Page 1 of 1

სამთავისი, სხვილოს ციხე

Posted: 03 ივნ 2010, 14:15
by Nephros
იქნებ მირჩიოთ რომელი სარეისო მარშუტკის გაყოლა ჯობია სამთავისისა და სხვილოს ციხის მოსანახულებლად?

პს. მოდერატორებს შეუძლიათ, პასუხს რომ მივიღებ, ეს თემა წაშალონ.

სამთავისი, სხვილოს ციხე

Posted: 03 ივნ 2010, 14:17
by lama
Nephros
გორის მიმართულებით რაც მიდის იმ სამარშრუტოს უნდა გაყვეთ

იხილოთ ჯერ სამთავისი, მერე ამილახვრების რეზიდენცია და ბოლოს ახვიდეთ სხვილოს ციხეზე და დაბრუნებისას მოინახულოთ "თამუნიას საფლავი" (შერეკილები) რომელიც მდებარეობს სახრჩობელას კომპლექსის მიდამოებში და არის ძალიან ლამაზ მდელოზე :)

სამთავისი, სხვილოს ციხე

Posted: 03 ივნ 2010, 14:18
by tamuna_gudarexi
Nephros
სარეისოს თაობაზე ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ წინა შაბათს გვქონდა ჩვენ მცდელობა, სხვილოს ციხეზე ავსულიყავით და სამთავისთან იარაღიანმა სამართალდამცველებმა სასტიკად აგვიკრძალეს. როგორც ჩანს, უსაფრთხოდ არ მიაჩნიათ, რადგან იქით რუსებს გზა გაუჭრიათ. ამის თაობაზე თემაშიც ვწერდით:
http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=4268&start=0

სამთავისი, სხვილოს ციხე

Posted: 03 ივნ 2010, 14:20
by lama
tamuna_gudarexi wrote: სამთავისთან იარაღიანმა სამართალდამცველებმა სასტიკად აგვიკრძალეს.
მართალი ხარ

არა და მე არ დამიჯერეთ

და დაუჯერეთ

ერთ-ერთ ჩვენს საყვარელ მეგობარს, რომელმაც არ იცოდა მაგრამ მაინც მას დაუჯერეთ :DDDDDDDDDDDDDDDD
:D:D:D:D:D:D:

სამთავისი, სხვილოს ციხე

Posted: 03 ივნ 2010, 14:23
by Mta Mkvarebia
lama wrote:
tamuna_gudarexi wrote: სამთავისთან იარაღიანმა სამართალდამცველებმა სასტიკად აგვიკრძალეს.
მართალი ხარ

არა და მე არ დამიჯერეთ

და დაუჯერეთ

ერთ-ერთ ჩვენს საყვარელ მეგობარს, რომელმაც არ იცოდა მაგრამ მაინც მას დაუჯერეთ :DDDDDDDDDDDDDDDD
:D:D:D:D:D:D:
ეეეჰ, არ იცვლები ლამა :D
საქმე იმაში კი არაა, რომ არ დაგიჯერა იმ ჩვენმა საყვარელმა საერთო მეგობარმა, არამედ, არჩევნები რომ არაფერი შუაში იყო, მაგაზე დაგიწერა ის კომენტარი :D

აჰა, ჩაიარა არჩევნებმა და წადით აბა ახლა თუ გაგიშვებენ :wink: .


ისე, ჩვენ კარგი, არ დაგიჯერეთ, მაგრამ ნეფროსს სადღა უშვებ? :wink:

Nephros
რუსუდან, მართალია თამუნა, სამთავისს თავისუფლად ნახავ მაგრამ სხვილოზე ვერ ახვალ :( .

სამთავისი, სხვილოს ციხე

Posted: 03 ივნ 2010, 14:28
by Nephros
lama
დიდი მადლობა. კი, კი, ეს ყველაფერი ვიცი - თქვენი კარვული ჩანაწერებიდან რას არ ნახავს კაცი.
თვითონ ავტობანის მარჯვენა მხარეს მდებარე სოფლებისაკენ არაფერი მოძრაობს? ეს ავტობანი მაბნევს უკვე. ადრე კი იყო სოფლის შარაგზასავით. ალბათ მძღოლი გვეტყვის, სად უნდა ჩამოვიდეთ. ადრე არ გამიჭირდებოდა ორიენტაცია - ლამ(ა)ისყანის :wink: გადასახვევთან იქნებოდა ალბათ ჩამოსასვლელი. ახლა კი ეს ხიდები და ზე-სიჩქარით მოძრავი მანქანები...

