Page 1 of 1
ღირს თუ არა
Posted: 19 ოქტ 2008, 22:26
by Daniel
ნოემბერში 2 თვით მივდივარ ახლო აღმოსავლეთში და ვფიქრობ გავიკეთო თუ არა აცრები? Gepatit A და კიდე დიფტერია თუ არ ღირს.???
ღირს თუ არა
Posted: 20 ოქტ 2008, 03:47
by GAMARJOBA SAKARTVELO
Daniel
სჯობს იმ თვალსაზრისით, რომ დაცული იქნები დაუპატიჟებელი "სტუმრებისგან".
ზოგადად, თუ ჩასვლის დროს ქვეყანაში ეპიდემია არ არის, აცრები საჭირო არაა.
უბრალოდ, მკაცრად უნდა დაიცვა ჰიგიენის ნორმები.
არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიირთვა გარეცხავი მოსავალი, არ დალიო ონკანის წყალი და მისით არც კბილები გამოიხეხო.
არ გამოიყენო სა1ო ჭურჭელი და ა/შ.
მკდ, ჯანმრთელობას გისურვებ
ღირს თუ არა
Posted: 20 ოქტ 2008, 16:21
by Daniel
დიდი მადლობა ახლა გასაგებია ყველაფერი

ღირს თუ არა
Posted: 20 ოქტ 2008, 22:22
by GAMARJOBA SAKARTVELO
გასათვალისწინებელია ისიც, რომ საქართველოში აცრები ძირითადათ ყვითელ ციებ-ცხელებაზე კეთდება, რომელიც უფასოა
და რომელსაც 10წლიანი მოქმედების ვადა აქვს.
ამასთან, პრევენციისთვის აფრიკულ და ლათინური ამერიკის ქვეყნებში მალარიის საწინააღმდეგო აბებს სვამენ.
არის ყოველდღიური და კვირაში 1ხელ დასალევიც.
კვირაში 1ხელ დასალევი ცოტა გამაბრუებელია და საჭესთან მყოფისთვის მისი მიღება არაა სასურველი.
ყოველდღიურად მისაღები აბები კი, უბრალოდ, მომაბეზრებელია და ხან და ხან დავიწყებაც იცის.
1 ასეთი და გავრცელებული წამალი "მალარონია".
ზოგი1 წამლის დალევა სულაც ჩასვლამდე 1-2 კირით ადრეა დასაწყები
ღირს თუ არა
Posted: 21 ოქტ 2008, 14:41
by Daniel
ხო ეს ვიცი მარა ამას დავლევ როცა ინდოეთში და სამხრეთ აზიის ქვეყნებში წავალ.
ღირს თუ არა
Posted: 26 ოქტ 2008, 00:45
by GAMARJOBA SAKARTVELO
Daniel wrote:ხო ეს ვიცი მარა ამას დავლევ როცა ინდოეთში და სამხრეთ აზიის ქვეყნებში წავალ.
მალარიის აღსაკვეთი წამლების დალევა გჭირდება აღმოსავლეთ-ცენტრალური აფრიკის ქვეყნებსა და ლათინურ ამერიკაში.
ღირს თუ არა
Posted: 26 ოქტ 2008, 00:51
by ლეონტი
აფრიკაში ყველაზე საშიშია ბუზი ცეცე-სიკვდილის ბუზი.