კარგი გოგა რა, კარგი რა

ბრჭყალებში ჩასმა დამავიწყდა ამ "გესთჰაუზის", საოჯახო სასტუმრო კი არ მომაფიქრდა.
დღეს დილიდან ძველი თბილისის ტერიტორიაზე არსებულ აბსოლიტურად ყველა სასტუმროს ვეწვიე. სტუმრებს ველოდებით რამოდენიმე დღეში და სასტუმრო უნდა შეგვერჩია კომფორტით, არამამლისყივილით, რესტავრაციის ქვეშ მყოფი ნარიყალადან მომავალი ჩაქუჩების და ნაჯახების რაკარუკის გარეშე, მანქანების მუხრუჭების ხმაურის გარეშე და სასიამოვნო ლოგინებით, სადაც მატრასები ქვასავით არ არის, არც ბამბასავით ჩაეფლო უნდა, არ უნდა ჭრიჭინებდეს და უტკბილესად გაძინებდეს.
ქალამნები შემომაცვდა, არ ვაჭარბებ

მაგრამ ძალიან ბევრი საიტერესო რამე აღმოვაჩინე.
ზოგიერთ სასტუმროს გაგიზიარებთ:
სასტუმრო "შარდენი" - ჯვარის მამას უკან.
აქვს ძალიან ძალიან ძალიან ლამაზი ვერანდა ჰქვია თუ მანსარდა სადაც სასტუმროს დამსვენებლების გარდა სხვა ვიზიტორსაც შეუძლია ბარით ისარგებლოს და მაართლა არაჩვეულებრივი ხედებით დატკბეს. ლესელიძის მხრიდან 6 თუ 7 ტაძრის გუმბათია ხელისგაწვდენაზე, უკანა მხრიდან ნარიყალა და მის გვერდებზე შეფენილი ეკლესიები. ძალიან "რეკამენდუიუ" რამე ღონისძიებისთვის! ფოტოაპარატიანები კი თუ ნამყოფი არ ხართ, ნახეთ და გადაიღეთ ვერანდიდან დანახული ძველი თბილისი!!!
ვებგვერდი:
http://www.hotelsharden.com
ფასები: 100-120$
სასტუმრო "ზფ" (ზაზა ფააჩულია სასტუმრო), ბეთლემის 11-ში მდებარეობს. ძალიან სასიამოვნო ინტერიერი და მარანი. ერთადერთი სასტუმრო სადაც ლოგინებს ძალიან კარგი მატრასები აქვს.
http://www.hotelzp.ge
ფასები: 80-100$
სასტუმრო "Hotel City"
http://www.hotelcity.ge
კათოლიკური ეკლესიის პირდაპირ, აბესაძის ქუჩაზე. სულ ახალთახალი სასტუმრო, ავეჯს ჯერ კიდევ ახლის სუნი უდის.
ფასები: 100-140$
სასტუმრო "ძველი უბანი"
http://www.dzveliubani.com.ge
შედარებით იაფი სასტუმრო ქალაქის ძველ უბანში, დიუმას 5-ში (ლესელიძის კვეთა).
ფასები: 50$-დან.
სასტუმრო VIP Hotel
ლესელიძის 31-ში.
ფასები 60$-დან 100$-მდე.
რადგანაც ვებგვერდი არ აქვთ, ვწერ საკონტაქტო ინფოს:
ტელ: 920040, 989809, 923336
სასტუმრო "შარმი"
http://www.hotelcharm.ge
საოჯახო ტიპის სასტუმრო, ძალიან განსხვავებული, შუა საუკუნეების სტილის ავეჯით და ინტერიერით.
ფასები: 60-100$