დაიბეჭდა ძეგლთა ნუსხის მეორე ტომ

კითხეთ გამოცდილ (და არც ისე გამოცდილ) ადამიანებს

Moderators: Kakha, Druides, Nika, Kakha, Druides, Nika, Kakha, Druides, Nika, Kakha, Druides, Nika

User avatar
Kakha
იეტი
Posts: 1931
Joined: 13 ივნ 2005, 10:08
Location: თბილისი
დაიბეჭდა ძეგლთა ნუსხის მეორე ტომ

Post by Kakha » 22 ნოე 2005, 14:30

გამოვიდა (უფრო სწორედ დაიბეჭდა) საქართველოს ძეგლთა ნუსხის მეორე ტომი.

ალბათ ბევრ თქვენთაგანს აქვს ნუსხის მეხუთე ტომი, რომელიც აგერ დაახლოებით ოცი წლის წინ დაიბეჭდა და მოიცავს გორის, ქარელის, ხაშურის, კასპისა და მცხეთის რაიონებში არსებული ყველა არქიტექტურული და არქეოლოგიური ძეგლის აღწერას. შეგახსენებთ, რომ ამ ნუსხის ტომების გამოცემა დაიწყო მეხუთე ტომით. და საბოლოოდ უნდა მოიცვას მთელი საქარველო (მგონი ცხრა ტომად იყო ჩაფიქრებული).

ჰოდა ახლა გამოვიდა მეორე ტომი რომელშიც შედის აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთი. ფორმატით ისეთივეა როგორც მეხუთე ტომი, სქელტანიანია და პოლიგრაფიულადაც ნორმალური მომეჩვენა დაბეჭდილი.

ჯერ-ჯერობით მაღაზიებში არ გაუტანიათ გასაყიდათ. ფასი სავარაუდოთ იქნება ასე 18-20 ლარი. ტირაჟი არაა დიდი 500 ცალი, მაგრამ ასეთი ხაისათის გამოცემების სამიზნე ჯგუფი უფრო მეტად სპეციალისტები და ამ ფორუმის ყაიდის წევრები არიან. ასეთები კი ბევრნი არ არიან (სამწყხაროდ). ამიტომ ვისაც აინტერესებს უნდა შეხვდეს.

როგორც კი გავიგებ სად, რომელ მაღაზიაში მიიტანენ გასაყიდად მაშინვე შეგეხმიანებით.

პს ორი კვირით მივლინებაში ვიდივარ ამაღამ, ასე რომ მხოლოდ 7-8 დეკემბრისათვის გამოვჩნდები და მაგ დროისთვის თუ რამ გაირკვა შეგატყობინებთ.

ბედნიერ გიორგობას გისურვებთ

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
დაიბეჭდა ძეგლთა ნუსხის მეორე ტომ

Post by Gvalva » 22 ნოე 2005, 15:15

კახა, დიდი მადლობა!

შენ, როგორც ყოველთვის, საჭირო ინფორმაცია მოგვაწოდე :)

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
დაიბეჭდა ძეგლთა ნუსხის მეორე ტომ

Post by lama » 22 ნოე 2005, 16:02

Kakha
დიდი მადლობა ამ მეტად საჭირო ინფორმაციისთვის ამ წიგნს აუცილებლად შევიძენ.

:lol: :lol: გილოცავ გიორგობას დაესწარი მრავალს :lol: :lol: :lol: :wink: :wink: :wink: :wink: :wink:
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
PINKY
მაწანწალა
Posts: 534
Joined: 23 აგვ 2005, 20:12
Location: Love Street
Contact:
დაიბეჭდა ძეგლთა ნუსხის მეორე ტომ

Post by PINKY » 22 ნოე 2005, 21:01

კი..მეცმაქვს.. მარრა განსაკუთრებით მინდა 7 და 12 ..

ეჰ.. ნეტავრადესმე თუგამავა..

მეორეტამის კაია..

არარცკიმეგანა ვინმესთუ გააჰსენდებადა ეგსაქმე..

:)

Kakha..

ველადებით შენჩამასვლას..
Ã￾Â￾ Ã￾¼Ã￾½Ã￾µ Ã￾²ÑÂ￾Ã￾µ Ñ€Ã￾°Ã￾²Ã￾½Ã￾¾.. Ã￾šÑƒÃ￾´Ã￾° Ã￾¸ Ã￾·Ã￾°Ñ‡Ã￾µÃ￾¼..
Ã￾›Ñ‹ÑˆÑŒ Ã￾±Ã￾¸ Ã￾¾Ñ‚Ã￾¿Ñ€Ã￾°Ã￾²Ã￾¸Ñ‚ÑŒÑÂ￾ÑÂ￾ Ã￾² Ã￾¿ÑƒÑ‚ÑŒ..

User avatar
Mrs. Robinson
იეტი
Posts: 1488
Joined: 13 სექ 2005, 19:13
დაიბეჭდა ძეგლთა ნუსხის მეორე ტომ

Post by Mrs. Robinson » 23 ნოე 2005, 22:42

Kakha
დიიიიიიიდი მადლობა ინფორმაციისთვის!

