Page 1 of 6

კარვის სამზარეულო- კერძების რეცეპტები და სხვ.

Posted: 13 მარ 2009, 21:50
by caucasica
მეგობრებო ლაშქრობის დროს კარგი საკვები განწყობას ერთიორად აუმჯობესებ, მით უმეტეს იშვიათად მაგრამ მაინც გვიწევს გრძელვადიანი ლაშქრობები სადაც კომფორტული სამზარეულო და ყველა ინგრედიენტი არ გვააქქვს ხოლმე ხშირად.

მოდით აქ გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება, რეცეპტები და სხვა ლაშქრობის თუ ექსპედიიციების დროს კერძების მომზადები შესახებ

ციივი წიწიბურა
ინგრედიენტები: წიწიბურა, მაიონეზი (თუ გვააქვს) და ყველაზე კარგ შემთხვევაში გუდის ყველი.
საჭირო ინვენრტარი: ნებისმიერი ჭურჭელი კონტეინერი რაც წყალს არ ატარებ.
მომზადები წესი: საღამოს ძილის წინ გასუFთავებულ წიწიბურას ჩავყრით კონტეინერში და დავასხავთ ჩვეულებრივ ცივ წყალს 1/1. დილით შევანელებთ მარილით (თუ გუდის ყველი არ გვააქვს დავფშვნათ და მოვაყაროთ.) და მაიონეზი და შავი პილპილი გემოვნებით.

თუ გვააქვს სასუალება და ცხელს მოვამზადებთ ბევრად გემრიელია.

ბატკნის ჩაქაფული

ბატკნის ხორცს (მთლად ქორფა არ გინდათ!) გარეცხავთ, ძვლიანად დაჭრით (არ მსხვილ, არც წვრილ, უფრო საშუალო ნაჭრებად) და ჩააწყობთ ქვაბში, იქვე დაუდებთ ცოტა დუმის ქონს, წვრილად დაჭრილს). დადგამთ ძალიან ნელ, ლამის მბჟუტავ ცეცხლზე და ადუღებთ იმ საკუთარ წვენში, რომელიც გამოუვა. გარეშე წყალს საერთოდ არ დაასხავთ არც ერთ ეტაპზე. თუ ამოშრა ხორცის მომზადებამდე, დაუმატებთ ღვინოს. რომ ამოშრება სითხე და ხორციც მომზადდება , დაასხით ისევ ღვინო (ცოტა!). დააყარეთ ერთი ფენა ნახევარალყებად დაჭრილი ხახვი.

პარალელურად დაჭერით ბლომად ქინძი, იმის ნახევარი ოხრახუში და ერთი ბეწო ნიახური + ბლომად ახალი ხახვი + გრძელი კახური წიწაკა (გემოზე), აურიეთ ერთმანეთში და მოზადებულ ხორცს დაადეთ ეს ყველაფერი ფენად. დაუმატეთ ტყემალი (მე კონსერვირებული მირჩევნია ხოლმე, მაგრამ ახალიც კარგია, თუ მწარე არ არის) გემოზე. ბლომად ქორფა ტარხუნა დაჭერით მსხვილად, ან, თუ ღერო მაგარი აქვს, ეგ ღერო გამოაცალეთ, დატოვეთ მხოლოდ ფოთლები და აღარ დაჭრათ და ეგ ტარხუნაც ზემოდან დაადეთ ფენად.

ფენები უნდა ისეთი იყოს, რომ მათ ქვეშ ხორცი არ ჩანდეს! დაახურეთ ხუფი. თუ ცეცხლი მბჟუტავია, ჩაქაფული მზად რომ იქნება, წამოიდუღებს და ზემოდან მოადგება ქაფი! მაგიტომ ჰქვია ჩაქაფული. ცოტა ხანი აცადეთ, იმ ქაფის მოხსნა არ დაიწყოთ! ბოლოს ისევ შეგიძლიათ დაამატოთ ცოტა ღვინო. ქაფის გამოჩენიდან 15-20 წუთში კერძი მზადააა, მიირთვით ცხლად. ჰო, სულ დასაწყისში მარილი არ დაგავიწყდეთ. გარდა ამისა, ვისაც უყვარს, შეუძლია მწვანილამდე ცოტა დაფქვილი წითელი წიწაკა დაამატოს, არომატისთვის, მოუხდება.

