Page 1 of 1

გუდამაყრის ქედი

Posted: 01 ოქტ 2009, 12:04
by Duckling
3-ნი ვაპირებთ გუდამაყრის ქედზე წასვლას 3 დღით (2 ღამე).
გუდამაყრის ქედი ვიცი რომ დიდია, ჩვენ ვაპირებთ ანანურის მხრიდან ასვლას. ანანურში რკინის ხიდი რომ გადადის არაგვზე მანდ გადავალთ და წავალთ ავენისის მიმართულებით. შემდეგ კი სანამ მივალთ ავენისამდე უკვე დავიწყებთ ზემოთ, ქედზე ასვლას. სულ ბოლომდე, საიდანაც წესით წყალსაცავი უნდა გამოჩნდეს ორივე მხარეს. ვინმე ხომ არ ხართ ნამყოფი? მაინტერესებს გზას რამდენი ხანი დასჭირდება, სასმელი წყალი მგონი არის, ანუ დაბლა ნაკადული ჩამოდის დიდი და მას ავუყვებით სავარაუდოდ.
დათვები შეიძლება შეგხვდეთო ამ ქედზე და რამდენად რეალურია ეს და როგორ შეიძლება ამ სასიამოვნო შეხვედრის თავიდან აცილება? :)
მივდივართ 3-ნი. ერთ-ერთს მოაქვს თოფი, მაგრამ მე ვფიქრობ მგელი ხომ არ შეიძლება უცბად დაგვესხას თავს? სანამ თოფის გამოყენებას მოასწრებენ?
ასევე მინდა ჩემი ნაგაზის წაყვანა, ესეც რამდენად ჭკვიანურია? მგელი უფრო ხომ არ მოვდა ძაღლის კვალზე?

აი სურათზე წითელი ხაზი სადაც გავავლე დაახლოებით იქ.
Image

გუდამაყრის ქედი

Posted: 08 ოქტ 2009, 11:44
by Duckling
აჰა აი ასე ვაპირებთ ასვლას, წითელი ხაზი.

Image

გუდამაყრის ქედი

Posted: 08 ოქტ 2009, 12:00
by lama
Duckling
დათვთან შეხვედრა მანდ

გამორიცხულია :)

გუდამაყრის ქედი

Posted: 08 ოქტ 2009, 12:07
by Gvalva
წესით წყალსაცავო მართლაც ლამაზად უნდა ჩანდეს მაქედან

გარეული ცხოველების თავდასხმის იმედი არ მაქვს :), შერჩენილი პარფუმის სუნი დაგიცავთ მე მგონი.

თოფების და ძაღლების რა მოგახსენო... გარეულ ცხოველებთან როგორც ვთქვი, არ მგონია დაგჭირდეთ, სხვა ძაღლებთან და სხვა ადამიანებთან მოქცევა კი ძაღლის და თოფის პატრონებს ჩემზე კარგად ეცოდინებათ

დროც მე მგონი საკმაოდ მეტობითაა აღებული, ალბათ დილით ახვალთ, საღამოს ჩამოხვალთ და თითო დღე მანდ მისვლა/გამოსვლაზე რა ვიცი, ბევრიც მგონია :)

მთაზე ასვლისას მაინც ბოთლით წაღება ჯობია, ისეც აღარ ცხელა, კაცზე 0,5 ლიტრიანი ალბათ გეყოფათ

რომ ჩამოხვალთ აბა ფოტოები გვანახეთ :)

გუდამაყრის ქედი

Posted: 08 ოქტ 2009, 14:07
by GIRA
Duckling
ერთხელ ხომ იკითხე?
მე შენ ხომ მოგწერე მგლების და დათვების თაობაზე?
თუ არ გჯერავს გამოცდილი ხალხის, მაშ რატომღა კითხულობ?

თუ ეგრე გეშინია, დარჩი მაშინ სახლში :lol:

გუდამაყრის ქედი

Posted: 08 ოქტ 2009, 15:36
by Duckling
GIRA
არა პირველად აქ ვიკითხე კაცო და აქ რომ არავინ დაწერა მერე დავწერე იქ,

გამოცდილ ხალხში

:D :D


გვალვა
მადლობა
:) დავწერ აუცილებლად რომ ჩამოვალთ