Page 1 of 1

საირმე-ვანის დამაკავშირებელი ბილიკი

Posted: 01 მაი 2011, 18:29
by Bernar
კარაველებო, რომელიმე თქვენგანი ხომ არ არის ნამყოფი სუფსის სათავეებში მდებარე ჯაჯის ტბებიდან საირმეში ჩამავალ ბილიკზე?
როგორც ადგილობრივმა მონადირემ მითხრა, ჯაჯის ტბიდან საირმეში ვერ ჩახვალო, მაგრამ რუკაზე დატანილია ეს ბილიკი და Google Earth-ში ამ ბილიკის დასაწყისიც საკმაოდ კარგად მოჩანს. მე ინტუიციურად მაინც მგონია, რომ ეგ ბილიკი იარსებებს და გავლადიც იქნება, თუმცა დარწმუნებული არა ვარ. ამიტომ ველი თქვენგან რჩევას. :)

ამ ლინკზე რუკაცაა ატვირთული ვისაც დაგაინტერესებთ

http://allshares.ge/download.php?id=8F15F52850

წინასწარ დიდი მადლობა

საირმე-ვანის დამაკავშირებელი ბილიკი

Posted: 01 მაი 2011, 22:50
by Wanderer
Bernar
ვნახე რუკა. რა გინდა მშვენიერი ბილიკი მიდის. :) თან ეგ შეიძლება ბილიკი კი არა სამანქანო გზა იყოს. :)

საინტერესო მარშრუტი ჩანს ისე. ჯაჯის ტბაზე საიდან ფიქრობ მოხვედრას? საირმიდანვე გინდა რომ ახვიდე?

საირმე-ვანის დამაკავშირებელი ბილიკი

Posted: 02 მაი 2011, 10:33
by Nika
პრაქტიკიდან რაც გუგლზე ჩანს ის გზები მანქანითაც გავლადია ხოლმე.

ტბასთან მოხვედრას რაც შეეხება საინტერესო მარშუტია აბასთუმანის ობსერვატორიიდან მანდ ასვლა. დაახლოებით 20 კილომეტრია.

საირმე-ვანის დამაკავშირებელი ბილიკი

Posted: 02 მაი 2011, 10:35
by Nika
უფრო ახლოა სოფელ დერცელიდან თუ ახვალთ მარა თვითონ დერცელში მისვა აბასთუმანზე ბევრად ძნელია.

საირმე-ვანის დამაკავშირებელი ბილიკი

Posted: 02 მაი 2011, 14:27
by GAMARJOBA SAKARTVELO
Bernar wrote: ამ ლინკზე რუკაცაა ატვირთული ვისაც დაგაინტერესებთ

http://allshares.ge/download.php?id=8F15F52850

წინასწარ დიდი მადლობა
ბმული არ იხსნება.
ეგებ რუკის ფოტო დადო

საირმე-ვანის დამაკავშირებელი ბილიკი

Posted: 02 მაი 2011, 22:05
by Bernar
Wanderer
რუკის მიხედვით მართლა მშვენიერი ბილიკია, ოღონდ ადგილობრივი მონადირის ნათქვამი მაფიქრებს. თან მაგ ბილიკის ბოლო საირმეში რომ ჩამოდის ეგ ნამდვილად ვიცი: საირმიდან მცირე მანძილზე ნამყოფი ვარ მაგ ბილიკზე.

რაც შეეხება Google Earth-ს, თანამგზავრიდან როგორც ჩანს ჯაჯის ტბიდან მწყემსის ბინამდე და შემდეგ კიდევ რაღაც მანძილზე სამანქანო გზაც ჩადის, მაგრამ ამის შემდეგ გზა ტყეში შედის და უკვე თანამგზავრული სურათებიდან საინტერესო აღარაფერი აღარ მოჩანს.

ჯაჯის ტბაზე ასვლა ვანის რაიონის სოფელ ყუმურიდან შეიძლება და შემდეგ ჯაჯის ტბიდან საირმეში ჩასვლა მაგ ბილიკის საშუალებით.

ჯაჯის ტბაზე ვანის რაიონიდან მანქანით ასვლაც შეიძლება, ოღონდ მანქანა უბრალოდ მაღალი გამავლობის კი არა off road-ისთვის უნდა იყოს გამზადებული.