500 ძალიან ცოტაა!!! ალბათ მერე კიდევ გამოვა....

მეხუთე ტომი გამოვიდა 50 000 ტირაჟით, ანუ 100-ჯერ მეტი და გაუყიდავი მგონი არ დარჩენილა და..... :wink:

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
დაიბეჭდა ძეგლთა ნუსხის მეორე ტომ

Post by lama » 30 ნოე 2005, 16:56

Mrs. Robinson
მართალი ხარ მაღაზიებში უკვე აღარ5 არის ეგ V ტომი და II ტომი მითუმეტეს მალევე აღარ იქნება და სიჩქარეა საჭირო
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
Kakha
იეტი
Posts: 1931
Joined: 13 ივნ 2005, 10:08
Location: თბილისი
დაიბეჭდა ძეგლთა ნუსხის მეორე ტომ

Post by Kakha » 09 დეკ 2005, 14:57

ვერაფრით ვერ გავიგე სად აპირებენ ახლადდაბეჭდილი მეორე ტომის გაყიდვას. ჯერ-ჯერობით შტაბელებათ დევს ქართული ენციკლოპედიის შენობაში - ენციკოპედიამ დაბეჭდა.

ისე თუ ვინმეს იცნობთ ენციკლოპედიის მაღალჩინოსანი თანამშრომელებიდან ეგება შეეკითხოთ და დასტყუოთ სად აპირებენ გაყიდვას.

მე კი, როგორც კი გავიგებ რამიმე ახალს ანუ სად გაყიდიან შეგატყობინებთ.

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
დაიბეჭდა ძეგლთა ნუსხის მეორე ტომ

Post by lama » 09 დეკ 2005, 16:51

Kakha
მე გამოვძებნი მასეთ ადამიანს და უახლოეს მომავალში მეცოდინება თუ სად წავა ეგ წიგნი გასაყიდად ანუ, რომელ მაღაზიაში
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
Kakha
იეტი
Posts: 1931
Joined: 13 ივნ 2005, 10:08
Location: თბილისი
დაიბეჭდა ძეგლთა ნუსხის მეორე ტომ

Post by Kakha » 15 დეკ 2005, 12:35

საბჭოთა ტერმინს, თითქმის დავიწყებულს ვიხმარ - ”მიშოვე” მეორე ტომი. სამწუხაროდ ვიშოვე და არა ვიყიდე, თუმცაღა ფული გადავიხადე, მაგრამ არ ჩაითვლება ყიდვათ რადგან ვიღა არ შევაწუხე და ბოლოს ჩერზ-ჩერზ ვიშოვე/ვიყიდე.

ახლა ეს ტომი მაგიდაზე მიდევს. მასში შესულია ახმეტის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის რაიონების ძეგლები სრულად. გამოცემულია ქართული ენციკოპედიის მიერ. დაბჭვდვის თანხები გაიღო ”ღია საზოგადოება საქართველომ” ანუ მარტივად რომ ვთქვათ სოროსის ფონდმა.

ტირაჟი 500 ცალია. როგორც ვიცი ენციკლოპედიის თანამშრომლთა ნაწილმა უკვე იყიდა საკმაო რაოდენობა ამ 500 ცალიდან, თავისთვის ან თავის ახლობლებლისათვის. ვერარით გავიგე სად გაყიდიან დარჩენილ რაოდენობას, რომელ მაღაზიაში. ისეთი პირი უჩანს ან ნელ-ნელა გაიყიდება ენციკლოპედიაშივე ან რომელიმე მაღაზიას მისცემენ მიზერულ რაოდენობას გასაყიდად (ალბათ 100-150 ცალს).

მოკლედ, თუ ვინმე გყვათ ნაცნობი ენციკლოპედიაში მიდექით-მოდექით, შეაწუხეთ და იყიდეთ ეს წიგნი. ნამდვლად ღირს ლაშქრობების მოყვარული ხალსითვის მისი ქონა.

აბა თქვენ იცით.

პს როგორც მითხრეს, შემდეგი ტომი (ნუმერაციით ესაა პირველი ტომი), რომელიც კახეთს მოიცავს პრაქტიკულად უკვე მზადაა. ახლა გამოცემის/ბეჭვდვის თანხის შოვნაზეა ძირითადად საქმეო.

User avatar
PINKY
მაწანწალა
Posts: 534
Joined: 23 აგვ 2005, 20:12
Location: Love Street
Contact:
დაიბეჭდა ძეგლთა ნუსხის მეორე ტომ

Post by PINKY » 15 დეკ 2005, 15:02

დარა უბედურება ეგ 500..

მეტს რათარუშვებენ..

ჰომ იკიდება ? ? ?

