Page 1 of 2
რა შეიძლება კაცმა ნახოს მარნეული-ბოლნისის მიდამოებში?
Posted: 04 თებ 2010, 18:15
by UTUFURS
სიტუაცია ისეთია, რომ მე ამ კვირას (7.02.) აუცილებელ საქმეზე მიწევს ბოლნისში ჩასვლა, საქმე მნიშვნელოვანია, მაგრამ დიდ დროს არ წაიღებს, ამიტომ სურვილი მაქვს მოვინახულო და ფოტოებზეც აღვბეჭდო გზად არსებული საინტერესო ობიექტები/ადგილები.
ვაპირებ ბოლნისის სიონის და წუღრუღაშენის მონახულებას
აი დანარჩენში კი თქვენი რჩევა მჭირდება.
რა შეიძლება კაცმა მოინახულოს თბილისი-მარნეული-ბოლნისის გზის ახლო-მახლო მიდამოებში?
წინასწარ მადლობა

რა შეიძლება კაცმა ნახოს მარნეული-ბოლნისის მიდამოებში?
Posted: 04 თებ 2010, 18:21
by qvevri
UTUFURS
თელეთის ტეკი იცი? დაღმართზე რომ ჩაგორდები მარჯვნივაა გდასახვევი, მარცხნივ სოფელი კუმისია და მარჯვნივ კი თელეთი. თელეთში უნდა შეხვიდე და იკითხო სამება, რომელიც ცოტა მაღლაა ტყეში. მე მანდ ორი წლის წინ ვიყავი და არის დედათა მონასტერი და ერთი ტაძარი, რომელიც იქნება ასე მეჩვიდმეტე-მეთვრამეტე საუკუნის. თუ დრო დაგრჩა ნახე, რადგან არავინ (თითქმის) არ იცნობს და ამ მხრივაა კარგი საქმე.
რა შეიძლება კაცმა ნახოს მარნეული-ბოლნისის მიდამოებში?
Posted: 04 თებ 2010, 18:37
by UTUFURS
qvevri
ეს ხომ არა?
ქაორღლიდანაც ჩანს ქვემოთ ტყეში...
კოდადან უკეთესი გზაა...
რა შეიძლება კაცმა ნახოს მარნეული-ბოლნისის მიდამოებში?
Posted: 04 თებ 2010, 19:04
by ნიმფა
რა შეიძლება კაცმა ნახოს მარნეული-ბოლნისის მიდამოებში?
Posted: 04 თებ 2010, 19:11
by UTUFURS
ნიმფა
ო დიდი მადლობა!

რა შეიძლება კაცმა ნახოს მარნეული-ბოლნისის მიდამოებში?
Posted: 04 თებ 2010, 19:13
by qvevri
კი სოფელი კოდაა, მე მაპატიეთ

რა შეიძლება კაცმა ნახოს მარნეული-ბოლნისის მიდამოებში?
Posted: 04 თებ 2010, 20:53
by UTUFURS
კიდევ იდეები?

რა შეიძლება კაცმა ნახოს მარნეული-ბოლნისის მიდამოებში?
Posted: 05 თებ 2010, 08:42
by Tamari-ch.
უფ!
მანდ ორჯერ ვარ ნამყოფი და ყველაფერი მაინც ვერ მოვასწარი
ვაპირებ ბოლნისის სიონის და წუღრუღაშენის მონახულებას
ქაფანაქჩი - გზაზეა -
ულამაზესია
ქვეშის ციხე
აკვანება და აკაურთა
http://amigo.ge/saunje/index.php?option ... 7&Itemid=3
http://amigo.ge/saunje/index.php?option ... 7&Itemid=3
აკაურთას თუ ნახავ ინტერიერი იქნებ გადამიღო უტუ -
მე რომ ვიყავი დაკეტილი დამხვდა -
მანდ საკურთხეველთან ჩუქურთმები უნდა იყოს...\
კიანეთის ეკლესია - პატარა მაგრამ წარწერებია..
ცურტავის დედათა მონასტერი - ლამაზი გალავნებით და კოშკებით
მუშევანში და რატევანშიც უნდა იყოს ეკლესიები -მაგრამ მე ჯერ არ მინახავს...
აი რუკა

