Page 1 of 5
ჩემი შეკითხვები
Posted: 15 თებ 2010, 13:00
by UTUFURS
ამასწინად ვიკითხე, ახალბედა ვარ, ბევრი რამ არ ვიცი, ბევრი მაგრამ წვრილმანი შეკითვები მაქვს, თითოეულისთვის ცალკ-ცალკე თემის გახსნა მერიდება მეთქი.
ხოდა მირჩიეს, ერთი თემა გამეხსნა და კითხვეი იქ ჩამომეწერა.
ასეც ვიქცევი
შეკითხვა 1.
აი ეს მანქანა (მგონი მიცუბიში "პაჯერო" - არ ვერკვევი ავტომობილებში კარგად)
მივა თუ არა შემდეგ პუნქტებამნდე:
კლდეკარი,
საფარა,
როშკა (ხევსურეთი),
შატილი-მუცო (ხევსურეთი),
კეტრისი (თრუსოს ხეობა),
ომალო (თუშეთი),
ცხრაწყაროს უღელტეხილი-ტაბაწყური.
[რათქმაუნდა ვგულისხმობ ზაფულის სეზონს].
შეკითხვა 2.
რამდენ ხანში ავა გამოუცდელი მოლაშქრე:
სოფელ როშკადან აბუდელაურის ტბებამდე?
ჯუთადან - ჭაუხებამდე?
ჯერჯერობით ეს ორი შეკითხვაა
მერე გზადაგზა დავამეტაბ კიდევ

ჩემი შეკითხვები
Posted: 15 თებ 2010, 13:28
by ARCHILI
UTUFURS wrote:
შეკითხვა 2.
რამდენ ხანში ავა გამოუცდელი მოლაშქრე:
სოფელ როშკადან აბუდელაურის ტბებამდე?
ჯუთადან - ჭაუხებამდე?
როშკადან აბუდელაურებამდე მაქს. ერთ დღეში ახვალ-ჩამოხვალ და დაათვალიერებ... ყოველი შემთხვევისათვის, დილით დროულადვე გადით ადრიანად და ასევე ყოველი შემთხვევისათვის, გასანათებელი ხელსაწყოები გქონდეთ თან, ვინიცობაა დაგიბნელდეთ უკანა გზაზე.
ჯუთადან ჭაუხებამდე კი ძალიან ახლო მანძილია, გადაირბენთ და გადმოირბენთ....
თუ მწვერვალების ნახვა გინდათ, ასევე დროულად გადით, საღამოს შეგიძლიათ ჭაუხების ძირას დაბანაკდეთ, ოღონდ სპეციალური გაზის ბალონები გქონდეთ, რომ ჩაი და ცხელი წყალი გქონდეთ.
თუ გამოუცდელები ხართ, ხევის ჭაუხებიდან აბუდელაურზე გადასვლას ჯერ არ გირჩევთ, ან ვინმე გამოცდილი მეგზური წაიყოლიეთ და მაშინ არც ეგ იქნება პრობლემა...

ჩემი შეკითხვები
Posted: 15 თებ 2010, 13:41
by UTUFURS
ARCHILI
უღელტეხილზე გადასასვლელად, ჯერ გამოუცდელი ვარ მე პირადად.
დილით დროულადვე გადით ადრიანად
თბილისიდან დილით ადრე გასვლას გულისხმობ?
ჩემი შეკითხვები
Posted: 15 თებ 2010, 13:42
by ARCHILI
UTUFURS wrote:ARCHILI
უღელტეხილზე გადასასვლელად, ჯერ გამოუცდელი ვარ მე პირადად.
დილით დროულადვე გადით ადრიანად
თბილისიდან დილით ადრე გასვლას გულისხმობ?
თბილისიდანაც და იქიდანაც...
დილით ადრე გასვლა, ყველგან ყოველთვის ჯობია, მოლაშქრეობა დილიდან ჯობია...

