საინგილო: პრობლემები საზღვარზე
Moderators: Kakha, Druides, Nika, Kakha, Druides, Nika, Kakha, Druides, Nika, Kakha, Druides, Nika
საინგილო: პრობლემები საზღვარზე
მაინტერესებს, რა პრობლემები შეგხვედრიათ საინგილოში გადასვლისას საზღვარზე.
საინგილო: პრობლემები საზღვარზე
Nephros
ლიტერატურის გადატანაა სასტიკად აკრძალული. ყველანაირის.

- diffenbaxia
- ბოდიალა
- Posts: 116
- Joined: 20 ივნ 2009, 23:54
- Location: თბილისი
საინგილო: პრობლემები საზღვარზე
გამარჯობათ,მეც მაქვს რამოდენიმე კითხვა საინგილოში წასვლასთან დაკავშირებით,მაინტერესებს ხართ თუ არა ნამყოფი ერთი და იგივე პასპორტიტ სასომხეთისა და აზარბაიჯანის ტერიტორიებზე?გქონიათ თუ არა რამე პრობლემა? მე სასომხეთში ვარ ნამყოფი 2 წლის წინ ,ეხლა ვაპირებ წასვლას ქურმუხობაზე და მითხრეს საბაჟოზე არ გაგიშვებენო.იქნებ დამეხმაროთ და დამაკვალიანოთ.
საინგილო: პრობლემები საზღვარზე
qvevri გამარჯობა
შარშან კი აღარ მახსოვს შენ როგორ გადაიტანე ლიტერატურა?
პრობლემებს რაც შეეხება:
დავიწყებ იმით რასაც შევსწრებივარ. ჩემს ლეჩხუმელ მეგობარს რომლის გვარსაც სვანური დაბოლოება აქვს შეუქმნეს პრობლემები. 2 თუ 3 საათი დასჭირდათ იმის დასადგენად რომ ბახსოლიანი სვანი იყო და არა სომეხი (ნუ ლეჩხუმელობაზე არც ვახურებდით თორე მეტი დრო დასჭირდებოდათ
)
საზღვარზე არ შეიძლება სასულიერო ნივთების, ქართული ლიტერატურის... და ასეთი კატეგორიის ნივთების გადატანა.
პასპორტში სომხური ბეჭდის არსებობა ოფიციალური დაბრკოლება არაა, მაგრამ როგორც ჩანს რისკ-ფაქტორებში აქვთ შეტანილი. შეიძლება ვერ შენიშნონ და გადახვიდე, შეიძლება შენიშნონ და სუბიქტური გადაწყვეტილებით გადაგიშვან, ან შეიძლება არც გადაგიშვან. ერთი სიტყვით ქურმუხობა წელიწადში ერთხელაა და არ ღირს გარისკვა, ახალი პასპორტი ჯობია.
ტრანსპორტით გადასვლაზეც შეზღუდვებია რათქმაუნდა.
ყველა მარშუტკა ვერ გადავა- უშვებენ მხოლოდ მას რომელსაც აზერბაიჯანის შესაბამისი უწყებისგან ლიცენზია აქვს ნაყიდი. მანქანებს უპრობლემოდ უშვებენ თუ: საჭე მარცხენა მხარესაა, მინები არაა დაბურული და მანქანაში დევს აფთიაქი და სახანძრო ბალონი. თუმცა არსებობს გამონაკლისებიც, მაგალითად ჩვენ სახანძრო ბალონი არ გვქონდა და თვალი დახუჭეს.
მანქანით გადასვლა ფასიანია- საშუალოდ 40მანათი ჯდება, ოღონდ ოფიციალურად 25მანათი ღირს მგონი. ანგარიშწორება ლარებითაც შეიძლება. კახში ლარი ისევე თავისუფალ მიმოქცევაშია როგორც დავუშვათ კასპში. თუმცა მეეჭვება იქ ფული დახარჯოთ, ვერ დახარჯავთ
მანქანა აუცილებლად მასზე უნდა იყოს გაფორმებული ვინც მას მართავს.

