Page 1 of 2

ზურგჩანთა, მცოდნეება შემოიხედეთ

Posted: 16 თებ 2010, 20:40
by gadmovcurav_zgvas
მოგესალმებით ხალხნო და ჯამაათნო, შეიძლება ასეთი რამ კიდევ ბევრს სხვასაც უკითხავს მაგრამ იმედი მაქვს მეც დამეხმარებით და პასუხს არ დაიზარებთ,

ზურგჩანდა- ერთერთი მთავარი ინვერტარი პახოტის დროს, ხოოდა მინდა რომ ვიყიდო 1-2 დღიანი პახოტისთვის (უფრო 1 დღიანი) ხოდა მათი ზომა თუ ტევადობა ლიტრაჟობით იზომება ხო? ხოდა რამდენ ლიტრაჟიანი უნდა იყოს? და დაახლოებით რა ფასისი გადახდა ღირს? დღე სგუდვილში ვნახე 35 ლიტრაჟიანიაო გამყიდველმა მითხრა და ფასიუ 80 ლარი ქონდა ცოტა არ იყოს ძვირია ადრე სადღაც 70 ლიტრაჟიანი ვნახე მგონი იგივე ფასად

მოკლედ მირჩიეთ სად ღირს ყიდვა რამდენ ლიტრაჟიანი და ა.შ

ზურგჩანთა, მცოდნეება შემოიხედეთ

Posted: 16 თებ 2010, 20:44
by UTUFURS
ჰმ...

ეს საკითხი მეც მაინტერესებს იდეაში :)

ზურგჩანთა, მცოდნეება შემოიხედეთ

Posted: 16 თებ 2010, 21:53
by gadmovcurav_zgvas
რა არი ამდნეი გამოცდილი ხალხიდან პასუხის გაცემა არავის შეგიძლიათ?

ზურგჩანთა, მცოდნეება შემოიხედეთ

Posted: 16 თებ 2010, 22:20
by Naia
gadmovcurav_zgvas
პახოტა-ში ალბათ ლაშქრობას გულისხმობ ჰო?

1 დღიანი ლაშქრობისთვის სტანდარტული ზომის ზურგჩანთაც გამოგადგება. მთავარია ჩაეტიოს საგზალი, წყალი, გამოსაცვლელი ტანსაცმელი და საწვიმარი

2- და მრავალდღიან ლაშქრობას რაც შეეხება, ეს იმაზეა დამოკიდებული თუ რა სიმძიმის ზურგჩანთის ტარება შეგიძლია.

მე, მაგალითად, არ შემიძლია მძიმე ზურგჩანთის ტარება და ამიტომ 65 ლიტრიანი ჩანთა მაქვს. შარშან თუშეთ-ხევსურეთში 1 კვირიანი ლაშქრობის დროს გამოვიყენე. თუმცა, სიმცირის გამო, იძულებული გავხდი შეზღუდული რაოდენობით წამეღო ბარგი.

თუ ღონე გერჩის, აჯობებს 70-80 ლიტრიანი ჩანთა იყიდო:) უფრო თამამად ჩადებ ბარგს და როგორც 2-დღიან ისე მრავალდღიან ლაშქრობებში თავისუფლად გამოიყენებ

პს. თუ არ ვცდები, რჩევების განყოფილებაში უამრავი თემა/წერილია ამ საკითხზე. აბა იმ თემებსაც გადახედე, იქნებ რამეში გამოგადგეს...

ზურგჩანთა, მცოდნეება შემოიხედეთ

Posted: 16 თებ 2010, 22:25
by Giorgi Bagrationi
გააჩნია როგორი ლაშქრობისთვის გჭირდება ზურგჩანთა, მრავალდღიანისთვის უფრო მოცულობითი, ხარისხიანი და თავისი ლაბადით.
1-2 დღიანისთვის კი ბევრად პატარა და იაფიანიც შეიძლება.
თუ ხშირად აპირებ სიარულს ჯობია თანხა არ დაინანო და რომელიმე ცნობილი ფირმისა შეიძინო, ის უფრო მეტ ხანს გემსახურება ვიდრე იაფიანი, რომელიც პირველივე გასვლაზე შეიძლება უსარგებლო გახდეს.
რაც შეეხება ლიტრაჟს ეს იმაზეცაა დამოკიდებული თუ როგორი საძილე გაქვს, კარავი, პარალონი და სხვა ნივთებიც რამდენად კომპაქტური გაქვს შეძენილი.
ან კიდევ ზოგიერთს (დიდ ზურგჩანთიანს) უყვარს ლაშქრობებიდან სხვადასხვა "ბუნების სუვენირების ჩამოტანა" (ქვის მინერალები, დეკა, ხალხური ნაწარმი და სხვ.) და შესაბამისად ამათი ადგილიც წინასწარ უნდა გაითვალისწინო. :wink:

