Page 1 of 2

მესაჭიროება რჩევა ჩანთაზე

Posted: 06 აპრ 2009, 16:32
by burdula
ესეიგი ხალხო,ვაპირებ ვიყიდო ახალი ჩანთა საბოდიალობ.ჰხოოოდა მინდა ისეთი იყოს რომ არ მიღალატოს,დიდიც იყოს და არც მძიმე.მოკლედ იქნებ დამაკვალიანოთ რა სად და როგორ :)

მესაჭიროება რჩევა ჩანთაზე

Posted: 06 აპრ 2009, 16:35
by teo-
burdula
ფასი?

მესაჭიროება რჩევა ჩანთაზე

Posted: 06 აპრ 2009, 16:36
by burdula
მინდა კარგი და იაფად რათქმაუნდა :) ანუ მითხრეს მე ალპინისტურებიო 80 ლარი გირსო,რაღაც მეძვირა :(

მესაჭიროება რჩევა ჩანთაზე

Posted: 06 აპრ 2009, 16:44
by teo-
burdula
უი გეძივრა? მაშინ მაღაზიებს არ მიაკითხო თუ ფასდაკლებები არ იქნება.. რამდენ ლიტრიანი გინდა?? ბაზრობაზე იქნებ იშოვო 60-70 ლარში, უფო ნაკლებში ეჭვი მეპარება გამძლე იყოს:)
შარშან დედაბერაზეუცებ გადავყვიტე წასვლა და ბაზრობაზე ვიყიდე ოღონდ იაფიანი , ვიდზე კარგი იყო) ხოდა მოგეხსენება დავიკარგეთ ღამე ტყეში, მე პირადად რამდენიმე წუთიო მარტო ვიყავი ცალი ფეხით გამოკიდებული ხრამთან ,, ხოდა ეს ყველაფერი ჩემი ძვირფასი ჩანთის დამსახურება იყო რადგან დაბლა რო მივბობღავდი ხელებით მცენარეებზე ვეკიდებოდი და სწორედ ამ დროს მარჯვენა სახელური გამიწყდა და ამან გადამაგდო, მიმსხვერპლა კინაღამ, იმის მერე დავრწმუნდი რო არა მხოლოდ ტვირთის სწორად გადანაწილებაში არ არის ხარისხიანი ზურგჩანთის არსი :lol:

მესაჭიროება რჩევა ჩანთაზე

Posted: 06 აპრ 2009, 16:46
by burdula
teo-
მადლობა რჩევისთვის.მაგრამ რომ ვიყიდი ორივე სახელურს კიდევ ერთხელ გადავკერავ :D

მესაჭიროება რჩევა ჩანთაზე

Posted: 06 აპრ 2009, 16:47
by teo-
burdula
მეც ეგრე ვქენი :P

მესაჭიროება რჩევა ჩანთაზე

Posted: 06 აპრ 2009, 16:48
by paata_
burdula wrote:მინდა კარგი და იაფად რათქმაუნდა :) ანუ მითხრეს მე ალპინისტურებიო 80 ლარი გირსო,რაღაც მეძვირა :(
80 ლარიანი არც იყიდო

არ იქნება კარგი

მესაჭიროება რჩევა ჩანთაზე

Posted: 06 აპრ 2009, 16:50
by burdula
paata_
ანუ გამოდის მე რომ მეძვირა პირიქით არ ვარგა ეგ ხო? :D

მესაჭიროება რჩევა ჩანთაზე

Posted: 06 აპრ 2009, 18:44
by Wanderer
burdula
80 ლარი გირსო,რაღაც მეძვირა
მაგ თანხას წინ ერთიანი მიუწერე და ნორმალური ზურგჩანთების მინიმალურ ფასს მიიღებ....

მე 220-ად ვიყიდე. 3-4 წელია მაქვს და ჯერ არაფერი ეტყობა. ალბათ მინიმუმ 5 წელი კიდევ გაძლებს თუ არ დავჩეხე ძალით. :)

მესაჭიროება რჩევა ჩანთაზე

Posted: 06 აპრ 2009, 18:46
by burdula
ეუუუჰ :roll:

მესაჭიროება რჩევა ჩანთაზე

Posted: 08 აპრ 2009, 00:38
by perwkli
მეც ვიკითხავ რა


როგორ ჩავალაგოთ ჩანთაში მივთები ისე რომ უკან არ გადაგვეხაროს :roll:

სულ უკანაა ხოლმე გადახრილი ჩემი ჩანთა :?

თან ისეთია, პაწუკა და მაღალი და ვიწრო და 60 ლიტრი მგონი

მესაჭიროება რჩევა ჩანთაზე

Posted: 08 აპრ 2009, 01:53
by Archil
maikomaiko

მძიმე ქვემოთ უნდა ჩადო, თასმები ისე მოჭიმე, რომ ზურგზე კარგად მოდგეს. მაშინ ზურგჩანთის ტარებაც უფრო ადვილი იქნება.

მესაჭიროება რჩევა ჩანთაზე

Posted: 08 აპრ 2009, 16:21
by zura N.
paata_ wrote:
burdula wrote:მინდა კარგი და იაფად რათქმაუნდა :) ანუ მითხრეს მე ალპინისტურებიო 80 ლარი გირსო,რაღაც მეძვირა :(
80 ლარიანი არც იყიდო

არ იქნება კარგი
მაგ ფასში კაი ჩანთას ვერანაირად ვერ იყიდი... :? როგორც სხვებმა დაწერას ნორმალური კარგი ხარისხის თუ გინდა და თან დიდი ტევადობის დაახლოებით 200 ლარის ფარგლებში იყიდი... მე "high peak"-ის ჩანთებს გირჩევდი ძალიან კარგია გამძლეობის თვალსაზრისითაც და თან მოხერხებულია და სატარაებლად კარგი...!!! :wink: მე Xtream-ში ვიყიდე 2 წლის წინ და ძალიან კმაყოფილი ვარ... :)

მესაჭიროება რჩევა ჩანთაზე

Posted: 08 აპრ 2009, 16:22
by zura N.
maikomaiko wrote:მეც ვიკითხავ რა


როგორ ჩავალაგოთ ჩანთაში მივთები ისე რომ უკან არ გადაგვეხაროს :roll:

სულ უკანაა ხოლმე გადახრილი ჩემი ჩანთა :?

თან ისეთია, პაწუკა და მაღალი და ვიწრო და 60 ლიტრი მგონი
უკან რო არ გადაიხაროს რემნებზეა დამოკიდებული უფრო ვიდრე ჩალაგებაზე... ჩალაგებით მთავარია ისე არ ჩაალაგო რო სიმძიმე რომელიმე გვერდზე იყოს და ჩანთა გვერდზე გადაგიყირავდეს... დანარჩენია რემნებზეა... :roll: :)

მესაჭიროება რჩევა ჩანთაზე

Posted: 08 აპრ 2009, 17:26
by perwkli
Archil
zura N.


მადლობა :lol:


არ დამაქვს არაფერი მძიმე, სპალნიკი კი ძირში განისვენებს ხოლმე, ანუ ტასმებს მივხედდავ რამენაირად :lol: