Page 3 of 14

ჯიპების მფოლბელებთან მაქვს შეკითხვა!

Posted: 05 ივნ 2010, 13:12
by anano
Wanderer wrote:anano
სრული ავტომატი რას გულისხმობს, სიჩქარეების კოლოფსაც??
თუ არ ვცდები ავტომატი პირველ რიგში სიჩქარეების კოლოფს გულისხმობს და მერე სხვა რამეს. :D

ზემო ფოსტების გათვალისწინებით რავ4(ავტომატი) მგონი საუკეთესო არჩევანი უნდა იყოს. თუ 1 ან 2 ადამიანი უნდა იჯდეს ძირითადად მე ორკარიანს გირჩევდი.

უბრალოდ ვიკითხე, სრული ავტომატიო რომ თქვი..მეტი არაფერი
დანამდვილებით ვიცი, რომ არის მექანიკა და ტიპტრონიკიც....

არ მხიბლავს ორკარიანი და მითუმეტეს ავტომატი... :lol:
მექანიკის მოყვარული ადამაინი ვარ :lol: :lol:

ჯიპების მფოლბელებთან მაქვს შეკითხვა!

Posted: 05 ივნ 2010, 15:37
by Archil
არ მხიბლავს ორკარიანი და მითუმეტეს ავტომატი...
anano

ანუ, ოთხკარიან, მექანიკა....

მაშასადამე ძრავაც დიდი გენდომება... ეგრეა?

გამავლობის ამბავში ორკარიანს გირჩევდი, მარა მე თვითონაც არ მიყვარს და ოთხ კარიანი მყავს... ანუ მესმის შენი...

ბარემ ისიც თქვი, სამურაის ნაირი მჩატე მანქანებიც უნდა გამოირიცხოს თუ მაგენიც მოსულა

ოთხკარიანი უფრო მძიმე მანქანა გამოდის და ...

ჯიპების მფოლბელებთან მაქვს შეკითხვა!

Posted: 05 ივნ 2010, 17:34
by keto
Archil
4 კარიანი 2.0 ძრავზე არ წავა? მგონი რავი იოზე ოდნავ დიდია ხო? 2.0 ძრავი იოსთვის საკმარისია.

anano
აიფ, ქალაქგარეთ თუ აპირებ სიარულს, არავითარ შემთხვევაში 2კარიანი არ იყიდო, ჩანთა რომ ჩანთაა, იმასაც ვერ ჩატევ შიგ, მითუმეტეს თუ სალაშქრო ზურგჩანთით მოგიწია სადმე გასვლა :)

ჯიპების მფოლბელებთან მაქვს შეკითხვა!

Posted: 06 ივნ 2010, 00:55
by Archil
იოსთვის კიდევ შეიძლება 2.0 ძრავა, დანარჩებენისთვის უფრო მეტი სჯობია.

მცირე ძრავიანი ზედმეტი დატვირთვების გამო იმდენივეს წვავს, რამდენსაც დიდი ძრავა, ასე რომ მაგიც გასათვალისწინებელია

ჯიპების მფოლბელებთან მაქვს შეკითხვა!

Posted: 06 ივნ 2010, 09:32
by Naia
Archil wrote:მცირე ძრავიანი ზედმეტი დატვირთვების გამო იმდენივეს წვავს, რამდენსაც დიდი ძრავა, ასე რომ მაგიც გასათვალისწინებელია
მართალია :) ჩემი 1.8-იანი ცოტა უფრო მეტს წვავს ვიდრე იოს 2.0-იანი მოდელი

ჯიპების მფოლბელებთან მაქვს შეკითხვა!

Posted: 06 ივნ 2010, 17:04
by Wanderer
anano
მექანიკის მოყვარული ადამაინი ვარ
საინტერესო და უცნაურია (ჩემთვის) :roll: მე ავტომატიკის მოყვარული ვარ. ;)


Archil
Naia
მეორეს მხრივ დიდი მოცულობის მქონე ძრავიანი რომ ზოგადად მეტს წვავს ეგეც არ უნდა დაგვავიწყდეს. ანუ დიდი დატვირთვები თუ არ ექნება მანქანას აშკარად მცირე ძრავიანი სჯობს იმიტომ, რომ დიდ ძრავიანი ჩვეულებრივი დატვირთვის დროს უფრო მეტს დაწვავს, ვიდრე მცირე ძრავიანი. რამეს თუ მივქარავ - მითხარით. :D

ბენზინი ისეთი რამეა, რომ ჯიბის ამოცარიელება ეხერხება კარგად. 8) ასე რომ ...

