ფოტო შეიძლება (და სასურველია) ისე გადაიღო რომ მას დამუშავება არ ჭირდებოდეს, მაგრამ თუ ეს რაიმე მიზეზით ასე არ მოხდა, შესაძლებელია მისი ფოტოშოპში გუმჯობესება. რა თქმა უნდა ის ისეთი ვერ გახდება როგორიც უნდა გადაგეღოთ, მაგრამ განსხვავება საგრძნობი იქნება.
მე ფოტოების სტანდარტული მეთოდით ვამუშავბ, რომელიც რომელიღაც საკმაოდ ცნობილი ფოტოგრაფის საიტიდან ვისწავლე.
გვჭირდება ფოტოშოპი.
აიღეთ რომელიმე გაცრეცილი ფოტო. გახსენით ფოტოშოპში.
მის დასამუშავებლად სამ ნაბიჯს ვაკეთებთ:
1. დონეები (Levels)
Layer -> New Adjustment Layer -> Layers... ->(OK ->)
როდესაც დიალოგის ფანჯარა გაიხსნება დაინახავთ დიაგრამას, იმ სემენტზე სადაც დიაგრამა საერთოდ არაა, გადაასრიალეთ სამკუთხედი, მარცხნიდანაც და მარჯვნიდანაც.
განსხვავების შესამჩნევად გამორთეთ და ჩართეთ ალამი Preview
2. მრუდები (curves) კონტრასტის მომატება
Layer-> New Adjustment Layer ->curves... ->(OK ->)
გახსნილ დიალოგის ფანჯარაში, დაინახავთ კვადრატს დიაგონალით. დიაგონალის ახლოს დააწკაპუნეთ ზემოთ და ქვემოთ, ისე რომ მიიღოთ სინუსოიდასავით დაკლაკნილი მრუდი
განსხვავების შესამჩნევად გამორთეთ და ჩართეთ ალამი Preview
ძალიან ნუ გაერთობით ამ მრუდებით, ფერები არაბუნებრივი გამოვა, სულ ოდნავ "დაგრიხეთ"
3. სისავსე (saturation)
Layer-> New Adjustment Layer -> Hue/Saturation... ->(OK ->)
saturation მნიშვნელობა გახადეთ 5. მეტი არაფერს ხელი არ ახლოთ
ფოტოშოპში ფოტოს დამუშავება ქალის მაკიაჟივით არის - ყველაზე კარგი მაშინაა, როცა არ ემჩნევა რომ მაკიაჟი აქვს!
წარმატებებს გისურვებთ!
ფოტოების დამუშავება ფოტოშოპში
Moderators: Kakha, Druides, Nika, Kakha, Druides, Nika, Kakha, Druides, Nika, Kakha, Druides, Nika
ფოტოების დამუშავება ფოტოშოპში
Last edited by Gvalva on 12 ნოე 2008, 12:26, edited 1 time in total.
ფოტოების დამუშავება ფოტოშოპში
Gvalva
მადლობთ, რომ არ დაიზარე. მარტივი მაგრამ ეფექტური რჩევებია. ალბათ მადლობა ეკუთვნის იმ ფოტოგრაფსაც, რომელმაც ასევე არ დაიზარა ამ რჩევების გაზიარება.
მადლობთ, რომ არ დაიზარე. მარტივი მაგრამ ეფექტური რჩევებია. ალბათ მადლობა ეკუთვნის იმ ფოტოგრაფსაც, რომელმაც ასევე არ დაიზარა ამ რჩევების გაზიარება.
ფოტოების დამუშავება ფოტოშოპში
ხშირად (ძირითადად ცუდი კამერის გამო), შავის და თეთრის მარკერების ჰისტოგრამის საზღვრებთან მიტანისას (როგორც სურათზეა) ფერები ძალიან ირევა.
ზოგჯერ auto levels (auto-ზე დაჭერით) უფრო შველის. ეს უკვე სურათზე ფერების განაწილებას გააჩნია.
ისე, ჩემი აზრით, არაა აუცილებელი ახალი შრის შექმნა და ისე დამუშავება.
Image>Adjustment>-შიცაა ყველაფერი, რაც პირდაპირ სურათს ამუშავებს დამატებითი შრის გარეშე და შესაბამისად, უფრო სწრაფადაც.
ანდა პირდაპირ ასეც შეიძლება მათი გამოძახება:
Levels: Ctrl+L
Hue/Saturation: Ctrl+U
Curves: Ctrl+M
Color Balance: Ctrl+B
პრინციპში, ყველა მათგანი (Hue/Saturation-ის გარდა) საბოლოო ჯამში ერთიდაიმავე რამეს აკეთებს,
განსხვავება სიზუსტეში და მოქმედების არეალშია.

ესეც ნახეთ - მართალია ფოტოების დაპატარავებას ეხება, მარა რა იცი, რაში გამოგადგეს, ოჯახი ხრამია http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=1310