ზურგჩანთა, მცოდნეება შემოიხედეთ

Posted: 16 თებ 2010, 23:16
by gadmovcurav_zgvas
მოკლედ მთლად სუსტიც არ ვარ ყოფილი სპორტსმენი ვარ ყოფილი იმიტომ რომ 5 თვეა აღარ მივარჯიშია :) ძალიან ხშირად ყოველ დღე ლაშქრობა მე არ გამიგია მარა რავი თვეში 1-2 ჯერ რო წავიდე ხოლმე 1-2 დღით აი ეგეთი მაინტერესებს, მოკლედ მგონი 70 ლიტრაჟიანი კარგი იქნება.... და თქვენ სად ყიდულობთ ხოლმე? დინამოზე ჩაყოლებაზე როა სპორტული მაღაზიები იქაცააა + მაღაზია ექსტრემი როა იქაც კიდევ მოგზაურშიც და ა.შ

ზურგჩანთა, მცოდნეება შემოიხედეთ

Posted: 16 თებ 2010, 23:20
by Giorgi Bagrationi
მე ბოლოს მოგზაურში ვიყიდე (იმედია ფარულ რეკლამად არ ჩამეთვლება) :wink:

ზურგჩანთა, მცოდნეება შემოიხედეთ

Posted: 17 თებ 2010, 01:40
by lama
Giorgi Bagrationi wrote:მე ბოლოს მოგზაურში ვიყიდე (იმედია ფარულ რეკლამად არ ჩამეთვლება) :wink:
მე კი სპორტ პლიუსში...
ჭავჭავაძისა და კავსაძის კუთხეში (რეკლამაა ეს უკვე :) )

და არ ვარ უკმაყოფილო

"ნორსლენდ პროფესიონალის" ჩანთაა
ძალიან კარგია...

მთის მეგობარია
ჩვენსავით :)

198 ლარი მივეცი :)

ზურგჩანთა, მცოდნეება შემოიხედეთ

Posted: 17 თებ 2010, 01:58
by gadmovcurav_zgvas
ოო 198 ძვირია თუნდაც იმ მხრივ რომ სხვა რამეზე უფრო სიამოვნებით დავხარჯავდი მაგ ფულს ვიდრე ჩანთის ყიდვაში, თან არამგონია 100-ლარამდე რაიმე ჩანთა რომ არ მომივიდეს :) და დარწმუნებული ვარ დაკისრებულ ვალდებულებას თავს კარგად გაართმევს

ზურგჩანთა, მცოდნეება შემოიხედეთ

Posted: 17 თებ 2010, 02:06
by guruli
აბა, ეს თემა გადაათვალიერეთ: http://karavi.ge/viewtopic.php?t=3654
მანდ ბევრად იაფია და როგორც ამიხსნეს, ეგ ზურგჩანთებიც ძალიან კარგებია.

ზურგჩანთა, მცოდნეება შემოიხედეთ

Posted: 17 თებ 2010, 03:38
by Gvalva
ზურგჩანთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ზურგი როგორი იქნება

ერთდღიანისთვის მიაქციეთ ყურადღება რომ ზურგთან ჰაერის მოძრაობის საშუალება იყოს, რომ არ ჩაირთქლოს, რადგან მაგას უფრო ხშირად იხსნის ადამიანი და გაციების თავიდან ასარიდებლად. ასევე კარგია თუ პატარა ზურგჩანთასაც ექნება წელის და სამხრეების ქამრები, ტვირთის ტარებას ძალიან აადვილებს და სწორედ ერთდღიანში ვატარებთ ხოლმე კარტოფილებს, კოკა-კოლებს და სხვა მძიმე რამე-რუმეებს, რომელსაც მრავალდღიანში არაფრით წავიღებდით :)

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მრავალდღიანი ზურგჩანთის ზურგი იყოს რკინებით (უფრო მჩატე, ალუმინით). მგონი ახალ მოდელებს ყველას აქვს ეგ ასე თუ ისე... მიუხედავად იმისა რომ ეს ამძიმებს ზურგჩანთას, ეს ანაზღაურდება ტვირთის მოხერხებულად ტარებით.

ჩემი ზურგჩანთა ცარიელი მგონი 3-4 კილოა, მაგრამ ისე მოხერხებულია რომ სულ მალე გავიწყდება რომ საერთოდ ზურგჩანთა გკიდია ზურგზე.

ისე, გზაში ბევრჯერ გვითქვამს რომ თუ დადიხარ ლაშქრობებში, ბათინკზე და ზურგჩანთაზე ჯობია არ დააეკონომიაო, ის გადახდილი ფასი შესაბამის პატივს გცემს მერე ლაშქრობაში აუცილებლად :), მაგრამ ყველაფერი ფარდობითია...

ზურგჩანთა, მცოდნეება შემოიხედეთ

Posted: 17 თებ 2010, 03:44
by gadmovcurav_zgvas
guruli wrote:აბა, ეს თემა გადაათვალიერეთ: http://karavi.ge/viewtopic.php?t=3654
მანდ ბევრად იაფია და როგორც ამიხსნეს, ეგ ზურგჩანთებიც ძალიან კარგებია.
მადლობა ლინკისთვის გადავიკითხე სულ.. ხოდა 1 რაღაც ვერ გავუგე პარალონს კარვის ქვეშ უფენთ? პარალონი გრძელია და ვიწრო და 1 პარალონი იმხელა კარავს როგორ ეფინება? იდეაში ვერ მიხვდი რა ხდება :D

ზურგჩანთა, მცოდნეება შემოიხედეთ

Posted: 17 თებ 2010, 03:51
by gadmovcurav_zgvas
Gvalva
აი ეს ბატინკები ვიყიდე 1 წლის წინ ნუ ეხლაც ახალივითაა და კარგად გაძლო სად აღარ ვიარე მაგრამ ყიდვისას მითხრეს წყალი არ შედისო მარა როცა ზემოდანაც სველდება 4-6 საათში მაინც შედის წყალი
Image

ზურგჩანთა, მცოდნეება შემოიხედეთ

Posted: 17 თებ 2010, 04:00
by Gvalva
gadmovcurav_zgvas
პარალონს აფენ კარავში და ზედ წვები საძილეთი, პარალონი ნესტს და სიცივეს არ ატარებს ხარ მშვენივრად :)

4-6 საათში წყალი თითქმის ყველაფერში შედის, მაგარი ბათინკები ჩანს ნუ ემდური, სპორტულ ან ფეხსაცმლის მაღაზიებში იყიდება შესაფრქვევი სითხეები, წყალი რომ აღარ გაატაროს ბათინკმა

ზურგჩანთა, მცოდნეება შემოიხედეთ

Posted: 17 თებ 2010, 08:25
by zura N.
gadmovcurav_zgvas wrote:ოო 198 ძვირია თუნდაც იმ მხრივ რომ სხვა რამეზე უფრო სიამოვნებით დავხარჯავდი მაგ ფულს ვიდრე ჩანთის ყიდვაში, თან არამგონია 100-ლარამდე რაიმე ჩანთა რომ არ მომივიდეს :) და დარწმუნებული ვარ დაკისრებულ ვალდებულებას თავს კარგად გაართმევს
ვერანაირად ვერ დაგეთანხმები...

100 ლარად კარგი ჩანთის ყიდვა ძალიან გაგიჭირდება...
თავიდან მეც ეგრე ვიყავი და 70 ლარად ვიყიდე ჩანთა მარა პირველივე ლაშქრობაში 9 დღით რო წავედი რამის ნაფლეთები ჩამოვიტანე სახლში...
მერე ვიყიდე "high pick"-ის 100 ლიტრიანი ზურგჩანთა X-Tream-ში დაახლ. 200 ლარად(კარგი ზურგჩAნთები მაგ ფასებში დაახლოებით) და უკვე რამდნეიმე წელი გავიდა და ფაქტიურად ახალივითაა საერთოდ არაფერი არ მოსვლია...
გარდა მაგისა როგორც არ უნდა გავტენო, სიარულში საერთოდ არ მტკენს მხრებს და სიმძიმესაც ძალიან კარგად ანაწილებს, ერთხელ იმსიმძიმე იყო ცალი ხელით ვერ ვწევდი ჩანთანს მარა მხარზე რო მოვიკიდე ძალიან მემსუბუქა... :) :wink:

პ.ს. გირჩევ დაუჯერო ადმინს და ჩანთაში ფული არ დაზოგო...