Page 1 of 2

თბილისი–წალკა–ახალქალაქი: რა მდგომარეობაშია გზა?

Posted: 11 ნოე 2009, 01:26
by Nephros
ვინმეს ხომ არ უმგზავრია ბოლო დროს თბილისი–წალკა–ახალქალაქის მარშუტით. მაინტერესებს რა მდგომარეობაშია და სადამდე გრძელდება / ან გრძელდებოდა საგზაო სამუშაოები?
მე ბოლოს (თუმცა კი პირველად) აგვისტოს ომის დროს მომიწია ამ გზაზე გავლამ და მაშინ ჯერ კიდევ გაკეთება–შეკეთების ფაზაში იყო.
ასევე იქნებ იცოდეთ რამდენი კილომეტრია ეს მარშუტი და რამდენ ხანში დაფარავს ამ გზას მანქანა ნორმალური სიჩქარით?

თბილისი–წალკა–ახალქალაქი: რა მდგომარეობაშია გზა?

Posted: 12 ნოე 2009, 21:30
by Int3lig3nt
Nephros
თუ სწორად მახსოვს, კარაველი LOMI მუშაობს მაგაზე.

თბილისი–წალკა–ახალქალაქი: რა მდგომარეობაშია გზა?

Posted: 13 ნოე 2009, 09:37
by Kakha
Nephros
რამდენიმე კვირის წინ ვიყავი წალკაში. გზის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. ასფალტის საფარისათვის მოსაზადებლად ხრეშს ყრიან და მერე ტკეპინიან. თანაც ხრეშის რამდენიმე ფენად ყრიან. ასფალტი კი ალბათ მომავალ წელს დაიგება. არ ვყოფილვარ მაგრამ სხვებისგან ვიცი რომ წალკის შემდეგაც მიდის სამუშაოები.

წალკამდე 100 კილომეტრია. ახალქალაქამდე რამდენია არ ვიცი.

თბილისი–წალკა–ახალქალაქი: რა მდგომარეობაშია გზა?

Posted: 13 ნოე 2009, 12:27
by L-O-M-I
Nephros
მინდა გიტხრათ რომ თბილისი-ახალქალაქი არის 167 კმ და ამჟამად ამ მანძილის დაფარვა შესაძლებელია 3-4 საათში. პრინციპში გზა გავლადია მხოლოდ ერთი 30 კილომეტრიანი მონაკვეთია ძნელადგასავლელი. როგორც ვიცი ასფალტის დაგებაც დაიწყეს და ამ დრომდე მხოლოდ 1 კმ დაიგო (კომპანია აშტრომი) და დღეში იგება 400-500 მეტრი საშუალოდ. მოკლედ გირჩევ მაინც თავი შეიკავო ამ გზაზე მოძრაობისგან, რადგან იგივე დროში ჩამოხვალ ახალქალაქში ასფალტიანი მშვენიერი გზით თბილისი-ბორჯომი-ახალციხე-ახალქალაქი. თუ მაინცდა მაინც წალკიდან გინდა წამოსვლა მაშინ ჯიპი აუცილებელია (იმ 30 კილომეტრის გამო). გაისად ეს გზა სულ ასფალტით უნდა იყოს დაფარული...

თბილისი–წალკა–ახალქალაქი: რა მდგომარეობაშია გზა?

Posted: 13 ნოე 2009, 13:26
by Truli
L-O-M-I
ახალციხეში ხომ არ გადაგასახლეს?

თბილისი–წალკა–ახალქალაქი: რა მდგომარეობაშია გზა?

Posted: 13 ნოე 2009, 13:43
by Makena
L-O-M-I
ძალიან სასიამოვნო ინფომაციაა სამომავალწლოდ, ეგ გზა რომ დასრულდე რამდენიმე გამჭოლი მარსრუტის გავლა იქნება შესაზლებელი, ისე რომ თითქმის მთელ ჯავახეტს მოივლი რამდენიმე დღეში. :)

თბილისი–წალკა–ახალქალაქი: რა მდგომარეობაშია გზა?

Posted: 13 ნოე 2009, 23:01
by L-O-M-I
Truli
რაღაც მაგდაგვარი :)

Makena
მეც ძაან მინდა რომ მალე მორჩეს... სად 167 კმ გავლა და სად 280კმ ...

თბილისი–წალკა–ახალქალაქი: რა მდგომარეობაშია გზა?