ფაქტია, რომ მწვანილმა ხორცი საშუალო სისქის ფენებად უნდა დაფაროს, ტყემალი მოზომილად უყავით, თორემ დაგიმჟავებთ!დანარჩენი თქვენ იცით!
Image

კარვის სამზარეულო- კერძების რეცეპტები და სხვ.

Posted: 13 მარ 2009, 22:06
by caucasica
ეხლა კი დესერტი :D
ჟოლო (ჟოლი),მოცხარი, მოცვი და სხვა კენკროვნები თუ შეგროვე (რა თქმა უნდა შეგროვებისას სულ თუ არ შემოგეჭამა) ჩაყარე კონტეინერსი დააყარე შაქარი დაელოდე სანამ სხვა შეჭამს :wink: , ხო შედედებული რძეც უხდება...საღამოს ეს ყველაფერი სეიძლება ცივ წყალში ჩადო და დილით ...

კარვის სამზარეულო- კერძების რეცეპტები და სხვ.

Posted: 14 მარ 2009, 13:45
by Toma
caucasica
აუუუ ერთი ეხლა მაგ ჩაქაფულს ჩამახუტა და მეტი არაფერი არ მინდა და თან რა კარგ ხასიათზე დამაყენებდა.

ისე ერთი გასვლა გავაკეთოთ "ჩაქაფულ-ტური" და მსგავსი ჭამა სმა გავმართოთ არ გინდათ?


აღდგომის მერე.... :D

კარვის სამზარეულო- კერძების რეცეპტები და სხვ.

Posted: 14 მარ 2009, 13:50
by Naia
Toma wrote:caucasica
აუუუ ერთი ეხლა მაგ ჩაქაფულს ჩამახუტა და მეტი არაფერი არ მინდა და თან რა კარგ ხასიათზე დამაყენებდა.

ისე ერთი გასვლა გავაკეთოთ "ჩაქაფულ-ტური" და მსგავსი ჭამა სმა გავმართოთ არ გინდათ?


აღდგომის მერე.... :D
მაგარი აზრია!

კარვის სამზარეულო- კერძების რეცეპტები და სხვ.

Posted: 14 მარ 2009, 15:56
by okulone
გოგრა ხორცის შიგთავსით

Image

შემადგენლობა:
1 კგ.ხორცი. ღორის (ან ცხვრის) ნეკნები
2 დიდი თავი ხახვი
ორცხობილა (სახლში შეგიძლიათ დაჭრათ პურის ნაჭრები და ტაფაში შეაწითლოთ)
2 ცალი ბულგარული წიწაკა
2 ცალი მწარე წიწაკა
ოხრახუში, ქინძის თესლი (ცხვრის ხორცს ქინძი, როზმარინი, ძირა)
არაჟანი
1 ცალი საშუალო ზომის გოგრა


დავჭრათ ხორცი საშუალო ნაჭრებად და დავაწითლოთ ძლიერ ცეცხლზე (ზეთში ან კარაქში). ხორცს დავუმატოთ დაჭრილი ხახვი და ცოტათი მოვშუშოთ. გავურიოთ 3-4- კოვზი არაჯანი. გოგრას თავი ლამაზად ამოვაჭრათ, ამოვიღოთ თესლები და ფსკერზე ჩავუყაროთ ქინძის თესლი,ორცხობილა, ბულგარული წიწაკას რამოდენიმე ნაჭერი,ცხარე წიწაკა და მოვაყაროთ მოშუშული ხორცის ნახევარი, დავუმატოთ მწვანილი. გავიმეოროთ მეორე ფენა ანალოგიურად. დავაფაროთ გოგრას თავი და შევდგათ ღუმელში 2 საათით, 200 გრადუსზე.

კარვის სამზარეულო- კერძების რეცეპტები და სხვ.

