Page 1 of 2
რკონიდან საყავრესკენ
Posted: 26 მარ 2009, 11:20
by ჩიტუციო
რა მაინტერესებს, თეძამის ხეობას რომ ავუყვე შესაძლებელია თუ არა საყავრე-ფიცესში გადასვლა?
ვინმე ყოფილა ამ გზით?
რკონიდან საყავრესკენ
Posted: 26 მარ 2009, 15:14
by Wanderer
ჩიტუციო
შესაძლებელია. ოღონდ ჩვენ პირიქით გადმოვედით: საყავრედან და ფიცესიდან რკონში.
მეორე და დაუვიწყარი ლაშქრობა იყო ჩემთვის. სიამოვნებით გავიმეორებდი იგივეს ან ისე როგორც შენ ამბობ.
რკონიდან საყავრესკენ
Posted: 26 მარ 2009, 15:17
by ჩიტუციო
Wanderer
მე მინდა წასვლა 17,18, 19 (აღდგომა), 20 აპრილს. 4 დღე... დასვენებები ემთხვევა და არ მინდა სახლში ჯდომა.
რამდენი დღე დაგჭირდათ?
რკონიდან საყავრესკენ
Posted: 26 მარ 2009, 16:04
by Wanderer
ჩიტუციო
რამდენი დღე დაგჭირდათ?
ჩვენ 8 დღე დაგვჭირდა, მაგრამ ის ლაშრობა იწყებოდა ატენიდან და მთავრდებოდა ახალქალაქში. თან რკონის მახლობლად დავბანაკდით და გასვლებიც გვქონდა. შენ არ ვიცი რას აპირებ და ვერ გეტყვი ზუსტად მოასწრებ თუ არა.
რკონიდან საყავრესკენ
Posted: 26 მარ 2009, 16:33
by ჩიტუციო
Wanderer
იდეაში ასეთი რაღაც მინდა რო გამოვიდეს.
I დღე - ტრანსპორტით დილით ჩავდივართ სოფელში, ვნახულობთ იკვს, მერე ვნახულობთ ციხის კომპლექსს და ავდივართ რკონისკენ. ვბანაკდებით რკონში. ბანაკიდან ნუ გავალთ სვეტზე და ვნახავთ სვეტის ეკლესიას.
II დღე - ვიბარგებით და მივდივართ წითელწყაროსკენ.ოღონდ ჯერ არ ვიცი საით უნდა გადავიდეთ და სად გადავუხვიოთ ამ ხეობიდან. რამდენია სასიარულო...
თუ შეგიძლია დაახლოებით რომ მითხრა რკონიდან წითელწყარომდე მისასვლელად რამდენი დრო დაგვჭირდება? ხო მერე, წითელწყაროში დავბანაკდებით და ნუ გარშემო ვნახავთ ნათლისმცემლის ეკლესიას და ჭიათას ეკლესიას.
III დღე - მივდივართ საყავრესა და ფიცესისკენ. ალბათ წითელწყაროდან ჯერ ფიცესში ჩავალთ და ვნახავთ საორბისის წმინდა გიორგის ეკლესიას და მერე ავალთ საყავრეში და აქვე დავბანაკდებით, აქ ღვთისმშობლის ეკლესიას ვნახავთ.
IV დღე - საყავრედან ჩამოვუყვებით ქვემოთ გზას და დავბრუნდებით სახლში.
გარდა ამისა რა მაინტერესებს... რკონთან უნდა იყოს სამოჭალოს წმინდა გიორგის ეკლესია, მანდ ხაარ ნამყოფი? რკონის ზემოთაა ხო? ანუ ხეობას რომ ავუყვებით შეგვიძლია მისი ნახვაც და მერე უკვე წითელწყაროში გადასვლა?
რკონიდან საყავრესკენ
Posted: 26 მარ 2009, 18:06
by Wanderer
ჩიტუციო
ვიბარგებით და მივდივართ წითელწყაროსკენ.ოღონდ ჯერ არ ვიცი საით უნდა გადავიდეთ და სად გადავუხვიოთ ამ ხეობიდან. რამდენია სასიარულო... თუ შეგიძლია დაახლოებით რომ მითხრა რკონიდან წითელწყარომდე მისასვლელად რამდენი დრო დაგვჭირდება?