GAMARJOBA SAKARTVELO
ბმულზე რომ შეხვალთ უნდა გადმოწეროთ რუკა და მერე თქვენს კომპიუტერში უნდა გახსნათ. :)

სოფელში მომდევნო ჩასვლისას იმ მონადირესთან კიდევ ერთხელ ვაპირებ ამ ბილიკის დაზუსტებას: უკვე რუკით ხელში ვიქნები შეიარაღებული. :)

და მაინც: ინტუიცია მკარნახობს, რომ ის ბილიკი ჯერ კიდევ იქნება შემორჩენილი! :)

საირმე-ვანის დამაკავშირებელი ბილიკი

Posted: 02 მაი 2011, 23:24
by Wanderer
Bernar
რაც შეეხება Google Earth-ს, თანამგზავრიდან როგორც ჩანს ჯაჯის ტბიდან მწყემსის ბინამდე და შემდეგ კიდევ რაღაც მანძილზე სამანქანო გზაც ჩადის, მაგრამ ამის შემდეგ გზა ტყეში შედის და უკვე თანამგზავრული სურათებიდან საინტერესო აღარაფერი აღარ მოჩანს.
თუ გზა მიდის შეიძლება დავუშვათ რომ ეგ გზა დროთა განმავლობაში შეიძლება გაფუჭდა(შეიძლება არც გაფუჭდა და ხეები ეფარება), მაგრამ ისე როგორ გაფუჭდებოდა რომ პატარა ბილიკი მაინც არ იყოს ისეთი რომ ადამიანმა გაიაროს. მე შენს ადგილას წავიდოდი და შევამოწმებდი პირადად. :)


ჯაჯის ტბაზე ასვლა ვანის რაიონის სოფელ ყუმურიდან შეიძლება
აბასთუმნიდან არ გამოვა ნეტა? :)


მაგარი ადგილები ყოფილა ისე. ფოტოები ვნახე.

საირმე-ვანის დამაკავშირებელი ბილიკი

Posted: 02 მაი 2011, 23:54
by Wanderer
Bernar
რაღაც მინდა რომ გკითხო და ბარემ აქვე გკითხავ:

წინა ზაფხულს შენ გადახვედი საირმიდან ზეკარის ხეობაში. ახლა დახედე ამ სურათს:

Image

აქ ყვითლად არის მონიშნული იმ გზის ნაწილი, რომელიც თქვენ გაიარეთ(უხეშად მოვხაზე), მაგრამ გუგლზე რომ ვუყურებ წითელი ხაზის გასწვრივაც მიდის გზა, რომელიც გამოდის გაცილებით უფრო მოკლე მაგ ორ წერტილს შორის. ხომ არ იცი შემთხვევით არის გავლადი ეგ მოკლე ბილიკი/გზა თუ არა? :)

საირმე-ვანის დამაკავშირებელი ბილიკი

Posted: 03 მაი 2011, 15:30
by Bernar
მე როგორც ვიცი თავის დროზე ვანელებს ვანიდან საირმეში გადასასვლელი გზის გაკეთება ნდომიათ და დაუწყიათ კიდეც. თუმცა როდესაც ზემოხსენებულ მწყემსის ბანაკს ჩასცდნენ და ტყესთან მივიდნენ მერე აუღიათ ხელი თავიანთ განზრახვაზე. ამიტომ შიგ ტყეში სამანქანო გზა მემგონი არც არასდროს არ ყოფილა. თუმცა ბილიკი აუცილებლად იქნებოდა (წინააღმდეგ შემთხვევაში რუკაზე არ იქნებოდა დატანილი).

ჯაჯის ტბაზე აბასთუმნიდანაც შეიძლება ასვლა: ზედ ობსერვატორიიდან ჩრდილო-დასავლეთით უნდა გაჰყვეთ ქედზე მიმავალ სატყეო გზას და ასე 20 კილომეტრში ახვალთ ჯაჯის ტბაზეც (ისე 1 დღისათვის 20 კილომეტრი საკმაოდ ბევრია, მითუმეტეს, რომ აღმართები იქნება სასიარულო).

Wanderer

მასე გადასასვლელიც იქნება: Google Earth-ში კარგად მოჩანს ეგ გზები და იმიტომ. მაგრამ მაგ შემთხვევაში საირმემდე არმისული რომ სოფელი უდაბნოა, იქიდან უნდა შეჰყვე წაბლარასწყლის მარჯვენა შენაკადის ხეობაში მიმავალ გზას, რომელიც საირმის და ზეკარის ხეობების გამყოფ ქედზე აგიყვანს. იმ ქედიდან თუ დაეშვები ზეკარის ხეობაში სოფელ ვენახჭალაში ჩამოხვალ. ცუდი ისაა, რომ ამ შემთხვევაში ზეკარის ხეობის მთავარ და ყველაზე ლამაზ ნაწილს ვერ დაათვალიერებ. იმ ნაწილს სადაც ჯერ კიდევ ძალიან კარგად არის შემორჩენილი ზეკარის უნიკალური გზა.