Posted: 15 მარ 2009, 02:15
by guruli
okulone - გოგრა მაგ დანიშნულებით თუ გამოიყენებოდა, აქამდე არც ვიცოდი, რამდენიმე დღის წინ ერთ ფორუმზე წავაწყდი ანალოგიურს. ოღონდ იმას ხორცი არ ჰქონდა და მთლიანად ბოსტნეული იყო - სალათასავით.
რას არ მოიგონებთ ქალები რა! :D

კარვის სამზარეულო- კერძების რეცეპტები და სხვ.

Posted: 15 მარ 2009, 03:14
by teo-
რამე გემრიელი სალათი მინდა , ისეთი რო ბევრი ხლაფორთი არ ჭირდებოიდეს და ცოტა უცხო იყოს :oops:

კარვის სამზარეულო- კერძების რეცეპტები და სხვ.

Posted: 15 მარ 2009, 08:43
by caucasica
okulone
:D გთხოვთ თემას ნუ გადავუხვევთ, შესანიშნავი რეცეპტია, მაგრამ ვერ წარმომიდგენია ლაშქრობის დროს როგორ უნდა მოამზადო, თუ რათქმა უნდა მომზადებული "კაკვახი" არ წაიღე.



teo-
სალათები მართლაც კარგი მოსამზადებელია ლაშქრობისას და ინგრდიენტების ცვლაც შეიძლება...

ხრამუნა სალათი

ვიღებთ:
სალათის ფურცლებს(კარგად გარეცხილს) (ეს შეიძლება შეიცვალოს მჟაუნით , წიწმატით, მწვანე ხახვით და სხვ...
მაიონეზს
ორცხობილებს (ტრი კოროჩკი ან რაიმე მსგავსს)
უმარილო ყველს
სიმინდის კონსერვს (ეს თუ გვააქვს)
კიტრს (შეიძლება ვაშლი წვრილად დაჭრილი)
ვწიწკნით სალათის ფურცლებს ხელით რაც შეიძლება წვრილად, ვჭრით კიტრს პატარა კვადრატებად, ვხეხავთ ყველს და ვაყრით, ვასხავთ მაიონეზს (ზომიერად ბევრი არ უხდება) და ბოლოს ორცხობილად და სიმინდს. ამ ყველაფერს სულ ცოტათი ვამატებთ მარილსა და პილპილს.

გემრიელად იხრაშუნეთ :)


სალათი "მიმოზა"

ამის გაკეთებას შესაძლებელია მთაში, უბრალოდ რამოდენიმე ინგრედიენტი წინასწარ მომძადებულმა უნდა წავიღოთ

შემადგენლობა:
1 ჭიქა ბრინჯი
2 ქილა თევზის კონსერვი (სასურველია ორაგულის)

5 ცალი სტაფილო
5 ცალი კვერცხი
200 გრ. ყველი გაუდა (სხვა ვარიანტებიც შეიძლება, მაგ. მდნარი შებოლილი ყველიც წავა)
მწვანე ხახვი

პილპილი
მაიონეზი
1 დიდი მჟავე ვაშლი (ეს უკვე გემოვნებით)

მოვხარშოთ ბრინჯი მარილ წყალში (არ ჩაგეხარშოთ), გადავწუროთ წყალი. მოვხარშოთ სტაფილო და კვერცხი. დავხეხოთ ყველი, ასევე კვერცხის ცილა, სტაფილო, ვაშლი, რომ არ შეიცვალოს ფერი, პირდაპირ სალათის აწყობის დროს მოვახეხოთ. თევზის კონსერვიდან ნახევარი წვენი გადავწუროთ და ჩანგლით დავშალოთ. შევანელოთ ბრინჯი+პილპილი+დაჭრილი ხახვი. პირველი ფენა – ბრინჯი,მაიონეზი თხლად, თევზი, ყველი, ვაშლი, სტაფილო, კვერცხის ცილა და მაიონეზი კარგათ მოვასხათ.
გავიმეოროთ მეორე ფენა, მაიონეზს ზემოდან მოვაყაროთ კვერცხის გულები.

P.S. ეს სალათა 6 საათით ადრე უნდა მომზადდეს, კარგათ რომ გაუჯდეს ყველაფერი


სალათი "მამაპაპური" :lol:
კიტრიიი, პამიდოორიი, მწვანე წიწაკა, პეტრუშკა, რეჰანი, ხახვი, ძმარი.
კარგად აჯანჯღარეთ ერთმანეთში და მაგას არაფერი სჯობია!
კაი ხმელი ყველი -წითელი ღვინო მიაყოლე და ეგაააა!

