Page 1 of 2

ერთი კითხვა მაქვს

Posted: 24 ივლ 2009, 22:08
by Duckling
ესეიგი სასოფლო-სამეურნეო საკითხებში გათვითცნობიერებულებო ერთი კითხვა მექნება თქვენთან

:lol: :lol:

პურის თავთავები საქართველოში ასეთი როდის არის? აი როგორიც სურათზეა.
დღეს ბაზალეთზე ვიყავი და აშკარად ასეთები არაა :( ხო არ დავაგვიანე??
ნუ კიდევ უნდა დამწიფდეს? აი ის ფოჩოებიც არ ჰქონდა

Image

ერთი კითხვა მაქვს

Posted: 24 ივლ 2009, 22:35
by qvevri
Duckling
საქართველოში პურის (ხორბლის) თავთავებს, ყველა ქართული ჯიშის შემთხვევაში ფხები აქვს. საქართველოში გვხვდება ასევე უფხო ჯიშებიც, როგორებიცაა, მაგალითად: "უფხო პირველი", "კუპერი", "ბეზოსტაია" და სხვა სისულელეები , მაგრამ ესენი არაქართული ჯიშებია და წარმოადგენენ (ხშირ შემთხვევაში) რაღაც ჰიბრიდულ/მუტანტურ ნაზავს. ჩვენ, ქართველები, ვართ უნიკალური პურეული ჯიშების პატრონები და საქართველო მოიაზრება ხორბლის ერთ-ერთ სამშობლოდ. ჩვენში გავრცელებული ყოფილა შემდეგი უნიკალური ძველი ქართული ხორბლის ჯიშები: "დიკა", "ზანდური", "წითელი დოლი", "თეთრი დოლი", "მახა", "თავთუხის" რამოდენიმე ჯიში(მათ შორის "ლეგა" თავთუხი და სხვ.), "კორბოულის", "ასლი", ("კორკოტი ვჭამე ასლისა, დრო არის ჩემი წასვლისა...." (მთიულური გამონათქვამია)).
ბარემ ქერზეც ვიტყვი ორ სიტყვას. ქერის მარცვალი, როგორც წესი კილიანია, მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ არსებობს ძველი ქართული ქერის ჯიში, რომელსაც კილი არ გააჩნია და ეწოდება "ქერშველი", ესეც ერთი მარგალიტი ქართული პურეული კულტურებიდან. ძველად მთაში თესავდნენ "ქერშველისა" და "დიკას" ნარევს და შედეგად იღებდნენ "ქერდიკას", რომლისაგანაც აცხობდნენ პურს და ასევე მას იყენებდნენ ლუდის მოსახარშად.
"დაგვიანებაში" რას გულისხმობთ? იქნებ გარკვევით დაწეროთ და შევეცდები გიპასუხოთ.
სხვა საკითხია რას და როგორ ამზადებდნენ ჩვენი წინაპრები ამ ხორბლებისაგან. სხვათა შორის დღეს საკმაოდ პოპულარული უსაფიარო პური საქართველოში ძველთაგანვე მზადდებოდა. იგულისხმება "ხაშით" დამზადებული პური, რომელიც თავისი თვისებებით უნიკალურია. ამაზე მაშინ ვისაუბრებ(რეცეპტები, დამზადების წესი და ასე შემდეგ) როცა ვინმე დასვავს შეკითხვას.
ხორბლის სიმწიფის დადგენა დამოკიდებულია ასევე იმაზე, თუ საშემოდგომოა ხორბალი თუ საგაზაფხულო, ამის გარდა სად ითესება(ზღვის დონიდან სიმაღლე) ხორბალი და სხვ. მოკლედ შეკითხვა უფრო დააკონკრეტე და დანარჩენზეც მერე ვისაუბროთ. :wink:
ხორბლის კერძებიდან ერთ-ერთი შედევრი გახლავთ უძველესი ქართული კერძი"ხალიფაფა"(არ ასუქებს(ეხებათ ქალებს :wink: )), რომელიც შმდეგნაირად მზადდება: ვიღებთ ქართულ ხორბალს, ვხალავთ, ვღერღავთ ხელსაფქვავში, ვაჯირჯვებთ, ვხარშავთ შესქელებამდე, ვამატებთ მარილს, ვამატებთ ერბოს და სუფრასთან მიტანამდე ცოტას შევაგრილებთ. მერწმუნეთ მსგავს გემრიელობას ვერსად გასინჯავთ. ბებია აკეთებდა ხოლმე ჩემს ღრმა ბავშვობაში. უუუუგემრიელესი რამაა და თანაც ძალზედ სასარგებლოცაა.

ერთი კითხვა მაქვს

Posted: 24 ივლ 2009, 22:43
by Duckling
qvevri
უი
რამდენი რამე ყოფილა თურმე :)
დიდი მადლობა ასეთი ინფორმაციისათვის. წარმოდგენაც არ მქონდა რომ ამდენი სახეობის იყო და რომ სხვადასხვა დროს მწიფდებოდა.