რა შეიძლება კაცმა ნახოს მარნეული-ბოლნისის მიდამოებში?
Posted: 05 თებ 2010, 11:18
by UTUFURS
Tamari-ch.
დიდი მადლობა
ქაფანაქჩი - გზაზეა - მაინც დაახლოებით სად არის?
რა შეიძლება კაცმა ნახოს მარნეული-ბოლნისის მიდამოებში?
Posted: 05 თებ 2010, 11:25
by Tamari-ch.
UTUFURS
როცა მიდიხარ ქალაქი ბოლნისიდან ბოლნისის სიონისაკენ
(ეს ქვემო ბოლნისია უკვე)
ეგრევე დაინახავ ამაღლებულ ადგილას - ბორცვზე გზიდან მარცხნივ
მწვანე ქვებითაა აშენებული - არ შეგეშლება-
200 მეტრიც არ იქნება გზიდან
თუ გადაიღებ ფოტოებს -
ერთი კადრი გამიკეთე - შორიდან...
ზოგადი ხედი
ახლო ხედები მაქვს...

რა შეიძლება კაცმა ნახოს მარნეული-ბოლნისის მიდამოებში?
Posted: 05 თებ 2010, 22:49
by UTUFURS
Tamari-ch.
ნიმფა
qvevri
მადლობა დიდი.
ვეცდები შევიარი ყველგან იქ - სადაც მირჩიეთ.
ვნახოთ

რა შეიძლება კაცმა ნახოს მარნეული-ბოლნისის მიდამოებში?
Posted: 08 თებ 2010, 09:33
by GAMARJOBA SAKARTVELO
UTUFURS
გვიან ვნახე ეს თემა.
უფრო სწორად, სულ ახლახანს.
ბოლნისის რაიონი ძეგლების სიმრავლით 1-1 მდიდარია საქართველოში.
შენ რისი ნახვა მოასწარი?
ნიმფას მოწოდებულ ბმულზე ბევრ ძეგლს ნახავდი.
ყველაზე მარტივი მისაგნები ცურტავისა და ქვეშის ციხეებია.
ზედ გზაზეა.
ასევე, როგორც კი ფონიჭალას გაცდები, ნახავ შავნაბადას მამათა მონასტერს, საიდანაც შესანიშნავი ხედები იშლება.
თუ ცოტა სიღრმეში შეჭრა გინდა, სხვას ბევრსაც ნახავ
რა შეიძლება კაცმა ნახოს მარნეული-ბოლნისის მიდამოებში?
Posted: 08 თებ 2010, 16:49
by UTUFURS
GAMARJOBA SAKARTVELO
ჩემი წასვლა გადაიდო, სავარაუდოდო 1 კვირით
მადლობა რჩვებისთვის გავითვალისწინებ.
რა შეიძლება კაცმა ნახოს მარნეული-ბოლნისის მიდამოებში?
Posted: 15 თებ 2010, 01:07
by Tamari-ch.
დიიიდი ლაფსუსი მომივიდა!!!
ორჯერ ვარ ნამყოფი წუღრუღაშენში და
სამი ასომთავრული წარწერა ყოფილა იქ!!!
და მე კი წესიერად არ გადამიღია
ცუდადა ჩანს კადრში
ახლავე გაჩვენებთ სადაა ეს წარწერები
დასავლეთ ფასადზე ორი წარწერაა
ერთი კარის თავზე
აი აქ
და მეორე მწვანე ქვაზეა იმავე კარის მარჯვნივ
ხოლო კიდევ ერთი წარწერაა სამხრეთ ფასადზე - ასევე კარის თავზე
ცხოველების გამოსახულების გვერდით
თუ ვინმე მოხვდით მაქეთ - კარგი ფოტოები გადამიღეთ რა, პლზ...

რა შეიძლება კაცმა ნახოს მარნეული-ბოლნისის მიდამოებში?
Posted: 15 თებ 2010, 02:38
by Nephros
Tamari-ch.
აი, სანამ ვინმე უკეთეს მოგაწვდიდეს:
ამ ორ ფოტოზე კი მხოლოდ გადიდებისას შემჩნევ წარწერის ფრაგმენტებს. ცოტა გაგიჭირდება, მაგრამ ამათ ორიგინალურ ზომებს კი თუ გინდა მერე მოგაწვდი.
