Page 1 of 1
რაჭა
Posted: 14 მარ 2010, 19:45
by Truli
ხალხო, მაინტერესებს რაჭაში რისი ნახვა შეიძლება ჯიპტურის ფარგლებში? ანუ უძირო ტბები, სადაც მარტო ფეხით მიხვალ არა, სადაც ჯიპი მივა. ნიკორწმინდის გარდა არაფერი არ ვიცი.
რაჭა
Posted: 14 მარ 2010, 20:59
by ლეონტი
არი მაგაზე ტემების რაოდენობა . გადადი ძიებაში ჩაწერე რაჭა და მიიღებ პასუხს.
რაჭა
Posted: 13 ივნ 2010, 08:09
by natalia
რაჭაზე მაინტერესებს, კარვით რომ წავიდე სად შიძლება დაბანაკება, და კარგი გიდი თუ იცით რომ მირჩიოთ.
რაჭა
Posted: 13 ივნ 2010, 10:18
by Naia
natalia wrote:რაჭაზე მაინტერესებს, კარვით რომ წავიდე სად შიძლება დაბანაკება, და კარგი გიდი თუ იცით რომ მირჩიოთ.
გააჩნია, რისი ნახვა გინდა. ნიკორწმინდა, ბარაკონი, ონის სინაგოგა საკმაოდ ადვილი მისაგნებია. ზედ გზაზევეა და საგზაო რუკისა (გეოლენდის რუკას გირჩევ, ძალიან კარგია) და ადგილობრივების დახმარებით ადვილად მიაგნებ. მანდვე გზაზევეა მერეს ციხე და კიდევ ერთი ციხე, რომლის სახელსაც ვერ ვიხსენებ...
მეგზური კი იმ შემთხვევაში დაგჭირდება თუ საფეხოსნო ბილიკებს დაადგები და უძირო ტბის მონახულებას მოისურვებ. თუ რამეა შემიძლია ჩვენი შარშანდელი გამყოლის ტელი მოვიძიო და დაგაკავშირო
რაჭა
Posted: 14 ივნ 2010, 18:07
by natalia
Naia
დიდი მადლობა ჩემო კარგო. უფრო საფეხოსნო ბილიკები მაინტერესებს. თუ ტელეფონს მოიძიებ და მომცემ მადლობელი დაგრჩები.

რაჭა
Posted: 15 ივნ 2010, 00:35
by Lado meleksishvili
Truli
ქვემო რაჭაში შეგიძლია ნახო საყინულე და უდაბნო. მანდ მანქანით მიხვალ.
აი ზომო რაჭაში ძალიან ბევრი რამეა სანახავი. ოღონდ ფეხით მოგიწევს სიარული
natalia
შენ როდისთვის აპირებ რაჭისკენ წასვლას? მეგზური ჩემი ძმაკაცია და თუ დაგჭირდება დავურეკავ.
რაჭა
Posted: 15 ივნ 2010, 08:30
by natalia
Lado meleksishvili
ივლისის 10 მერე მინდა ოღონდ ჟერ ზუსტი თარიღი არ ვიცი.
რაჭა
Posted: 15 ივნ 2010, 09:24
by natalia
ისა და არავის უნდა რაჭაში? მანქანით ვაპირებ და ბენზინს ხარჯი სადღაც 40 ლარამდე ჯდება კაცი. + საკვები და გიდის მომსახურება ცალკე.
რაჭა
Posted: 15 ივნ 2010, 09:26
by ლეონტი
მე მინდა, შენ მანქანაში რამდენი ადგილია?
გიდი აღარ დაგვჭირდება.
რაჭა
Posted: 15 ივნ 2010, 09:42
by Naia
Lado meleksishvili wrote:
natalia
შენ როდისთვის აპირებ რაჭისკენ წასვლას? მეგზური ჩემი ძმაკაცია და თუ დაგჭირდება დავურეკავ.
სწორედ მაგ მეგზურს ვგულისხმობდი მეც

ჩემს მობილში ვეღარ ვნახე მისი ნომერი და შენს გახარებას მეც მომწერე რა PM-ში
ნატალია, რაჭას აუცილებლად ვგეგმავ წელს, ოღონდ მაგ დროისთვის თუშეთში ვაპირებ წასვლას, თორემ სიამოვნებით შემოგიერთდებოდი
რაჭა
Posted: 15 ივნ 2010, 11:26
by guruli
natalia
ისა და არავის უნდა რაჭაში? მანქანით ვაპირებ
რამდენი დღით? ივლისში ხევსურეთიც მინდა, მაგრამ რა იცი, რა ხდება...

რაჭა
Posted: 15 ივნ 2010, 17:32
by natalia
Naia წელს რაჭა რომ არ ვნახო გავგიჟდები

.
ლეონტი ჩვენ ალბათ 2ნი ვიქნებით, ანუ შემიდზლია კიდევს 3 კაცი ჩავსვა, გაჭირვებით 4.
guruli
10 ივლისის მერე მცალია და შეთანხმება შიეძლება 1 აგვისტომდე. იდეების კიდობანში ხომ არ გავხსნა თემა?
რაჭა
Posted: 15 ივნ 2010, 22:52
by ლეონტი
natalia wrote:Naia წელს რაჭა რომ არ ვნახო გავგიჟდები

.
არ მითხრა ეხლა რაჭაში არ ვარ ნამყოფიო, არ დავიჯერებ.
თუ მართლა ესეა, ბილიკებს ნუ ეძებ , ეგ რაჭოლოგების მარშრუტია.
მაგალითად ჩემი.
ისე პირველად ვინც ადის შარაზე გარონინებაც კმარა, რომ რაჭამანია დაეწყოს.
რაჭა
Posted: 16 ივნ 2010, 08:17
by natalia
ლეონტი
სამწუხაროდ არ ვყოფილვარ რაჭაში

და ბავშობის ოცნება დღემდე მომყვება.
რაჭა
Posted: 16 ივნ 2010, 16:12
by Lado meleksishvili
ჩხოჭა აგვისტოს ბოლოს.