Last edited by lasharela on 26 ოქტ 2009, 22:10, edited 1 time in total.
საინგილო: პრობლემები საზღვარზე
ერიდეთ მოძრაობის წესების დარღვევას. მათი პოლიცია მართალია ჩვენს პატრულზე უკეთესი მანქანებით პატრულირებს მაგრამ სისტემა ისევ გაიშნკურია, მოკლედ იმათ ხელში მტერი ჩავარდა. ქურმუხამდე მისასვლელად ორი რაიონის გავლაა აუცილებელი: ბელაქანი, ზაქათალა და მესამეა კახი (კახშია ქურმუხი). ყოველი რაიონის ადმინისტრაციულ საზღვარზე არის საპოლიციო პოსტი. თუ ძალიან გადატვირთული მოძრაობა არაა, ქართულნომრიან ტრანსპორტს აუცილებლად აჩერებენ, მოითხოვენ ყველა მგზავრის პასპორტს და უპრობლემოდ გაგიშვებენ (თუმცა გაითვალისწინეთ რომ აზერბაიჯანის პროვინციის პოლიციაა და პროვინციული გამოხტომებისგან არ ხართ დაზღვეული).
გზაში ერიდეთ ფოტოების გადაღებას, პრობლემა არცერთხელ შემქმნია მაგრამ მცირე რისკი მაინც არსებობს.
გზაში ერიდეთ ფოტოების გადაღებას, პრობლემა არცერთხელ შემქმნია მაგრამ მცირე რისკი მაინც არსებობს.
საინგილო: პრობლემები საზღვარზე
qvevri
lasharela
დიდი მადლობა.
PS. ჩვენს უნიათობაზე ვბრაზობდი იმ დროს და არა აზერების დაწერილ თუ დაუწერელ კანონებზე.
PPS. თუმცა კი ახლაც...
lasharela
დიდი მადლობა.
სწორედ ეს მაინტერესებდა. ჩვენც ასე აგვიხსნეს საზღვარზე. მაინტერესებდა, უპრობლემოდ გადასვლის პრეცენდენტი ხომ არ არსებობდა ვინმესთან. ბოლომდე მეგონა, რომ მათი უხასიათობის გამო ვერ გადავლახეთ საზღვარი. მგზავრები გაგვიშვეს, მარშუტკა - არა. არც სასმელს გვატანდნენ, არც საჭმელს. ჰოდა, დავბრუნდით უკან.lasharela
ყველა მარშუტკა ვერ გადავა- უშვებენ მხოლოდ მას რომელსაც აზერბაიჯანის შესაბამისი უწყებისგან ლიცენზია აქვს ნაყიდი.
PS. ჩვენს უნიათობაზე ვბრაზობდი იმ დროს და არა აზერების დაწერილ თუ დაუწერელ კანონებზე.
PPS. თუმცა კი ახლაც...
-
- იეტი
- Posts: 16569
- Joined: 20 ივლ 2007, 03:45
- Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
საინგილო: პრობლემები საზღვარზე
მორიდებით შეგახსენებთ, რომ ეს არის ჰერეთი და არა ყურით მოთრეული საინგილო.
თუ შეიძლება, ესეც შეიტანეთ რჩევებში.
დანარჩენი კი დაწერილა.
2ჯერ ვარ ნამყოფი.
განსაკუთრებული შეზღუდვები არ არის.
ქართველი მებაჟეები 2 და მეტი 1ნაირი ნივთის ნახვის შემთხვევაში, აბაჟებენ

მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები
და ამით ჩემიანებს ვეხმარები
საინგილო: პრობლემები საზღვარზე
GAMARJOBA SAKARTVELO
"ჰერეთი" ჩემთვის უკიდურესად შორეული წარსულია. "საინგილო" კი უკეთ იტევს მთელს ემოციას ამ მხარესთან და მის ხალხთან მიმართებაში.
"ჰერეთი" ჩემთვის უკიდურესად შორეული წარსულია. "საინგილო" კი უკეთ იტევს მთელს ემოციას ამ მხარესთან და მის ხალხთან მიმართებაში.
საინგილო: პრობლემები საზღვარზე
ახალი პასპორტის აღებისას ძველის ჩაბარება არაა საჭირო ანუ 2 პასპორტის ქონა შეგიძლია ერთით გადახვალ ჰერეთში. მეორეთი სომხეთში.
Dzuar-Zenji-Barzond
http://www.vardzelashvili.com
http://www.vardzelashvili.com
საინგილო: პრობლემები საზღვარზე
diffenbaxia
როგორც ჩანს, მთლად სირია-ისრაელივით არაა საქმე.
PS. ერთი ნაცნობი ყვებოდა, თურმე მისი სვანი მეგობარი მიდიოდა აზერბაიჯანში. მოკლედ, აზერბაიჯანის ეთნოგრაფიული კვლევის ინსტიტუტთან დაკავშირება გამხდარა საჭირო, იმის დასამტკიცებლად, რომ "-იან"-ზე დაბოლოებული გვარი სვანურია, და რომ სვანები ქართველები არიან.
ჩემი მეგობრების ჯგუფი იყო ახტალაში ნამყოფი და მეორე თვეს მოგვიწია საინგილოში წასვლა. ყველას ეშინოდა, რადგანაც რამოდენიმე კაცს ერთად ჰქონდა საქართველო-სომხეთის საზღვარი გადაკვეთილი. ამ შემთხვევაში ჯგუფს უფრო საეჭვო შთაბეჭდილება უნდა დაეტოვებინა მესაზღვრეების თვალში, ვიდრე ერთ ადამიანს. თუმცა ჩვენს ჯგუფს გადასვლისას პრობლემა არ შექმნია. პრობლემა მხოლოდ მარშუტკა აღმოჩნდა.ხართ თუ არა ნამყოფი ერთი და იგივე პასპორტიტ სასომხეთისა და აზარბაიჯანის ტერიტორიებზე
როგორც ჩანს, მთლად სირია-ისრაელივით არაა საქმე.
PS. ერთი ნაცნობი ყვებოდა, თურმე მისი სვანი მეგობარი მიდიოდა აზერბაიჯანში. მოკლედ, აზერბაიჯანის ეთნოგრაფიული კვლევის ინსტიტუტთან დაკავშირება გამხდარა საჭირო, იმის დასამტკიცებლად, რომ "-იან"-ზე დაბოლოებული გვარი სვანურია, და რომ სვანები ქართველები არიან.
საინგილო: პრობლემები საზღვარზე
ტოპონიმიკას რაც შეეხება.
ტერმინ საინგილო-ზე ბევრი ვერსია არსებობს. ძირითადი ვერსიის თანახმად ინგილო ნიშნავს ახლად რჯულნაცვალს და დამკვიდრდა შაჰ აბას პირველის დროს, როცა მოხდა ადგილობრივ ჰერებში მაჰმადიანობის მასიური გავრცელება. ანუ ინგილო სოციალური ტერმინია და არა გეოგრაფიული ტოპონიმი. ისტორიის გარკვეულ მონაკვეთში ჰერეთის იმ ნაწილს სადაც გამაჰმადიანებული ჰერები (ინგილოები) ცხოვრობდნენ საინგილო შეერქვა. თუმცა ხშირად ხდებოდა ისეთი რამ რომ ჰერები მასიურად უბრუნდებოდნენ ქრისტიანულ რჯულს, ასე რომ მათ აღარ ერქვათ ინგილოები და არც მათ საცხოვრებელ არეალს უნდა რქმოდა საინგილო.
ისე, მე რომ მკითხოთ, ტერმინ "საინგილოს" პოპულარიზაცია იაკობ გოგებაშვილის ბრალია
)))
ტოპონიმ ჰერეთი-ს სრულად აღსაწერად უნდა ითქვას რომ ის მოიცავდა თანამედროვე მარნეულის და გარდაბნის მუნიციპალიტეტების სამხრეთ აღმოსავლეთს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის (კუხეთის) სამხრეთს, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტს (კამბეჩოვანი), გურჯაანის, ყვარლის და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებს; საზღვარს იქეთ მოიცავს ჯეირანჩოლის ველს, ბელაქანის, ზაქათალას, კახის და ნაწილობრივ შექის რაიონებს. ეს სრული ვერსია. და "მინი" ჰერეთის საზღვრები ასეთია- ნეკრესიდან გიშამდე.
ზოგადად, საზღვრის (მაწიმს გაღმა) იქეთა ჰერეთზე საუბრისას გაცილებით კომფორტულია "საინგილოს" გამოყენება ვიდრე "ჰერეთისა", რადგან საინგილო აკონკრეტებს რომ საუბარია ბელაქან-ზაქათალა-კახზე (სამწუხაროდ ასე დამკვიდრდა). მაშინ როცა ჰერეთის ხმარებისას იგულისხმება ყვარელი, ლაგოდეხი... და გიწევს დაკონკრეტება ჰერეთის კონკრეტულად რომელ ნაწილზე საუბრობ.
მოკლედ ერთი ტოპონიმი (საინგილო) მცდარია, მაგრამ [უკვე] აკონკრეტებს არეალს; და მეორე- ჰერეთი, მართებულია მაგრამ ცალსახოვნად ვერ აკონკრეტებს იმ არეალს რომელზეც საუბრობ.
მგონია, გამოსავალი და მართებული ტერმინი ეს იქნება- აღმოსავლეთ ჰერეთი.
აბა, ვინ მოდის აღმოსავლეთ ჰერეთში?
))))

ძალიან დიდი სხვაობაა საქართველოს და აზერბაიჯანის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებს შორის. ქართულ მხარეს მოწესრიგებული და განურჩევლად ყველას მიმართ კეთილგანწყობილი პერსონალია, შეიძლება ცხელი ყავაც შემოგთავაზონ, მოწესრიგებულია ყველაფერი, ხელოვნურ პრობლემას არავის უქმნიან, წესის მიხედვით ხდება ყველაფერი.
აზერბაიჯანის მხარეს სიბინძურე, კორუფცია, დიდია მესაზღვრეებისა და მებაჟეების სუბიექტური ქმედებების წილი, დგანან კალაშნიკოვებით...
აზერბაიჯანის მხარეს სიბინძურე, კორუფცია, დიდია მესაზღვრეებისა და მებაჟეების სუბიექტური ქმედებების წილი, დგანან კალაშნიკოვებით...
- diffenbaxia
- ბოდიალა
- Posts: 116
- Joined: 20 ივნ 2009, 23:54
- Location: თბილისი
საინგილო: პრობლემები საზღვარზე
მადლობა ამომწურავი პასუხისთვის. 

საინგილო: პრობლემები საზღვარზე
Truli
ამ ჯერზე მე შეიძლება ჩემი "ხოდით" წავიდე. თუმცა თუ სურვილი გაქვს შემიძლია დაგაკავშირო იქ წამსვლელ ჯგუფთან