ეს აღარ მახსოვს, მაგრამ ვეჭვობ ერთი დღე გეყოთ. მე მახსოვს, რომ მანდ ბევრი ვიარეთ ძალიან.
წასვლით საით უნდა წახვიდე გეტყვი: მდინარეს მარცხენა მხარეს, ზუსტად იკვის საპირისპირო ხეობაში უნდა შეხვიდე და აუყვე ზემოთ.
საყავრედან ჩამოვუყვებით ქვემოთ გზას და დავბრუნდებით სახლში.
ეს ცოტა ვერ გავიგე. იგივე გზის გამოვლას აპირებ უკან?
გარდა ამისა რა მაინტერესებს... რკონთან უნდა იყოს სამოჭალოს წმინდა გიორგის ეკლესია, მანდ ხაარ ნამყოფი? რკონის ზემოთაა ხო? ანუ ხეობას რომ ავუყვებით შეგვიძლია მისი ნახვაც და მერე უკვე წითელწყაროში გადასვლა?
კი, სადღაც მანდ არის, მაგრამ ვერ ვიხსენებ სად...
შემდეგ კვირაში შემახსენე PM-ით და გაგირკვევ მაგ ეკლესიასაც და სხვა ამბებსაც.
რკონიდან საყავრესკენ
Posted: 26 მარ 2009, 18:18
by ჩიტუციო
Wanderer
ეს აღარ მახსოვს, მაგრამ ვეჭვობ ერთი დღე გეყოთ. მე მახსოვს, რომ მანდ ბევრი ვიარეთ ძალიან.
აი ამის დადგენა მინდა ზუსტად... თუ ბევრია სასიარულოა და 1 დღეში ვერ ჩავეტევით, მაშინ იკვში აღარ გადავალთ და პირდაპირ შევუყვებით რკონის გზას.
ეს ცოტა ვერ გავიგე. იგივე გზის გამოვლას აპირებ უკან?
არა იგივე გზით არა. მე როგორც ვფიქრობ აჯობებს ხოვლეში ჩავიდეთ, როგორც ვიცი, მანდედან გადის ტრანსპორტი თბილისისკენ, ნუ თუ არა და შეგვიძლია რამეს გავყვეთ კასპამდე და მერე კასპიდან წამოვალთ თბილისისკენ.
შემდეგ კვირაში შემახსენე PM-ით და გაგირკვევ მაგ ეკლესიასაც და სხვა ამბებსაც.
მაშინ იქითა კვირას შეგაწუხებ
რკონიდან საყავრესკენ
Posted: 01 აპრ 2009, 16:03
by Wanderer
ჩიტუციო
მოკლედ გაგირკვიე ამბები.
ესეიგი 4 დღეში ეტევი თავისუფლად!
ანუ ზემოთ რა გეგმაც დაწერე თავისუფლად შეგიძლია განახორციელო.
გარდა მაგისა, როგორც უკვე თქვი საყავრედან თურმე ადვილად შეიძლება ხოვლეში ჩასვლა და ხოვლედან თბილისში წამოსვლა. დადის იქიდან ტრანსპორტი თბილისში. ასე რომ ესეც არაა პრობლემა.
მე კიდევ გირჩევ, რომ თუ თეძამის ხეობას ფეხით აპირებ რომ აუყვე დრის ციხეც ნახო(მოხსენიებულია როგორც დრისის ციხე, მაგრამ ეგ სახელწოდება არაა სწორი).
რაც შეეხება სამოჭალოს წმინდა გიორგის ეკლესიას. ეგეც გავარკვიე სადაცაა და გამახსენდა მე თვითონაც.
იმ ხეობაში არაა სადაც რკონის ეკლესიაა. სანამ მაგ ხეობაში შეხვალ მარცხნივ სხვა ხეობა შედის და იქ უნდა შეხვიდე.
და ბოლოს: ეგ ადგილები ძალიან მიყვარს და თუ პრივატულ ლაშქრობას არ აპირებ წამიყვანე მეც. თან ბევრი რამ ნაცნობია მანდ და მეგზურობასაც გაგიწევ ნაწილობრივ მაინც.