ჩემი შეკითხვები
Posted: 15 თებ 2010, 13:44
by UTUFURS
ARCHILI
აჰა, მადლობა
ანუ მ,ე რას ვგულიხმობ. ერთდღეში ჩატევას: თბილისი-როშკა-ტბებტი-როშკა-თბილისი. რაეალურია?
ჩემი შეკითხვები
Posted: 15 თებ 2010, 13:49
by keto
UTUFURS wrote:ამასწინად ვიკითხე, ახალბედა ვარ, ბევრი რამ არ ვიცი, ბევრი მაგრამ წვრილმანი შეკითვები მაქვს, თითოეულისთვის ცალკ-ცალკე თემის გახსნა მერიდება მეთქი.
ხოდა მირჩიეს, ერთი თემა გამეხსნა და კითხვეი იქ ჩამომეწერა.
ასეც ვიქცევი
შეკითხვა 1.
აი ეს მანქანა (მგონი მიცუბიში "პაჯერო" - არ ვერკვევი ავტომობილებში კარგად)
მივა თუ არა შემდეგ პუნქტებამნდე:
კლდეკარი,
საფარა,
როშკა (ხევსურეთი),
შატილი-მუცო (ხევსურეთი),
კეტრისი (თრუსოს ხეობა),
ომალო (თუშეთი),
ცხრაწყაროს უღელტეხილი-ტაბაწყური.
[რათქმაუნდა ვგულისხმობ ზაფულის სეზონს].
ეგ მანქანა პაჯერო იოა. თავისუფლად მივა საფარაში, როშკაში, კეტრისში, ცხრაწყარო-ტაბაწყურზე, შატილი-მუცოში.
კლდეკარში რკონიდან? - რაღაც არ მგონია ავიდეს
თუშეთს არ ვიცნობ, მაგრამ მგონი პრობლემური გზა სწორედ ომალოს მერეა არა? ამაზე სჯობს სხვებმა გიპასუხონ, თუმცა თუ გზა გაწმენდილია, უნდა ავიდეს იო იქაც.
ჩემი შეკითხვები
Posted: 15 თებ 2010, 13:50
by UTUFURS
keto
კლდეკარში რკონიდან?
არა, მანგლისიდან

ჩემი შეკითხვები
Posted: 15 თებ 2010, 13:55
by ARCHILI
UTUFURS wrote:ARCHILI
აჰა, მადლობა
ანუ მ,ე რას ვგულიხმობ. ერთდღეში ჩატევას: თბილისი-როშკა-ტბებტი-როშკა-თბილისი. რაეალურია?
არა.. მაგას სამი დღე უნდა...
თბილისი-როშკა ერთი დღე და ღამისთევა
მეორე დღეს როშკა-აბუდელაურები და ღამისთევა
მესამე დღეს დაბრუნება
ლაშქრობებში არის რეპორტაჟების საძიებელი და გადაათვალიერე როგორ ილაშქრებოდა აბუდელაურები კარაველების მიერ და გაგიადვილებს წარმოდგენას...

ჩემი შეკითხვები
Posted: 15 თებ 2010, 13:57
by UTUFURS
ARCHILI
ლაშქრობებში არის რეპორტაჟების საძიებელი და გადაათვალიერე როგორ ილაშქრებოდა აბუდელაურები კარაველების მიერ და გაგიადვილებს წარმოდგენას...
ეგენი ნანახი მაქვს ყველაფერი
ჯერ უღამოსთევოები უნდა ვცადო. აღჭურვილობა არ მაქვს ღამისსათევი, არც კარავი არც სპალნიკი...
როშკაში ალბათ სასტურმო ან მსგავსი რამე არ არის

ჩემი შეკითხვები
Posted: 15 თებ 2010, 13:58
by ARCHILI
UTUFURS
მაშინ ისეთ ადგილას უნდა წახვიდე, ერთ დღეში რომ ჩაეტიო