"შპროტიანი" სალათა
ერთი შპროტი დაგჭირდებათ..

4-5 დიდი კარტოფილი, მოხარშული..
2 თავი ხახვი..
3-4 მოხარშული სტაფილო
5 მოხარშული კვრცხი
მარილი
ჩორნი
მაიონეზი 1 ცალი მთლიანად


დიდ ლანგარზე ამ ყველაფერს ფენა ფენა დაალაგებთ და უგემრიელეს სალათს მიიღებთ..
ხო შპროტის თევზები დაგლიჯეთ ხელითთ და ისე ჩაატანეთ და თევზის წვენი სუკლ ბოლოს მოასხით რომ კარგად გაიჟღინთოს..

კარვის სამზარეულო- კერძების რეცეპტები და სხვ.

Posted: 15 მარ 2009, 13:02
by Toma
caucasica wrote:ეხლა კი დესერტი :D
ჟოლო (ჟოლი),მოცხარი, მოცვი და სხვა კენკროვნები თუ შეგროვე (რა თქმა უნდა შეგროვებისას სულ თუ არ შემოგეჭამა) ჩაყარე კონტეინერსი დააყარე შაქარი დაელოდე სანამ სხვა შეჭამს :wink: , ხო შედედებული რძეც უხდება...საღამოს ეს ყველაფერი სეიძლება ცივ წყალში ჩადო და დილით ...
და დილით მერწმუნე რომ აღარ დაგხვდება.... თუ რათქმაუნდა ეგ კონტეინერი თავქვეშ არ გაქვს ამოდებული :D

კარვის სამზარეულო- კერძების რეცეპტები და სხვ.

Posted: 15 მარ 2009, 15:44
by Toma
დესერტი:

პეჩენია "იუბილეინაია", შედედებული რძე, ქიშმიში, მიწის თხილი, მაყვალი, ჯოლო, მარწყვი (რომელსაც caucasica მოაგროვებს კონტეინერით მთელი დღის განმავლობაში, ან თქვენ თავადაც შეგიძლიათ მოაგროვოთ) პეჩენიას გადაუსვამთ შედედებულ რძეს, და ზემოდან მოვაყრით ყველა იმ ინგრედიენტს რაც კონტეინერში მოგვეპოვება, შემდეგ დავადებთ ისევ პეჩენისა ისევ გადაუსმევთ შედედებულ რძეს და ისევ მოვაყრით ხილს, თუ მაო თქვენს ლაშქრობაში არის, მას აუცილებლად ექნება პატარა სანთლები, რომელსაც დიდი სიამოვნებით მოგცემთ. შემდეგ სანთელს დაამაგრებთ უკვე შექმნილ მინი ტორტზე. აანთებთ სანთელს და თქვენთვის სასურველ მოლაშქრეს უმღერებთ "რალამაზი დღეა, რალამაზი დღეა" :D :D :D

მიირთვით გემრიელად :D

კარვის სამზარეულო- კერძების რეცეპტები და სხვ.

Posted: 15 მარ 2009, 21:53
by caucasica
Toma
და დილით მერწმუნე რომ აღარ დაგხვდება
დაახლოებით მეც ეგ ვიგულისხმე დილით თუ დაგხვდებათქო :lol:

ეხლა სოკოზე გადავიდეტ....
ხო სოკოს უნდა იცნობდე....

იყო შემთხვევა ბლომად ძერანა და წერეწო შეგხვდა... არადა ცხიმი არ გვქონდა...
აღმოჩნდა რომ გვქონდა მდნარი ყველი --ხოდაა ტაფაზე ჯერ მდნარი ყველი გავაცხელეთ და მერე წვრილად დაკეპილი სოკო ჩავყარეთ და ბოლოსსსს შავი პილპილი და მარილი მოვაყარეთ უგემრიელესიიი იყოოოო....

ასევე ძალიან გემრილელია ხორცის კონსერვთან ერთად , შეიძლება ყველის დამატება.....

კარვის სამზარეულო- კერძების რეცეპტები და სხვ.

