Page 1 of 1

ხევსურეთის რუკა

Posted: 10 იან 2011, 21:59
by lasharela
კარაველებო, ვაკეთებ ხევსურეთის ციფრულ რუკას ArcGis-ში და მჭირდება თქვენი დახმარება. თუ გაქვთ რაიმე ზუსტი მონაცემი, მათ შორის GPS-ით დაზუსტებული წერტილები ან ტრეკები გთხოვთ მომაწოდოთ. რუკაზე დამაქვს შემდეგი ცნობები:

სოფლები
ნასოფლარები
წყაროებშიღა შემორჩენილი სოფლები
მდინარეები
ტბები
გზები
ბილიკები
მწვერვალები სახელებით და სიმაღლეებით
მწვერვალები მხოლოდ სიმაღლეებით
ქედები სახელებით
უღელტეხილები სიმაღლეებით და სახელებით
ციხე-კოშკები
ხატ-სალოცავები

წინასწარ გიხდით მადლობას

ხევსურეთის რუკა

Posted: 10 იან 2011, 23:08
by lasharela
ამ წუთისათვის რუკას ასეთი სახე აქვს. თუ რაიმე დასაბუთებული შენიშვნები გექნებათ სიამოვნებით გავითვალისწინებ http://gutani.files.wordpress.com/2010/ ... e18398.png

ხევსურეთის რუკა

Posted: 10 იან 2011, 23:09
by Archil
აბა როგორ მოგცეთ?

ხევსურეთის რუკა

Posted: 10 იან 2011, 23:20
by lasharela
purmarili@yahoo.com და თქვენი კარავული ნიკიც მიაწერეთ რომ ვიცოდე ვისგან მაქვს ესა თუ ის ინფორმაცია.
Archil მადლობა გამოხმაურებისათვის

ხევსურეთის რუკა

Posted: 10 იან 2011, 23:24
by Archil
lasharela

ეხლა რაც ვნახე უცებ, დათვიჯვარი-გუდანი გავიარეთ ამ ზაფხულს, მაგის ტრეკი მაქვს. ჯუთიდან აბუდელაურებზე გადმოვედით, მაგიც. მაგას ელფოსტაზე გამოვუშვებ.

დათვიჯვრიდან ძველი ხახაბოს გავლით wanderel-ს უნდა ჰქონდეს. ერთად გავიარეთ და მაგის GPS-ზე ვიწერდით, ეგრე მახსოვს. ნიკას შეეხმიანე. მაგას ექნება კიდევ კაი რამეები.

ხევსურეთის რუკა

Posted: 12 იან 2011, 09:42
by zura N.
lasharela wrote:ამ წუთისათვის რუკას ასეთი სახე აქვს. თუ რაიმე დასაბუთებული შენიშვნები გექნებათ სიამოვნებით გავითვალისწინებ http://gutani.files.wordpress.com/2010/ ... e18398.png
არხოტში კავკასიონის ერთ-ერთი უმაღლესი მწვერვალია "კიდეგანა" მისი სიმაღლე 4275მ-ია. რუკაზეცაა დატანილი ეგ წერტილი მარა სახელი არ აწერია... :wink:
ასევე ვიკიპედიაზეც წერია: http://ka.wikipedia.org/wiki/კიდეგანისმაღალი

ტანიეს ტბიდან უღელტეხილი გადადის გორშაყმის ხევში (პირაქეთაში) და ერთი კიდევ ისართღელით გიორგიწმინდაში, თუმცა ამ უკანასკნელზე ბილის კვალი აღარსადაა გზაზე...

ეს კი ტოპოგრაფიული 1:50 000... :)
http://karavi.caucasus.net/viewtopic.ph ... 2%E1%83%98
Image

Image

ასევე მდინარის სახელი "წირილოვანი წყალი"-ს ნაცვლად "ცირცლოვანის წყალი"-ა, როგორც მე ვიცი ადგილობრივებიც ცირცლოვანს ეძახიან და სამხედრო რუკებზეც ეგრეა დატანილი...

Image

Image

ხევსურეთის რუკა

Posted: 12 იან 2011, 19:00
by Nika
რაღაც ინფორმაცია არის აქ
http://www.openstreetmap.org/?lat=42.52 ... 1&layers=M

ხევსურეთის რუკა

Posted: 12 იან 2011, 20:32
by lasharela
დიდი მადლობა გამოხმაურებისთვის, მართებული შენიშვნებია და აუცილებლად გავითვალისწინებ

ხევსურეთის რუკა

Posted: 14 იან 2011, 20:22
by ZVIADAURI
მე მაქვს საიტზე და გამოგადგება ხევსურეთის რუკა

ხევსურეთის რუკა

Posted: 15 იან 2011, 14:25
by lasharela
ZVIADAURI
ნანახი მაქვს OMC-ის ეგ რუკა
ჩემთვის გამოსადეგი ლიქოკის ხეობის და კისტანი-გიორწმიდის გზის მონაკვეთი იქნებოდა, თუმცა სამწუხაროდ მაგ რუკიდან ფენის მოხსნა და რაიმე ფორმატში გადმოწერა შეუძლებელია

ხევსურეთის რუკა

Posted: 17 იან 2011, 17:12
by Nika
lasharela
ისეთი ადგილები ახსენე ეგ მარტო გენშტაბის რუკაზე დატანილი საფეხმავლო ბილიკებით თუ იქნება.

ხევსურეთის რუკა

Posted: 09 ივლ 2011, 16:19
by moxe-tiale
გაუმარჯოს ყველას რამდენი ვიწვალე ნიკის გასააქტიურებლად ტქვენამდე რომ მოვსულიყავი :D აბუდელაურიდან ჯუტაში გადასასვლელი რუკა მინდა ხომ არ გექნებათ? ისეთი რომ ხეობები ყველა აღბეჭდილი იყოს წინაზე ავცდი ხეობებს ვთვლიდი დათვის ჯვარზე რომ ავდიოდი და :) :) :)

ხევსურეთის რუკა

Posted: 09 ივლ 2011, 16:42
by ARCHILI
moxe-tiale wrote:გაბუდელაურიდან ჯუტაში გადასასვლელი რუკა მინდა ხომ არ გექნებათ?
მაგას რად უნდა რუკა?

:)

ხევსურეთის რუკა

Posted: 11 ივლ 2011, 01:43
by Archil
moxe-tiale wrote:გაუმარჯოს ყველას რამდენი ვიწვალე ნიკის გასააქტიურებლად ტქვენამდე რომ მოვსულიყავი :D აბუდელაურიდან ჯუტაში გადასასვლელი რუკა მინდა ხომ არ გექნებათ? ისეთი რომ ხეობები ყველა აღბეჭდილი იყოს წინაზე ავცდი ხეობებს ვთვლიდი დათვის ჯვარზე რომ ავდიოდი და :) :) :)
გილოცავ გაკარაველებას, ბევრი გელაშქროს კარაველებთან ერთად.

ჯუთა-აბუდელაურების გასვლები ნახე ლაშქრობის განყოფილებაში და შესაბამისი რუკაც არის დადებული რამდენადაც მახსოვს. სამომავლო გეგმებშიც მაგ სახელით გახსნილია თემები და იქაც უნდა იყოს. დღეს დავბრუნდით მაგ მარშუტიდან და თემაშიც ჩავამატებ რუკას პირველ გვერდზე.