ჩემი შეკითხვები
Posted: 15 თებ 2010, 14:03
by UTUFURS
ARCHILI
თავისთავად.
ჩემი შეკითხვები
Posted: 15 თებ 2010, 14:52
by keto
UTUFURS wrote:keto
კლდეკარში რკონიდან?
არა, მანგლისიდან

აა

მოდი ეგეც და თუშეთიც იცი ვის ჰკითხე? Nika-ს მისწერე პირადი შეტყობინება (აქ არ ვიცი კიდევ შემოდის თუ არა), ფორუმ.გე-ზე ან ოფფროად.გე-ზე. ზუსტ პასუხს გეტყვის
ჩემი შეკითხვები
Posted: 15 თებ 2010, 16:07
by Archil
UTUFURS
როშკაში ოთხვარსკვლვიანი სასტუმროა, ცხელი წყლით და ცენტრალური გათბობით. ნომერი ჯდება სადღაც 30-40 ლაი დღეში, ეგაა მხოლოდ მოსამსახურეებმა დილით იციან გაღვიძება სტუმრების, რადგანაც იქ ყველა დილით ადრე ცდილობს გასვლას ტბების სანახავად. სასურველია თუ წინასწარ დაჯავშნით ნომერს.
ეს ხუმრობით რა თქმა უნდა, მოინდომა მთვარეზე კოოპერატივის სერიალიდანაა შენი კითხვა როშკაში სასტუმროზე
აბუდელაურების ტბების ნახვა ხდება შემდეგნაირად :
- პარასკევს საღამოს მიდიხართ როშკაში და იქ ათენებთ ღამეს.
-შაბათ დღეს ასწრებთ ტბების მონახულებას და უკან ბანაკში დაბრუნებას (ზოგჯერ თბილისშიდაც მოესწრება დაბრუნება)
- კვირას დილით მოდიხართ თბილისში ბარისახოს ავტობუსით ჟინვალამდე, იქიდან კი მარშუტკები ხშირად დადიან. შეგიძლიათ ბაზალეთიც მოინახულოთ გზაზე.
- ორშაბათს მიდიხართ სამსახურში და ყველას უყვებით რა ზღაპრულ ადგილას იყავით გასულ უიკენდზე. სახელ გაცისკროვნებული გაქვთ და მიუხედავად დაღლილობისა ენერგიით აღსავსე ბრძანდებუთ და კიდევ გინდათ იქ დაბრუნება..
- სამშაბათს უკვე ტვირთავთ ფოტოებს თემაში.
ისე, ნატალიასგან ვიცი რომ ერთ დღეში მოასწრეს ასვლა და ჩამოსვლა. მაგრამ გზა იცოდა უკვე მაგ დროს. დილით ძალიან ადრე გავიდნენ და გვიან დაბრუნდნენ.
ჩემი შეკითხვები
Posted: 15 თებ 2010, 16:41
by UTUFURS
keto
Archil
მადლობები ორივეს
- ორშაბათს მიდიხართ სამსახურში და ყველას უყვებით რა ზღაპრულ ადგილას იყავით გასულ უიკენდზე. სახელ გაცისკროვნებული გაქვთ და მიუხედავად დაღლილობისა ენერგიით აღსავსე ბრძანდებუთ და კიდევ გინდათ იქ დაბრუნება..
- სამშაბათს უკვე ტვირთავთ ფოტოებს თემაში.
ზუსტად ეგრე იქნება

ჩემი შეკითხვები
Posted: 15 თებ 2010, 16:50
by keto
Archil
დამწყებები ვართო და 1 დღეში თბილისი-ტბები-თბილისის მოსწება ზღაპარია
ისე აღწერე, მომინდა ახლა იქ, მომენატრა აბუდელაურები და ჭაუხებიიიიი. მოიყვანეთ ვინმემ ზაფხული დროზე!