საერთოდ, ჩემი აზრით, მანქანის მყიდველმა უნდა შეაფასოს თუ რისთვის უნდა ეს მანქანა. სად ივლის, რას ჩადებს შიგნით და ა.შ. მე სადღაც ერთი წელი თუ მეტი ვფიქრობდი მაგეებზე... :D




P.S. ჩემი 2.0 - იანი ჯერჯერობით 5-იანზე(თუ 10-იანზე ახალი სისტემით :D ) უძღვება ყველანაირ დატვირთვებს და ვნახოთ რა იქნება მერე.

ჯიპების მფოლბელებთან მაქვს შეკითხვა!

Posted: 06 ივნ 2010, 18:53
by Makena
anano
მე პირადად მექანიკის მოყვარული ვარ, მითუმეტეს ჯიპის, თუმცა ავტომატი და მექანიკა ორივე ერთნაერად კარგად დადის ცუდ გზებზე თუ საჭესთან კარგი მძღოლი ზის. 2-3 ჯერ ჯიპტურში თუ წამოხვალ ჩვენთან ერთად შენი მანქანით კარგ სკოლას გაგატარებთ და სრულად აითვისებ ჯიპის მართვას, მოგეხსენება ყველაფერი პრაქტიკით მოდის.

რაც შეეხება ძრავს, რათქმა უნდა რაც უფრო ძლიერია მანქანის ძრავი მით უფრო სასიამოვნოა მანქანის მართვა, გამავლობის ხარისხიც იზრდება, განსაკუთრებით მძიმე ტალახიან ნიადაგებზე, მაგრამ გასათვალისწინებელია საწვავის ხარჯი. თუ საშუალება გაქვს რომ 12 ლიტრზე მეტი საწვავი დახარჯო მაშინ უფრო დიდ ძრავიან მანქანაზე იფიქრე, თუ არადა მაშინ 2.0 იყიდე, დამიჯერე სრულიად საკმარისი სიმძლავრე აქვს, მითუმეტეს თუ მექანიკურს ფიქრობ.

ჯიპების მფოლბელებთან მაქვს შეკითხვა!

Posted: 06 ივნ 2010, 20:24
by anano
Makena wrote:anano
მე პირადად მექანიკის მოყვარული ვარ, მითუმეტეს ჯიპის, თუმცა ავტომატი და მექანიკა ორივე ერთნაერად კარგად დადის ცუდ გზებზე თუ საჭესთან კარგი მძღოლი ზის. 2-3 ჯერ ჯიპტურში თუ წამოხვალ ჩვენთან ერთად შენი მანქანით კარგ სკოლას გაგატარებთ და სრულად აითვისებ ჯიპის მართვას, მოგეხსენება ყველაფერი პრაქტიკით მოდის.

რაც შეეხება ძრავს, რათქმა უნდა რაც უფრო ძლიერია მანქანის ძრავი მით უფრო სასიამოვნოა მანქანის მართვა, გამავლობის ხარისხიც იზრდება, განსაკუთრებით მძიმე ტალახიან ნიადაგებზე, მაგრამ გასათვალისწინებელია საწვავის ხარჯი. თუ საშუალება გაქვს რომ 12 ლიტრზე მეტი საწვავი დახარჯო მაშინ უფრო დიდ ძრავიან მანქანაზე იფიქრე, თუ არადა მაშინ 2.0 იყიდე, დამიჯერე სრულიად საკმარისი სიმძლავრე აქვს, მითუმეტეს თუ მექანიკურს ფიქრობ.
:*

ჯიპების მფოლბელებთან მაქვს შეკითხვა!

