Page 1 of 2

რა ვნახო ერევანში

Posted: 17 სექ 2009, 16:25
by Duckling
სავარაუდოდ 16 ოქტომბერს ერევანში მოვხვდები იურაია ჰიპის კონცერტზე.
მაინტერესებს ერთ დღეში რისი ნახვა შეიძლება? და ამინდი ჩვენნაირია? ანუ იქაც აცივდა უკვე?

რა ვნახო ერევანში

Posted: 17 სექ 2009, 16:55
by QEBURIUS
ძაანაც რომ მოინდომო ტუფის ქვით ნაგები ერთგვაროვანი სახლების გარდა ვერც ვერაფერს ნახავ!

რა ვნახო ერევანში

Posted: 17 სექ 2009, 18:58
by Nika
ბევრი რამეა მარა ახლა ზეპირად არ მახსოვს. მცოდნეებს ვკითხავ და დავწერ მერე.

რა ვნახო ერევანში

Posted: 17 სექ 2009, 19:04
by lama
Duckling
სევანე ნახე აუცილებლად :)

და კიდევ ზვარტნოცე
:D:D:D:D:D

რა ვნახო ერევანში

Posted: 17 სექ 2009, 21:42
by meore monadire
Duckling


უჰ ერევნის ერთდღიან მარშუტებში მე მგონი ბადალი არ მეყოლება :)

გააჩნია რითი მიდიხარ, თუ მატარებლით მიდიხარ მაშინ პირველ რიგში ნახე რასიას ეკლესია (კინოთეატრ რასიას გვერდითაა და ამიტომ ხალხი ასე ეძახის :) სამებას გავს ოღონდ პატარაა, შემდეგ შემდეგ, ცენტრალური მოედნის გავლით გადი ვერნისაჟზე, ბევრ საინტერესო ნივთს წააწყდები, მე ძალიან ვისიამოვნე მაგ ადგილით :)

შემდეგ ოპერისკენ წადი, იქვეა სურათების გამოფენა გაყიდვა ღია ცის ქვეშ, ოღონდ შაბათ კვირასაა მარტო ...

ამის შემდეგ კასკადზე ადი, იქიდან მონუმენტის პარკზე, საიდანაც ერევანი ყველაზე უკეთ ჩანს ... მონუმენტიდან შეგიძლია მატ არმენიის სკულპტურასთან მიხვიდე, იქიდანც მშვენიერი ხედები იშლება...

ამის შემდეგ შეგიძლია შეყვარებულების პარკში გაიარო სულ ახალი პარკია ამ ზაფხულს გაიხსნა და თავიდან მხოლოდ შეყვარებულებს უშვებდნენ... :)

ამასობაში მოგშივდება კიდევაც და ქაბაბების ქუჩას უნდა ესტუმრო... არ შეიძლება ერევანი დაათვალიერო და ქაბაბების ქუჩაზე არ იყო ნამყოფი :P

თუ დრო დაგრჩება, ეჩმიაძინის ეკლესიების კომპექსის ნახვასაც მოასწრებ, ქალაქიდან 20 წუთის სავალზეა... ულამაზესი ადგლებია მართლა ...


აბა თუ რამ კონკრეტნად დაგაინტერესებს მკითხე :)

რა ვნახო ერევანში

Posted: 18 სექ 2009, 00:17
by saskva
ამასობაში მოგშივდება კიდევაც და ქაბაბების ქუჩას უნდა ესტუმრო... არ შეიძლება ერევანი დაათვალიერო და ქაბაბების ქუჩაზე არ იყო ნამყოფი
აი ეს დააინტერესებს განსაკუთრებით დარწმუნებული ვარ :P:P:P:P:P

რა ვნახო ერევანში

Posted: 18 სექ 2009, 09:39
by qvevri
Duckling
ღმერთი არ გაგიწყრეს და გარეგინ II არ ნახო... განსაკუთრებით საღამოს საათებში თორემ ღამე აღარ დაგეძინება :!:

რა ვნახო ერევანში

Posted: 18 სექ 2009, 10:44
by lama
qvevri
:D:D:D:D:D:D:D:D:D
:D:D:D:D:D:D:
:D:D:D:D
:D:D:D
:D:D
:D

რა ვნახო ერევანში

Posted: 18 სექ 2009, 11:12
by Duckling
saskva wrote:
ამასობაში მოგშივდება კიდევაც და ქაბაბების ქუჩას უნდა ესტუმრო... არ შეიძლება ერევანი დაათვალიერო და ქაბაბების ქუჩაზე არ იყო ნამყოფი
აი ეს დააინტერესებს განსაკუთრებით დარწმუნებული ვარ :P:P:P:P:P

:) :)

მეორე მონადირე
ძალიან დიდი მადლობა ამომწურავი ინფორმაციისთვის. ქაბაბებზე რა გითხრა მაგრამ დანარჩენ ადგილებს აუცილებლად ვნახავ, ვეცდები 1 დღეში მოვასწრო.

რაც შეეხება სევანს მგონი ახლო არაა ხო ერევანთან, თორემ ისე კი მაინტერესებს

რა ვნახო ერევანში

Posted: 18 სექ 2009, 17:40
by Moqandake
Duckling
ვაუ.. ძაან მაგარია, იურაი ჰიპის კონცერტზე მომწერე ინფო, ძალიან მაინტერესებს სად ეწყობა, როგორ შეიძლება ბილეთების აღება, რა ღირს და ა.შ.
ერევანში რომ ჩადიან აქ ჩამოსულიყვნენ, არანაკლები მსმენელი ეყოლებოდათ.

რა ვნახო ერევანში

Posted: 18 სექ 2009, 19:44
by meore monadire
Duckling


ნახევარ დღეშ მოასწრებ ძალიან ნელა თუ არ ისეირნებ დანარჩენ მარშრუტს :)

რა ვნახო ერევანში

Posted: 19 სექ 2009, 11:26
by Nika
ხელნაწერების საცავია ერევნის ცენტრში კიდე.

რა ვნახო ერევანში

Posted: 22 სექ 2009, 00:39
by Int3lig3nt
ფარაჯანოვის მუზეუმი ნახე აუცილებლად!

რა ვნახო ერევანში

Posted: 22 სექ 2009, 02:51
by lama
Duckling
რომ ჩამოხვალ - ერთი თხოვნა მაქვს - გახსენი თემა სათაურით:

რა ვნახე ერევანში

ოკ?


:D:D:D:D

რა ვნახო ერევანში

Posted: 28 სექ 2009, 14:54
by Duckling
კი, გავხსნი თემას :)

იმედია ბევრი რამის ნახვას მოვასწრებ.


Moqandake
ბილეთები ღირს 28$-დან დაწყებული მგონი 132$-მდე. ჩვენ სავარაუდოდ 41$-იანის აღებას ვაპირებთ - ეს არის ამფითეატრის პირველი რიგი :).

ეხლავე ლინკსაც მოგცემ სადაც ნახავ უფრო დაწვრილებით ინფორმაციას :) ჩვენც ჯერ ბოლომდე არ ვართ გარკვეულები.
http://www.yerevan-city.com/2009/09/19/ ... tupit.html