guruli
ალვანიდან ფეხით თუ წახვალ, შატილზე კი არა ავსტრალიაზე შორია
თუმცა გზა გაუკეთებიათ და მანქანითაც მიისვლება, Yუ ეგ იგულისხმე მაშინ ხოო.
ნივთები და რადიო ჩვენთვის კი არა, იქაურობს რომ წავუღოთ რამე.
ჩვენ რას გვახარბებ, ეგ იმათ უთხარი, ვინც მიგყავს.
ეგ თქვენთვის კი არა, მაგათთვის იყო ნათქვამი, თუ სათქმელად მომზადებული.
თავდაცვისთვის ვემზადებოდი რა მოკლედ
ახლა კი ერთი ნაღვლიანი გვერდი ჩემი საიტიდან:
ნ-------------------------------------------------------
პირდაპირ მისტიკაა, რა ემართება ამ ხალხს წამოსვლის წინადღეს.
თავიდან ხომ იმდენი მსურველი იყო ხევსურეთში წამოსვლის, ბუზების სახოცით ვიგერიებდი. არ გაჭრა არანაირმა არგუმენტმა, რომლებიც მრავლად გამოვიგონე – 16 წლამდე ხევსურეთში არ უშვებენ, ქალებს ხევსურეთში არ უშვებენ, კაცებს არ უშვებენ, არავის არ უშვებენ. მოსაწვევების გარეშე.
როგორც იქნა შევთანხმდით იმაზე, რომ ეს უბრალოდ წინასწარი, დაზვერვითი გასვლა იყო, შემდეგ კი ყველა მსურველს წავიყვანდით. უკვე ვფიქრობდი კიდეც მომავლისთვის ავტობუსი დამექირავებინა. ორი ავტობუსი. რათა ნაწილობრივ მაინც დამეკმაყოფილებინა ასეთი მოთხოვნილება. სამომავლოდ კი რეგულარული საავტობუსე მარშრუტის გახსნაზე მეზრუნა. და რკინიგზის გაყვანაზე. დროებით, სანამ საბაგირო გზები და აეროპორტები ამოქმედდებოდა. აეროპორტი არის კიდევაცო, თქვეს, მაგრამ A380 მანდ ვერ დაჯდებაო, მოდერნიზაცია იქნება საჭიროო. თან ერთი აეროპორტი რას ეყოფოდა...
საბოლოოდ დაზვერვითი ჯგუფისთვის შეირჩა 5 კაცი. შეირჩა შემდეგი ნიშნებით: წამოსვლის პროცენტი 300–ზე ნაკლები არ უნდა ყოფილიყო, გარდა ამისა, უნდა შესძლებოდათ შვეულ კლდეზე ხელების დაუხმარებლად ასვლა, კარვის ცალი ხელით გაშლა და ჩანჩქერში აღმა ცურვა (ზურგჩანთებით).
ამ 5 კაცის გარდა თავისთავად მოდიოდნენ ყურშა (ასე ქვია ყურების გამო, სურათზე ზევით) და ჟვაბუ (ასე ქვია ფერის გამო, სურათზე ქვევით). ხუთკაციანი ლიმიტი სწორედ ჟვაბუს დაწესებული იყო, რომლის წინააღმდეგ წასვლა არც უცდია ვინმეს. ყურშას კი ჟვაბუ კაცად არა თვლის მას შემდეგ, რაც არეულდარეულობუნიის („ბარდაჩოკის“) სახელური მოაღრღნა.
საგულდაგულო ტესტირებების შემდეგ ისეთი ჯგუფი დაკომპლექტდა, რომ მათთვის მესამე პოლუსის აღმოჩენაც სირთულეს არ წარმოადგენდა, მაგრამ გადაწყდა ჯერ ხესურეთში წავსულიყავით.
მთელი კვირა მოვუნდით ყველაფრის მომზადებას, აღჭურვილობის შოვნას, შინაურებისგან რჩევა–დარიგებების, გაფრთხილებების და აბაშენიციების მრავალტომეულების მიღებას, პარასკევ საღამოს კი გაირკვა, რომ ხევსურეთში წამსვლელი მე, ყურშა და ჟვაბუღა ვიყავით. დანარჩენებიდან – ერთს კენჭმა შეტევა მისცა, მეორე მის მდგომარეობას განიცდიდა, მესამე – პირველის და მეორის მდგომარეობას... მეოთხე – ალბათ ჯანდაცვის მინისტრის გადადგომას – ირაკლის ანაბარად მიტოვებული ჯანდაცვის სამინისტროს იმედად ხევსურეთში რა წამიყვანსო...
უნდა გენახათ ყურშას გაოცება, შაბათს 12 საათზე რომ გაიღვიძა და ჯერ კიდევ სახლში ვიყავით. არადა, წინა ღამე პრაქტიკულად გავათენეთ, რომ პარასკევს ადრე დაგვეძინა, შაბათს ადრე გაგვეღვიძა, აგვეღო კარვები... ეეეჰ!
მოკლედ ასე... ისღა დაგვრჩენია ახლა, დავჯდეთ და მემუარები ვწეროთ. და იმის იმედი ვიქონიოთ, რომ შემდეგ უიკენდზე ხევსურეთში წასვლას ისევე არ გაუვა წყალი, როგორც იმ სიმწრით ნაშოვნ კარვებს...