Page 1 of 1
ლომისაზე ასვლა ქსნის ხეობიდან
Posted: 17 ივლ 2008, 17:50
by Int3lig3nt
შესაძლებელია თუ არა და რამდენი ხანი უნდა?
ამ შაბათ-კვირას მინდა ქსნის ხეობიდან ავიდე და არაგვის ხეობისკენ ჩავიდე.
აბა რას მეტყვით?
ლომისაზე ასვლა ქსნის ხეობიდან
Posted: 17 ივლ 2008, 19:22
by mzevinari
ქარჩოხის პატარა ეკლესიიდან დილით რომ გახვალ,5-6 საათისთვის ლომისზე იქნები.
ქარჩოხამდეც არაა პატარა გზა.თან ცუდი გზა იყო,ახლა თუ გააკეთეს არ ვიცი...
არა მგონია 2 დღე გეყოს
ქარჩოხის ავტობუსი ისევ დადის?
ლომისაზე ასვლა ქსნის ხეობიდან
Posted: 17 ივლ 2008, 19:53
by Int3lig3nt
mzevinari
თუ 5-6 საათისთვის ლომისაზე ვიქნები, რატომ არ მეყოფა 2 დღე

?
ლომისაზე ასვლა ქსნის ხეობიდან
Posted: 17 ივლ 2008, 19:55
by Nika
Int3lig3nt
ცხმორის ციხის მიდამოებიდან (პავლიანი) ჩანს ეკლესია. სიმაღლეში ასვლა დაახლოებით იგივეა რაც მლეთადან. თუ პავლიანამდე მოახერხეთ ტრანსპორტის შოვნა მაშნ 1 დღეში მოსწრებადია.
ლომისაზე ასვლა ქსნის ხეობიდან
Posted: 17 ივლ 2008, 20:00
by Int3lig3nt
Nika
ლამას ველაპარაკე და ლარგვისიდან შეგიძლია ახვიდე და ორ დღეში მოესწრებაო.
ლარგვისამდე დადის ნეტა რამე?
ლომისაზე ასვლა ქსნის ხეობიდან
Posted: 18 ივლ 2008, 09:39
by Kakha
Int3lig3nt
ნიკა მართალს გეუბნება, როგორმე ცხმორის ციხემდე რომ მოახერხო ტრანსპორტით ასვლა მაგრა გაიადვილებ ცხოვრებას ლარგვისიდან ციხემდე (ბოლო სოფლამდე) ასე 15 - 17 კმ უნდა იყოს, ამას კი შეიძლება მთელი დღეც კი მოანდომო. ცხმორამდე კიდევ სამანქანო გზა ადის. ჰოდა მე ასე მგონია, თუ როგორც თამარიჩმა გირჩია და ლარგვისის მარშრუტკას გაყევი, ფული წაუმატე და ააყვანინე თავი ბოლომე.
წარმატებას გისურვებ!