Posted: 14 ნოე 2009, 00:21
by Nephros
Int3lig3nt
Kakha
L-O-M-I

დიდი მადლობა ინფორმაციის მოწოდებისთვის!
L-O-M-I wrote:Nephros
გირჩევ მაინც თავი შეიკავო ამ გზაზე მოძრაობისგან, რადგან იგივე დროში ჩამოხვალ ახალქალაქში ასფალტიანი მშვენიერი გზით თბილისი-ბორჯომი-ახალციხე-ახალქალაქი
ხვალ უეჭველად მეორე მარშუტით (ბორჯომი-ახალციხე) მივდივარ ახალციხეში, მაგრამ ვიფიქრე, თუ გზები უკვე ნორმალურ მდგომარეობაშია, ეგებ თვის ბოლოს ახალქალაქში სწორედ პირველი მარშუტით (წალკა) წავსულიყავი-მეთქი. სიმართლე გითხრა, არც ერთი გზა არ მგვრის ისე სიამოვნებას, როგორც თბილისი-ბორჯომი-ახალციხე: ტაშისკარს რომ გავცდები, მაშინვე ვგრძნობ მესხეთს. მაგრამ წალკის გზა ხომ საკმაოდ მომგებიანია გზისა და დროის თვალსაზრისით. თან მგზავრობა განსაკუთრებით სასიამოვნო იქნება შუა ზაფხულში, როცა მთელ საქართველოში უსაშველო სიცხეა.
ამჟამად ამ მანძილის დაფარვა შესაძლებელია 3-4 საათში
ამჟამად, ანუ სანამ ჯერ კიდევ გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს? ლოგიკურად, გზის სრულად გამართვის შემდეგ ხომ დროც უნდა შემცირდეს?

თბილისი–წალკა–ახალქალაქი: რა მდგომარეობაშია გზა?

Posted: 16 ნოე 2009, 12:20
by L-O-M-I
Nephros
ამჟამად, ანუ სანამ ჯერ კიდევ გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს?
რათქმაუნდა, თორემ როცა გაკეტდება 2 საათშI ჩახვალ :) 167 კმ ბევრი არაა :)

თბილისი–წალკა–ახალქალაქი: რა მდგომარეობაშია გზა?

Posted: 13 ივნ 2010, 19:11
by lasharela
ვინმემ ხომ არ იცით ახალი მონაცემები მანგლისი-ახალქალაქის გზის შესახებ?

თბილისი–წალკა–ახალქალაქი: რა მდგომარეობაშია გზა?

Posted: 21 აგვ 2010, 20:46
by Makena
Nephros
2 კვირის წინ ვიმგზავრე ახალქალაქი- წალკის გზაზე, მთლიანად ჯერ არ არის დასრულებული, თუმცა ძირითად ნაწილზე უკვე ასფალტია დაგებული და სამგზავროდ ნორმალურია, სადაც ასფალტი არ არის მაინც კარგი სავალია რადგან გზა უკვე მთლიანად არის მოსწორებული და მოშანდაკებული, როგორც მშენებლებმა მითხრეს 2 თვეში დავასრულებთო.

თბილისი–წალკა–ახალქალაქი: რა მდგომარეობაშია გზა?

Posted: 26 აგვ 2010, 00:49
by Nephros
Makena
მართლაც მშვენივრად სავალი გზებია. ორიოდე დღის წინ მეც ვიყავი ჯავახეთში და აღარც კი გამხსენებია ამ გზებზე რამოდენიმე წლის წინანდელი გამტანჯველი მგზავრობა.
იმედია ეს გზა ერთ კარგ საქმესაც გააკეთებს - რომ ბევრ ქართველს ერთხელ მაინც დაადგმევინებს ფეხს ჯავახეთში.

თბილისი–წალკა–ახალქალაქი: რა მდგომარეობაშია გზა?

Posted: 02 სექ 2010, 11:14
by navigator
27-ში ვიყავი ტაბაწყური-წალკა-მანგლისი გზაზე.
საშინელი გზაა, თუმცა მიდის ახალი გზის კეთება.

თბილისი–წალკა–ახალქალაქი: რა მდგომარეობაშია გზა?

Posted: 30 სექ 2010, 11:37
by natalia
რა მდგომარეობაა ეხლა ამ გზაზე ხომ არ იცით?

თბილისი–წალკა–ახალქალაქი: რა მდგომარეობაშია გზა?

Posted: 30 სექ 2010, 12:23
by Kakha
natalia
ორშაბათს გეტყვით :)