Page 1 of 2
ნიკონის ობიექტივები, რომელს მირჩევთ?
Posted: 08 თებ 2010, 17:15
by UTUFURS
მაქვს აპარატი ნიკონის D60, სტანდარტული კიტით 18-55.
ახლა მინდა რომ ობიექტივი დავამატო. იმისთვის რომ უკეთესად გადავიღო პეიზაჟები, ბუნების ხედები, ქალაქებისა და სოგლების ზოგადი ხედები.
მაქვს არჩევანი ან 55-200მმ. ან 18-70მმ.
რომელი ჯობია? ან იქნებ სხვა უკეთესი მირჩიოთ? (ოღონდ დიდი ფინანსური საშუალება არ მაქვს)
მადლობა წინასწარ.
ნიკონის ობიექტივები, რომელს მირჩევთ?
Posted: 08 თებ 2010, 17:50
by Giorgi Bagrationi
რის გადაღებასაც აპირებ (იმისთვის რომ უკეთესად გადავიღო პეიზაჟები, ბუნების ხედები, ქალაქებისა და სოგლების ზოგადი ხედები), ამისთვის რა თქმა უნდა 18-70 მმ. ჯობია, მაგრამ რადგან 18-55მმ უკვე გაქვს, მაშინ 55-200 ახალ შესაძლებლობებს მოგცემს.

ნიკონის ობიექტივები, რომელს მირჩევთ?
Posted: 08 თებ 2010, 18:05
by UTUFURS
Giorgi Bagrationi
ანუ ჩემი 18-55მმ და 55-200მმ-ის ვარირებით სიტუაციისდა მიხედვით - იდეაში ჩემის პიროებეში იდეალური შედეგი უნდა იყოს?

ნიკონის ობიექტივები, რომელს მირჩევთ?
Posted: 08 თებ 2010, 18:37
by Giorgi Bagrationi
რა თქმა უნდა
ნიკონის ობიექტივები, რომელს მირჩევთ?
Posted: 08 თებ 2010, 20:08
by UTUFURS
Giorgi Bagrationi
გაიხარე

ნიკონის ობიექტივები, რომელს მირჩევთ?
Posted: 08 თებ 2010, 20:25
by Makena
UTUFURS
18-55 გაქვს, ამიტომ 55-200 ჯობს იყიდო, თუმცა მე გირჩევდი რომ 18-200 იყიდო, რაც იმას ნიშნავს რომ დამატებით სხვა ობიექტივი ფაქტიურად აღარ დაგჭირდება.
ნიკონის ობიექტივები, რომელს მირჩევთ?
Posted: 08 თებ 2010, 20:36
by UTUFURS
Makena
18-200 მაგარია (18-300-იც ჩითავს) მაგრამ ფასს ვერ შევწვდები:|
ნიკონის ობიექტივები, რომელს მირჩევთ?
Posted: 09 თებ 2010, 14:15
by Kakha
UTUFURS
სწორს გეუბნება ეს გამოცდილი ხალხი. იყიდე 55-200 და როცა დაგჭირდება გამოცვლი ხლომე. მეც ასე ორი ობიექტივით დავდივარ.
როცა ფული მექნება აუცილებლად ვიყიდი 18-200 VR (Vibration Reduction) და აღარ დამჭირდება ობიექტივების გამოცვლა. არადა ხშირად როგორ მეზარება ხოლმე და გარდა ამისა, ყოველი გამოცვლა პოტენციურად საშიშროებას შეიცავს რომ აპარატში მტვერი და ნაგავი შეიძლება მოვდეს.
მაგრა ჯერ-ჯერობით ორ ობიქეტივს მიაწექი.
ნიკონის ობიექტივები, რომელს მირჩევთ?
Posted: 09 თებ 2010, 21:25
by UTUFURS
Kakha
ეგრე ვიზამ:)
მადლობა ყველას.
ნიკონის ობიექტივები, რომელს მირჩევთ?
Posted: 17 თებ 2010, 20:33
by UTUFURS
ნიკონის ობიექტივები, რომელს მირჩევთ?
Posted: 17 თებ 2010, 21:16
by Tamari-ch.
UTUFURS
რამდენად?
ერთი შეკითხვა -
რომელი ობიექტივი რა დროს გამოიყენება?
ანუ რას ნიშნავს
55-200 და 18-200 VR

ნიკონის ობიექტივები, რომელს მირჩევთ?
Posted: 18 თებ 2010, 15:55
by UTUFURS
Tamari-ch.
რამდენად?
385 ლარი.
18-55 არის სტანდარტული ობიექტივი, რომლიც იდეალურია ახლო მანძილებზე გადაღებისთვის, პორტრეტებისთვის, შენობა ნაგებობებისთვის და მისთ. საკმაოდ კარგია მაკროზეც.
55-200 ზუმ-ობიექტივია, ანუ შორსმდებარე ობიოექტებს აახლოებს. კარგია, პეიზაშებისთვის და შორეული ხედებისთვის.
(ეს ყველაფერი ჩემი აზრით)
ნიკონის ობიექტივები, რომელს მირჩევთ?
Posted: 18 თებ 2010, 17:51
by Giorgi Bagrationi
18-200 -ს რომ VR უწერია ნიშნავს რომ ვიბრაციის ჩამხშობი აქვს ობიექტივში რაც განსაკუთრებით კარგია როდესაც შორეულ ობიექტებს იღებ და მითუმეტეს უშტატივოდ, რადგან ხელით გადაღებული აუცილებლად გაგედღაბნება.
ნიკონის ობიექტივები, რომელს მირჩევთ?
Posted: 18 თებ 2010, 18:09
by UTUFURS
Giorgi Bagrationi
VR უწერია
VR ჩემსასაც აქვს 55-200-ს რომელიც შევიძინე.
თუმცა სიტუაციისდა მიხედვით ობიექტივების ხშირი ცვალ მომიწევს.
იდეალური იქნებოდა 18-300 მეყიდა.. მაგრამ 1175 ლარი ღირდა!

ნიკონის ობიექტივები, რომელს მირჩევთ?
Posted: 18 თებ 2010, 20:20
by Tamari-ch.
UTUFURS wrote:Tamari-ch.
რამდენად?
385 ლარი.
18-55 არის სტანდარტული ობიექტივი, რომლიც იდეალურია ახლო მანძილებზე გადაღებისთვის, პორტრეტებისთვის, შენობა ნაგებობებისთვის და მისთ. საკმაოდ კარგია მაკროზეც.
55-200 ზუმ-ობიექტივია, ანუ შორსმდებარე ობიოექტებს აახლოებს. კარგია, პეიზაშებისთვის და შორეული ხედებისთვის.
(ეს ყველაფერი ჩემი აზრით)
ფრესკების გადასაღებად რომელი ჯობია?