მე ფოტოების სტანდარტული მეთოდით ვამუშავბ, რომელიც რომელიღაც საკმაოდ ცნობილი ფოტოგრაფის საიტიდან ვისწავლე.
გვჭირდება ფოტოშოპი.
აიღეთ რომელიმე გაცრეცილი ფოტო. გახსენით ფოტოშოპში.
მის დასამუშავებლად სამ ნაბიჯს ვაკეთებთ:
1. დონეები (Levels)
Layer -> New Adjustment Layer -> Layers... ->(OK ->)
როდესაც დიალოგის ფანჯარა გაიხსნება დაინახავთ დიაგრამას, იმ სემენტზე სადაც დიაგრამა საერთოდ არაა, გადაასრიალეთ სამკუთხედი, მარცხნიდანაც და მარჯვნიდანაც.

განსხვავების შესამჩნევად გამორთეთ და ჩართეთ ალამი Preview
2. მრუდები (curves) კონტრასტის მომატება
Layer-> New Adjustment Layer ->curves... ->(OK ->)
გახსნილ დიალოგის ფანჯარაში, დაინახავთ კვადრატს დიაგონალით. დიაგონალის ახლოს დააწკაპუნეთ ზემოთ და ქვემოთ, ისე რომ მიიღოთ სინუსოიდასავით დაკლაკნილი მრუდი
განსხვავების შესამჩნევად გამორთეთ და ჩართეთ ალამი Preview
ძალიან ნუ გაერთობით ამ მრუდებით, ფერები არაბუნებრივი გამოვა, სულ ოდნავ "დაგრიხეთ"
3. სისავსე (saturation)
Layer-> New Adjustment Layer -> Hue/Saturation... ->(OK ->)
saturation მნიშვნელობა გახადეთ 5. მეტი არაფერს ხელი არ ახლოთ
ფოტოშოპში ფოტოს დამუშავება ქალის მაკიაჟივით არის - ყველაზე კარგი მაშინაა, როცა არ ემჩნევა რომ მაკიაჟი აქვს!
წარმატებებს გისურვებთ!