Duckling
საქართველოში პურის (ხორბლის) თავთავებს, ყველა ქართული ჯიშის შემთხვევაში ფხები აქვს. საქართველოში გვხვდება ასევე უფხო ჯიშებიც, როგორებიცაა, მაგალითად: "უფხო პირველი", "კუპერი", "ბეზოსტაია" და სხვა სისულელეები , მაგრამ ესენი არაქართული ჯიშებია და წარმოადგენენ (ხშირ შემთხვევაში) რაღაც ჰიბრიდულ/მუტანტურ ნაზავს. ჩვენ, ქართველები, ვართ უნიკალური პურეული ჯიშების პატრონები და საქართველო მოიაზრება ხორბლის ერთ-ერთ სამშობლოდ. ჩვენში გავრცელებული ყოფილა შემდეგი უნიკალური ძველი ქართული ხორბლის ჯიშები: "დიკა", "ზანდური", "წითელი დოლი", "თეთრი დოლი", "მახა", "თავთუხის" რამოდენიმე ჯიში(მათ შორის "ლეგა" თავთუხი და სხვ.), "კორბოულის", "ასლი", ("კორკოტი ვჭამე ასლისა, დრო არის ჩემი წასვლისა...." (მთიულური გამონათქვამია)).
ბარემ ქერზეც ვიტყვი ორ სიტყვას. ქერის მარცვალი, როგორც წესი კილიანია, მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ არსებობს ძველი ქართული ქერის ჯიში, რომელსაც კილი არ გააჩნია და ეწოდება "ქერშველი", ესეც ერთი მარგალიტი ქართული პურეული კულტურებიდან. ძველად მთაში თესავდნენ "ქერშველისა" და "დიკას" ნარევს და შედეგად იღებდნენ "ქერდიკას", რომლისაგანაც აცხობდნენ პურს და ასევე მას იყენებდნენ ლუდის მოსახარშად.
"დაგვიანებაში" რას გულისხმობთ? იქნებ გარკვევით დაწეროთ და შევეცდები გიპასუხოთ.
სხვა საკითხია რას და როგორ ამზადებდნენ ჩვენი წინაპრები ამ ხორბლებისაგან. სხვათა შორის დღეს საკმაოდ პოპულარული უსაფიარო პური საქართველოში ძველთაგანვე მზადდებოდა. იგულისხმება "ხაშით" დამზადებული პური, რომელიც თავისი თვისებებით უნიკალურია. ამაზე მაშინ ვისაუბრებ(რეცეპტები, დამზადების წესი და ასე შემდეგ) როცა ვინმე დასვავს შეკითხვას.
ხორბლის სიმწიფის დადგენა დამოკიდებულია ასევე იმაზე, თუ საშემოდგომოა ხორბალი თუ საგაზაფხულო, ამის გარდა სად ითესება(ზღვის დონიდან სიმაღლე) ხორბალი და სხვ. მოკლედ შეკითხვა უფრო დააკონკრეტე და დანარჩენზეც მერე ვისაუბროთ.
ხორბლის კერძებიდან ერთ-ერთი შედევრი გახლავთ უძველესი ქართული კერძი"ხალიფაფა"(არ ასუქებს(ეხებათ ქალებს

)), რომელიც შმდეგნაირად მზადდება: ვიღებთ ქართულ ხორბალს, ვხალავთ, ვღერღავთ ხელსაფქვავში, ვაჯირჯვებთ, ვხარშავთ შესქელებამდე, ვამატებთ მარილს, ვამატებთ ერბოს და სუფრასთან მიტანამდე ცოტას შევაგრილებთ. მერწმუნეთ მსგავს გემრიელობას ვერსად გასინჯავთ. ბებია აკეთებდა ხოლმე ჩემს ღრმა ბავშვობაში. უუუუგემრიელესი რამაა და თანაც ძალზედ სასარგებლოცაა.