გუდამაყრის ქედი ვიცი რომ დიდია, ჩვენ ვაპირებთ ანანურის მხრიდან ასვლას. ანანურში რკინის ხიდი რომ გადადის არაგვზე მანდ გადავალთ და წავალთ ავენისის მიმართულებით. შემდეგ კი სანამ მივალთ ავენისამდე უკვე დავიწყებთ ზემოთ, ქედზე ასვლას. სულ ბოლომდე, საიდანაც წესით წყალსაცავი უნდა გამოჩნდეს ორივე მხარეს. ვინმე ხომ არ ხართ ნამყოფი? მაინტერესებს გზას რამდენი ხანი დასჭირდება, სასმელი წყალი მგონი არის, ანუ დაბლა ნაკადული ჩამოდის დიდი და მას ავუყვებით სავარაუდოდ.
დათვები შეიძლება შეგხვდეთო ამ ქედზე და რამდენად რეალურია ეს და როგორ შეიძლება ამ სასიამოვნო შეხვედრის თავიდან აცილება?

მივდივართ 3-ნი. ერთ-ერთს მოაქვს თოფი, მაგრამ მე ვფიქრობ მგელი ხომ არ შეიძლება უცბად დაგვესხას თავს? სანამ თოფის გამოყენებას მოასწრებენ?
ასევე მინდა ჩემი ნაგაზის წაყვანა, ესეც რამდენად ჭკვიანურია? მგელი უფრო ხომ არ მოვდა ძაღლის კვალზე?
აი სურათზე წითელი ხაზი სადაც გავავლე დაახლოებით იქ.