Posted: 07 ივნ 2010, 09:10
by navigator
Naia
"მართალია Smile ჩემი 1.8-იანი ცოტა უფრო მეტს წვავს ვიდრე იოს 2.0-იანი მოდელი"
მცდარი აზრია, და საიდან წამოვიდა ეს ლეგენდა ეგეც გამოვიძიე :)))

anano
სიჩქარეთა კოლოფი არ მიგულისხმია. მე ვიგულისხმე ხიდების მართვის მექანიზმი, რომლიც ზოგ მანქანას ხელით ერთვება, ზოგს კი ავტომატურად.

ჯიპების მფოლბელებთან მაქვს შეკითხვა!

Posted: 07 ივნ 2010, 09:15
by ლეონტი
მექანიკა- სწორი მიმართულებაა , თუ ბევრი ფულის გადაყრა არ გინდა საწვავში.
2.0 იანი ავტომატიკაც კი საგრძნობია, თუნდაც პატარა 2 კარიან მანქანაზე.
თუ რა თქმა უნდა სტანდარტული ხელფასი გაქვს: 600 - 800 ლარი.

ჯიპების მფოლბელებთან მაქვს შეკითხვა!

Posted: 07 ივნ 2010, 10:14
by navigator
ლეონტი
მექანიკით ეკონომიის გასაკეთებლად კაი გამოცდილი მძღოლია საჭირო, ქალქში კი საკმაოდ დიდ დისკომფორტს ქმნის მაინც მექანიკა, მე მაგალითად მექანიკაზე აღარსდროს არ გადავალ, არ მიღირს :)

ჯიპების მფოლბელებთან მაქვს შეკითხვა!

Posted: 07 ივნ 2010, 10:27
by navigator
Naia
აი ეკრანის კოპია იმ საიტიდან რომელმაც ხალხი შეცდომაში შეიყვანა.

Image

აქ არის მაგ ორი მოდელის შედარება, უბრალოდ ის ლეგენდა რომ 2.0 ნაკლებს ხარჯავს გავრცელდა იქიდან რომ ვინც შედარება გააკეთა, შეადარი 1.8 5 კარიანი (67 მოდელი) 2.0 3 კარიანს (76 მოდელი)

ჯიპების მფოლბელებთან მაქვს შეკითხვა!

Posted: 07 ივნ 2010, 13:09
by keto
navigator

1.8 5 კარიანი მოდელი 67-ია?!
ჩემი 1.8 5 კარიანი 1998 წლის H76W-ია.
მაგ შედარებაში ყველაზე დიდი ზღაპარი 7,7 ან 7,9 ლიტრის წვაა.

ისე, ქალაქში რამდენს წვავს შენი მანქანა?

ეკონომიის გაკეთებას რაც შეეხება, მექანიკაზე ეკონომიური სიარული არც ისე ძნელი ასათვისებელია, განსხვავებით ავტომატიკისგან (ჩემი სუბიექტური აზრით, რა თქმა უნდა). მე-2 წელია მე ავტომატიკაზე ეკონომიურად სიარულს ვერ მივაღწიე :lol: :lol:

ჯიპების მფოლბელებთან მაქვს შეკითხვა!

Posted: 07 ივნ 2010, 13:32
by paata_
ჩვენ 2 ჯიპი გვყავს, ორივე ნისან პატრული, ერთიდაიგივე მოდელი
ერთს 4,2 ძრავა აქვს, მეორეს 2,8, ორივე დიზელზეა
და 4,2-იანი წვავს 11 ლიტრას, 2,8-იანი 12-13 ლიტრას, თან ტრასაზე ისე ვერ ქაჩავს როგორც 4,2-იანი. მძიმე მანქანაა და გაწევა უჭირს 2,8-იანს.

რავ 4 ძალიან ჯაყჯაყა მანქანაა, ცოტა ხანი ვიარეთ 2კარიანით და ტირკმელები აგვატკივა :)
სუბარუ ფორესტერიც გვყავს და ამაზე საშინელება არ მინახავს რა, თან ექსპლუატაციაც ძალიან ძვირი ჯდება

ჯიპების მფოლბელებთან მაქვს შეკითხვა!

Posted: 07 ივნ 2010, 13:50
by Hereti
paata_
ჩემი ოცნებაა ნისან პატრული ოღონდ 4,2 მატორით