმუშაობდი მე პეკინზე Okaidi-ს გვერდზე რომაა და ისეთი ფასები აქვთ ჭკუიდან გადაგიყვანენ : )) თან დიდი არაფერია : )) თუ მაგ ეკკო-ზე ამბობ მხოლოდ : )))
როგორი სანდლების შევიძინოთ ლაშქრობისათვის
Posted: 28 ივნ 2011, 23:09
by Ketevan Guliashvili
ეკო არ იყიდო!!! მეც ნორმალური მეგონა და ისე შევცდი!!!!!!!!! არც სანდლები ექნებათ კარგი.
როგორი სანდლების შევიძინოთ ლაშქრობისათვის
Posted: 28 ივნ 2011, 23:09
by mariamooo
WenTTo wrote:Ecco-ში ვმუშაობდი მე პეკინზე Okaidi-ს გვერდზე რომაა და ისეთი ფასები აქვთ ჭკუიდან გადაგიყვანენ : )) თან დიდი არაფერია : )) თუ მაგ ეკკო-ზე ამბობ მხოლოდ : )))
კი, მაგ ECCO-ზე ვამბობ და გულს ნუ მიხეთქავ ახლა, მშვენიერი სანდლები აქვთ...
პ.ს. იმედია

როგორი სანდლების შევიძინოთ ლაშქრობისათვის
Posted: 28 ივნ 2011, 23:10
by mariamooo
Ketevan Guliashvili wrote:ეკო არ იყიდო!!! მეც ნორმალური მეგონა და ისე შევცდი!!!!!!!!! არც სანდლები ექნებათ კარგი.
ვიყიდე უკვე

როგორი სანდლების შევიძინოთ ლაშქრობისათვის
Posted: 28 ივნ 2011, 23:13
by Ketevan Guliashvili
ვაიჰ, ეგებ გაგიმართლოს რადგან სანდლებია უფრო კომფორტული აღმოჩნდეს.
როგორი სანდლების შევიძინოთ ლაშქრობისათვის
Posted: 28 ივნ 2011, 23:16
by mariamooo
Ketevan Guliashvili wrote:ვაიჰ, ეგებ გაგიმართლოს რადგან სანდლებია უფრო კომფორტული აღმოჩნდეს.
სახლის პირობებში კომფორტული ჩანს და ბუნებაში ჯერ არ გამომიცდია

:D
როგორი სანდლების შევიძინოთ ლაშქრობისათვის
Posted: 28 ივნ 2011, 23:57
by perwkli
ეკოს სანდლები მე მაქვს, სველს კარგად ეჭიდება, მშრალზეც კარგია, მაგრამ მე ვერ ვიტან სანდლებში ბლახები და მტვერი რომ შემოდის :/
თან ფეხი მაინც "დადის" შიგ და უფრო მეტად ვიძაბები ვიდრე ბათინკში :/
როგორი სანდლების შევიძინოთ ლაშქრობისათვის
Posted: 29 ივნ 2011, 00:24
by CheLo
არ ვიცი მე რომ ვმუშაობდი ფასები 300-დან 500-ლარამდე იყო.. ეკოსი მხოლოდ ტოპსაიდერები მომწონდა... რავიცი მანდ კონსულტანტ გოგოებსაც და მენეჯერებსაც ვიცნობ და თუ ვინმეს მისვლა ეზარება და დარეკვა უნდა ნომერს მოგცემთ...
როგორი სანდლების შევიძინოთ ლაშქრობისათვის
Posted: 29 ივნ 2011, 00:28
by mariamooo
maikomaiko
გაიხარე, ვიფიქრე რამე საშინელება ვიყიდე მეთქი
WenTTo
მაგდენი არ ღირდა, ფასდაკლებაში ვიყიდე
Archil, ბოდიში თემის არევისთვის
