Page 1 of 1

თუშეთი

Posted: 14 ივნ 2010, 18:41
by Truli
თუშეთოლოგებო დამეხმარეთ!
შესადგენია მოკლე ტური თუშეთში, 3 დღე წასვლა წამოსვლის ჩათვლით. ამ 3 დღეში რისი ნახვა შეიძლება, მანქანით, ფეხით, და კილომეტრაჟი/დრო გზებზე.
ფშაველი - ომალო რამდენი ხანი უნდა?
ომალო - დიკლო?
ომალო - დართლო?
დიკლო შენაქო?
კიდევ რა?
სტანდარტული პაჯერო ყველგან მივა?

თუშეთი

Posted: 15 ივნ 2010, 00:45
by guruli
Truli - სამი დღე წასვლა-წამოსვლის ჩათვლით? ძალიან ცოტაა თუშეთისთვის.
ფშაველი - ომალო რამდენი ხანი უნდა?
75 კილომეტრია, მაგრამ უღელტეხილია გადასასვლელი. სადღაც 4 საათი, მაგრამ ან იქაური, ან მთაში ძალზე გამოცდილი მძღოლით. უცადს მეტი დასჭირდება. თან, გზების მდგომარეობაზე გარანტიას ვერავინ მოგცემს.
თუ შუადღეზე - 3 საათზე მაინც ახვალთ ომალოში, კესელოებს ნახავთ და იმავე დღეს შეგიძლიათ დოჭუში ჩასვლაც. მეორე დღე შეგიძლიათ მთლიანად პირიქითს დაუთმოთ. ვერ დაგპირდებით, რომ საფუძვლიანად ნახავთ ყველაფერს, მაგრამ გადარბენაზე მოასწრებთ, მაგრამ ესეც მაგრად მეეჭვება. დილით 6-7 საათიდან თუ დაიწყებთ, მაშინ გირევამდე ასვლას მოასწრებთ, ისე - მეეჭვება.
მესამე დღეს შეგიძლიათ დიკლო-შენაქოში გაირბინოთ და პირდაპირ დაეშვათ ალვანისკენ, მაგრამ ასე გადარბენებით თქვენც გაგიჭირდებათ და მძღოლი ხომ საერთოდ!

თუშეთი

Posted: 15 ივნ 2010, 10:08
by Truli
guruli
მადლობა

თუშეთი

Posted: 15 ივნ 2010, 11:31
by ARCHILI
Truli

მიაკითხე კოტეტბელს :)

თუშეთი

Posted: 16 ივნ 2010, 13:04
by kotetbeli
Truli
პირველი საზრუნავი, გურულმაც თქვა უკვე, მძღოლია!
ფშაველიდან ომალომდე ჯობია 5 საათი ივარაუდოთ - შესაძლოა გზა იყოს გაფუჭებული და ნელა მოგიწიოთ გადასვლა...
დიკლოსკენ რომ მიდიხარ შენაქოც უნდა გაიარო, ასე რომ, ორივე იგულისხმე.
გირევამდეც იმ შემთხვევაში გადახვალთ, თუ ალაზანი დიდი არ იქნა და მანქანით გახვედით.

დოჭუც რომ ომალოში ჩასვლის დღესვე მოასწროთ, აქედან მართლა 5-6-ზე მაინც უნდა გახვიდეთ, თან კარგი "ტკარცალა" მძღოლით :wink: ჩემი აზრით ჯობია შენაქო-დიკლო ნახოთ და დართლო-კვავლო, ოღონდ ისეთ გადარბენაზე იქნებით, სადმე ვინმე არ დაგრჩეთ :wink:

თუშეთი

Posted: 16 ივნ 2010, 13:40
by Truli
kotetbeli
მადლობა! კარგი მძღოლი მირჩიე და რა ფასად წავა წამოვა?