კინაღამ დამავიწყდა: აპრილი მგონი ცოტა ადრეა მაგ ადგილების მოსანახულებლად.
ჩვენ აგვისტოში ვიყავით და როგორც მახსოვს საკმაოდ გრილოდა ღამით...
რკონიდან საყავრესკენ
Posted: 01 აპრ 2009, 16:26
by ჩიტუციო
Wanderer
აუ დიდი მადლობა
ეგ ადგილები ძალიან მიყვარს და თუ პრივატულ ლაშქრობას არ აპირებ წამიყვანე მეც.
დიდი სიამოვნებით წაგიყვან
გზის ამბების გარკვევა მინდოდა ჯერ და მერე უკვე თემის გახსნას.
კინაღამ დამავიწყდა: აპრილი მგონი ცოტა ადრეა მაგ ადგილების მოსანახულებლად. ჩვენ აგვისტოში ვიყავით და როგორც მახსოვს საკმაოდ გრილოდა ღამით...
4 დღე დასვენება მგონი აღარ მექნება სამსახურის გამო და მაგიტო ავირჩიე ეს დღეები
რო არ შევიმჩნიოთ სიცივე არ გამოვა ეგრე ვითომ?
რკონიდან საყავრესკენ
Posted: 01 აპრ 2009, 16:38
by Wanderer
ჩიტუციო
რო არ შევიმჩნიოთ სიცივე არ გამოვა ეგრე ვითომ?
შევიკავოთ.
ან გადავეჩვიოთ(სვანივით).
კარგი. ნუ შევიმჩნევთ და წავიდეთ.
არა მგონია დიდი პრობლემა იყოს. კარგი იქნება თუ წვიმიანი დღეები არ დაემთხვევა და არ დაგვალბობს.
დანარჩენს არაუშავს.
გზის ამბების გარკვევა მინდოდა ჯერ და მერე უკვე თემის გახსნას.
ჩემი რჩევა იქნება თუ თემას ჯერ არ გახსნი. ატყდება ერთი ამბავი და დიდი დომხალი იქნება შიგნით. აღდგომის კვირაში გახსენი.
რკონიდან საყავრესკენ
Posted: 01 აპრ 2009, 18:40
by ჩიტუციო
Wanderer
შევიკავოთ. ან გადავეჩვიოთ(სვანივით).
ჩემი რჩევა იქნება თუ თემას ჯერ არ გახსნი. ატყდება ერთი ამბავი და დიდი დომხალი იქნება შიგნით. აღდგომის კვირაში გახსენი.
ხო მართალი ხარ, ეგრე აჯობებს და ეგრეც მოვიქცევი
რკონიდან საყავრესკენ
Posted: 01 აპრ 2009, 19:11
by ჩიტუციო
Wanderer
რაც შეეხება სამოჭალოს წმინდა გიორგის ეკლესიას. ეგეც გავარკვიე სადაცაა და გამახსენდა მე თვითონაც. იმ ხეობაში არაა სადაც რკონის ეკლესიაა. სანამ მაგ ხეობაში შეხვალ მარცხნივ სხვა ხეობა შედის და იქ უნდა შეხვიდე.
ისა და ბევრია მაგ ეკლესიამდე სასიარულო?
რკონიდან საყავრესკენ
Posted: 01 აპრ 2009, 20:35
by Wanderer
ჩიტუციო
ისა და ბევრია მაგ ეკლესიამდე სასიარულო?
2კმ-ა დაახლოებით.
იკვამდეც სადღაც მასეა. შეიძლება ცოტა ნაკლები.
რკონიდან საყავრესკენ
Posted: 10 აპრ 2009, 13:06
by Wanderer
ჩიტუციო
მგონი უკვე დროა რომ თემა გავხსნათ... ხალხი უკვე გეგმავს აღდგომის დღეებს.
რკონიდან საყავრესკენ
Posted: 17 აპრ 2009, 04:58
by Archil
Wanderer
ცოტა სითბო საჭიროა მაგი ლაშქრობა რომ მოეწყოს. ჩემი სიძე იყო მგონი მასე წასული წლების წინ. რუქა რომ დაიდოს, უკეთესი იქნება.