Page 1 of 2

თერმოსი მინდა, სად ვიყიდო და როგორი?

Posted: 23 მარ 2009, 03:40
by Archil
თერმოსით ცხელი სასმელის წაღება კაია ლაშქრობაში. გაყინული რომ ხარ და თბილ სითხეს სვავ, გშველის და გამხნევებს.

კიდობანში გავედი ერთ შაბათ დღეს საყიდლად. ნახევარი დღე მივაფშვნიტე და მხოლოდ სამი ალტერნატივა იყო. ნახევარ ლიტრიანი 18 ლარი ღირდა. მე უფრო ლიტრა-ლიტრანახევრიანი მინდოდა. მასეთები 25-50 ლარის ფარგლებში იყო, ერთი 75 ლარიც კი ღირდა.

ხარისხზე გარანტია კი მოგეხსენებათ. მოვაჭრის პატიოსანი სიტყვის გარდა არავითარი გარანტია არაა ხარისხის. ჩაფიქრებული და გულდაწყვეტილი, უთერმოსოდ დავბრუნდი. ცუდის ყიდვას სჯობია სულ არ იყიდო...

ჰოდა ვიფიქრე, ეგება და კარაველებმა მირჩიონ რამე.

ანუ

სად ვიყიდო თერმოსი და როგორი? ინტერნეტით ხომ არ სჯობია მაგიც რომ გამოვიწერო?

თერმოსი მინდა, სად ვიყიდო და როგორი?

Posted: 23 მარ 2009, 09:32
by გვალდა
გერმანული მაღაზია TCM Tchibo ან Zepter. აღმაშენებელზე, თავისუფლებაზე... კიდევ რამოდენიმეგან არის მაღაზიები. ფასი 25 ლარიდან.

თერმოსი მინდა, სად ვიყიდო და როგორი?

Posted: 23 მარ 2009, 16:38
by ilia
დანიურში ვნახე 1 ლიტრიანი, მგონი 30 ლარი ღირდა, ხარისხით არ ვიცი როგორია.

თერმოსი მინდა, სად ვიყიდო და როგორი?

Posted: 23 მარ 2009, 18:16
by Archil
გვალდა

გერმანულია მანდ? ანუ ხარისხიანი?

თერმოსი მინდა, სად ვიყიდო და როგორი?

Posted: 23 მარ 2009, 21:58
by Mrs. Robinson
Archil
მეც მინდა თერმოსი.......
ხოდა მაინც ხომ ეძებ და ნახევარ ლიტრიანიც შეათვალიერე რააააა :oops: , ოღონდ მეც კარგი მინდა, მთელი დღე მაინც რომ შეინარჩუნოს ტემპერატურა.
გმადლობთ...........
გაგარინთან რომ ჩიბოა, მანდ მე გავივლი......

თერმოსი მინდა, სად ვიყიდო და როგორი?

Posted: 23 მარ 2009, 23:51
by Archil
Mrs. Robinson

ნახევარლიტრიანები 18 ლარი ღირდა კიდობანში. ავსტრიულია, ასე ამბობდნენ და... რავი აბა, რავი :)

ჩემთვის ნახევარლიტრიანი პატარა მგონია. ჩაი ან ყავა თუ წავიღე / მოვამზადე ლაშქრობ აში / ისას, მარტო მე ხომ არ დავლევ და ნახევარი ლიტრა მარტო მე დამჭირდება და სხვასაც ხომ უნდა :) ჰოდა უფრო დიდი მაგიტომ მინდა.

თანაც სადაც 18 ლარს გადაიხდი კაცი, იქაც დაამატე 25-მდე და უფრო დიდიც მოგივა :)

ნუ, ეხლა პატარა თუ გინდა სათრევად, ეგ სხვაა..

თერმოსი მინდა, სად ვიყიდო და როგორი?

Posted: 23 მარ 2009, 23:55
by გვალდა
Archil
აბსოლიტურად გერმანულია :)
მეც მინდა პორტატული თერმოსი :D

თერმოსი მინდა, სად ვიყიდო და როგორი?

Posted: 24 მარ 2009, 00:29
by Archil
Mrs. Robinson

ნახევარლიტრიანები 18 ლარი ღირდა კიდობანში. ავსტრიულია, ასე ამბობდნენ და... რავი აბა, რავი :)

ჩემთვის ნახევარლიტრიანი პატარა მგონია. ჩაი ან ყავა თუ წავიღე / მოვამზადე ლაშქრობ აში / ისას, მარტო მე ხომ არ დავლევ და ნახევარი ლიტრა მარტო მე დამჭირდება და სხვასაც ხომ უნდა :) ჰოდა უფრო დიდი მაგიტომ მინდა.

თერმოსი მინდა, სად ვიყიდო და როგორი?

Posted: 26 მარ 2009, 13:44
by Mrs. Robinson
Archil wrote:Mrs. Robinson
ნუ, ეხლა პატარა თუ გინდა სათრევად, ეგ სხვაა..
კი სათრევად და ამიტომ პატარა და მსუბუქი მირჩევია.

ჩიბოში ვნახე ლიტრიანი თერმოსი 18ლ და 22ლ, ძალიან კარგიაო, მაგრამ სათრევად და ზურგჩანთაში ჩასადებად მოუხერხებელია, დაააააააახლოებით ჩაიდანს ჩამოგავს.

მე ფორმით ჩვეულებრივი და ნახევარლიტრიანი მინდა.....

თერმოსი მინდა, სად ვიყიდო და როგორი?

Posted: 02 აპრ 2009, 14:23
by Mta Mkvarebia
ვიყიდე დანიურში თერმოსი, 0,75 ლიტრიანი 30 ლარამდე ღირდა. 1 ლიტრიანი ზომაში უსაშველოდ დიდი მომეჩვენა. 0,5 ლიტრიანი არ ჰქონდათ.
8 საათს ინარჩუნებს ტემპერატურასო, როგორც ცხელს ასევე ცივსო.
ვნახოთ...

თერმოსი მინდა, სად ვიყიდო და როგორი?

Posted: 02 აპრ 2009, 14:53
by Naia
Mta Mkvarebia
მე ვიყიდე დანიურის თერმოსი და ძალიან კარგად ვიყენებ. ტემპერატურასაც დიდხანს ინახავს...

თერმოსი მინდა, სად ვიყიდო და როგორი?

Posted: 02 აპრ 2009, 16:38
by Wanderer
მოგზაურში ვიყიდე ლიტრიანი თერმოსი 30 ლარად. ჯერ არ დამიტესტირებია. :( წვრილი ფორმა აქვს და მგონი მოსახერხებელია სატარებლად.

თერმოსი მინდა, სად ვიყიდო და როგორი?

Posted: 23 ივნ 2010, 11:08
by yoko
ხომ არ იცით, სად შეიძლება ვიყიდო ჭიქა–თერმოსი? სახურავიც რომ ჰქონდეს. ძალიან მჭირდება.
მადლობა წინასწარ :)

თერმოსი მინდა, სად ვიყიდო და როგორი?

Posted: 23 ივნ 2010, 11:10
by Hereti
yoko
გუდვილში

თერმოსი მინდა, სად ვიყიდო და როგორი?

Posted: 23 ივნ 2010, 11:44
by Wanderer
მოგზაურში ნაყიდმა თერმოსმა ჩაისვარა... :( ტემპერატურას ვერ უნარჩუნებს საკმაო დროის განმავლობაში.... :(