საირმე-ვანის დამაკავშირებელი ბილიკი

Posted: 03 მაი 2011, 15:50
by Bernar
აი ეხლა გავზომე Google Earth-ით და ჯაჯის ტბიდან აბასთუმნამდე 20 კილომეტრია. აბასთუმნიდან ასვლა არ ღირს: შუა გზაზე გასაჩერებელის მოძებნა ალბათ პრობლემა იქნება წყლის გამო (თუმცა გამორიცხული ნამდვილად არაა), ხოლო ერთი დღისათვის ამ 20 კილომეტრის გავლა ძალიან დამღლელი იქნება.

აი ჯაჯის ტბიდან ძირითადში სულ დაღმართებია და მაშინ ერთ დღეში 20 კილომეტრის გავლა უკვე რეალური ხდება.

ისე ძალიან საინტერესო იქნება წაბლარასწყლის სათავეებზე ფეხით გადავლა!
მარცხნივ იმერეთი გადაგეშლება, მარჯვნივ კიდე - სამცხე!

საირმე-ვანის დამაკავშირებელი ბილიკი

Posted: 03 მაი 2011, 20:43
by Wanderer
Bernar
საირმემდე არმისული რომ სოფელი უდაბნოა, იქიდან უნდა შეჰყვე წაბლარასწყლის მარჯვენა შენაკადის ხეობაში მიმავალ გზას
შენ უკეთესად იცი ეგ ადგილები და ვერ დაგიმტკიცებ რომ მაინცდამაინც ასეა, მაგრამ გუგლის რუკაზე შიგ შუაგული საირმიდან ადის გზა ზემოთ.



აბასთუმნიდან იმიტომ ვიფიქრე ჯაჯის ტბაზე ასვლა რომ მინდა დასაწყისი და ბოლო მარშრუტის ისეთი იყოს, სადაც მისვლა და საიდანაც წამოსვლა ადვილია სარეისო ტრანსპორტით.

საირმე-ვანის დამაკავშირებელი ბილიკი

Posted: 03 მაი 2011, 23:09
by guruli
Bernar - ბილიკი რომ არის, ჩემი მხარის მწყემს-მონადირეებისგან ვიცი, მაგრამ არ ვარ ნამყოფი. ყუმურიდანაც შეიძლება მანდ ასვლა, მაგრამ როგორც მე მითხრეს, საირმედან უფრო მოსახერხებელია - ოდესღაც სამანქანო გზაც ადიოდა სადღაც ახლოს, თუ არ ვცდები, მაჯისწყარომდე, და მამაჩემს პირადად გაუვლია ეგ გზა თავისი "66"-ით, მაგრამ ახლა გზა არ იქნება შემორჩენილი, მაგრამ სიარულს გაგიადვილებთ.

საირმე-ვანის დამაკავშირებელი ბილიკი

Posted: 03 მაი 2011, 23:59
by Archil
გაუვალი მგონი არც არაფერია...

გზა თუ ჩანს, მით უმეტეს, ....

როდის? ;)

საირმე-ვანის დამაკავშირებელი ბილიკი

Posted: 04 მაი 2011, 09:50
by Bernar
Wanderer
მართალია შუაგულ საირმიდანაც ადის გზა ზემოთ, მაგრამ თუ მაგ გზით ზეკარის ხეობაში მოკლე გზით გინდა გადასვლა, მაშინ ის მარჯვენა შენაკადი (უდაბნოში რომ უერთდება წაბლარასწყალს) მაინც უნდა გადაკვეთო. წინააღმდეგ შემთხვევაში ქედს უნდა გაჰყვე, რომელიც წითელი მინდორის თავზე რომ ''ქვებია'' იქ აგიყვანს. იქიდანაც შეიძლება ზეკარის ხეობაში დაშვება, თუმცა საბოლოოდ არა მგონია ამან გზა დიდად შეამოკლოს. :)

ჯაჯის ტბის და აბასთუმნის დაკავშირებამ პირადად მე ინტერესში ჩამაგდო! :)

guruli
ძალიან საჭირო ინფორმაციაა! და სასიამოვნოც რა თქმა უნდა! :)

Archil

სექტემბრის დასაწყისისაკენ ალბათ, სანამ სწავლა დაიწყება :)

საირმე-ვანის დამაკავშირებელი ბილიკი

Posted: 04 მაი 2011, 12:00
by Wanderer
Bernar
ჯაჯის ტბის და აბასთუმნის დაკავშირებამ პირადად მე ინტერესში ჩამაგდო!
ახლა მე მკითხე როგორ ინტერესში ვარ ჩავარდნილი ამ თემით მთლიანად. :)

მადლობა დიდი რომ წერ ამ ყველაფერზე. :)