jiniya
სამხედრო აღჭურვილობასთან თუ ქონია ვინმეს შეხება და რა გამომადგება ლაშქრობებისთვის დამაკვალიანეთ
კერძოდ რა გაინტერესებს. სამხედრო აღჭურვილობა საკმაოდ ფართე ცნებაა.
მე პირადად ზურგცჰანტა მაქვს ნანახი უდაბნოს ფერის ფორმებია როა მაგ ფერის და ძალიან მომეწონა.
ზურგჩანთის ფერს დიდი მნიშვნელობა არ აქვს.
ფერს აქვს მნიშვნელობა მხოლოდ ჯარისკაცებისთვის, რომ კამუფლირება მოხდეს და რელიეფზე არ იყვიროს, ძნელად შესამჩნევი იყოს.
უდაბნოს ფერი. ე.წ. დეზერტი არ გამოდგება მაგ მხრივ საქართველოში.
კარგია მწვანე შეფერილობების, დიჯიტალ გრინი, ფლექტარნი, ვუდლანდი და ა.შ.
აქ კიდევ ერთი მომენტია.
სამხედრო ზურგჩანთები სტანდარტებია. შესაბამისად ამ სტანდარტებით შეიძლება არჩევა რა გჭირდება.
თუ ორიგინალია მაშინ ხარიხს შემოწმება არ სჭირდება. თუ რეპლიკა, მაშინ ცოტა ძნელი არჩევანია.
ARCHILI
1. მათარა - წყალი, არაყი, ცივი ყავა.
წყალი აუცილებლად. არაყი ზამთარში კი და ზაფხულში არ გირჩევთ. თუ სამედიცინო დანიშნულებით, მაშინ სპირტი ჯობია.
ყავა საერთოდ ამოაგდეთ. მით უმეტეს თუ მთაგორიან ადგილებში დადიხართ.
წნევაზე ახდენს გავლენას და მთაზე ასვლა-ჩასვლის დროს წნევის ცვალებადობის კონტრასტში შეიძლება ცუდად გაგხადოთ.
ჩაი წავა.
2. ე.წ. კოტილოკი - წყალსაც მოადუღებ და სადილსაც გაიმზადებ.
კი პრაქტიკულია, მაგრამ ალუმინისებს მაინცდამაინც ნუ მიეძალებით. საუკეთესო ვარიანტი უჟანგავი ფოლადია.
3. სამხედრო კარავი - ჩემს სტუდენტს აქვს და ძალიან მაგარია.
კარავს გააჩნია.
სამხედრო კარავიც ფართე ცნებაა.
ზოგი კარავი ყაზარმას ცვლის.
კარგია სპეც.საწვიმარები.
რომლის ერთმანეთზე გადაბმით შეიძლება კარვის გაკეთება.
4. ბატინკები - გატარებს, სადაც გინდა.
აქაც ხარისხს უნდა მიექცეს ყურადღება.
ერთი კია. არავითარ შემთხვევაში სალაშქროდ ახალი სამხედრო ბათინკით არ წახვიდეთ. უნდა კარგად იყოს ფეხზე მოცვეთილი , წინააღმდეგ შემთხვევაში გაგამწარებთ.
ლეონტი
ღამის ხედვის მოწყობილობა კარგია.
კი, მაგრამ ძალიან ძვირი სიამოვნებაა.
საკუთარი გამოცდილებით გეტყვით რომ თუ მოღრუბლული არ არის, ანუ თუ ვარსკვლავები ჩანს, საუკეთესო ღამოს ხედვა, სიბნელისთვის თვალის შეჩვევაა.
ამ შემთხვევაში ფანარი არ უნდა გამოიყენოთ.
GIRA
იარაღი და ტყვიები. რაზგრუზკა(აუცლებელია).
თუ ომში მიდიხარ კი
