Page 1 of 1

კახეთი

Posted: 24 მარ 2009, 13:56
by Truli
მომწერა ყოფილმა კოლეგამ..
მოკლედ ისრაელიდან ჩამოდიან ტურისტები, უნდათ კახეთის ნახვა. აინტერესებთ ისტორია არქეოლოგია და ა.შ.
გასაგებია რომ კახეთში ძალიან ბევრი რამეა სანახავი და სწორედ ეს ქმნის პრობლემებს.
რა მარშრუტს არჩევდით რომ ნახოთ 2 დღეში რაც შეიძლება მეტი.
ალავერდი, იყალთო, ნეკრისი, გრემი, სიღნაღი, არწივის ხეობა , ხორნაბუჯი, დავით გარეჯი...
ვინ რას და როგორ აარჩევდით?

კახეთი

Posted: 24 მარ 2009, 16:10
by Kakha
Truli
მე კითხვას ასე არ დავსვამდი პროგრამის მომზადების ადრეულ ეტაპზე. ჯერ გაარკვიე რა აინტერესებთ - შუა საუკენეების არქიტექტურული ძეგლები და როგორი ციხეები თუ ეკლესიები, კედლის მხატვრობა, ბუნება და ხედები, ღვინო და ღვინოსთან ასოცირებული ნაგებობები თუ ტრადიციები, ეთნოგრაფია, თუ სხვა რამ. ასევე რა ურჩევნიათ ფეხით ხეტიალი თუ მანქნებით მისვლა ადგილებამდე. აი როცა მათ სურვილებს გაიგებ, გაიგებ თუ რას ანიჭებენ უპირატესობას მერე დავიწყოთ ლაპარაკი პროგრამაზე.

კახეთი

Posted: 24 მარ 2009, 17:11
by Truli
ყველაფერი ზემოთხსენებული აინტერესებთ. ნამეტანი ცნობისმოყვარეები არიან :) მანქანა ურჩევნიათ, დაახ 50 წლისები არიან და ახალგაზრდებივით ვერ დადიან, თუმცა ახალგაზრდობაში დადიოდნენ.

კახეთი

Posted: 24 მარ 2009, 17:26
by Kakha
პირველი დღე
თბილისიდან გასვლა
დავით-გარეჯის მონახულება
კაჭრეთის ჩემპიონში ლანჩი
ბოდბეს წმინდა ნინოს მონასტერი
სიღნაღი (აუცილებლად მისი მშვენიერი მუზეუმის მონახულებით)
დაძინება სიღნაღში

დღე მეორე
ნეკრესი
გრემი
თელავი (ლანჩი თელავში)
ალავერდი (ალტერნატივა ალავერდში ბადაგონს აქვს სადეგუსტაციო დარბაზი და იქ ლანჩი დეგუსტაციასთან ერთად)
შუამთა
გომბორით თბილისში დაბრუნება

მეტს ვერ მოასწრებთ და თუ მოასწრებთ ვერ შეირგებთ. ესეც კი ბევრია.

კახეთი

Posted: 24 მარ 2009, 18:12
by Truli
Kakha
გმადლობ. კარგი ვარიანტია

კახეთი

Posted: 25 მარ 2009, 09:17
by Kakha
გაიხარე!