სამთავისი, სხვილოს ციხე

Posted: 03 ივნ 2010, 14:33
by Nephros
tamuna_gudarexi
Mta Mkvarebia

:roll:

ოი, დავიბენი. გადავხედავ აბა იმ ბმულს.

სამთავისი, სხვილოს ციხე

Posted: 03 ივნ 2010, 14:39
by ARCHILI
Nephros

არაფერია დასაბნევი

:)

სხვილოზე ვერ ახვალ...

დანარჩენი გინდა საკუთარი ტრანსპორტით და გინდა სარეისოთი...

:)

სამთავისი, სხვილოს ციხე

Posted: 03 ივნ 2010, 14:39
by Nephros
Mta Mkvarebia wrote: Nephros
რუსუდან, მართალია თამუნა, სამთავისს თავისუფლად ნახავ მაგრამ სხვილოზე ვერ ახვალ :( .
:cry: სამთავისი კი მაქვს ნანახი, აი სხვილოს ციხის ნახვა უკვე რამდენი წელია რაც მინდა... პირველად ავტობანიდან რომ მოვკარი თვალი მას შემდეგ...

სამთავისი, სხვილოს ციხე

Posted: 03 ივნ 2010, 14:55
by lama
Mta Mkvarebia
არჩევნებში სწორედ კონფლიქტური სიტუაცია ვიგულისხმე ანუ ის, რომ არჩევნების დროს სეპარატისტებს "გამახვილებული" აქვსთ თავდაცვის ინსტიქტი :D

:D
:D

ვერ უნდა მიუხვდე???? (თ)?????

სამთავისი, სხვილოს ციხე

Posted: 24 ივნ 2010, 11:16
by Nephros
ისევ ამ თემას მინდა მივუბრუნდე. აღმოჩნდა, რომ ტერიტორიაზე მოქალაქეების გადაადგილება შეზღუდულია არა იმის გამო, რომ ამ ტერიტორიებს ქართული მხარე ვერ აკონტროლებს, არამედ იმის გამო, რომ აქ სწორედ ქართველი საზღვრის დამცველები იმყოფებიან.

სამთავისი, სხვილოს ციხე

Posted: 24 ივნ 2010, 13:22
by Tamari-ch.
სხვილო მეც მინდა
მაგრამ საშიშიაო...

სამთავისი, სხვილოს ციხე

Posted: 24 ივნ 2010, 16:11
by Nephros
Tamari-ch.
აი, იმ დღეებში წასვლას რომ ვგეგმავდი, კობა ლიკლიკაძეს ვკითხე ამასთან დაკავშირებით მის ერთ ბლოგზე და ასეთი პასუხი მივიღე.

Image

მაგრამ მერე რახან შსს-ს და სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტში ვე/ა/რავინ გამცა კონპეტენტური პასუხი, კასპის საპატრულო პოლიციის სამორიგეოში დავრეკე. მათაც დამიდასტურეს, რომ გადაადგილებას ამ მიმართულებით არ ურჩევენ მოქალაქეებს. მერე მოგვიანებით გავარკვიე, როგორც ზემოთ ვწერდი, რომ ტერიტორიას ქართველი საზღვრის დამცველები აკონტროლებენ იმ თვალსაზრისით, რომ ისინი სწორედ მიმდებარე ტერიტორიაზე დგანან. ამიტომ, რახან მაინც საკონტროლო ზონაა, ამ მხრივაა მიუღებელი მოქალაქეთა გადაადგილება.

სამომავლოდ ვინმეს მაინც თუ გაუჩნდა იქით წასვლის სურვილი, ან უკვე იქ წასულს პრობლემა შეექმნა, შეუძლია ამ სამორიგეოს ნომერზე დარეკოს: 877 52 71 50

ვუსურვებ მთელ კარავს და საქართველოს ყველა მოქალაქეს შეუზღუდავ გადაადგილებას საქართველოს იმ საზღვრებში, რომლის კონტურებიც მსოფლიოს პოლიტიკურ რუკაზე ყველაზე ძალიან მომწონს.

სამთავისი, სხვილოს ციხე

Posted: 24 ივნ 2010, 22:14
by Tamari-ch.
Nephros
მაშინ წანიდეთ
მეც მინდა მაგ ძეგლის ნახვა რამდენი ხანია
ქვემო ჭალას სამარშრუტოს უნდა გავყვეთ დიდუბიდან
და ვთხოვოთ მძღოლს მიგვიყვანოს ციხის მისადგომთან -
უბრალოდ ზედმეტი უნდა გადავუხადოთ და უკან დაბრუნებაზე შევუთანხმდეთ