მე უბრალოდ ინტერნეტში ვნახე სურათები და შთაგონების წყარო მომეცა :)) სურათები მინდა გადავუღო.
აი დაახლოებით ასეთი ტიპის როდის იქნება ხომ არ იცი და სად?
Image
ან ასეთი
Image


მე კი დღეს ბაზალეთზე ასეთი დამხვდა :(
Image

ერთი კითხვა მაქვს

Posted: 24 ივლ 2009, 22:49
by qvevri
Duckling
ქვედა სურათი, რომელიც ბაზალეთზე გადაიღე ხორბალი არაა, არამედ შვრიაა. შვრია გამოიყენება მხოლოდ საქონლის საკვებად, რაც შეეხება ხორბლებს, მათი აღება დაწყებულია და თითქმის დასრულებულიც. შემორჩენილი იქნება მაღლობ ადგილებში, თორემ მაგალითად კახეთში უკვე აიღეს და დააბინავეს კიდეც.

ერთი კითხვა მაქვს

Posted: 24 ივლ 2009, 22:55
by Duckling
qvevri
აჰა გასაგებია უღრმესი მადლობა თორემ იმედები მეგონა გამიცრუვდა ხორბალთან დაკავშირებით.

იქნებ ჯერ კიდევ მივუსწრო სადმე :)

ერთი კითხვა მაქვს

Posted: 25 ივლ 2009, 07:24
by qvevri
Duckling wrote:qvevri
აჰა გასაგებია უღრმესი მადლობა თორემ იმედები მეგონა გამიცრუვდა ხორბალთან დაკავშირებით.

იქნებ ჯერ კიდევ მივუსწრო სადმე :)
ერთი კვირის წინ ქარელის მხარეში გამოვიარე (გორის "პერევალს" რომ გასცდები) და იქ იყო ჯერ კიდევ აუღებელი ხორბლები, ძებნა არ დაგჭირდება, გზის პირებზევეა. სავარაუდოდ მიუსწრებ.

ერთი კითხვა მაქვს

Posted: 25 ივლ 2009, 10:37
by Duckling
qvevri
ანანურისკენ არ იქნება ხო? იქ სახლი მაქვს და ბარემ იქით თუ იქნებოდა.
თუარადა წავალ გორში, იმდენად მომწონს ვიზუალურად ხორბალი

ერთი კითხვა მაქვს

Posted: 25 ივლ 2009, 10:40
by qvevri
Duckling wrote:qvevri
ანანურისკენ არ იქნება ხო? იქ სახლი მაქვს და ბარემ იქით თუ იქნებოდა.
თუარადა წავალ გორში, იმდენად მომწონს ვიზუალურად ხორბალი
ანანურისაკენ ნამდვოლად არ იქნება. ისე გორიკენ თუ გაუდგები გზას ბარემ ქერსაც ნახავ, ჭვავსაც და შვრიასაც, ნუ ხორბალსაც რა თქმა უნდა.

ერთი კითხვა მაქვს

Posted: 25 ივლ 2009, 10:57
by Duckling
qvevri
:)

ძალიან კარგი, იმედია მივუსწრებ
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა :)

ერთი კითხვა მაქვს

Posted: 25 ივლ 2009, 11:53
by GIRA
qvevri
შენი ფანი ვარ!!!! მე ვიყო შპროტის ბანკა :wink:

ერთი კითხვა მაქვს

Posted: 26 ივლ 2009, 13:35
by ლეონტი
GIRA wrote:qvevri
შენი ფანი ვარ!!!! მე ვიყო შპროტის ბანკა :wink:
ღვინის ფანი ვარ !!!
მე ვიყო შპროტის პაშტეტი.

ერთი კითხვა მაქვს

Posted: 26 ივლ 2009, 23:18
by qvevri
GIRA
ლეონტი
გირა ჩემი
ლრონტი ღვინის
ღვინო ჩემი
თხამ ვენახი შეეეეჭაააამააააააა :D

ერთი კითხვა მაქვს

Posted: 27 ივლ 2009, 19:28
by Moqandake
Duckling

კარგ პურის ყანებს მცხეთის რაიონშიც ნახავ, საგურამოს რომ გაცდები მერე მარცხნივ გაუყვები და დაახლოებით 4-5 კმ. გაშლილი მინდვრებია

ერთი კითხვა მაქვს

Posted: 27 ივლ 2009, 22:49
by Duckling
გმადლობთ გმადლობთ

ვიყავი უკვე და უდიდესი სიამოვნება მივიღე

Image

ერთი კითხვა მაქვს

Posted: 27 ივლ 2009, 22:54
by saskva
Duckling
აუ აუ აუ სად იყავი????????????
მეც მინდაააააააააააააააააააააააააააააა