Posted: 15 მარ 2009, 21:55
by teo-
caucasica wrote:okulone
:D გთხოვთ თემას ნუ გადავუხვევთ, შესანიშნავი რეცეპტია, მაგრამ ვერ წარმომიდგენია ლაშქრობის დროს როგორ უნდა მოამზადო, თუ რათქმა უნდა მომზადებული "კაკვახი" არ წაიღე.



teo-
სალათები მართლაც კარგი მოსამზადებელია ლაშქრობისას და ინგრდიენტების ცვლაც შეიძლება...

ხრამუნა სალათი

ვიღებთ:
სალათის ფურცლებს(კარგად გარეცხილს) (ეს შეიძლება შეიცვალოს მჟაუნით , წიწმატით, მწვანე ხახვით და სხვ...
მაიონეზს
ორცხობილებს (ტრი კოროჩკი ან რაიმე მსგავსს)
უმარილო ყველს
სიმინდის კონსერვს (ეს თუ გვააქვს)
კიტრს (შეიძლება ვაშლი წვრილად დაჭრილი)
ვწიწკნით სალათის ფურცლებს ხელით რაც შეიძლება წვრილად, ვჭრით კიტრს პატარა კვადრატებად, ვხეხავთ ყველს და ვაყრით, ვასხავთ მაიონეზს (ზომიერად ბევრი არ უხდება) და ბოლოს ორცხობილად და სიმინდს. ამ ყველაფერს სულ ცოტათი ვამატებთ მარილსა და პილპილს.

გემრიელად იხრაშუნეთ :)

[
აუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუ
ვგიჟდები ამაზე მართლააა, ეისიD ბარში აქვთ.. უმაგრესია

კარვის სამზარეულო- კერძების რეცეპტები და სხვ.

Posted: 18 მარ 2009, 10:28
by caucasica
კალმახი ფოლგაში
კალმახი დავდოთ კარაქწასმულ (ერბოთი მირჩევნია) ფოლგაზე. ზემოდან დავადოთ რამოდენიმე ნაჭერი კარაქი (ერბო შეიძლება სმეტანა).
კალმახი ფოლგაში ისე გავახვიოთ,რომ იქიდან წვენი არ გადმოიღვაროს.
გავახვიოთ ნაკვერჩხალში 20 წთ-ის განმავლობაში.
გემრტიელად მიირთვით.

"სპირტის" გაზავება
მოგეხსენებათ სპირტი უფრო სადვილი სატარებელია ლასჰქქრობასი

ხოდა ზოგჯერ ადგილზევე შეიძლება სასაიმოვნო სასმელი მომზადება.
ველური პიტნა "ვირის პიტნას" ალბათ ყველა ვცნობთ და ადვილადაც იშოვნება, მოვხარშოთ პიტნის ნაყენი წყალსიო, დავამატოთ შაქარი და ცხელი გადავაზავოტ სპირტში 1/2.3 პროპორციიტ. მერე ეს ნაზავი ერტი მაგრად დავახეტქოტ მიწაზე ასე კარგად ზავდება (რა თქმაუნდა პოლიეტილენის თავდახურულ ბოთლი). თუ ძალიან არ გვეჩქარება ჩავდოტ ცივ წყალსი გაციებამდე და მერე კი...

კარვის სამზარეულო- კერძების რეცეპტები და სხვ.

Posted: 18 მარ 2009, 19:00
by Mta Mkvarebia
caucasica
ვაა რა რეცეპტებია! :D
საველე პირობებშიც რომ ხერხდება დამზადება.

ნუ რა ყოჩაღი მეუღლე ეყოლები შენს ცოლს?! :lol: :wink:

კარვის სამზარეულო- კერძების რეცეპტები და სხვ.

Posted: 18 მარ 2009, 22:35
by აცაბაცა
ქვის შეჭამანდი:

საჭიროა წყალი, მარილი გემოვნებით, ქინძი (მე ყოველთვის დამაქვს თან, უბრალოდ არ გაჩვენებთ ხოლმე და ჩუმად მივირთმევ )...... სტაფილო, არაერთჯერადი ჯამი და ასევე არაერთჯერადი შეჭამანდის კოვზი.