Image
Ã￾Â￾ Ã￾¼Ã￾½Ã￾µ Ã￾²ÑÂ￾Ã￾µ Ñ€Ã￾°Ã￾²Ã￾½Ã￾¾.. Ã￾šÑƒÃ￾´Ã￾° Ã￾¸ Ã￾·Ã￾°Ñ‡Ã￾µÃ￾¼..
Ã￾›Ñ‹ÑˆÑŒ Ã￾±Ã￾¸ Ã￾¾Ñ‚Ã￾¿Ñ€Ã￾°Ã￾²Ã￾¸Ñ‚ÑŒÑÂ￾ÑÂ￾ Ã￾² Ã￾¿ÑƒÑ‚ÑŒ..

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
დაიბეჭდა ძეგლთა ნუსხის მეორე ტომ

Post by Gvalva » 15 დეკ 2005, 16:20

Kakha

მართლა უცნაურად გაიჟღერა მაგ ტერმინმა, ირგვლივ ყველა იმის ცდაშია რამე შემოგაპარაონ/გაყიდინონ და წიგნები კიდევ ისევ საშოვარია...
რომელი რაიონები იქნება უინტერესო, მარა მაგ ნომერში პირველს ხადას ხეობას წავიკითხავდი, ერთი დაკარგული კარველი დაგვპირდა წავიკითხავ და მოგიყვებითო, ადგილზეო, მარა აბა სად არის?? :cry:

User avatar
Kakha
იეტი
Posts: 1931
Joined: 13 ივნ 2005, 10:08
Location: თბილისი
დაიბეჭდა ძეგლთა ნუსხის მეორე ტომ

Post by Kakha » 15 დეკ 2005, 16:35

მე, როგორც ვხდები, საქმე იმაშია, რომ არა მარტო ტომის მომზადებაა ენციკლოპედიის საქმე, არამედ ეგენი თვითონვე, ინერციით აგრძელებენ გამოცემას.

მე მაგალითად ამ ორს - ტომის მომზადებასა და გამოცემას გავყოფდი. მომზადებას დავუტოვებდი ენციკლოპედიას, გამოცემას კი გადავულოცავდი კომერციულ სტრუქტურას. თუ გამოცემა მომგებიანია და მე მგონია რომ ეს გამოცემა მომგებიანი უნდა იყოს კომერციული გამომცემლობები ორივე ხელით ჩაებღაუჭებოდნენ, ფულსაც იშოვიდნენ გამოსაცემად და მოგებასაც ნახავდნენ (ღმეთმა ხელი მოუმართოთ, რატომაც არა).

არ ვიცი დამეთანხმებით თუ არა მაგრამ წიგნის მომზადება და გამოცემა არაა ერთი და იგივე. ანუ რა აუცილებელია მწერალმა თავად გამოსცეს თავისი წიგნი. ამისთვის გამომცემლები არსებობენ.

არადა ისეთი პირი უჩანს, რომ ასეთი კუთხით არავის შეუხედავს ენციკლოპედიაში ამ საქმისათვის. მაგალითისთვის, როგორც ვხდები არავის უფიქრია ელექტრონულად ამ წიგნის გამოცემა. არადა ეს ხომ საცნობარო ლიტერატურაა, ჩემმა მტერმა წაიკითხა თავიდან ბოლომდე. იქ ის ნაწილებუ უნდა ნახო რაც გაინტერესებს. ამიტომ იდეალურია ელექტრონული გამოცემისათვის. ბევრი ნავაროტების გარეშე, პირდაპირ დაკაბადონებული წიგნი პდფ-ში რომ გადაიტანონ და გამოსცენ რა უნდა დაჯდეს - ალბათ ერთი ლარის მიდამოებში. გაყიდონ გატონო ხუთ ლარრად, ათ ლარად, თუ ახლა ოც ლარად წიგნი იყიდება, უფრო ნაკლებად ცდ არ გაიყიდება? მაგრამ ვინმემ იფიქრა ამაზე? ვერც იფიქრებდა, იმიტომ რომ ალბათ ვერც ხდებიან რომ გამომცელობა სხვა მოთხოვნებს აყენებს დღევანდელ დღეს.

მგონი მაგრა გავაჯაზე.....

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
დაიბეჭდა ძეგლთა ნუსხის მეორე ტომ

Post by lama » 16 დეკ 2005, 15:46

Kakha
ტუ ვერ ვიშოვეთ მაშინ იქნება მომავალში მათხოვო და გადავაქსეროქსო კაი??????? :roll: :roll: :roll:
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში


User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
დაიბეჭდა ძეგლთა ნუსხის მეორე ტომ

Post by lama » 20 დეკ 2005, 16:55

Mrs. Robinson
რამ გაგაოცა???? :shock: :shock: :shock:

გამომდინარე იქიდან რომ ეს წიგნი ძალიან ცოტა ტირაჟით არის გამოსული

და იმ შემთხვევაში ვაპირებ გადაქსეროქსებას თუ აღარ დარჩება მაღაზიებში :wink: :wink: :wink: :wink:
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]